суббота, 17 июля 2021 г.

ოტო ფონ გერიკე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ოტო ფონ გერიკე

(გერმ. Otto von Guericke; დ. 20 ნოემბერი1602მაგდებურგი — გ. 11 მაისი1686ჰამბურგი) — გერმანელი ფიზიკოსი.

ოტო გერიკე დაიბადა 1602 წლის 20 ნოემბერსმაგდებურგში (გერმანია) არისტოკრატის ოჯახში. საშუალო განათლება მან იქვე მიიღო. 15 წლის გერიკე მეცნიერების სხვადასხვა დარგში ლექციებს ისმენდა ლაიფციგისიენას, ლეიდენის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლობდა ენებს, ფიზიკას, გამოყენებით მათემატიკას, ფორტიფიკაციასა და სხვა. დაახლოებით ერთი წელიწადი იმოგზაურა ინგლისსა და საფრანგეთში1626 წელს დაბრუნდა მაგდებურგში და დაიწყო ქალაქის თვითმართველობაში მუშაობა.

1618-1648 წლებში გერმანია ჩაბმული იყო ოცდაათწლიან ომში შვედეთის წინააღმდეგ. როგორც ინჟინერი, გერიკე ციხესიმაგრეებს აშენებდა, მშობლიურ ქალაქს იცავდა. ბოლოს, როდესაც 1631 წლის 20 მაისს მოწინააღმდეგე ქალაქში შემოიჭრა, გერიკე ოჯახით ქალაქს გაეცალა. შემდეგ იგი შვედებმა შემოირიგეს და ქალაქის აღდგენაზე ამუშავეს. შვედების წასვლის შემდეგ გერიკეს დიპლომატიური მისია დააკისრეს. 1663 წელს გერიკემ დაამთავრა თავისი კაპიტალური შრომა შვიდ ტომად, მაგრამ მისი გამოცემა მხოლოდ 1669 წელს მოახერხა ამსტერდამში1678 წლიდან ოტო გერიკე სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა. ოტო გერიკეს ფიზიკისა და ტექნიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი დამსახურება აქვს.

ძეგლი ოტო ფონ გერიკეს მაგდებრგში

იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...