пятница, 5 марта 2021 г.

Expedition 64

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           64 ექსპედიცია სკს

სამცდამეთოხე გრძელვადიან ექსპედიცია საერტაშორისო კოსმოსურ სადგურზე (სკს). ეკიპაჟის რაპდენობა 3, 7, 10. რომელიც დაიწყო 2020 წლის 21 ოქტომბერს, UTC 11 საათსა და 32 წუთზე სოიუს MS-16 კოსმოსური ხომალდის განტვირთვის მომენტში. ექსპედიცია დაიწყო სოიუზ MS-17 კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟმა სამი ადამიანისგან, რომლებიც 63 - სკს ექსპედიციიდან გადავიდნენ. 2020 წლის 17 ნოემბერს, 04:19 UTC, ISS-64 ექსპედიცია გაფართოვდა შვიდ ადამიანზე SpaceX Crew-1 მისიის ეკიპაჟის გამო, რომელიც გახდა Dragon-2 სერიის კოსმოსური ხომალდის პირველი რეგულარული ფრენა (გაშვება ნოემბერში 16, 2020).
2021 წლის 9 აპრილს ISS-64 (სკს) ექსპედიცია შეივსება სოიუს MS-18 კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის კიდევ სამი წევრით.
ექსპედიცია დასრულდება 2021 წლის 17 აპრილს ISS– დან კოსმოსური ხომალდის Soyuz MS-17 განპიარდაპირების მომენტში.

იხ. ვიდეო ლაივი ღია კოსმოსში გასვლა და სამუშაოების ჩატარება

ღია კოსმოსში გასვლა - 2020წ-ის 18 ნოემბერს რუსი კოსმნავტები გავიდნენ სერგეი რიჟიკოვი და კუდსვერჩკოვი ხანგრძლივობით 6სთ და 47წთ. კოსმონავტები ამზადებე მოდულ ნაუკის მიღებისთვისთვის. ასევე აწარმოებდნენ სამუშაოებს მოდულ ,, ზვეზდაზე''. კოსმონავტებმა ვერ შეძლეს მოდულ ,,ზარიას'' თერმული მართვის სისტემები პანელის შეცვლა.
2021წ-ის 27 იანვარი აშშ-ს კოსმონავტები მაიკლ ჰოპკინსი და ვიქტორ გლოვერის კომოსურ სივრცეში გასვლა ხანგრძლივობა 6სთ და 56წთ. მოდულ ,, ქუესტიდან '' გასვლა მოდულ კოლომბიუსის დამატებითი აღჭურვა პლატფორმა ბარტოლომეუსით და СO:-Ka საკომუნიკაციო ტერმინალით.
მარჯვნიდან მარცხივ რუბინსი, გლოვერი, ჰიუგი, რიჟკოვი, ჰოპკინსი, უორკი, კუდ-სვეჩოვი
2021წ-ის 1 თებერვალი ამერიკელი მაკლ ჰოპკინსი და ამერიკელი ვიქტორ გლოვერი გასხვლა მოდულ ,, ქვუესტიდან'' ხანგრძლივობა - 5სთ და 20წთ წარმატებით დასრულდა შეცვლა აკუმულატორის ბატარეის გამოცვლა სადგურზე.
2021წ-ის 28 თებერვალს აშშ-ს კოსმონავტი მაკლ ჰოპკინსი და ვიქტორ გლოვერის გასვლა მოდულ ,, ქვუესტიდან'' ღია კოსმოსში ხაგრძლივობა 5სთ და 20წთ 
2021წ-ის 28 თებერვალს აშშ-ს კეტლინ რუბინსი და აშშ-ი ვიქტორ გლოვერის გასლა მოდულ ,, ქვუესტიდან'' 7 სთ და 04 წთ ჩაატარეს სამუშაოები ახალი მზის პანალების მონტაჟის მოსამზადებლად.


