ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ქეთევან დედოფალი
1605 წლის 12 მარტს, ქალაქ ძეგამში კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა. ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა 1605 წლის 22 ოქტომბრის კახთა ანტიირანულ გამოსვლას, რამაც შეიწირა ახლად გამეფებული კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფლის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა „წამება ქეთევან დედოფლისა“), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია „ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
იხ.ვიდეო წმინდა ქეთევან წამებული ისტორიანი
რამდენადაც ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა, აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ვერ გადაწყვიტა (იგულისხმება ქვეყნის სრული გამაჰმადიანება და დამორჩილება) 1613 წელს ძლიერი ლაშქრით მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს. ქეთევან დედოფალი რომელიც თავის ახალგაზრდა ვაჟთან მეფე თეიუმრაზ ერთად ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, საზღვარზე შეხვდა შაჰ-აბასს და სცადა მისი გადარწმუნება, რომ მის ლაშქარს ქვეყანა არ აეოხრებინა. შაჰმა თავიდან თავის ნამდვილ განზრახვაზე უარი განაცხადა, ცოტას წავინადირებ და უკან დავბრუნდებიო. როდესაც ქეთევანი უკან ბრუნდებოდა, მას დაეწია შაჰის ლაშქარი და დაატყვევა. ამის შემდეგ შაჰ-აბასის ჯარი შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში რასაც შედეგად მოჰყვა თეიმურაზ მეფის გადასვლა იმერეთში, შაჰის ლაშქარმა ქვეყანა ააოხრა და ტყვედ წაიყვანა 60 000-მდე ქართველი ირანში. აღმოსავლეთ საქართველოში მან თავისი გამგებელი დანიშნა. ამის შემდეგ ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა ირანის ორ სხვადასხვა ქალაქში, ჯერ განჯაში და მერე აშრაფში, ხოლო 1620 წლიდან გადააგზავნეს შირაზში თავის 40 თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც მართავდა გამაჰმადიანებული ქართველი იმამყული-ხან უნდილაძე. შირაზში ყოფნისას ქეთევან დედოფალმა კონტაქტი დაამყარა კათოლიკე მისიონერებთან. ქართველი კათოლიკე მღვდლის მიხეილ თამარაშვილის პირად არქივში დაცულია პორტუგალიელი მისიონერის, ავგუსტინელი ბერის პატრი ამბროზიოს რელაცია „ქართველი მეფის დედის, ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი სიკვდილი ირანის შაჰის ბრაძანებით“. პატრი ამბროზიოს თქმით ქეთევანი შირაზში ცხოვრობდა როგორც შინა პატიმრობაში მყოფი ტუსაღი, ხანდახან იმამყული-ხან უნდილაძეს თუ ესტუმრებოდა ხოლმე. იგივე პატრი ამბროზიო თავიდან იმედოვნებდა, რომ ქეთევანი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, მიუხედავად ძალზე დადებითი ურთიერთობისა ქართველ დედოფალსა და კათოლიკეებს შორის, პატრის ეს იმედი არ გამართლდა.
ურთიერთობის გამწვავებას ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის თავისი მიზეზები ჰქონდა. რამდენიმე ხნით ადრე შაჰ-აბასსმა შემოუთვალა იმამყულიხან უნდილაძეს, რომ ქეთევანი ან უნდა გამაჰმადიანებულიყო და გამხდარიყო მისი მეუღლე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისი უხვად დასაჩუქრება, ან არადა მას საშინელი სიკვდილი ელოდა. ამავე დროს გათვალისწინებული იყო, ქეთევანთან ერთად მძევლად მყოფი თეიმურაზის ორივე ვაჟის დასაჭურისება. ამის გამო იმამყული-ხანი 3 თვის მანძილზე ინახავდა შაჰის ბრძანებას და ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა ქეთევანი რომ დამორჩილებოდა შაჰის ბრძანებას და ამ გზით თავი გადაერჩინა. მეფე თეიმურაზის მიერ აღწერილ პოემაში ქეთევანის წამებაზე, სეფიანთა ეს ქართველი მოხელე ორ ცეცხლს შუა არის ჩავარდნილი. მის ამ თხოვნაზე ქეთევანს შემდეგი სიტყვებით უპასუხია: „ფრიად მადრიელ ვარ და მაქებელ კაცობრიობითსა ლმობასა მაგას შენსა, ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემ მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა“.
სომეხი მემატიანე არაქელ თავრიზელი, იკვლევდა რა შაჰ-აბასის ამ გადაწყვეტილების მოტივებს, აღნიშნავდა, რომ შაჰს ჰქონია საუბარი გამაჰმადიანებულ ქართველებთან რომლებიც ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. იმავდროულად მათი დედები ქრისტიანობას ინარჩუნებდნენ. შაჰისთვის ეს ფენომენი მიუღებელი და თანაც აუხსნელი რჩებოდა. ამაზე მათ უპასუხნიათ შაჰისთვის, რომ მათი დედები სწორედ ქეთევან დედოფლის მაგალითით ინარჩუნებდნენ ქრისტიანობას და ახალ რჯულზე არ გადადიოდნენ. შაჰს ამის შემდეგ გულში ჩაუდია შურისძიება. შურისძიებას რაც შეეხება მას საამისოდ ასევე სხვა საფუძვლებიც ჰქონდა:
- ქეთევანის როლი კახეთში პროირანულად განწყობილი უზურპატორის, კონსტანტინე მეფის დამარცხებაში.
