вторник, 27 июля 2021 г.

პართია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             პართია

                                                          ძვ. წ. აღ. 247 - 220

                                       
 (ბერძ. Παρθίαარაბ. بارثيونსპარს. اشکانیان) — ძველი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნა ქრ. შ. 247 წელს კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დღევანდელი თურქმენეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყვნენ პართელებისპარსელებისომხებიქურთები და ა.შ. მან დაიპყრო ტერიროტია მესოპოტამიიდან ინდოეთამდე. შეწყვიტა არსებობა 220 წელს. ჩინელი მოგზაურის ჩჟან ციანის ჩანაწერებში პართია და დინასტია არსი მოხსენიებულია, როგორც ანსი (ჩინ. 安息).
იხ. ვიდეო პართიის სმეფო

ალექსანდრე დიდის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 323) მაკედონიის იმპერიის ადგილზე წარმოიშვა სახელმწიფოების მთელი რიგი. ირანი თავდაპირველად სელევკიდების სამეფოში შედიოდა. მაგრამ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მკვიდრმა ატროპატმა დააარსა ატროპატენა. უფრო მნიშვნელოვანი გახდნენ აღმოსავლეთის სამეფოები: გრეკო-ბაქტრიული სახელმწიფო და პართია.

ქრ. შ. 250 წელს ირანული მომთაბარე ტომები, საკები და პარნები, შეიჭრნენ სელევკიდთა ერთ-ერთ სატრაპიაში, პართიენაში. შემდეგ ახლადშემნილმა სახელმწიფომ დაიპყრო კიდევ ერთი სატრაპია გირკანია და სელევკოს II იძულებული იყო ეღიარებინა არშაკიდთა მეფობა. ქრ. შ. მე-2 საუკუნეში პართია ანადგურებს სელევკიდთა იმპერიას და გავლენას დიდ არმენიაზე ახდენს. მან სომხეთში თავისი მართველობა დაამყარა და ძვ. წ. 95 წელს ტიგრან II სომხეთის მეფედ გამოაცხადა.

პართიის სამეფო დასუსტდა სხვადასხვა მომთაბარე ტომებთან ომისაგან. ამ დროს რომის იმპერიაში ტრაიანე მეფობდა. მან წაართვა პართიას სომხეთი და ქტესიფონი. პართიას გამოეყო შემდეგი ოლქები: მარგიანა, საკასტანი, გირკანია, ელიმაიდა, პარსა, ჰარაკენა, ქ. ჰარტა. 226 წელს არტაბანი დაეცა და ტიტული „მეფეთა მეფე“, როგორც თითქმის მთლიანი პართია სასანიდებთან გადავიდა.




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...