Starship SN10

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             Starship SN10

ქვესათაური ,, ბატუტი მუშაობს''
სანამ შევალ ტეხნიკურ დეტალებში შესავალივით მინდა მოყვე ერთი დაპირისრება ისტორია და სწორედ რატომ მოვიყვანე ქვესაუთარად ასეთი სახის წინამძღვარი ქვესათაური სახით სხვათაშორის რუსები თვითონ დასცინიან დიმიტრი რაგოზინს და ბატუტოვიჩს ეძახიან.  გარკვეულწილად კი შევეხე ამ სიტორია როცა როსკოსმოსზე ვისაუბრე ჩემს ერთერთი სტატიაზე შეგიძლიათ ნახოთ  იხ.ბმულზე  
იხ. ვიდეო


ეხლა კი გავაგრძელოთ პატარა ისტორია სადღაც 90 წლებში ახალგაზრდა ილონ მასქი მაგრამ მდიდარი ჩადის რუსეთში და სთავაზობს რუსეთის სამხედროებს და ხელისუფლებას ასეთ რამეს იცით რა ბატონებო თქვენ რომ ბირთვული ქობინიანი კონტენთაშორისო რაკეტა გაქვთ მომყიდეთო. ყველა გაოცდა და ცოტათი თავიც მოიფხანეს მაგრამ მერე ალბათ რაღაც ახიერაბდ თუ რავი რაუნდა ჩათვალათ  რუსულ გენერალებს თავში თავის ხელისუფლებიანად და ცოტათი რომ გავამუქოთ დასცინეს ან ასე თქვათ უკაცრავად მიბრძანდოთო ბოლო ბოლო. ნუ ამდაგვარად. ეხლა რა უპასუხა ჩვენმა ილონ მასკამა ( სხვათშორის ეს პიროვნება რაღაცით მაგონებს ქართული კინოდან რომ არის ,, ხომ გითხარი გაფრინდებიაქო''  იმას  ოღონდ უფრო სერიზულად და რაც მთავრია მართლა გიჟური იდეების ხორცშესხმას კაცი მისი ავტობიაგრაფიას რომ წაიკითხავს და მოდი და არ შეიყვარო მერე ამერიკა მაგრამ ეს სხვათემაა). მაშ ასე პასუხი ასეთი იყო კი ბატონო მე წავალ მაერიკაში და ოღონს იცოდეთ რომ მე თვითონ გავაკეთებ რაკეტას და წავიდა. მეც რომ გავიგე ამ პიროვნებაზე პირველად რაღაც გუჟურად ჩავთვალე როგორც კაცო ვიღაც მილიონერი რაკეტას აფრენს და მერე ისევ უკან აბრუენებს და რაღაც ახირებული ფულიან ვიღაცაა ეტყობა ევასება რაკეტების აფეთქება რავი გატეცებაა ალბათ.
იხ. ვიდეო