- 1615 წლის კახეთის აჯანყება
- 1618 წელს მეფე თეიმურაზის და ქართველთა ჯარის მონაწილეობა ოსმალებთან ერთად ერთ ანტიირანულ სამხედრო კოალიციაში, როდესაც მათ შემოუტიეს სეფიანთა ირანს და ლამის აიღეს არდებილი, სეფიანთა დინასტიის აკვანი.
- 1622 წელს თეიმურაზის ჩასვლა სტამბოლში სადაც ასევე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ანტი ირანული კოალიციის შესაქმნელად.
- შაჰს ასევე აღიზიანებდა თეიმურაზის კავშირები რუსთთან. როგორც ცნობილია თეიმურაზი რუსეთის სამეფო კართან აწარმოებდა მოლაპარაკებებს რათა, მოსკოვს თავის მხრივ აემოქმედებინა ყველა დიპლომატიური საშუალება ირანში მძევლად მყოფი დედისა და შვილების გასათავისუფლებლად.
ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის სიტყვებით, შაჰის წინადადებაზე: „ქეთევანმა უარი განაცხადა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი საოცრად ურყევი სიმტკიცითა და გამბედაობით“. იგივე შარდენი ვარაუდობს, რომ ქეთევანის შერთვა შაჰს მხოლოდ და მხოლოდ თეიმურაზზე შურისძიებისთვის უნდოდა. ბაროკოს ეპოქის გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამაში „კატარინა ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“ მცდარი შეხედულებაა წინა პლანზე წამოწეული, თითქოს შაჰ-აბასის გაბოროტება, ქეთევანის მხრიდან მისი უარყოფილი სიყვარულის შედეგი იყო. არადა ისტორიულად ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 20 წლის წინ ქეთევანის ასული ჰყავდა ცოლად შერთული.
ქეთევანის წამების თარიღია 1624 წლის 12 სექტემბერი. როდესაც ჯალათები სახლში მოადგნენ თავიდან ქეთევანს მოუთხოვია დრო რათა თავის სამლოცველოში ელოცა. ამის შემდეგ ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც იგი დაეცა, იგი შვილდის საბელით დაახრჩვეს.
ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრული, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გადმოცემული აქვს მიხეილ საბინინს.
„ბრძანებს მეფობაჲ მისი, რათა დაუტეო ქრისტეჲ და მოხვიდე ჰსჯულსა მახმედისასა და მრავალნი ლიქნისაცა და ვედრებისა სიტყუანი შესაბამნი მისდამი მოწლეობისა მისისანი და კუალად ევედრებოდა მთავარი იგი, რათა პატიოსნებასა მისსა არა შეახოს მძჳნვარენი და საშინელნი სატკივარნი. სხუანი უკუჱ მომზრახობენ სხუა-ფერ მთავრისა ამისგან წვევასა წმიდისად უღმრთოებისა მათისა აღსარებისასა და არაქილცა სომეხი სხუა-ფერ და ლათინთა მეისტორიენი სხუა გუარ. ვითარმედ აწჳაო შაჰ აბაზ ცოლად მოყუანებაჲ წმიდისა მის და ყოფად დედოფლად სპარსეთისად და სახლისა თჳსისა და ესრეთ უარის ყოფად კეთილ მსახურებისა, მაგრა მე ძისა მისისა მეფისა თეიმურაზ პირუჱელისა მოთხრობილთაგან ვჰსთქუა: მსმენელი ამათი წმიდა იგი, მადლობითარე ღუთისად და გამომსახველი ცხოველს მყოფელის ჯუარისა ეტყოდა და გულ სავსე ჰყოფდა, ვითარმედ, „არა რაჲმეჲთა სახითა შესაძლებელ არსო მათგან, შეცუალებაჲ ჩუენისა კეთილ მსახურებისა, რომელსაცა შევჰსწირავ ღუთისადმი ჩუჱნისა“; არამედ ითხოვა დაცადებად მცირედ. აქუნდა უკუჱ წმიდასა ამას განთჳსებითრე სახლი სალოცუჱლი, რომელსა შინა შესრულმა მოიდრიკნა მუხლნი და ცრემლით იტყოდა. „შენ ღმერთსა სამებასა ერთ არსსა და თანაარსსა გიცნობ, უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკჳრუჱლებათა შენთა, შენ ბრძანებითა შენითა შეჰსძრავ მთათა და შეარყევ საფუძუჱლთა ქუჱყნისათა, შენდამი ჰგალობენ მღაღადებელნი ინდნი, ელლინნი, ებრაელნი, ჰრომნი და სხუანი ენისაებრ მათისა სიტყჳთითა ორღანითა და სამუსითა ძალებითა. გევედრები ჵოი! მეუფეო უფალო, შიშნეულნი მძლავრთაგან მცუჱლთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოსი მცუჱლი სულისა ჩემისა და მიითუალე სული ჩემი და განმიღე კარი სასძლოჲსა შენისა და აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთასა შენთასა; არა არს რიცხჳ ცოდუათა ჩემთა და არცა