вторник, 13 июля 2021 г.

პოლარული ნივთიერებები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

            პოლარული ნივთიერებები

წყლის მოლეკულა არის პოლარული მაგალითი 
წარმოდგენილია ორი მუხტი უარყოფითი მუხტი არის შუაში (წითელ ჩრდილში), ხოლო ბოლოებზე დადებითი მუხტი (ცისფერ ჩრდილში).

ქიმიაში არის ნივთიერება, რომლის მოლეკულებს გააჩნიათ ელექტრონული დიპოლური მომენტი. პოლარული ნივთიერებებისთვის, არაპოლარულ ნივთიერებებთან შედარებით, დამახასიათებელია მაღალი ფარდობითი დიელექტრიკული შეღწევადობა (თხევად ფაზაში 10-ზე მეტი), მაღალი დუღილისა და დნობის ტემპერატურა.

პოლარული მოლეკულები ურთიერთქმედებენ დიპოლ – დიპოლური მოლეკულათშორისი ძალების და წყალბადური ბმების საშუალებით. პოლარობას საფუძვლად უდევს უამრავი ფიზიკური თვისება, მათ შორის ზედაპირული დაძაბულობა, ხსნადობა, დნობის და დუღილის ტემპერატურები.

პოლარული გამხსნელებში ყველაზე უკეთ იხსნებიან პოლარული ნივთიერებები, მათ ასევე გააჩნიათ იონების სოლვატაციის უნარი. პოლარული გამხსნელების მაგალითებია წყალიამიაკისპირტები, და სხვა ნივთიერებები.

იხ. ვიდეო

იმის გამო, რომ ელექტრონებს აქვთ უარყოფითი მუხტი, ელექტრონების არათანაბარი გადანაწილება ბმის შიგნით იწვევს ელექტრული დიპოლის წარმოქმნას: ამიტომაც დადებითი და უარყოფითი ელექტრული მუხტები განცალკევდება. ასეთ დიპოლებში განცალკევებული მუხტები ჩვეულებრივ უფრო მცირეა, ვიდრე ფუნდამენტური მუხტი, ამიტომაც ასეთ მუხტებს უწოდებენ ნაწილობრივ მუხტებს, აღინიშნებიან δ + (დელტა პლუსით) და δ− (დელტა მინუსით). ეს სიმბოლოები შემოიღეს 1926 წელს სერ კრისტოფერ ინგოლდმა და დოქტორმა ედიტ ჰილდა ინგოოლდმა.

სუსტი ელექტრული გადახრა შესაძლებელია თუნდაც არაპოლარული სითხეებისთვისაც

                                                                       


წყალბადის ფთორიდის მოლეკულა რადგან ფთორი უფრო ელექტროუარყოფითია ვიდრე წყალბადი H − F ბმაც მისკენ არის გადახრილი, რაც წარმოქმნის ნაწილობრივ მუხტებს. წითელი წარმოადგენს ნაწილობრივ უარყოფითად დამუხტულ რეგიონებს, ხოლო ცისფერი წარმოადგენს ნაწილობრივ დადებითად დამუხტულ რეგიონებს.

ბმების პოლარობა, როგორც წესი, იყოფა სამ ჯგუფად, რომლებიც დამყარებული არის ელექტროუარყოფითობის განსხვავებაზე, ბმის მქონე ატომებს შორის. პაულინგის სკალის მიხედვით:

  • არაპოლარული ბმები, ძირითადად მაშინ ჩნდება, როდესაც ელექტროუარყოფითობის სხვაობა ორ ატომს შორის 0,5 – ზე ნაკლებია.
  • პოლარული ბმები, ძირითადად ჩნდება როდესაც ელექტროუარყოფითობა ორ ატომს შორის მერყეობს დაახლოებით 0,5-სა და 2.0-ს შორის.
  • იონური ბმები ზოგადად ჩნდება, როდესაც ელექტროუარყოფითობის სხვაობა ორ ატომს შორის 2.0-ს აღემატება.

პაულინგმა ეს კლასიფიკაციის სქემა დაფუძნა ბმის ნაწილობრივ იონურ თვისებაზე. მისი შეფასებით, 1.7-ი სხვაობა შეესაბამება 50% იონურ ბმას, ასე რომ უფრო დიდი სხვაობა შეესაბამება ბმას, რომელიც უფრო მეტად იონიურია.

როგორც კვანტურ-მექანიკური აღწერილობით, პაულინგმა გამოიყენა პოლარული მოლეკულის AB- ისთვის ტალღური ფუნქცია, რაც არის კოვალენტური და იონური მოლეკულების ტალღური ფუნქციების ხაზოვანი კომბინაცია: ψ = aψ(A:B) + bψ(A+B).

კოვალენტური და იონური თვისებები დამოკიდებულია კვადრატული კოეფიციენტების მნიშვნელობებზე a2 და b2-ზე.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...