 მოკლედ  ამის მერე ეხლა არის ასეთი პიროვნება როსოკოსმისის ხელმძღვანელი დიმიტრი რაგოზინი ხოდა როგორც ვიცით ბევრი სანქიცები დაედო რუსეთს სხვადასხვა და ამერიკელებმა შატლების პროგრამა რომ დაასრუელეს თვანთი კოსმონავტები რუსული ,, სოიუზებით'' დაფრინავდნენ ანუ რუსები ესმახურებოდნენ და საკმაოდაც კარგად მოითბეს ხელი ამის მერე ამ ,,ველაკძერჟებული'' როგოზინამ ჩათვალა ამერიკას ჩვენს იქით გზა არქვსო და წაკბინა ამერიკელებს რადგან ამდენ სანქციებს გვადებენ წავიდნენ და თავითი ასტრონავტები ბატუტით გაუშვანო კოსმოშიო. ამ ამბის მერე რადენიმე წელში ჩვენმა ილონ მსაქმა არა მარტო რაკეტა შექმნა და ჩამოყავს უკან და მერე ისევ უშვებს ასევე ხომალდიც პილოტირებული და ასე უპასუხა ბატუტი მუშაობსო ასე ვთქვათ ხუდრა დაუბრუნა. ამიტომ ყველა მის წამატებაზე შეგვიძლია ეს სათაური დავსვათ  ,,ბატუტი მუშაობს''. როგორც ვიცით ამ ხომალდზეც რომელზეც ეხლა მუშაობს ასევე სტატია შეგიძლიათ ნახოთ იხ. ბმულზე  ასევე შედეგუ სტატია იხ. ბმულზე ორიდე სიტყვით ვიტყვი ეს ჩვენი ილონ მასქი აპირებს გეგმაშია ასეთი რამ მთელი ისტორიის განმავლობაში გაგარინიდან დაწყებული რუსებმა დაახლოებიტ 150 კოსმონავტი გაიყვანეს კოსმოსში ხოლო ილონ მასქი კი ერთ რაკეტაში აპირებს ამდენი ადამიანის ჩსხდომა მოახდინოს და გაუშვას კოსმოსში. რას იტყვით . 
ეხლა კი მნიშვნელოვანი წარმატებული გამოცდა იყო და სერიოზული ნაბიჯი მიუახედავად ბოლოსა   იხ. ვიდეო 4 მარტს 
მნიშვნელოვანი რამ მოხდა და აპირებს ამ წლის ბოლომდე ამ რაკეტის ანუ მსოფლიოში და ისტორიაში ყველაზე დიდი რაკეტის გაშვებას ორბიტაზე.  კიდევ დააკვირიდით ვიდეოს რობოტი ძაღლი რომ დარბის მოედანზე. 5 მარტისა ვიდეოა
იხ. ვიდეო
იხ.ვიდეო







ჯოან როულინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ჯოან როულინგი


(ინგლ. J. K. Rowling; დ. 31 ივლისი1965) — ინგლისელი მწერალი, ავტორი ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი წიგნების სერიისა. მისი გაყიდული წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება[23]. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგად (1 მილიარდ დოლარზე მეტი) შეაფასა და იგი პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი მოიპოვა. 2007 წლის „სანდი ტაიმსის მდიდართა ჩამონათვალში“ მას 136-ე ადგილი მიენიჭა ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის, ხოლო 13-ე ადგილი — ყველაზე მდიდარ ბრიტანელ ქალთა შორის. ჯოანი აგრეთვე ქველმოქმედია და გაწევრიანებულია ბევრ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.

დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ ეგრეთ წოდებული „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნების სერიათა სრული 4 195 გვერდი ნათარგმნია მთლიანად ან ნახევრად 65 ენაზე.

იხ. ვიდეო როგორ გამდიდრდა ჯაონ როულინგი



среда, 3 марта 2021 г.

ირლანდიის დიდი შიმშილობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

           ირლანდიის დიდი შიმშილობა

                                            on Corta mor

ბრიჯეტ ო დონელი ორ გოგოსთან ერთად შომშილობის პერიოდი 1849წ

(ირლ. an Gorta Mór) — პერიოდი ირლანდიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე. ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის შიმშილობა. ირლანდიურ ენაზე მას ეწოდება an Gorta Mór (დიდი შიმშილობა) ან Drochshaol (ცუდი დრო).

შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი და მილიონზე მეტი წავიდა ემიგრაციაში., შედეგად ირლანდიის მოსახლეობამ იკლო 20-25%-ით. შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფტოროზი. თუმცა ამ დაავადებამ კარტოფილის მოსავალი მთელ ევროპაში გაანადგურა 1840-იან წლებში, ირლანდიაში განსაკუთრებით მწვავე გამოდგა, რადგან მოსახლეობის 30% მთლიანად დამოკიდებული იყო კარტოფილზე, როგორც მთავარ საკვებ პროდუქტზე, ამას ამწვავებდა შიდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური

 ფაქტორებიც.