ვისამე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ და ვინაჲთგან ღირს შენდა აღსარებაჲ მონანულთა, აღჳარებ ცოდუათა ჩემთა, ვითარმედ არა რაჲმე არს დაფარული თუალთაგან შენთა; გადიდებ აღსარებისა მებრ შენისა, შენ განჰკურნენ წყლულებანი ჩემნი, მოიხილე უფალო, მიხსენ და მილხინე, დროსა მას განხმისა წერილისა გულთასა, მიეც ძესა ჩემსა მეფესა თეიმურაზს ძლევაჲ და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაჲ. მრწამს ჭეშმარიტად ყოვლად წმიდაო ქალწულო უბიწოო შობაჲ შენი და შენ ქალწულ პირუჱლ და შემდეგ შობისა, შემიწყალე მორწმუნე განგებულებათა ძისა შენისათა“. ესე ყოველი ვედრებული წმიდისაგან აღმომიღიეს კეთილ მსახურისა მეფისა ძისა მისისა თქმულთაგან. იტყჳს კუალად მეფე, ვითარმედ დაცხრომილმან ლოცუისაგან წმიდამან მიიღო უხრწნელი და პატიოსანი ჴორცი და სისხლი უკუდავისა სიტყჳსა და იტყოდა: „მეუფეო ქრისტე სიტყუაო ღუთისაო, არა ჰშუჱნოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა, მხევალსა შენსა“. და ესე რა ჰსთქუა, გამოიწერა თჳს ზედა ჯუარი წმიდა და გამოვიდა და დაჰსჯდა უშიშად ვითა ლომი და ჰბრძანა მოწოდებად მტარუალნი. ჩუჱულება არს მოწამეთა ქრისტეს ღუთისათა, ვითარმედ ტანჯუად ქრისტეს თჳს განჰსცემენ ნებსით თავსა თჳსსა სხუა და სხუა გუარ, ვითარ დიდმან მოწამემან თეოდორე სტრატილატმან, მოიწოდა მეფესა ლიკინიოსს მიზეზისა მიმწერმან მისდა მეფისა მისგან საჭიროდ საგონებელთამან და ერჩდა მეფე იგი და მოვიდა ევხაიტად სხუანი და სხუა გუარ ერთავე იქმოდეს, ამან წმიდამან შემდეგ ლოცუისა მის ყოვლად უნივთოჲსა შეწირვისა მოუწოდა მტარვალნი ჯერეთ მჭურველმანღა თჳსა თჳსისაგან ლოცუითა და სარწმუნოებითა უფლისადმი ტანჯუათა დათმენად მდგომარემან სიხარულით, მსხუჱრლპმან მან უბიწომან ყოვლად დასაწუჱლმან შეწირვად ზეციერისა საკურთხეველისად. მოვიდეს უკუჱ მტარვალნი იგი დედოფლისად, თანა მოქონნი მრავალ ნაკვეთთა რკინათანი. აღატყინეს ცეცხლი და შთასხეს მას შინა რკინანი განჴურვებად. იტყჳს არაქილ, მაშინ ცრემლთაცა დათხევასა მთავრისაგან შირაზელისა. იტყჳს მეფე ძე მისი, მხილველთა საშინელთა მათ და ყოვლად საზარელთა წმიდისა სატანჯუელთა რკინათა და ცეცხლისათა მჴევალთა მათ საწყალობელთა, ორთაგან ცხოვრებათა დაკლებულთა, იწყეს გოდებად, თმათა მოფხვრად და ღაწუთა დახოკად და სახელთაცა მხევალთასა წოდებით აჴსენებს მეფე, რომელთაცა ვედრებით უბრძანა წმიდამან, რათა იგინიცა ეზიარნეს ვნებათა მისთა და ერთად წარვიდნემცა სასძლოსა ზეციერსა. გარნა ამათ წინაშე წმიდისა მის შიშნეულთა მწარედ მტარუალთა მძლავრებითა უარ ჰყუეს ქრისტე და აწვევდეს წმიდასაცა, რათა შეიწყალოსმცა ყოვლად მშუჱნიერი თავი თჳსი და არა მიიღოს მწარენი იგი მძჳნუარებანი ტანჯუათანი. ხოლო ჰხუდა დროჲ ხუცესსა გიორგისს მოწოდებისა და მოუწოდეს მტარუალთა და სატანჯუჱლთამან მძწოლარემან უარ-ჰყო მანცა ქრისტეჲ. ხმა უყო წმიდამან ხუცესსა მას საწყალობელსა, იტყჳს მეფე. „რაჲსამე ჰსძრწი ეგრეთ იმერო; აჰა დრო ჩემ თანა სრბისა, მრავალთა დაუთმეს ესე ვითართა სატანჯუჱლთა, ვინმე არს, რომელიცა ქუჱყანასა ზედა დაჰშთამცა საუკუნოდ, უმჯობეს არს სრბა ესე ჩემი ყოველთა განსუჱნებათა. არა გახსოვს რაჲ უკუჱ უყუჱს ძესა ღუთისასა, ვითარ იგი ყოვლად წმიდანი ჴელნი და ფერხნი მისნი ძელსა ზედა დამჰსჭუალნეს მუხმართა მიმართ. დავითმინოთ უკუჱ ძჳრნი, რათა ვეზიარნეთ ვნებათა ქრისტესთა“. მაშინ ყოველნი იძლივნეს თანა მსახურნი და მხევალნი წმიდისანი და თჳთ საწყალობელიცა იგი ხუცესი, ესრეთ მოუთხრობს მეფე თეიმურაზ. აქა ვიდრემე ყოველნი ვნებანი წმიდისანი მოთხრობილთაგან სხუათასა, მეფისა ძისა მისისასა უსარწმუნოეს მიჩნს, ამათ რომელ, ყოველნი დიდნი და საზარონი აღჰსწერეს ტანჯუანი და ითქუა მეფისაგან არამეტი რაჲმე არს. დროსა შეპყრობად ჴელთ შეხებისასა იტყჳს მეფე, მიხედნაო მტარუალთად და ჰრქუა: ვინაჲ შობილნი ხართ თქუჱნცა დედათანი მიმაცილეთ განშიშვლებაჲსა აუგო. იტყვის