понедельник, 19 июля 2021 г.

პირშუშხა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 პირშუშხა

 (ლათ. Armoracia) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. მოიცავს 2 სახეობას, რომელიც იზრდება ევროპასა და აზიაში.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 სახეობა — ჩვეულებრივი პირშუშხა (ლათ. Armoracia rusticana). მოჰყავთ ბოსტანში. ხშირად ველურდება. ფესვსა და ფოთოლში არის ვიტამინები, ეთეროვანი ზეთები, მინერალური მარილები, ფიტონციდები და ფერმენტი ლიზოციმი.

ფესვის ცხარე გემო და სპეციფიკური სუნი გამოწვეულია მასში მდოგვის ზეთისა და გლიკოზიდ სინიგრინის არსებობით. ფესვი იჭმება (ნედლი, მოხარშული), ფესვის გამონაწური კი სურავანდის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. მრავლდება ვეგეტატიურად. მოსავალს იღებენ (100-300 ც/ჰა) გვიან შემოდგომაზე.

იხ. ვიდეო პირშუშხა სამკურნალო მცენარე დადბით და უარყოფითი მხარეები
პირშუშხა სუნელი - 1500წ-ს ჩვ. წ აღ. პირშუშხას როგორც სუნელი ერთ-ერთი ყველაზე მწარედ ითვლებოდა და იყენედნენ ბერძნები.
აღმოსავლეთ ევროპა არის მისი სამშობლო საიდანაც იგი გერმანიაში შევიდა, შემდეგ კი ინგლისში დაიწყებს შემწვარი ძროხის ხორცში სუნელის სახით გამოყენება.
მაგალითად ბოტანიკოსი და ექიმი ჯონ ჯერარდი პირშუშხათი აღფრთოვანებული იყო იმიტომ, რომ ის კლავდა მატლებს და ამატებდა მცირე რაოდენობით კერძებს. ასევე მას მცირე რაოდენობით ძმრის დამატებით, გერმანელები ჩვეულებრივ იყენებენ როგორც სოუსს თევზისა და სხვა კერძებისთვის. რომელსაც მდოგვს ვემსახურებით.
ხალხური მედიცინა - პირშუშხა ქოლეცისტიტისგან გიხსნით გთავაზობთ რეცეპტს - გახეხეთ პირშუშხას ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ჭაჭა და დაასხით 4 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი გააჩერეთ 1 დღე ღამე განმავლობაში. შეინახეთ მაცივარში , ხოლო მიღების წინ შეათბეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50გრ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 25-30წთ-ით ადრე. შეგიძლიათ დაატბოთ.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...