                                                                  

თავდასხმა დუნგარვანში საცხობზე 1846წ-ს შიმშილობის დროს

დიდი შიმშილობა იყო ირლანდიის ისტორიის გამყოფი. მან მთლიანად შეცვალა ირლანდიის დემოგრაფიული, პოლიტიკური და კულტურული ლანდშაფტი. შიმშილობა, როგორც ადგილობრივი ირლანდიელების, ასევე მათი დიასპორების ფოლკლორში აისახა და გახდა გამაერთიანებელი წერტილი სხვადასხვა ეროვნული მოძრაობების მთელს კუნძულზე, რომელიც მაშინ დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი იყო. თანამედროვე ისტორიკოსები ირლანდიის ისტორიას დიდი შიმშილობით ყოფენ და მანამდე არსებულ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც — „შიმშილობამდელი“.

იხ. ვიდეო




ჯონათან სვიფტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ჯონათან სვიფტი

ინგლ. Jonathan Swift; დ. 30 ნოემბერი 1667 – გ. 19 ოქტომბერი 1745) — ირლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ფანტასტიკური ტეტრალოგიის „გულივერის თავგადასავლების“ ავტორი. მასში სვიფტი სატირული მეთოდებით დასცინის ადამიანსა და საზოგადოებაში გამეფებულ მანკებს. მწერალი აგრეთვე აქტიურად იცავდა ირლანდიის მოქალაქეთა უფლებებს და მათი მხრიდან დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
სფიფტმა თავისი გვარი მხოლოდ ერთ პროშურაზე მოწერა. გაუმჯობესებული და გამაგრებული ინგლისური ენის " (1712 წ.), მისი სიცოცხლის განმავლობაში ყველა სხვა ნაშრომი ანონიმურად ან სავარაუდო სახელებით გამოიცა ბრიტანეთში.
იხ. ვიდეო
ინფორმაციის ძირითადი წყარო სვიფის ოჯახის შესახებ და მისი ადრეული წლების შესახებ არის ავტობიოგრაფიული ფრაგმენტი, რომელიც სვიფტმა დაწერა 1731 წელს და მოიცავს 1700 წლამდე მოვლენებს. მასში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ომის დროს სვიფტის ბაბუის ოჯახი, სოფელ გუდრიჩის მღვდელი (ჰერფორდშირი, დასავლეთი ინგლისი), საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა.
ომავალი მწერალი დაიბადა ირლანდიის ქალაქ დუბლინში, ღარიბ პროტესტანტულ ოჯახში. მისი მამა (ასევე ჯონათან სვიფტი, 1640-1667), მცირეწლოვანი სასამართლო ოფიცერი, გარდაიცვალა ვაჟის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე, რის გამოც მისი ოჯახი (ცოლი, ქალიშვილი და ვაჟი) გასაჭირში იყო. ამიტომ, მამამისის შეძლებული ბიძა გოდვინი ბიჭის აღზრდით იყო დაკავებული, ჯონათანი დედას თითქმის არ შეხვედრია. სკოლის დასრულების შემდეგ, 14 წლის ბიჭი შევიდა დუბლინის უნივერსიტეტის (1682) სამების კოლეჯში, რომელიც მან დაამთავრა 1686 წელს. სწავლის შედეგად, სვიფტმა მიიღო ბაკალავრის დიპლომი და მთელი ცხოვრების განმავლობაში სკეპტიციზმი სამეცნიერო სიბრძნისადმი.
სურათზეა გარეკანი კოლექციის ნამუშევრები (1735წ) : ირლანდია მადლობას უხდის სფიფტს და ანგელოზემბმა მას დაფნის გვირგვინი დაადგეს



ოსკარ უაილდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ოსკარ უაილდი

 (ინგლ. Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde; დ. 16 ოქტომბერი1854 — გ. 30 ნოემბერი1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგიმწერალი და პოეტიგვიანდელი ვიქტორიანული ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დრამატურგი, უაღრესად პოპულარული თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.
იხ. ვიდეო

ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ყოველივე ოფიციალურს, არ ეგუებოდა საზოგადოებრივ აზრს და ღიად ასილაქებდა კიდეც დრომოჭმულ დოგმებს. ტრივიალურს ვერ იტანდა, უაზროს გაურბოდა. თავმომაბეზრებელი ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას უაილდი ხელოვნებაში ხედავდა (ამ სიტყვას ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა). ხელოვნებას ბრძოლის საშუალებად არასდროს იყენებდა, მასში ჭვრეტდა „სილამაზის ერთგულ სავანეს, სადაც ყოველთვის არის უამრავი გასართობი და საამო, სადაც ცოტა ხნით მაინც შეგვიძლია ამქვეყნიური სიავისა და საშინელების დავიწყება“.

ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა, ქალაქში, რომელმაც მსოფლიოს არაერთი სახელოვანი მწერალი აჩუქა — ჯონათან სვიფტი, რ.ბ. შერიდანი, ო. გოლდსმითი, ჯ. ბერნარდ შოუჯეიმზ ჯოისი, უ. ბ. იეითსი და ბ. სკოტერი.

ოსკარის მამა სერ უილიამ რობერტ უაილდი არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელს გაერთიანებულ სამეფოში სახელმოხვეჭილი ოფთალმოლოგი და ოტოლარინგოლოგი იყო. განათლებული უილიამ უაილდი არქეოლოგიითა და ირლანდიური ფოლკლორითაც იყო დაკავებული. ოსკარის დედა — ლედი ჯეინ ფრანჩესკა უაილდი (ქალიშვილობისას ელჯი) — ირლანდიელი, მაღალი წრის, ცნობილი ქალბატონი იყო. ის თეატრის გულმხურვალე თაყვანისმცემელი და პოეტი იყო, და პატრიოტულ ლექსებსაც წერდა ფსევდონიმით სპერანცა (იტალ. Speranza — იმედი). მამისგან ოსკარს საოცარი შრომისმოყვარეობა დაჰყვა, დედამ კი მეოცნებე და ოდნავ ეგზალტირებული ბუნება დააყოლა. მისგანვე გამოჰყვა მხურვალე ინტერესი იდუმალებისა და ფანტასტიკურისადმი, ასევე უჩვეულო ამბების მოგონებისა და მოყოლის უნარი. ოსკარ უაილდზე დიდი გავლენა იქონია დედამისის ლიტერატურულმა სალონმაც, სადაც მომავალმა მწერალმა სიყრმის წლები გაატარა. პოზისადმი ვნება და ხაზგასმული არისტოკრატიზმი უაილდს ბავშვობიდან ჩაუნერგეს. ლედი ფრანჩესკამ კარგად იცოდა უძველესი ენები, შესაბამისად, დედანში იცნობდა ესქილესსოფოკლესა და ევრიპიდესელინური ღვთაებრივი ენისადმი სიყვარულიც სწორედ მან ჩაუნერგა თავის ვაჟს.

1864—1871 წწ. დუბლინთან ახლოს, დაბა ენისქილენში, პორტორის სამეფო სკოლაში სწავლობდა. ვუნდერკინდი არ ყოფილა, თუმცა სწრაფი და მკაფიო კითხვა ეხერხებოდა. ოსკარი მკვირცხლი და მჭევრმეტყველი იყო, უყვარდა უბრალო სასკოლო ამბების იუმორისტულ მოთხრობებად ქცევა. სკოლაში მას განსაკუთრებული პრემიაც კი მისცეს ახალი აღთქმის ბერძნული ორიგინალის ცოდნისათვის. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ ოსკარ უაილდს საშუალება მისცა სტიპენდია მიეღო დუბლინის თრინითი-კოლეჯში (სამების კოლეჯი) სწავლის გასაგრძელებლად.

თრინითი-კოლეჯში ოსკარი (1871—1874ანტიკურ ისტორიასა და კულტურას სწავლობდა, სადაც ძველი ენებისადმი მიდრეკილებით თავი არაერთხელ ისახელა. პირველად აქ მოისმინა ესთეტიკის სალექციო კურსი, თავის კურატორთან — ანტიკური ისტორიის პროფესორ ჯ. პ. მაჰაფისთან ახლო ურთიერთობამ მომავალ მწერალს მნიშვნელოვანი ელემენტები შესძინა კარიერის შესაქმნელად. (საზოგადოდ მიღებული მორალის ზოგიერთი ასპექტის ზიზღი, დენდიზმი ჩაცმულობაში, მსუბუქი თვითირონია და მისწრაფება ელინიზმისადმი).

