суббота, 17 июля 2021 г.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                         ციკლიდან  -  აშშ-ს პრეზიდენტები

                  ჯონ ფიცჯერალდ კენედი

(ინგლ. John Fitzgerald „Jack“ Kennedy, შემოკლ. JFK, დ. 29 მაისი1917 — გ. 22 ნოემბერი1963) — აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი 1961 წლიდან 1963 წელს მკვლელობამდე. პოლიტიკაში ღვაწლმოსილი ირლანდიურ-ამერიკული კენედების ოჯახის წევრი საყოველთაოდ ამერიკული ლიბერალიზმის ხატად არის შერაცხილი

1940 წელს კენედიმ ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის დროს ის მძიმედ დაიჭრა და მამაცობისთვის 2 მედალი მიიღო.

ომის შემდეგ კენედი, როგორც დემოკრატიული პარტიის წევრი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის (1947–1953) და სენატის (1953–1960) წევრი იყო მასაჩუსეტსიდან. 1953 წლის 12 სექტემბერს მან იქორწინა ჟაკლინ ბუვიერზე. 1955 წელს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კრებული „სიმამაცის სახეები“ (Profiles in Courage) დაწერა, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა.

იხ. ვიდეო




1960 წლის არჩევნებში მან მცირე სხვაობით მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელების კანდიდატი რიჩარდ ნიქსონი დაამარცხა. კენედი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც მე-20 საუკუნეში დაიბადა და აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება (43 წლის), ვინც არჩეულ იქნა პრეზიდენტად. იგი დღემდე ერთადერთ კათოლიკე და ერთადერთ პულიცერის პრემიის მფლობელ აშშ-ის პრეზიდენტად რჩება. მისი ადმინისტრაციის დროინდელი მნიშვნელოვანი მოვლენები ღორების ყურეს ოპერაციაკუბის კრიზისიბერლინის კედლის აშენება, კოსმოსის შეჯიბრიაფრიკელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და ვიეტნამის ომის ადრეული ეტაპი იყო.

                                                                           

შეხვედრა ხრუშოვთან, ვენა 1961წის 4 ივნისი

 

კენედის საგარეო პოლიტიკა - კენედი გამოდიოდა სსრკს-თან ურთიერთობის გამოუჯობესების იდეით, თუმცა მისი მართველობის დროს იყობევრი დაძაბულობა წარუმატებელი გადასხმა ღორების ყურის ოპერაცია (კუბაზე), ბერლინის კრიზისი, კარიბის კრიზისი, 1961წ-ის 4 ივნისს ვენაში შენბრუნის სასახლეში შეხვედრა კენედისა და საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშოვის.

                                                              

კენედი პრეზიდენტის ლიმუზინში, რამდენიმე წუთით ადრე მკვლელობამდე

კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლი ჰარვი ოსვალდი მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე წარდგებოდა მოკლულ იქნა დალასის მაცხოვრებლის ჯეკ რუბის მიერ. FBI-ის, უორენის კომისიის და წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის დასკვნებით პრეზიდენტის მკვლელი ოსვალდი იყო. ამასთან ერთად წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა სადავო აკუსტიკურ სამხილებზე დაყრდნობით შეთქმულების ალბათობა არ გამორიცხა. ჯონ კენედი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტებს შორის.

დაკრძალულია ვაშინგტონში არლინგტონის სასაფლაოზე.

იხ. ვიდეო კენედის მიმართვა  საიდანაც დაიწყო მთვარის პროგრამა



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...