მეფე, შეპყრობასა და ტარიგისა მის წმიდისასა ეს გუარ, განჭიმნეს მძაფრიადრე ხელნი და მაჯანი გლახაკთა გამომზრდელნი, სულნი მარად უბრალონი და წმიდად აღპყრობილნი ღუთისადმი, დაჰგლიჯნეს მარწუხთა მიმართ ძუძუნი და დაჰსდვეს წყლულთა მათ ზედა საჯანი, ლუსამარნი იყუნეს მრავალნი ქუჱშე წმიდისა და მათ ზედა განრთხმულ იყო და ზედაცა დაჰყარნეს იგინივე მრავალნი. მაშინ ჴორცნი იგი წმიდისანი მრჩობლითა ივნებდეს ტკივილითა, რკინანი იგი თავით თჳსით სატანჯუჱლ იყუნეს და ცეცხლებრ ჰსწვიდეს საშინელ, რამეთუ ნაბერწყალთა სროლადმდე განხურვებულ იყუნეს. მაშინ იპობოდიან ჴორცნი ლუსმართაგანი და რაზომცა განმწყუეტ-იყუნეს, ეგრე ჴორცთა შინა განვლიდიან. იტყჳს მეფე, ხორცნი დაჰსცჳვნესო, რომელნი აქუნდეს და მათ წილ დასხდეს ლუსმარნი და ბრძჳლნი, განვლეს მკერდით ზურგადმდე შამფურნი. მაშინ ტკივილნი სასტიკობდეს, გრგნობანი ტკივილთანი საშინელ-იყუნეს. გჳრგჳნი მეფობა მშუჱნიერებისა და შარავანდედი სიკეთისა განიმზადებოდა მიცემად ხელისაგან უფლისა. შაჰ აბაზ მძჳნვარებდა, სახიერი ქრისტე დაჰსტკბებოდა, ტანჯუანი ძნიადობდეს მოსაგებელი ძჳრ-ფარობდა. იტყჳს ნიკოლაოსცა ეპისკოპოსი მროელი სტიხოლოღოსობით, ვითარმედ ჯაჭჳცა მოარტყეს. იტყჳს მეფე, ბარნი უკუჱ შემოჰსდვესო შუბლსა და აღმაახეთქასა იტყჳს თხემისასა, სადა იგი ჰქმნა ღმერთმან თჳსად საკურთხეველი, სადა შეიწირვოდეს გამოხატულნი და წმიდანი მიდმოებანი გული სიტყუათანი. ესრეთ აღჳდაო რტო ჴუამლისა აღმოსრული უდაბნოთაგან, სული იგი მისი, ყოვლად განწმედილი სასძლოსა ხელისასა ეკკელსიასა მას პირ-მშოთასა ღუთისა და მსაჯულისა ყოველთასა და სულებისა მართლათა აღსრულებულთასა. გარდა მეფისა ყოველნი თანად მომზრახობენ მომთხრობელნი, ქუაბი რუალისა დაჰსდგეს განხურვებული თავსა ზედა, ესრეთ უკუჱ მისა სრულებადმდე შეაერთა საშუალნი კეთილნი კეთილისა სურჳლითა დასასრულისად. გულ-მეთქუმან ჴორცთაგან განსლვისა და ქრისტეს თანა მისულისა. მოიღუაწა ღუაწლი კეთილი, აღასრულა სრბაჲ, სარწმუნოებაჲ დაიმარხა სამოციქულოჲ, მიიღო გჳრგჳნი სიმართლისა, ჰსრბოდა ასპარესზა შინა სხუათა თანა და ერთმან მიიღო ნიჭი, ამან უკუჱ სხუათა თანა ტყუჱთა თჳსთა ქრისტეანეთათა. ყოველნი ზოგად მომზრახობენ მეისტორიენი ნათლისა საღმრთოჲსა გარდამოსულასა სხეულსა ზედა მოწამისასა. იტყჳან ლათინნი იტალიანებრითა ენითა დაბეჭდულსა ისტორიასა შინა. სხული წმიდისა დაწურვილი ძჳრად, ჴორცთა უფლისათა საცხებელად, შთააგდესო მწვირეთა შინა, ადგილთა ქალაქისა ჴორცთა საჭიროთასა და გარდამოსულითა მრავალ-გზის მის ზედა ნათლისა სუჱტისათა, ჰპოეს მორწმუნეთა ქრისტეს ღუთისა მიმართ, დაღათუ მწუალებელთა. არაქილ სომეხი იტყჳს: და ოდეს იგი მოჰკლეს განაგდეს გარე, პატიოსანი გუამი მისი, საჭმელად ძაღლთა და მხეცთა, გარნა ღმერთმან დიდებულ-ჰყო იგი ზეციერითა სასწაულითა. ხოლო დაიფლა წმიდა იგი დაფარვით მასვე ქალაქსა შინა და წელიწადსა სრულ ყოფადმდე მარტჳლობისა მისისა დაჰყო წმიდამან სხეულმან საფლავსა შინა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა განაღეს საფლავი და ვერღარა ჰპოვნეს ნაწილნი წმიდისანი. იტყჳან უკუჱ მეფეს, მოართვესო ლათინთა შაჰ-აბაზს ათორმეტი ათასი თუმანი, ხოლო ჰსცნეს რა ვერ ჰშოვნაჲ ნიგროზელთა უკუჱ მწიგნობართა ჰსძებნეს იდუმალ და ჰპოვნეს დაფარულნი და წარიხვნეს და უქმნეს ლუსკუმაჲ და მრავალთა სუნნელთა უკმევდიან და იგინი ჰკურნებდეს მრავალთა სნეულთა.“იხ.ვიდეო |
ქეთევან დედოფალი, ქრისტიანული სარწმუნოების არდატევებისთვის, ირანის შაჰის აბას I-ის ბრძანებით, 1624 წლის 12 სექტემბერს ქალაქ შირაზში საჯაროდ, წამებით მოკლეს. ქართველთა დედოფალი ძალიან შეეცოდათ შირაზის მცხოვრებთ, მაგრამ შაჰის შიშით ვერავინ ბედავდა მის ნეშტთან მიახლოებას. წამებას ესწრებოდა პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერი, მამა ამბროზიო დუშ ანჟუში, რომელიც 1618 წლიდან იმყოფებოდა ირანში და ქეთევანსაც იცნობდა.
