среда, 30 июня 2021 г.

ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი)

ლეიტმოტივი სიმფონიის - ,, თემა მიჯნური''

(ფრანგ. Symphonie fantastiqueჰექტორ ბერლიოზის შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როდესაც შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - ჰარიეტ სმიტსონზე. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - „ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან“. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო რომანტიკული ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. „ფანტასტიკური სიმფონიის“ ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლაიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა „აკვიატებული იდეა“ უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს.

ფანატასტიკური სიმფონია შედგება 5 ნაწილისაგან ხუთივე ნაწილს აქვს სათაური, სადაც მოცემულია შესაბამისი ნაწილების შინაარსი:

  1. ოცნებანი და ვნებანი
  2. მეჯლისზე
  3. სცენა მინდვრად
  4. სამსჯავროზე სვლა
  5. ღამის სიზმარი - ქაჯების ორგია

სიმფონიის შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა შეყვარებულს ვერ აუტანია სიყვარულის მწარე განცდები და მიიღო ოპიუმი, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი მისი სიკვდილისათვის. ის იძინებს ღრმად და ესიზმრება ფანტასტიკური სცენები. მას ეჩვენება რომ კლავს თავის სატრფოს, რის გამოც სიკვდილით დასჯიან. სიკვდილის შემდეგ ის მოხვდება ქაჯების ორგიაზე, სადაც ხვდება თავის შეყვარებულს, რომელიც გამოყვანილია ეშმაკის სახით. სიმფონიის შესავალი სევდიანი, მელანქოლიური ხასიათისაა. ლეიტმოტივი - სატრფოს სახე - ჩნდება ხუთივე ნაწილში.

1 ნაწილი - ოცნებანი და ვნებანი - იწყება ნელი შესავლით. მისი თემა აღებულია ბერლიოზის ახალგაზრდული წლების რომანსიდან ”ესტელა”. მთავარი თემები ემყარება სატრფოს ლეიტმოტივს, თვითონ თემა მელოდიური სიმდიდრით არ გამოირჩევა, მაგრამ საორკესტრო თანხლება ანიჭებს მეტ სილამაზეს. პირველნაწილი დაწერილია სონატური ალეგროს ფორმაში, მაგრამ მთავარი და დამხმარე პარტიები ენათესავებიან ერთმანეთს. დამუშვება შეიცავს დაძაბულობის სამ ტალღას. პირველ ნაწილში ტარდება მთავარი და დამხმარე პარტიის თემები, მეორე ტალღაში ვითარდება დამხმარე პარტია, რომელიც პიანისიმოდან აღწევს ფორტისიმომდე. აღმავლობის მესამე ტალღა წარმოაადგენს ძალების ერთგვარ მოკრებას. სიმფონიის პირველ ნაწილში ორკესტრის შემადგენლობა არ გამოდის ჩვეულებრივი (ბეთჰოვენისეულ) ორკესტრის ჩარჩოებიდან. მეორე ნაწილში კი გამოჩნდება ორი არფა (პირველად სიმფონიურ მუსიკაში), სამაგიეროდ ქრება ფაგოტები და საყვირები.

2 ნაწილში - საზეიმო მეჯლისზე იგი ხვდება სატრფოს. ეს ნაწილი დაწერილია ვალსის ფორმაში, რომელიც გამოირჩევა დიდი მელოდიურობით და ბრწყინვალებით. შუა ნაწილში შედის სარფოს ლეიტმოტივი, რიტმულად სახეშეცვლილი და ვალსის მოძრაობას დამორჩილებული. ბერლიოზმა რომანტიკული სიმფონიზმის ისტორიაში ვალსის ჟანრი გამოიყენა დიდი სიმფონიური ციკლის ფორმაში. შემდგომში ამ მოვლენამ განვითარება ჰპოვა ჩაიკოვსკის, ბრამსის და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში.

