среда, 16 июня 2021 г.

ლუკრეციუსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ლუკრეციუსი

  
ტიტუს კარუს ლუკრეცუსი დაბადების თარიღი ძვ. წ 99  I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. დაიბადა პომპეიში ნეაპოლი კამპანია იტალია გარდაცვ. ადგილი 55 წ ჩვ. აღ. ძვ. რომი სახელი გაითქვა ფუნდაენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება).
იხ. ვიდეო

ტიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად.

ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა „სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით“.

                                                                       

De rerum natura 1570

ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.

ლუკრეციუსი ავტორია პოემის „საგანთა ბუნება“. რომელშიც განხილულია ატომისტური თეორიის გავრცელება და ადამიანის წარმოშობის საკითხები. პოემა 6 წიგნისაგან შედგება:

  • I და II წიგნში გადმოცემულია სამყაროს აგების ატომისტური თეორია;
  • III წიგნი ეძღვნება სულს;
  • IV წიგნში საუბარია ადამიანთა მოძღვრებაზე;
  • V წიგნი ეხება კოსმოგონიურ პრობლემებს, ადამიანის გვარის განვითარების ისტორიისა და ენის წარმოშობას;
  • VI წიგნი ეხება რელიგიური წარმოშობის სამ ბუნებრივ მიზეზს.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...