вторник, 27 июля 2021 г.

გომისმთა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            გომისმთა

დაბა[1] და მაღალმთიანი კლიმატური საზაფხულო კურორტი საქართველოშიოზურგეთის მუნიციპალიტეტშიოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 33 კმ-ზე

გომისმთა მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე. რელიეფი – მთაგორიანია, კლიმატი კი – საშუალო მთის. ზამთარი ცივია და უხვთოვლიანი, ზაფხული — ზომიერად გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -5 °C, აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 13–18 °C. ნალექების წლიური რაოდენობა არის 1600-1700 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 75 %. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2000-2060 საათია. გომისმთას სამხრეთ-დასავლეთიდან აკრავს წიწვოვანი ტყე ნაძვნარი-სოჭნარი და წყაროები, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ალპური მდელოები. გომისმთასთან ახლოსაა ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს.

                                                                              

გომისმთას იყენებდნენ გურიისა და აჭარის მცხოვრები მწყემსები საქონლის საზაფხულო საძოვრად. საძოვრები ეკუთვნოდა შემოქმედის მონასტერს. აქ საქონელი აჰყავდათ ჭვანისწყლის ხეობიდან. ბაჟად იხდიდნენ ცხვარს, გადაზელილ ყველსა და პურს. ლეგენდის თანახმად მწყემსი თუმანოვი მიადგა გომისმთას განუკურნებელი სენით შეპყრობილ ქალიშვილთან ერთად, რომელიც იქ განიკურნა. ადგილს, სადაც მოგვიანებით გაჩნდა კურორტი გომისმთა, ეწოდებოდა ნაფაცხვარი. მის ირგვლივაა ადგილები ხარიათაღი, ცხემლის იაილა, შუა იაილა. 1902 წელს ნაფაცხვარში იდგა 20-მდე სახლი და სამი დუქანი. დამსვენებელთა რიცხვი 200-ს აღემატებოდა. ვინმე გიგინეიშვილს გაუმართავს უფასო წარმოდგენა და კონცერტი.

1931 წელს ფილიპე მახარაძე ავიდა კურორტზე და დაათვალიერა იგი, ხოლო შემდგომ მისი დელეგაცია ცხენებით გადავიდა ბახმაროზე. ბახმაროდან დელეგაციამ ექიმი სპეციალისტი წაიყვანა გომისმთაზე კურორტის თვისებების შესასწავლად. მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა გომისმთაზე ინფრასტრუქტურის განვითარება. კურორტის მშენებლობა ომის შემდგომ განახლდა. საავტომობილო გზა ოზურგეთიდან გომისმთამდე გაყვანილ იქნა 1955 წელს.[2]ამ დროს გომისმთაზე 500-მდე დასასვენებელი კოტეჯი იდგა და ყოველწლიურად საშუალოდ 4500-5000 დამსვენებელი სტუმრობდა. 1970 წლისთვის სახლების რაოდენობა 1000, დამსვენებლებისა კი 7-8 ათასი იყო. 1970-იან წლებში მოეწყო კლუბი, საექიმო პუნქტი და აფთიაქი. 1980-იან წლებში კი გომისმთაზე უკვე 1500 დასასვენებელი კოტეჯი იყო, მაგრამ არ იყო მოწყობილი წყალგაყვანილობა, ელექტროენერგია და სატრანსპორტო მომსახურება. 1991 წელს იყო ელექტროენერგიის გაყვანის მცდელობა. 2010 წლიდან დაწესდა დღესასწაული „გომისმთობა“.

2020 წელს დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა

იხ. ვიდეო საქართველო 2021 სამაშველო ოპერაცია გომისმთაზე 




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...