1874 წელს უაილდმა ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯში კლასიკურ განყოფილებაზე სწავლის სტიპენდია მოიგო. ინგლისის ინტელექტუალურ ციტადელში მან საკუთარი თავი შექმნა. გამოიმუშავა სუფთა ინგლისური აქცენტი: „ჩემი ირლანდიური აქცენტი ერთ-ერთია მრავალთაგან, რომელიც მე ოქსფორდში დავივიწყე“. უაილდმა უნივერსიტეტში ნიჭიერი ადამიანის სახელი მოიხვეჭა, რომელსაც ყველაფერი იოლად გამოუდის. გარდა ამისა, ოქსფორდში ლეგენდები დაირხა „უაილდს ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვა შეუძლიაო“.

სასწავლებელში უაილდი თეორეტიკოს ჯონ რესქინისა და მისი მოწაფის ოულტერ პეიტერის განუმეორებელ ლექციებს ისმენდა. ორივე მათგანი სილამაზეს აღმერთებდა, თუმცა რესქინი მას სიკეთესთან სინთეზში ხედავდა, პეიტერი კი სილამაზეში ბოროტების ნაზავსაც აღიარებდა. რესქინის ხიბლი უაილდზე მთელი მისი ოქსფორდში ყოფნისას იგრძნობოდა. მოგვიანებით მწერალი პედაგოგს ასეთ წერილს მისწერს: „თქვენშია რაღაც წინასწარმეტყველის, მღვდლისა თუ პოეტის, თანაც ღმერთებს მჭევრმეტყველების ისეთი დიდი ნიჭი დაუნათლებიათ თქვენთვის, როგორიც არავისთვის. თქვენი სიტყვები, სავსენი მხურვალე ვნებით, ჩვენს შორის უსმენოთა მიერაც შეისმინებოდა, უსინათლოთ კი თვალის ჩინად ეფინებოდა“.

პიესები

რომანები

მოთხრობები

ზღაპრები

კრებულიდან „ბედნიერი უფლისწული“ და სხვა ზღაპრები“:

  • ბედნიერი უფლისწული
  • ბულბული და ვარდი
  • თავკერძა გოლიათი
  • ერთგული მეგობარი
  • ღირსშესანიშნავი შუშხუნა

კრებულიდან „ბროწეულის სახლი“, განკუთვნილია, უაილდის თქმით, „არაბრიტანელი ბავშვისა და არაბრიტანული საზოგადოებისათვის“:

  • ახალგაზრდა მეფე
  • ინფანტას დაბადების დღე
  • მებადური და მისი სული
  • ვარსკვლავბიჭუნა

პოეზია

  • ლექსები (1881; ლექსთა კრებული)

პოემები:

  • რავენა (1878)
  • ეროსის ბაღი (გამოქ. 1881)
  • იტისის მოტივი (გამოქ. 1881)
  • ქარმიდე (გამოქ. 1881)
  • პანთეა (გამოქ. 1881)
  • Humanitad (გამოქ. 1881;)
  • სფინქსი (1894)
  • რედინგის ციხის ბალადა (1898)

ლექსები პროზად[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიმდევარი (The Disciple)
  • კეთილისმქმნელი (The Doer of Good)
  • ოსტატი (The Master)
  • სიბრძნის მასწავლებელი (The Teacher of Wisdom)
  • მხატვარი (The Artist)
  • განკითხვის სახლი (The House of Judgement)

ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ადამიანის სული სოციალიზმში (1891; პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)

კრებული „ჩანაფიქრები“ (1891):

  • სიცრუის ხელოვნების დაცემა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
  • ფუნჯი, კალამი და სამსალა (1889; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორთნაითლი რევიუში“)
  • კრიტიკოსი როგორც მხატვარი (1890; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“)
  • ნიღაბთა სიმართლე (1885; პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ნაინთინს სენჩურიში“ სათაურით „შექსპირი და სცენური კოსტიუმი“)