დასჯიდან რამდენიმე თვეში ამბროზიო დუშ ანჟუშმა აღმოაჩინა ქეთევან დედოფლის საფლავი. მისი თქმით, „როგორც კი ქეთევან დედოფალს სული ამოხდა, მისი ნეშტი ტომარაში ჩააგდეს და ორ კაცს დაავალეს დაეფლათ მინდორში, სადაც უკვე ამოთხრილი ჰქონდათ ღრმა ორმო. ცხედარი ორმოში ჩააგდეს და ისე დააყარეს მიწა, რომ ქრისტიანებს ვერც კვალი შეემჩნიათ და არც რაიმე მოსაგონარი დარჩენოდათ... დედოფლის ნეშტი დამარხული იყო სამი თვისა და ცამეტი დღის განმავლობაში... თან პორტუგალიელი ტყვე და ჩემი მსახური წავიყვანე. მათთან ერთად მივედი მინდორზე, სადაც ორმოში დაფლეს დედოფალი და თხრა დავიწყეთ. რადგან ორმო მეტად ღრმა იყო, იმ ღამეს ცხედრამდე ვერ მივაღწიეთ. 1625 წლის 4 იანვარი გახლდათ“.
მეორე ღამით, მისიონერმა და მისმა მხლებლებმა ორმოს თხრა განაგრძეს და წამებული დედოფლის ნეშტს მიაკვლიეს. „თვალცრემლიანებმა ამოვასვენეთ დიდებული ქეთევან წამებულის ცხედარი და ჩვენს მონასტერში წავასვენეთ საიდუმლოდ“. ამის შემდეგ, ამბროზიო დუშ ანჟუშმა დედოფლის ცხედარი, უკეთ დაცვის მიზნით, ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენა.
მცირე ხანში, 1626 წლის მარტში, შაჰის ბრძანებით, ისპაჰანის მონასტრის ავგუსტინელი ბერები დააპატიმრეს და შირაზში გადაიყვანეს. მონასტრის წინამძღვარმა მანოელ და მადრე დე დეუსმა გადაწყვიტა, თან წმინდა დედოფლის სხეული წაეღო. ბერები ათი თვის განმავლობაში შირაზის ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. 1627 წლის თებერვალში მათ ისპაჰანის მონასტერში დაბრუნების უფლება მისცეს. დაუყოვნებლივ წამოვიდნენ და თან წამოიღეს წამებულის ცხედარიც.
ავგუსტინელმა ბერებმა წამებული დედოფლის ნეშტის წმინდა ნაწილები საგანგებოდ გამზადებულ ლუსკუმაში ჩაასვენეს. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები „ჰკურნებდის სნეულთა, თუ ვინ მიუდგის კარებსა“ (თეიმურაზ I).
უაღრესად საინტერესოა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი. 1626 წელს, როცა თეიმურაზ I იძულებით “შეურიგდა” შაჰს, მან პირველ რიგში წამებული დედის ნეშტის სამშობლოში გადასვენება ითხოვა. აბას I-მა ნება დართო თეიმურაზს, ქეთევანის ცხედარი საქართველოში წაესვენებინა. მაგრამ სეფიანთა კარზე არ იცოდნენ, სად ინახებოდა დედოფლის ნეშტი. შაჰი ქართლ-კახეთის მეფეს ატყობინებდა, რომ ცხედარი კათოლიკე მისიონერებმა მოიპარეს, მაგრამ არ ვიცით, ავგუსტინელებმა მოიმოქმედეს ეს თუ ფეხშიშველა კარმელიტებმაო.
როდესაც ავგუსტინელმა მისიონერებმა თეიმურაზ I-ის სათხოვრის შესახებ შეიტყვეს, გოას ავგუსტინელების მონასტერში (გოა - ქალაქი-ნავსადგური ინდოეთში; 1510 წელს დაიპყრეს პორტუგალიელებმა; აღმოსავლეთში ავგუსტინელ მისიონერთა მოღვაწეობის ძირითადი ადგილი. - გ.ს.) მყოფი, აღმოსავლეთში ავგუსტინელ ბერთა მეთაურის ბრძანებით, 1627 წლის 3 აგვისტოს საქართველოში თეიმურაზ I-თან გამოემგზავრნენ ამბროზიო დუშ ანჟუში და სებასტიანო დე იეზუსი. “თან წავიღეთ წმინდანის თავი, რათა მისი საშუალებით დაგვეყოლიებინა დედოფლის ძე, თეიმურაზი, ნება დაერთო მისიონი დაგვეარსებინა მის ქვეყანაში”, - წერს ამბროზიო დუშ ანჟუში. მაგრამ გზაში ორივე ავად გახდა და ისპაჰანში დაბრუნდნენ.
1628 წლის 13 თებერვალს ამბროზიო დუშ ანჟუში კიდევ ერთხელ გამოემგზავრა საქართველოსკენ. იმავე წლის 11 მაისს ავგუსტინელი მისიონერები გორში მეფეს წარუდგნენ. თეიმურაზ I-მა მათ ჰკითხა, რა იცოდნენ დედოფლის ცხედრის შესახებ. როდესაც ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზს შეატყობინა, რომ დედოფლის წმინდა ნაწილები - თავის ქალის ნაწილი, აგრეთვე “წამებულის ფეხი, რომელსაც ისევ ეტყობოდა მარწუხების კვალი” ჩამოიტანა, მეფემ დიდად დაუმადლა, - მთელი მსოფლიოს განძიც რომ ჩამოგეტანათ, ჩემთვის დედაჩემის ცხედრის ჩამოსვენებას ვერ შეედრებოდაო. მეორე დღეს, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძრის საკურთხეველში დაასვენეს.
კათოლიკე მისიონერები თავდაპირველად თეიმურაზ I-ის სასახლეში ცხოვრობდნენ. შემდგომ მეფემ მათ შესთავაზა, აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. პატრებმა გორი აირჩიეს. ასე შეიქმნა ავგუსტინელთა მისიონი აღმოსავლეთ საქართველოში ამბროზიო დუშ ანჟუშის მეთაურობით, რომელმაც 1640 წლამდე იარსება. საყურადღებოა თეიმურაზ I-ის მიერ რომის პაპის - ურბან VIII-სადმი 1629 წლის 6 იანვარს გაგზავნილი წერილი, რომელშიც მეფე მიუთითებდა: “აგერ უკვე ერთი წელია, რაც ჩვენი დედის სხეულის ნაწილები, გამშრალი ძვლები, პართიის სამეფოს კარიდან, ისფაჰანიდან, ჩვენს ქვეყანაში ჩამოგვიტანა ავგუსტინელთა ორდენის წარმომადგენელმა, ღირსეულმა მამა ამბროზიომ, რომელსაც ამ სამსახურისთვის ჯილდოდ გადავეცით ადგილი და მიწა საარსებოდ, საცხოვრებელი სახლისა და ეკლესიის ასაგებად”.
XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს თეიმურაზ I-მა ირანში ზავის დასადებად მიავლინა მთავარეპისკოპოსი იოანე, რომელმაც წარმატებით შეასრულა დავალება. გარდა ამისა, მან ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტრიდან წამოიღო ქეთევან დედოფლის სხვა წმინდა ნაწილებიც, რომლებიც ასევე ალავერდში დაასვენეს: “მოითხოვნეს ნეშტნი იგი ნაწილნი წმინდაი, და პატივითა დიდითა მიიღეს ადგილსა მას, სადა ისხნეს სხუანი იგი ნაწილნი” (გრიგოლ ხუცესმონაზონი-დოდორქელი). ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის ტაძარში, საღმრთო ტრაპეზის ქვეშ, 1723 წლამდე ინახებოდა. როგორც რუსეთის ძველი აქტების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალებიდან ირკვევა, თეიმურაზ I-ს ალავერდში არსებული ნეშტის ნაწილიდან, მცირედი რელიკვია რუსეთის მეფისთვის ალექსეი I-ისთვის გაუგზავნია 1656 წლის 18 აპრილს და მიუწერია კიდეც: - Да послал я к тебе часть мощей матери моей от ноги великого перста. ჩვენთვის უცნობია რუსეთში გაგზავნილი ამ წმინდა ნაწილების შემდგომი ბედი.
ალავერდში დარჩენილი წმინდა ნაწილები კი 1723 წელს დაიკარგა, როდესაც კახეთის სამეფოს ოსმალები და ლეკები დაესხნენ თავს. მეფე კონსტანტინე II მაჰმად ყული ხანმა თავი ქიზიყს შეაფარა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, მისი ძმა “თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტვირთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ)”.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპასა და აზიაშიც წაასვენეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, დანამდვილებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ისინი მოხვდა გოასა და რომში, სავარაუდოდ - ნამიურსა (ბელგია) და საფრანგეთში. როგორც აღვნიშნეთ, 1627 წლისთვის წმინდა მოწამის ნეშტი მთლიანად ინახებოდა ისპაჰანის ავგუსტინელ ბერთა მონასტერში, საიდანაც მისი ნაწილი კათოლიკე მისიონერებმა 1628 წელს თეიმურაზ I-ს გაუგზავნეს. ამავე დროს, გოაში გაემგზავრა ისპაჰანის მონასტრის წინამძღვარი მანოელ და მადრე დე დეუსი, რომელმაც თან “წმინდა დედოფლის მარჯვენა ხელი ხორცითურთ და მკლავის ძვალი გოას მონასტრის ბერებისა და მთხოვნელთა სანუგეშოდ წაიღო” (რობერტო გულბენკიანი). მალე გოას მონასტერში ისპაჰანიდან გაიგზავნა კიდევ ერთი სიწმინდე - დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე.
გოაში ჩატანილი წმინდა ნაწილები დაცული იყო შავი ქვის კუბოში, საკურთხევლის მარჯვენა მხარეს.
XX საუკუნის დასაწყისში ა გრასას მონასტრის კოშკი ჩამოიქცა და მთელი შენობა ნანგრევებად აქცია.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ სამეცნიერო ექსპედიციები რევაზ თაბუკაშვილისა და ვაჟა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ წმინდა ნაწილების მოძიება ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, დიდი აღმოჩენა მაინც მოხდა - 2006 წლის ზაფხულში ინდოელმა არქეოლოგმა ნეზამუდინ ტაჰირმა გოას ა გრასას მონასტერში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიაკვლია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, რითაც ქართველთა არაერთი თაობის სანუკვარი ოცნება ასრულდა. ეს ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას მიაწოდა, პროფ. გიორგი კალანდიამ. ამჟამად, ინდოელი არქოლოგების მიერ მიკვლეულ წმ. ნაწილებს უკვე ჩაუტარდა დნმ-ის ანალიზი.
