понедельник, 7 июня 2021 г.

დერმატოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დერმატოლოგია

დერმატელოგიური მკურნალობა - სახის წმენდა

 (ძვ. ბერძნ. derma, dermat (os) — კანი; logos — სიტყვა, მოძღვრება) — კლინიკური მედიცინის ნაწილი, რომელიც შეისწავლის კანის აგებულებას, მის ნორმას და პათოლოგიებს.

თანამედროვე დერმატოლოგია სწავლობს კანის დაავადებების ეტიოლოგიასპათოგენეზსდიაგნოსტიკას, მათი მკურნალობის მეთოდებს და პროფილაქტიკას. აგრეთვე, კანის დაავადებების ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან, ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან. ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის პრაღის მე-11 კონგრესის 2002 მემორანდუმით დადგინდა დერმატოლოგიის ქვედისციპლინები: ანდროლოგიაფლებოლოგიამიკოლოგიაჰისტოპათოლოგიაალერგოლოგიაიმუნოლოგიაპედიატრიული დერმატოლოგიადერმატოლოგიური ქირურგიაესთეტიკური მედიცინაკოსმეტოლოგია. კანის დაავადებების კვლევის კლინიკურ მეთოდებთან ერთად, გამოიყენება ჰისტოლოგიურიმიკრობიოლოგიურივირუსოლოგიურიბიოქიმიურიჰისტოქიმიური, ელექტრონულ -მიკროსკოპული, ექსპერიმენტული, სტატისტიკური და სხვა მეთოდები.

დერმატოლოგია მჭიდრო კავშირშია მედიცინის ისეთ დარგებთან, როგორებიცაა: ვენეროლოგიათერაპიაპედიატრიაენდოკრინოლოგიამეანობაგინეკოლოგიაქირურგიანევროლოგიაფსიქიატრიაოფთალმოლოგია და სხვ.

იხ. ვიდეო

კანის დაავადებები უძველესი დროიდანაა ცნობილი. ისინი აღწერილია ჩინურ მანუსკრიპტებში, და ეგვიპტურ პაპირუსებში, სადაც ჩამოთვლილია მათი სხვადასხვა სახეობა და მოყვანილია მკურნალობის მეთოდები.

ჰიპოკრატემ (ძვ.წ. V-IV სს.) აღწერა კანის მრავალი დავადება და მათი გამომწვევი მიზეზი, რომაელმა ექიმმა აულიუს ცელსიუსმა (ძვ.წ I ს.) კი კანის მთელი რიგი დაავადებები: კარბუნკულიფლეგმონაწვეტიანი კონდილომებიწითელი ქარისიკოზიფსორიაზი და სხვ. რომაელმა ექიმმა, კლავდიუს გალენოსმა (129-200/216) დაიწყო კანის აგებულების შესწავლა. X- XI ექიმმა და ფილოსოფოსმა ავიცენამ წიგნში „სამკურნალო მეცნიერების კანონები“ შეაგროვა და სისტემაში მოიყვანა მედიცინაში არსებული იმდროინდელი ცნობები (ბერძნულიჩინურიინდური). მასში აღწერილია პემფიგუსიეგზემაჭინჭარა და ქავანაიტალიელმა ექიმმა მერკურიალისმა პირველმა (1572) დასტამბა კანის სნეულებათა სახელმძღვანელო; მარჩელო მალპიგიმ (XIV საუკუნე) შეისწავლა კანის შრეები; ფატერმა (XVIII საუკუნე) კანში აღმოაჩინა ნერვული დაბოლოებები მეცნიერული დერმატოლოგიის საწყისად ითვლება XVIII საუკუნე. ეს არის ემპირიულად დაგროვებული მასალის სისტემაში მოუვანის პირველი მცდელობა. 1760 წელს, ფრანგმა დერმატოლოგმა დე სოვაჟმა გამოსცა წიგნი, სადაც კანის დაავადებები დაყოფილია 5 ძირითად ჯგუფად და 39 სახედ. 1776 წელს, ავსტრიელმა ექიმმა ვენიდან, პლენკმა, წიგნში „Doctrima de morbis Cutaneis“ დერმატოზები მორფოლოგიური ჯგუფით დაყო 14 ჯგუფად. 1777 წელს, ლორი თავის წიგნში „Tractatus de morbis cutaneis“ ეხება კანის ფიზიოლოგიასპათოლოგიას.

დერმატოლოგია, როგორც დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XXI საუკუნის დასაწყისში.

საქართველოში ცნობები კანის დაავადებათა შესახებ უძველესი დროიდან გვხვდება. იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“ აღწერილია მუნისირსველიკეთრი, მჭამელი. ფეოდალური ხანის სამედიცინო-ფიოლოსოფიურ ტრაქტატებში (ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ და ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“) განხილულია კანის სხვადასხვა დაავადება (მათ შორის სოკოვანიც) და მათი მოვლის საკითხები. ამავე ხასიათისაა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“დავით ბატონიშვილის „იადიგარ დაუდი“ და სხვ.

იხ.ვიდეო - Дерматология 1. Вводная лекция по дерматологии

ვარ 22 წლის ზაფხულში ზღვაზე გავირუჯე, შემოდგომაზე კი ზემოთ ყავისფერი აქები გამიჩნდა მივმართე კანის ექიმს დამინიშნა მალამოები - ტერმიზოლი, ფუგონდერმა, მაშინ ლაქები გამიქრა, მაგრამ მერე ისევ გამომივიდა, თან თეთრიც მაინტერსებს, რა დაავადება ეს თუ იკურნება
პასუხი: აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან ტეთრი ლაქები კანზე სხვადასხვა მიზეზიტ შეიძლება იყოს გამომწვეული 9ვიტილოგი, ნაირფერი პიტირიაზი, თეთრი ლიქენი და სხვ) ყველა მათგანი განსხვავებული მკურნალობას მოითხოვს, დიაგმოზი დერმატოლოგმა უნდა დასვას და ამის საფუძველზე შეარციოს შესაბამისი მკურნალლობა.



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...