воскресенье, 25 июля 2021 г.

ქრისტეფორე კოლუმბი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                         ქრისტეფორე კოლუმბი
                           

 (ესპ. Cristóbal Colónიტალ. Cristoforo Colomboპორტ. Cristóvão Colomboლათ. Christoferus Columbus) (დ. დაახ. 31 ოქტომბერი1451გენუაიტალია — გ. 20 მაისი1506ვალიადოლიდიესპანეთი) — იტალიელი მეზღვაური-მკვლევარი ესპანეთის მეფის სამსახურში. თავისდაუნებლიედ ამერიკის აღმომჩენი.

კოლუმბმა პირველმა გადაცურა ატლანტის ოკეანე სუბტროპიკულ და ტროპიკულ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს პოლუსში და პირველმა ევროპელებიდან შეცურა კარიბის ზღვაში. მან დაუდო სათავე სამხრეთ ამერიკის მიწებისა და ჩრდილოეთ ამერიკის ყელის აღმოჩენას. მან აღმოაჩინა ყველა დიდი ანტილის კუნძულიბაჰამის არქიპელაგის ცენტრალური ნაწილი, პატარა ანტილიის კუნძულები (დომინიკიდან ვირჯინიის კუნძულების ჩათვლით), ასევე მთელი რიგი პატარა კუნძულებისა კარიბის ზღვაში და კუნძული ტრინიდადი სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან.

სულ კოლუმბმა დაასრულა 4 მოგზაურობა:

იხ. დოკუმენტური ფილმი კოლუბიზე

XV საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ ევროპაში გაიზარდა მსხვილი ქალაქები, განვითარდა ვაჭრობა, საყოველთაო გაცვლის საშუალება გახდა ფული. სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა ოქროზე. ამის გამო ითვლებოდა, რომ ოქრო შეიძლება მოიპოვო იქ, საიდანაც შემოდიოდა სანელებლები, ანუ ინდოეთში.

ოსმალეთის მიერ ბალკანეთისა და მცირე აზიის ტერიტორიის დაპყრობამ ევროპელებს ძველი სავაჭრო (სახმელეთო და საზღვაო) გზების გამოყენების საშუალება აღარ მისცა. პორტუგალიამ გზების პოვნა სამხრეთ ზღვაში დაიწყო. ამავე დროს დაიბადა აზრი დასავლეთის გზის არსებობაზე. ეს აზრი ეფუძნებოდა წარმოდგენას, რომ დედამიწა იყო ბურთის მაგვარი, ამ აზრმა გაფართოება ჰპოვა ევროპის აღორძინების ეპოქაში. შორეული საზღვაო გზების მოძიების იმედს იძლეოდა მიღწეული წარმატებები გემთმშენებლობასა და ნავიგაციაში.

                                                                      

რუქა ოთხი ექსპედიციის კოლუმბის

1469 წელს კასტილიის დედოფალი იზაბელა გაჰყვა ცოლად არაგონის ტახტის მემკვიდრეს ფერდინანდს. 1479 წელს ფერდინანდმა დაიკავა ტახტი და ყველაზე მსხვილი პირენეული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ესპანეთში. 1480-1485 წლებში სამეფო წყვილმა შექმნა ინკვიზიცია და მისი დახმარებით უზრუნველყვეს თავიანთი სრული ძალაუფლება, გადალახეს რა მსხვილი ფეოდალებისა და თავადების წინააღმდეგობა.

1492 წლის დასაწყისში გაერთიანებული ესპანეთის ძალისხმევით დაეცა უკანასკნელი მუსულმანური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე - გრანადის ემირატი. ამსთანავე დასრულდა რეკონკისტული პროცესი, რომელიც უკვე 8 საუკუნე გრძელდებოდა.

მოაგვარა რა შინაგანი პრობლემები, ესპანეთმა დაიწყო საგარეო ექსპანსია. აქ მოხდა ინტერესების დამთხვევა სამეფო ხელისუფლების, კათოლიკური ეკლესიის, ქალაქის ბურჟუაზიის და ესპანეთის სათავადოს, რომელიც მავრებთან ომის დამთავრებისთანავე უსაქმოდ დარჩა.

                                                                        

პირველი ქსპედიცია
სანტა მარია (ხომალდი)
სანტა-მარიას ერთ-ერთი აღდგენილი ნიმუში
ქრისტეფორე კოლუმბის საფლაგმანო ხომალდი, რომლის საშუალებითაც 1492 წელს აღმოაჩინა ამერიკა. ხომალდის წყალწყვა 200 ტონას შეადგენდა. ეკიპაჟი კი 40-მდე ადამიანისაგან შედგებოდა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...