пятница, 4 июня 2021 г.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ჯეიმზ ფენიმორ კუპერი

                                                  

 (ინგლ. James Fenimore Cooper; დ. 15 სექტემბერი1789 – გ. 14 სექტემბერი1851) — ადრეული XIX საუკუნის პოპულარული მწერალი. მისმა ისტორიულმა რომანებმა ინდიელთა ცხოვრების შესახებ ამერიკის ადრეულ ეტაპებზე ამერიკული ლიტერატურის უნიკალური ფორმა შექმნა. ყველაზე უკეთ ის ცნობილია როგორც რომანისტი, რომელმაც მრავალი საზღვაო ისტორია და ისტორიული რომანი შექმნა. მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა რომანტიკული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“, რომელსაც ხშირად მის შედევრად მოიხსენიებენ.

ჯეიმზ ფენიმორ კუპერი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში დაიბადა უილიამ და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში. მამამისი აშშ-ის კონგრესის წევრი იყო. ჯეიმზის დაბადებიდან სულ მალე, ოჯახი ნიუ-იორკის შტატში, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელ კუპერსტაუნში გადავიდა.

13 წლის ასაკში, კუპერი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ხარისხი ვერ მიიღო, რადგან უნივერსიტეტიდან ის ცელქობის გამო გარიცხეს — სხვა სტუდენტს კარი ჩამოუგდო, ასევე მაიმუნს წვრთნიდა რომ პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლა. ამის შემდეგ, ჯეიმზმა სავაჭრო გემზე მეზღვაურად დაიწყო მუშაობა, 18 წლის ასაკში კი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს შეუერთდა. 1811 წელს, მან გემის გარდეარინის სტატუსი მიიღო, რაც ნაბეჭდ ქაღალდზე თომას ჯეფერსონის ხელმოწერით იყო დადასტურებული

                                                                

                       უკანასკნელი მოჰიკანი

 
1896წ-ის გამოცემის გარე ყდა

 ამერიკელი მწერლის ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რომანი, რომელიც პირველად 1826 წლის თებერვალში გამოიცა. მწერალი მოგვითხრობს მოვლენებზე ამერიკულ ფრონტზე, სადაც მიმდინარეობს ომი ფრანგებსა და ინდიელებს შორის.

რომანი ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელების ცხოვრებას აღწერს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისთვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან. ავტორი იმ საოცარ ვაჟკაცობისა და თავდადების ამბავს აღწერს, რომელსაც ინდიელი მეომრები ინგლისის ციხისთავის ქალიშვილების დასახსნელად იჩენენ.

რომანი ბევრჯერ იყო ეკრანიზირებული; ერთ-ერთი ცნობილი ვარიანტია რეჯისორ მაიკლ მანის „უკანასკნელი მოჰიკანი“ (1992).

                                                                   

              უკანასკნელი მოჰიკანი (ფილმი)

 
ფილმის პოსტერი
(ინგლ. The Last of the Mohicans) —  ფილმის ბიუჯეტი $40 000 000, მოგება $ 143 000 000, 1992 წელს გადაღებული ფილმი 1757 წლის მოვლენებზე, როდესაც მიმდინარეობდა ომი საფრანგეთსა და ინდიელებს შორის. გადაღებულია მაიკლ მაენის მიერ ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რიმანის „უკანასკნელი მოჰიკანის“ მიხედვით. მთავარ როლებში არიან დენიელ დეი-ლუისიმედლინ სტოუ და სხვები. ფილმს მიღებული აქვს BAFTA საუკეთესო ოპერატურისთვის.
იხ. ვიდეო❤
ერთერთი საუკეთესო ფილმია მიუხედავად პესმიმისტრური შინაარსისა და  მაინც გულს ხვდება ოღონდ არ იტიროთ ძნელია ემოციის შეკავება. სრულად შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ იხ. ბმულზე კინო



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...