четверг, 1 июля 2021 г.

შავი მოცხარი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             შავი მოცხარი

 (ლათ. Ribes nigrum) — მონოტიპური ფოთოლმცვივანი მცენარე ხუნწისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ინტროდუცირებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. 1-2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. უპირატესობას ანიჭებს ნათელ ადგილებს, თუმცა ეგუება აგრეთვე მკრთალ-ჩრდილ ტერიტორიებსაც. იზრდება მეტწილად თიხნარ ნიადაგზე. ნორჩი ყლორტი ბუსუსიანია, მკრთალი. აქვს 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლები, რომელიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი. ყვავის მაის-ივნისში. ნაყოფი იჭმება; დიამეტრი საშუალოდ 1 სმ. მისგან ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კომპოტსა და სხვ. ფართოდ კულტივირებული ბუჩქია. ნაყოფები შეიცავს 10-13 % შაქრებს, 2,6-3,7 % თავისუფალ მჟავებს 1 %-მდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები. დეკორატიული მცენარეა.
იხ. ვიდეო
ქიმ. შედგენლობა - შავი მოცხარი შეიცავს ვიტამინებს ( ვიტამინი C), (400მგ /% სხვა წყაროებით 570 %), B, P, პროვიტამინი A), ორგანული მჟავები ლიმონის და ვაშლის), სხვადასხვა შაქრები (უმთავრზეზად გლუკოზა და ფრიქტოზა), გლიკოზიდი და ფლამიონედი, პექტინები, ტანინები, ანტიციოენბი, (ციანიდინი, დელფინიდი) და აზიოტორული ნივთირებები. მინერალური შემადგენლობა ნატრია - 32 %, კალცია - 36, მაგნიუმი 35, ფოსფორი - 33, რკინა - 1,3
მოცხარს აქვს დიაფორეზული, შარდმდენი და გამაძლიერებელი თვისებები. შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს აქვს სადეზინფექციო ეფექტი, რომელიც ეთერზეთებთან ასოცირდება.
იხ. ვიდეო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...