ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ენიო მორიკონე
დაიბადა 1928 წელს, ცნობილი ჯაზშემსრულებლის ოჯახში, იტალიის დედაქალაქ რომში. მამამისი უკრავდა ტუბაზე. ენიო მორიკონემ დაამთავრა წმინდა სესილიას სახელობის კონსერვატორია.
1950-იანი წლებიდან მოყოლებული მორიკონე მიიჩნევა, ერთ-ერთ გავლენიან კომპოზიტორად. მუსიკას ძირითადად ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის წერდა. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიცაა სერჟიო ლეონე, ბერნარდო ბერტოლუჩი, პიერ პაოლო პაზოლინი და სხვები.
1962 წლიდან ენიო მორიკონე მუშაობას იწყებს ხმის ჩამწერ სტუდიაში, სადაც არანჟირებას უკეთებს მრავალ სიმღერას. 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა.
იხ. ვიდეო
1956 წლის 13 ოქტომბერს ენიო მორიკონემ ცოლად შეირთო მარია ტრავია, მათი ქორწინება 64 წელს გაგრძელდა - კომპოზიტორის გარდაცვალებამდე. წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა: ვაჟი მარკო (1957, მუშაობს საავტორო უფლებების საზოგადოებაში), ქალიშვილი ალესანდრა (1961, ქირურგი), ვაჟი ანდრეა (1964, კომპოზიტორი და დირიჟორი) და ვაჟი ჯოვანი (1966, კინოპროდიუსერი). ის სერიოზულად გატაცებული იყო ჭადრაკით, თამაშობდა მსოფლიოს ჩემპიონებთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий