Translate

понедельник, 19 июля 2021 г.

ნინო როტა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   

                              ნინო როტა

(იტალ. Nino Rota; დ. 3 დეკემბერი, 1911, მილანი — გ. 10 აპრილი, 1979, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი, წერდა კინო-მუსიკას. უმუშავია სხვადასხვა ცნობილ რეჟისორებთან, მათ შორის ფედერიკო ფელინი, ლუკინო ვისკონტი, ფრენსის ფორდ კოპოლა. მისი ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია საუნდტრეკები კოპოლას ტრილოგიიდან ნათლიმამა.
იხ. ❤❤ვიდეო რომეო და ჯულიეტა ნინო როტას მუსიკა


თავისი ხანგძლივი კარიერის განმავლობაში როტა არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორი გამოდგა. მან დაწერა 150-ზე მეტი საუნდტრეკი იტალიური და სხვა ფილმებისათვის 1930-იანი წლებიდან დაწყებული გარდაცვალებამდე — 1979 წლამდე. 46-წლიან პერიოდში, საშუალოდ ის ყოველწლიურად სამ საუნდტრეკს წერდა, ხოლო ყველაზე ნაყოფიერ პერიოდში – გვიანი 1940-იანი წლებიდან შუა 1950-იან წლებამდე – საშუალოდ ათ საუნდტრეკს. კარიერის განმავლობაში მას ასევე დადგმული აქვს ათი ოპერა, 5 ბალეტი და სხვ. დაწერილია აქვს მუსიკა თეატრებისთვისაც.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

ტრაქტორი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ტრაქტორი Ford- ის N-სერიის ტრაქტორმა Ferguson-ის სამპუნქტ...