3 ნაწილი - ადაჟიო - მისი პროგრამა ასეთია: სოფელში გაზაფხულის საღამოა. შეყვარებულს ესმის ორი მწყემსის სალამურზე დაკვრის ხმა, ეს ნაწილი იწყება ინგლისური ქარხნის და ჰობოის დუეტით, რაც მწყემსის სალამურზე დაკრული ჰანგების იმიტაციას წარმოადგენს. გამოჩნდება სატრფოს სახე, მას აწვალებს წინათგრძნობა რომ სატრფო ატყუებს. გმირი ნუგეშს ეძებს ბუნების წიაღში. სალამურზე დაკვრის ხმა მას ამშვიდებს. იქმნება პასტორალური ხმოვანება, შემდგომში მღელვარება იზრდება. ვიოლინოებისა და რტემოლების ფონზე კვლავ ჩვდება სატრფოს ლეიტმოტივი, რომელიც გმირის სულიერ მღელვარებას გამოხატავს . ბოლოს ყველაფერი მშვიდდება, გაისმის ქარახსის ინტონაციები, მაგრამ ჰობოი აღარ პასუხობს, სალამურის ხმაც აღარ ისმის, არც ქუხილის ხმაა. ჩამოვარდება სრული სიჩუმე. ეს ნაწილი განიცდის ბეთხოვენის პასტორალური სიმფონიის გავლენას

4 ნაწილში - სამსჯავროზე სვალა - გმირს ესიზმრება რომ მოკლა სატრფო. აქ ისმის პირქუში მარში, სადაც ბერლიოზი იყენებს სასულე საკრავებს, 3 ტრომბონს, 2 საყვირს და დიდი რაოდენობით დასარტყამ ინსტუმენტებს, 4 ლატავრის თეფშს და დიდ ბარაბანს. ეს ქმნის თანდათანობით მოახლოებული სვლის შთაბეჭდილებას. უეცრად გამოჩნდება სატრფოს ლეიტმოტივი, მაგრამ ის არ მთავრდება. დასკვნითი აკორდები, ტიმპანების თანხლებით, თეფშებისა და დოლის ძლიერი დარტყმით განაჩენის შესრულებას გვაუწყებენ.

5 ნაწილი - ”სიზმარი ღამით”. ფინალში გამოიყოფა სამი ეპიზოდი:

  1. - სატრფოს გამოჩენა
  2. - სამგლოვიარო მესა
  3. - ქაჯების ფერხული.

ყოველი ეპიზოდი ატარებს მუსიკალური პერიოდის ხასიათს. ბერლიოზი დასცინის რელიგიას. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს წამყვანი ლეიტმოტივი, რომელსაც საცეკვაო ტემპი და კლარნეტის უხეში ტემბრი ანიჭებენ ვულგარულ ხასიათს. მეხუთე ნაწილი მდიდარია კოლორიტული ეფექტებით, რომლითაც ფინალში იქმნება ფანტასტიკური მელოდია. გვაოცებს ბერლიოზის ახალი საორკესტრო მონაპოვარი - ვიოლინოებისა და ალტების Colledno (სიმებზე დარტყმა ხემის ზურგით) რომელიც თითქოს გამოხატავს კაკუნს ან ჩონჩხების ცეკვას. ქაჯთა ორგია უფრო და უფრო ღვივდება. სიმფონია შმაგი ცეკვის რიტმებით მთავრდება.

ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია მე-19 საუკუნის ფრანგული პროგრამული სიმფონიზმის ბრწყინვალე ნიმუშია. ნაწარმოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლისტზე, რომელმაც გააკეთა მისი საფორტეპიანო ტრანსკრიფცია. შუმანი თავის ერთ-ერთ სტატიაში შესანიშნავ შეფასებას აძლევს ამ სიმფონიას, ხოლო აღფრთოვანებულმა პაგანინმა ბერლიოზს შეუკვეთა სიმფონია ალტისათვის, რომელიც შემდგომ გადაკეთდა სიმფონიად ”ჰეროლდი იტალიაში” - ბაირონის მიხედვით.

ფანტასტიკური სიმფონიის პოპულარობას არა მარტო მუსიკოსებში არამედ უბრალო ხალხში ამტკიცებს მისი მრავალი გამოცემა მრავალ ქვეყანაში.

იხ. ვიდეო Symphonie Fantastique





                   

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...