пятница, 25 сентября 2020 г.

თორიუმი

                                თორიუმი

თორიუმის ატომის სქემა

პირველად თორიუმი გამოჰყო ი. ბერცელიუსმა 1828 წელს მინერალისაგან, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება თორიტი (შიცავს თორიუმის სილიკატს). თორიუმი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის მიერ სკანდინავიური მითოლოგიით მეხის ღმერთის თორის (ტორის) პატივსაცემად. 

    პირველად თორიუმი გამოჰყო ი. ბერცელიუსმა 1828 წელს მინერალისაგან, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელწოდება თორიტი (შიცავს თორიუმის სილიკატს).თორიუმი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის მიერ სკანდინავიური მითოლოგიით მეხის ღმერთის თორის (ტორის) პატივსაცემად.

                                                                                              
თორიუმის სენდვიჩის მოლეკოლური სტრუქტურა
თორიუმი თითქმის ყოველთვისაა იშვიათმიწა ელემენტების მინერალებში, რომლებისგანაც უმეტესწილად ხდება მათი მიღება. დედამიწის ქერქში თორიუმის შემცველობა მიახლოებით არის 8 — 13 გრ/ტ, ზღვის წყალში 0,05 მკგ/ლ. მაგმატიურ ქანებში თორიუმის შემცველობა მცირდება მჟავებიდან (18 გ/ტ) ფუძეებამდე (3 გ/ტ). თორიუმის მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება პეგმატიტური და პოსტმაგმატიტური პროცესებისას, ამასთან მისი შემცველობა იზრდება ქანებში კალიუმის ზრდასთან ერთად. თორიუმის არსებობის ძირითადი ფორმა ქანებში არის ურან-თორიუმის ქანების უმეტეს შემცველ ნაწილი ან იზომორფული მინარევები აქცესორებელ მინერალებში. თორიუმის მთავარ მინერალებს წარმოადგენს მონაციტის ქვიშა და ფერიტორიტი. ასევე თორიუმი გროვდება ზოგიერთ გრეიზენობრივ საბადოებში, სადაც ის კონცენტრირდება ფერიტორიტებში ან წარმოქმნის მინერალებს, რომლებიც შეიცავენ ტიტანს, ურანს და ა.შ. შედის თითქმის ყველა ქარსის შემადგენლობაში, როგორც მინარევი ურანთან ერთად
                                                        თორიუმი Thorium (Th)
                                         

თორიუმი თითქმის ყოველთვისაა იშვიათმიწა ელემენტების მინერალებში, რომლებისგანაც უმეტესწილად ხდება მათი მიღება. დედამიწის ქერქში თორიუმის შემცველობა მიახლოებით არის 8 — 13 გრ/ტ, ზღვის წყალში 0,05 მკგ/ლ. მაგმატიურ ქანებში თორიუმის შემცველობა მცირდება მჟავებიდან (18 გ/ტ) ფუძეებამდე (3 გ/ტ). თორიუმის მნიშვნელოვანი ნაწილი გროვდება პეგმატიტური და პოსტმაგმატიტური პროცესებისას, ამასთან მისი შემცველობა იზრდება ქანებში კალიუმის ზრდასთან ერთად. თორიუმის არსებობის ძირითადი ფორმა ქანებში არის ურან-თორიუმის ქანების უმეტეს შემცველ ნაწილი ან იზომორფული მინარევები აქცესორებელ მინერალებში. თორიუმის მთავარ მინერალებს წარმოადგენს მონაციტის ქვიშა და ფერიტორიტი. ასევე თორიუმი გროვდება ზოგიერთ გრეიზენობრივ საბადოებში, სადაც ის კონცენტრირდება ფერიტორიტებში ან წარმოქმნის მინერალებს, რომლებიც შეიცავენ ტიტანს, ურანს და ა.შ. შედის თითქმის ყველა ქარსის შემადგენლობაში, როგორც მინარევი ურანთან ერთად.

2012 წ-თვის. ცნობილია თორიუმის 30 იზოტოპი და კიდევ ზოგიერთი მისი ნუკლიდების 3 აღგზნებული მეტასტაბილური მდგომარეობა.

თორიუმის მხოლოდ ერთი ნუკლიდი (თორიუმ-232) ფლობს საკმარისად მაღალ ნახევარდაშლის პერიოდს დედამიწის ხნოვანებასთან შედარებით, ამიტომაც ბუნებრივი თორიუმი თითქმის მთლიანად შედგება ამ ნუკლიდისაგან. ზოგიერთი მისი იზოტოპი შეიძლება კვალის სახით აღმოჩნდნენ ბუნებრივ სინჯებში, რადგანაც ის შედის რადიუმის, აქტინიუმის და თოტიუმის რადიოქტიურ რიგში:

  • რადიოაქტიური 227Th
  • რადიოთორიუმი 228Th
  • იონიუმი 230Th
  • ურან Y 231Th
  • ურან X1 234Th

ყველაზე სტაბილურ იზოტოპებს წარმოადგენენ 232Th (ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 14,05 მილიარდ წელს), 230Th (75,380 წელი), 229Th (7,340 წელი), 228Th (1,9116 წელი). დარჩენილ იზოტოპებს აქვთ 30 დღეზე ნაკლები ნახევარდაშლის პერიოდი (მათ უმეტესობას 10 წთ-ზე ნაკლები ნახევარდაშლის პერიოდი აქვს.

იხ. ვიდეო

თორიუმი მუდმივად იმყოფება მცენარეებისა და ცხოველების ქსოვილებში. თორიუმის დაგროვების კოეფიციენტი (ეს არის ორგანიზმში მისი კონცენტრაციის შეფარდება და კონცენტრაცია გარემოში) ზღვის პლანქტონში არის 1250, ქვედა წყალმცენარეებში - 10, უხერხემლოთა რბილ ქსოვილებში - 50-300, თევზებში - 100. მტკნარი წყლის მოლუსკებში მისი კონცენტრაცია 3-დან ⋅10−7-დან 1⋅10−5% -მდე, ზღვის ცხოველებში 3⋅10−7-დან 3⋅10−6% -მდე. თორიუმი შეიწოვება ძირითადად ღვიძლში და ელენთაში, არამედ ძვლის ტვინში, ლიმფურ კვანძებში და თირკმელზედა ჯირკვლებში; ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ადამიანებში თორიუმის საშუალო დღიური მიღება საკვებთან და წყალთან ერთად 3 მკგ-ია; გამოიყოფა შარდით და განავლით (შესაბამისად 0,1 და 2,9 მკგ). თორიუმს აქვს დაბალი ტოქსიკურობა, მაგრამ როგორც ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტი ხელს უწყობს ორგანიზმების დასხივების ბუნებრივ ფონს.



                                     

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...