четверг, 15 июля 2021 г.

კარლ ლინე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               კარლ ლინე

 (შვედ. Carl Linnaeus, Carl Linné; ლათ. Carolus Linnaeus; თავადაზნაურის წოდების მიღების შემდეგ 1761 წელს – Carl von Linné; დ. 23 მაისი 1707როსჰულტი — გ. 10 იანვარი 1778უფსალა) — შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1762). მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ჯერ ლუნდის (1727), შემდეგ უფსალის (1728-1734) უნივერსიტეტებში. 1732 წელს იმოგზაურა ლაპლანდიაში; იმავე წელს გამოსცა „ლაპლანდიის ფლორა“. 1735-1738 წლებში ცხოვრობდა ნიდერლანდებში, სადაც გამოაქვეყნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (ლინეს სიცოცხლეში ეს ნაშრომი 12-ჯერ გამოიცა). 1739-1741 წლებში მუშაობდა სტოკჰოლმის საზღვაო ჰოსპიტალში; ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკასაც. მონაწილეობა მიიღო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში; იყო ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1739). 1741 წელს დანიშნეს უფსალის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბოტანიკის პროფესორად.

                                                                    


ქრისტინა ბრიდესონაია და ნილს ლინე, კარლ ლინეს მშობლელბი


1762 წელს კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა 1735 წელს. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა სახეობა. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა გვარებად, გვარებს — რიგებად, რიგებს — კლასებად; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ მცენარეები 24 კლასად დააჯგუფა. ყვავილოვანი მცენარეები მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა გვიმრებიხავსებიწყალმცენარეები და სოკოები.

იხ. ვიდეო



ცხოველთა სამეფო ლინემ დაყო 6 კლასად: ძუძუმწოვრებადფრინველებადქვეწარმავლებად (ამ კლასს მიაკუთვნა ამფიბიებიც), თევზებად, ჭიებად (ჭიების კლასში გააერთიანა ყველა უხერხემლო ცხოველი, გარდა მწერებისა) და მწერებადადამიანი ლინემ მიაკუთვნა ძუძუმწოვრების კლასს, პრიმატების რიგს. ლინემ განახორციელა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის რეფორმა. მან მეცნიერებაში საბოლოოდ დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული ბინარული ნომენკლატურა. ლინემ აღწერა და სახელწოდება მიაკუთვნა მცენარეთა და ცხოველთა 10 000-ზე მეტ სახეობას. ლინემ გაამარტივა და დახვეწა აღწერილობითი ბოტანიკური და ზოოლოგიური ენა; შეიმუშავა ბოტანიკური ტერმინოლოგია (მის მიერ შემოღებულ ტერმინთაგან ბევრი ამჟამადაც იხმარება).

                                                                   

fora laplandia (1737) პირველი გამოცემის ფრონტის ფურცელი. წინა პლანზე არის კარლ ლინეუსი.

ლინე მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის პოზიციებზე იდგა. მას მიაჩნდა, რომ სახეობები მათი „შექმნის“ დღიდან არ შეცვლილა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში ლინემ გამოთქვა ვარაუდი საწყისი სახეობების შეჯვარების შედეგად ახალ ფორმათა წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნაშრომებისა, ლინეს ეკუთვნის გამოკვლევები მედიცინის, აგრეთვე გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის დარგში. იმ დროინდელ საექიმო პრაქტიკაში მან ბევრი მცენარეული საშუალება შეიტანა. ლინემ შექმნა თერმომეტრი, რომელიც ახლა „ცელსიუსის თერმომეტრის“ სახელითაა ცნობილი

                                                                     

ტიტულოვანი გვერდი სათაურით Fundamenta botanica (1736)
კარლ ლიენუსის აზრით ზოოლოგიური ნომეკლატურას  წარმოადგენს, გონიერი ადამიანი (Homo sapiens) სახეობის ლექტოტიპი - ანუ ის ტიპის სახეობის ეგზეპლიარი, რ-იც შემდგომში მკვლევარებმა აირჩიეს ნომეკლატურის ტიპად ეგზეპლიარების ნიმუშიდან ნახსენები ავტორის მიერ ტაკსონი (ანუ რომელიც მან შესძლო ეხსენებინა) პროტოლოგში. ,, ბუნების სისტემები'' მე-10 გამოცემაში, რ-ეიც გამოაქვეყნა 1778 წ-ის 1 იანვარი, მიღებული იქნა ზოოლოგიის ნიმეკლატურის საწყის წერტილის თარირად. ლინემ არწერა როგორც თავად სახეობები, ასევე მასთან დაკავშირებული  რადენიმე ჯგუფის სახეობები. თუმცა მან ვერ მიუთითა ტიპიური ჯგუფი   Homo sapiens ეგზეპლიარისთვის და ვერც ამ სახეობის ქვეტიპები რადენადაც იმ დროსითვის მეცნიერებაში არ იყო დაკავებული ტიფიკაციით არწერილი ტაქტონებში. 1959წ-ს ადამიანი არ   იყო აღიარებული ჰომო საპიენსი ტიპად მანამ სანამ  ინგლისელმა პროფესრმა უილიამ ტომას შტერნმა,სტატიაში ლინეს წვლილის შესახებ ნომეკლატურასა და ტაქსტომანიაში არ დაწერა, რომ ,, ლინე თავად უნდა გახდეს თავისი ჰომო საპიენსი''.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...