როგორც აღვნიშნეთ, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ევროპაშიც აღმოჩნდა: XVII საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს, ავგუსტინელ მისიონერებს წმინდანის ნეშტის რომელიმე ნაწილის გაგზავნა, როგორც რელიკვიისა, სთხოვა ცნობილმა იტალიელმა მოგზაურმა, პიეტრო დელა ვალემ. ბერებმა მას თხოვნა შეუსრულეს: გოას მონასტრიდან წამოღებული, ჩვენ მიერ ზემოთ უკვე მოხსენიებული სიწმინდე, დედოფლის ქვედა ყბა კბილების გარეშე თეატინელმა ბერმა დონ პიეტრო ავიტაბილემ და მამა ანტონიო დე სანტო ვისენტემ 1631 წლის 5 ივნისს, რომში, პიეტრო დელა ვალეს გადასცეს, რაც ამ უკანასკნელმა საგანგებო ხელწერილით დაადასტურა.
ამჟამად უცნობია, რა ბედი ეწია პიეტრო დელა ვალეს ოჯახში დაცულ წმინდა ნაწილებს. 1894 წელს ჟურნალ “მწყემსში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ისტორიულ წყაროზე დაყრდნობის გარეშე აღნიშნულია, რომ “ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი გორში თეიმურაზ მეფესთან გაგზავნეს, მეორე ნახევარი კი ევროპაში წაიღეს და რომში წმინდა პეტრეს ტაძარში მოათავსეს”.
1914 წელს გაზეთში “სახალხო ფურცელი - სურათებიანი დამატება” დაიბეჭდა ბელგიის ქალაქ ნამიურის ხედი ციხესიმაგრით, რომელსაც შემდეგი წარწერა ჰქონდა: “ბელგიელების ციხე ნამიური: შენობების წინა რიგში მოსჩანს ტაძარი, სადაც ქეთევან წამებული ასაფლავია”. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც 1845 წელს დედოფლის წმინდა ნაწილები ნამიურში ინახებოდა. ზემოხსენებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნინო სალიამ გადაწყვიტა, ბელგიაში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისთვის მიეგნო, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს 1973 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, “ნამიურში ამ რელიკვიების ძებნა უშედეგოდ დამთავრდა”.
საფრანგეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გაგზავნის ვერსია სომეხ ისტორიკოს არაქელ დავრიჟეცის ეკუთვნის: “ფრანგმა პატრებმა, რომლებიც ქალაქში იყვნენ, მოიპარეს დედოფლის პატიოსანი ცხედარი, ერთი ნახევარი გაახვიეს სუფთა ქსოვილში საკმეველთან და მურთან ერთად და საფრანგეთში გაგზავნეს, სადაც პატივცემულია დიდის დიდებით”. სამწუხაროდ, არც ამ ცნობის დადასტურება ხერხდება.
რობერტო გულბენკიანმა 1972 წელს პირველად გამოაქვეყნა ქეთევან დედოფლის წამებასთან დაკავშირებული რამდენიმე სურათი. ისინი ავტორმა აღმოაჩინა ლისაბონში ერთ-ერთი მონასტის კედელზე (აღნიშნული მონასტერი დიდი ხნის წინ სამხედრო ყაზარმად გადააკეთეს). მის ერთ-ერთ დარბაზში 30 მეტრი სიგრძისა და 8 მეტრი სიგანის პანოა აღბეჭდილი.
აქვე საჭიროდ მივიჩნევთ განვმარტოთ, რომ ქეთევანს არასდროს უღიარებია კათოლიკური სარწმუნოება, რასაც მკაფიოდ და გარკვევით მიუთითებდა თვით ამბროზიო დუშ ანჟუში 1640 წელს რომში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში: “სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებებს მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმინდა კათოლიკურ ეკლესიასა და ყველა ლათინელს”. საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 13 სექტემბერი (ახალი სტილით 26 სექტემბერი) დადგინდა.
ქეთევანის წამებას შედეგად მოჰყვა საქართველოს გამოფხიზლება და თავისუფლების სულის ჯერ არნახული აღზევება. ამის შედეგი იყო 1625 წელს ჯერ მარტყოფის ბრძოლა, სადაც განადგურებულ იქნა სეფიანთა ირანის ლაშქარი შაჰ-აბასის საყვარელ მხედართმთავართან, ყარჩიხა-ხანთან ერთად, შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის პირზე მარაბდის ბრძოლა, სადაც სეფიანთა ირანის ჯარი იმდენად დაზარალდა, რომ ფაქტობრივად ბრძოლისუნარიონობა დაკარგა.
ქეთევანის მოწამეობამ საბოლოოდ ჩაშალა შაჰ-აბასის გეგმა „გურჯისტანის“ საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად, რაც გულისხმობდა როგორც ელიტის ისე ქვეყნის მთელი მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას.
