понедельник, 5 июля 2021 г.

ზღვის ეშმაკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ზღვის ეშმაკი


ლოფიუსი (ლათ. Lophius piscatorius) — თევზიზღვის ეშმაკისებრთა (Lophiidae) ოჯახისა. მისი სიგრძე 1,5 მ აღწევს, წონა 20 კგ-მდე. ზღვის წყლის ბინადარია. გვხვდება ძირითადად ზღვის დიდ სიღრმეებში. სხეული შიშველია, ზემოდან მუქი, ქვემოდან მოთეთრო, თავი დიდი, განიერი და ბრტყელი. აქვს დიდი პირი, სასაზე — ძლიერი კბილები. მტაცებელია. იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, ზოგჯერ წყლის ფრინველებითაც, რომელთაც წყლის ზედაპირიდან იტაცებს. გავრცელებულია ევროპის სანაპიროებთან ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე. იყენებენ ნედლსა და შებოლილს. მისი კუჭქვეშა ჯირკვლისაგან ამზადებენ ინსულინსშავ ზღვაში ზღვის ეშმაკის ეგზემპლარი ნაპოვნია ბათუმთან1955 და 2008 წლებში. მცირე სამეურნეო მნიშვნელობისაა. შავი ზღვისათვის უიშვიათესი სახეობაა.

იხ. ვიდეო

ფსკერის ტიპიური მკვიდრები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება ქვიშიან და ტალახიან ფსკერზე (ზოგჯერ ნახევრად ჩამარხულია მასში), ასევე წყალმცენარეებსა და კლდის ფრაგმენტებს შორის.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...