пятница, 9 июля 2021 г.

მაქს ვებერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                             მაქს ვებერი

გერმ. Max Weber

 დ. 21 აპრილი 1864 — გ. 14 ივნისი 1920) — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი. დიდი გავლენა მოახდინა სოციოლოგიურ თეორიაზე, სოციოლოგიურ კვლევასა და საკუთრივ სოციოლოგიის დისციპლინაზე. ხშირად ემილ დიურკემთან და კარლ მარქსთან ერთად მოიხსენიება როგორც სოციოლოგიის ძირითადი ფუძემდებელი.[14] ბერლინშიფრაიბურგშიჰაიდელბერგსა და მიუნხენში იყო პროფესორი. მაქს ვებერის სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი მეტად ფართო იყო. იგი არის დისციპლინათა შორისი მიდგომის მამამთავარი. მრავალი შრომის ავტორია. მისი შრომები შეეხება მეურნეობისა და სოციალური ფორმების ისტორიას, რელიგიასა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ლოგიკასა და მეთოდოლოგიას. მისმა შეხედულებებმა დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის სოციოლოგიაზეფილოსოფიასა და ისტორიოგრაფიაზე. იყო ეკონომისტის და სოციოლოგის — ალფრედ ვებერის უფროსი ძმა.

იხ. ვიდეო



მაქს ვებერმა შეიმუშავა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებებისადმი და სოციოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებას „ფენომენს“, ანუ გარე სამყაროს შეცნობასა და „ნოუმენს“ — აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“ და „ზოგადი ეკონომიკის ისტორია“.

მაქს ვებერის მამა იყო სახელმწიფო მოღვაწე და ეროვნულ-ლიბერალური პარტიის წევრი. 1868 წელს დაიბადა მისი ძმა — ალფრედ ვებერი, რომელიც აგრეთვე ცნობილი სოციოლოგი და ეკონომისტი იყო. 1869 წელს ვებერების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბერლინის გარეუბან შარლოტენბურგში. 4 წლის ასაკში მენინგიტი გადაიტანა. 13 წლის ასაკში კითხულობდა არტურ შოპენჰაუერისიმანუელ კანტისა და სხვათა ნაშრომებს. იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალური წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს საკუთარ სახლში. მაქს ვებერი გარდაიცვალა 1920 წლის 14 ივნისს, პანდემიური გრიპისაგან.


„მეცნიერება თავისი არსით ძალიან რთული რამაა. იგი ხელოვნებას ჰგავს იმ თვალსაზრისით, რომ მუდმივად მოითხოვს ახალ იდეებს და ძველი გამოცდილების საფუძვლიან ცოდნას. თავად მე, როცა სოციოლოგიის შესწავლის დაწყებით მეცნიერების უზარმაზარ სამყაროში პირველად შევდგი ფეხი, მომენტალურად დამემსხვრა წარმოდგენა, რომ მეცნიერული „მიღწევის შექმნა“ ჰგავს საფეხურებს, რომლებზე ასვლაც გონებისა და მოთმინების შემწეობით უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი, რადგან ისევე როგორც ხელოვნებაში, აქაც ცალსახად აუცილებელია იდეა, გენიალური იდეა, რომელიც ხშირად ძალიან მარტივია და მოდის როცა არ ველით, მაგრამ ხშირადვე ველით და მოლოდინი მოლოდინად რჩება...“

                                                
ორიგინალის ყდა გამოცემის ,, პროტესტანტური ეთიკა'' გერმანული ენაზე

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...