წერილები

  • De Profundis (ლათ. „სიღრმიდან“, ანუ „პატიმრის აღსარება“; 1897) — წერილი-აღსარება, რომელიც მგოსანმა თავის მეგობარსა და შეყვარებულს ალფრედ დუგლასს მიუძღვნა. ამ წერილზე უაილდი რედინგის ციხეში ყოფნის ბოლო თვეებში მუშაობდა. 1905 წ. ბერლინურ ჟურნალ „დი იონე რუნდშაუში“ დაიბეჭდა. უაილდის მეგობარმა და დამფასებელმა რობერტ როსმა აღსარების შემცირებული ვარიანტი გამოაქვეყნა. როსის ანდერძის თანახმად, წერილ-აღსარების სრული ვარიანტი მკითხველმა საზოგადოებამ მხოლოდ 1962 წელს იხილა.
  • „ოსკარ უაილდი. წერილები“ — სხვადასხვა წლებში დაწერილი 214 წერილია შეკრებული.

ლექციები და ესთეტიკური მინიატურები

  • ინგლისური ხელოვნების რენესანსი
  • აღთქმა ახალგაზრდა თაობისადმი
  • ესთეტიკური მანიფესტი
  • ქალის კაბა
  • ისევ კოსტიუმის რეფორმის რადიკალურ იდეებზე
  • მისტერ უისთლერის ლექციაზე ათ საათზე
  • ფერწერისადმი კოსტიუმის დამოკიდებულება. შავ-თეთრი ეტიუდი მისტერ უინსთლერის ლექციაზე
  • შექსპირი სცენურ გაფორმებაზე
  • ამერიკული შემოსევა
  • ახალი წიგნები დიკენსზე
  • ამერიკელი
  • დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“
  • მისტერ ფეითერის წარმოსახვითი პორტრეტები
  • ხელოვნებისა და დარგების სიახლოვე
  • ინგლისელი პოეტი ქალები
  • ლონდონელი მენატურეები
  • უოლტ უიტმენის სახარება
  • მისტერ სუინბერნის ლექსების ბოლო ტომი
  • ჩინელი ბრძენი




вторник, 2 марта 2021 г.

Lockheed AC-130 Spectre

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       Lockheed AC-130 Spectre

                                  AC- 130

AC-130H Spectre 4 საესკადრილიო სპეციალური ოპერატიული სსძ აშშ-ს ფლორიდასთან
სახმელეთო ძალების პირდაპირი მხარდაჭერის მფრინავი ბატარეა ბრძოლის ველზე. Lockheed C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავის საფუძველზე. შეიარაღება და დამატებითი ტექნიკა დაამონტაჟა ბოინგმა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ვიეტნამის ომში.
იხ. ვიდეო მარიკა ცდის ყველაზე მძლავრ სატანკო თვითმფრინავს ვიდრე ოდესმე შექნილა
ზოგადი მონაცემები - შეიმუშავა - Locheed Martin, აწარმოებს - Lockheed Aircraft Co (კალიფორნია), პირველი ფრენა - 1967წ-ის 6 იანვარი, ექსპუტაციის დაწყება - 1968წ, ექპლუტაციის დასრულება - 1995წ, რაოდენობა ერთეული - 47, საბრძოლო მოდელი -Loched C-130Hercules

Lockheed C-130 Hercules

C-130 Hercules
ამერიკული სამხედრო-სანტრასპორტო თვითმფრინავი, საშუალო და შორეული მანძილზე. ძირითადი სამხედრო-საატრასნპორტო თვითმფრინავი აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების. 2014წ-სთვის ითვლება ყველაზე გავრცელებული თვითმფრინავი მსოფლიოში.
მომხრაებელი ქვეყნებია - ალჟირი, ანგოლა, არგეტინა, ავსტრალია, ავსრტია, ბანგლადეში, ბელგია, ბოლივია, ბოცვანა, ბრაზილია. ნაწარმოებია - 2600 ერთეული, ღირებულება - $30,1მლნ(C-130N 1998).






მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...