მეფე თეიმურაზი თავის პოემაში ქეთევანს დედოფალს ათქმევინებს შემდეგ სიტყვებს: „შვილსა ჩემსა თეიმურაზსა ძლევა მიეც მტერსა ზედა, ღვაწლთა ჩემთა აღმწერელი, ედემს დასვი ტახტსა ზედა.“ ხოლო თავად მეფე თეიმურაზს კი მწარედ აღმოხდება თავისი დედის წამების გამო: „მე ავაზაკი, შემცოდე ახლოს არ ვიყავი ვინანი, მარჯვენით ჯვარსა არ ვეცვი, ამად ვარ ცრემლთა მდინანი.“
წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება
2013 წელს ჟურნალმა „Archeology“ გაავრცელა კვლევა, რომელშიც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 2017 წლის 23 სექტემბერს ექვსი თვით ჩამოიტანეს. თბილისის აეროპორტიდან სიწმინდე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გადააბრძანეს. იქიდან წმინდა ნაწილები გადაასვენეს თბილისის სამებაში, სადაც პარაკლისი ჩატარდა.
(Georgian: ქეთევან წამებული, ketevan tsamebuli) (c. 1560 – September 13, 1624) was a queen of Kakheti, a kingdom in eastern Georgia. She was regent of Kakheti during the minority of her son Teimuraz I of Kakheti from 1605 to 1614. She was killed at Shiraz, Iran, after prolonged tortures by the Safavid suzerains of Kakheti for refusing to give up the Christian faith and convert to Islam. She has been canonized as a saint by the Georgian Orthodox Church.
Sainthood
Queen Ketevan was canonized by Patriarch Zachary of Georgia (1613–1630), and September 13 (corresponding to September 26 in the modern Gregorian calendar) was instituted by the Georgian Orthodox Church as the day of her commemoration.[citation needed]
The account of Ketevan's martyrdom related by the Augustinians missioners were exploited by her son, Teimuraz, in his poem The Book and Passion of Queen Ketevan (წიგნი და წამება ქეთევან დედოფლისა, ts'igni da ts'ameba ketevan dedoplisa; 1625) as well as by the German author Andreas Gryphius in his classical tragedy Catharina von Georgien (1657).[6] The Georgian monk Grigol Dodorkeli-Vakhvakhishvili of the David Gareja Monastery was another near-contemporaneous author whose writings, a hagiographic work as well as several hymns, focus on Ketevan's life and martyrdom. The Scottish poet William Forsyth composed the poem The Martyrdom of Kelavane (1861), based on Jean Chardin's account of Ketevan's death.
In 2008, it was discovered that Graça Convent in Lisbon, Portugal contained a previously unknown, large panoramic azulejo depicting Queen Ketavan's martyrdom in Persia. The scenes were based on accounts of her martyrdom by Portuguese Augustinian missionaries who witnessed her death. Panoramic tilework was in a state of disrepair and Georgia offered thousands of euros for repairs.
In 2017, a full replica of the Portuguese depiction of Ketevan's martyrdom was unveiled in Georgia and displayed at Château Mukhrani.
In October 2017, President of Georgia Giorgi Margvelashvili visited Queen Ketevan's mural at the Graça Convent during his official trip to Portugal. Restoration works continued and an agreement was signed between the convent and the National Agency of Cultural Heritage Preservation of the Ministry of Culture of Georgia
The importance of Queen Ketevan for the Georgian people has led to a relic "hunt" during the last decades, notably in Goa. Since 1989, various delegations coming from Georgia have worked together with the Archaeological Survey of India to try to locate Ketevan's grave within the ruins of the Augustinian convent of Our Lady of Grace, at Old Goa, Goa. These efforts were thwarted because the teams were unable to correctly interpret the Portuguese documents that provided clues as to Ketevan's burial place.
These historical sources stated that Ketevan's palm and arm bone fragments were kept inside a stone urn beneath a specific window within the Chapter Chapel of the Augustinian convent. In May 2004, the Chapter Chapel and window mentioned in the sources were found during a collaboration work between Portuguese and Overseas Citizen of India architect Sidh Losa Mendiratta and the Archaeological Survey of India, Goa-circle (at the time when Nizammudin Taher was superintendent archaeologist). Although the stone urn itself was missing, its coping stone and a number of bone fragments were found close to the window mentioned in the Portuguese sources. Dr. Niraj Rai, Manvendra Singh and Dr. Gyaneshwer Chaubey of the CSIR-Centre for Cellular and Molecular Biology, Hyderabad, India carried out ancient DNA analysis on these human bone remains excavated from the St. Augustine convent by sequencing and genotyping of the mitochondrial DNA. The investigations of the remains revealed an unusual mtDNA haplogroup U1b, which is absent in India, but present in Georgia and surrounding regions. Since the genetic analysis corroborates archaeological and literary evidence, it is likely that the excavated bone belongs to Queen Ketevan of Georgia.[12] However, it is important to keep in mind that Ketevan's palm and arm bone fragments were kept in the same urn as the complete remains of two European missionaries, friar Jerónimo da Cruz and friar Guilherme de Santo Agostinho. Therefore, it would be crucial to determine the sex and the kind of bone of the fragments tested in order to have conclusive results. According to a story in India's Mint on Sunday newspaper, "additional tests confirmed that the U1b bone came from a woman. So, in 2013, it was established that the bone found in two pieces in 2005 was consistent with being from a Georgian woman".
In 2017, celebrating twenty five years of diplomatic relations between India and Georgia the relics were sent to Georgia for a period of six months during which both religious and scientific events were staged.
The Indian government has offered the holy relics of Goa to Georgia. The relics was handed over to people of Georgia through Georgian Foreign Minister with full cultural and traditional ceremony during the first ever visit of the Indian Foreign Minister Dr S.Jaishankar on 9th July 2021 in 25 years since establishing formally indo-Georgian diplomatic relations