среда, 30 июня 2021 г.

ჰაინრიხ ჰაინე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ჰაინრიხ ჰაინე


(გერმ. Christian Johann Heinrich Heine; დ. 13 დეკემბერი1797დიუსელდორფი — გ. 17 თებერვალი1856პარიზი) — გერმანელი პუბლიცისტი და კრიტიკოსიჟურნალისტი და ერთ ერთი გამოჩენილი გერმანელი რომანტიკოსი პოეტი. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლირიკული ლექსები რომელთა უმეტესობა შემდგომში გერმანელი კომპოზიტორების მიერ სხვადასხვა დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციაში აირეკლა. ასიმილირებული გერმანელი ებრაელის ოჯახში, დუსელდორფში, გერმანიაში, რომელიც იმ დროისათვის საფრანგეთის შემადგენლობაში იყო ( 1815 წელს გადავიდა პრუსიის შემადგენლობაში.) ჰაინეს მამა გახდლათ ვაჭარი, ხოლო დედა ექიმის ქალიშვილი, მეტად განათლებული და ერუდირებული მანდილოსანი. მას შემდეგ რაც ჰაინეს მამის ბიზნესი ჩავარდა, იგი ჰამბურგში ბიძასთან გააგზავნეს. ბიძა, სოლომონი, რომელსაც სურდა, ჰაინე მამის გზას გაჰყოლოდა, ცდილობდა იგი ბიზნესით დაეინტერესებინა, თუმცა ვაჟს ეს სფერო საერთოდ არ იზიდავდა. სამაგიეროდ 1819—1825 წლებში დიდი გულმოდგინებით სწავლობდა სამართალს გეტინგენის, შემდგომში ბერლინის და ბონის უნივერსიტეტებში და ამასთამავე ისმენდა გ. ჰეგელის ლექციებს ფილოსოფიის ისტორიის შესახებ. შემდგომში ჰაინემ გამოაქვეყნა მოკლე სატირული პოემების კრებული ჰეგელის ფილოსოფიური „დოქტრინის“ შესახებ. სტუდენტობის პერიოდში წევრი იყო კულტურული და მეცნიერული კვლევის საზოგადოებისა, რომელიც შეისწავლიდა იუდაიზმს. (გერმ) „Verein für Kultur und Wissenschaft des Judentumes“. ჰაინე საზოგადოების წევრი იყო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე 1824 წელს სამართლის შესწავლას დაასრულებდა. იმავე წელს ჰაინე ეზიარა ლუთერანიზმს, პროტესტანული ეკლესიის ერთ ერთ მიმდევრობას.

ებრაელები მუდმივი დევნის საგანს წარმოადგენდნენ გერმანიის ბევრ საგრაფოში. მათთვის შეუძლებელი იყო დაუფლებოდნენ შესაბამის განათლებას გერმანიის უნივერსიტეტების უმეტესობაში. როგორც ჰაინე აღნიშნავს: მისთვის იუდაიზმიდან ლუთერანულ სარწმუნოებზე გადასვლა იყო „ბილეთი ევროპის კულტურისაკენ“. ჰაინე ამბობს: „როგორც ჰენრი IV ამბობს: პარიზი მესად ღირს, მე ვამბობ: ბერლინი ღირსია ქადაგების.“ ჰაინე თავისი ცხოვრების მანძილზე ხშირად ებრძოდა მისი გერმანული და ებრაული წარმომავლობის შეუთავსებლობას.

იხ. ვიდეო

აინე ცნობილია თავისი ლირიკული პოეზიით. განსაკუთრებით მისი ადრინდელი ნამუშევრები დასაბამი გახდა სხვადასხვა კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებებისა. განსაკუთრებით მათ შორის აღსანიშნავია: რობერტ შუმანი, აგრეთვე ფრიდრიხ ზილჩერი, ფრანც შუბერტი, ფელიქს მენდელსონი, ფანი მენდელსონი, იოჰანეს ბრამსი, ჰიუგო ვოლფი, რიხარდ შტრაუსი და რიხარდ ვაგნერი; მეოცე საუკუნის კომპოზიტორებიდან აღსანიშნავია: ჰანს ენერ ჰენზე, ლორდ ბერნერსი, პოლ ლინკე და ჯოელ დაიმონდი.

ნაწარმოებების გამოქვეყნება 20-იან წლებში დაიწყო. ჯერ კიდევ სიჭაბუკეში ღრმად განცდილი საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის გავლენა ჰაინეს კიდევ უფრო გაუმძაფრა ევროპის რევოლუციური ტრადიციების აღორძინება-აღმავლობამ. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებები გაერთიანდა ლირიკული ლექსების კრებულში „სიმღერების წიგნი“ (გერმ)Buch der Lieder (გამოქვეყნდა 1827), რომელშიც პოეტის დემოკრატიული იდეები შეერწყა პოლიტიკურ და სოციალურ განთავისუფლების იდეებს. კრებულში მძლავრია გერმანიის ხალხური ლირიკის ინტონაცია; თითქმის ეპიგრამული ხასიათის „სიმღერები“ დიდ ემოციურ ზემოქმედებას ახდენს, იგი განტვირთულია არქაიზმებისაგან, ნაწილობრივ მიჰყვება გოეთეს ლირიკას. ამავე პერიოდის „მოგზაურობის სურათები“ (ნაწ. 1-4, 1826—1831) მიმართულია რესტავრაციის წინააღმდეგ; მასში ჰაინე — რეალისტი აღწევს ფართო პოლიტიკურ და სოციალურ ხასიათის განზოგადებას; ამავე დროს ნაწარმოებში იკვეთება მწერლის ლიტერატურული მანერა ― პროზა ლირიკულია, ასოციაციური, საგრძნობია მოულოდნელი იმპროვიზაციისა და გადახვევების სიჭარბე.

1832 წელს ჰაინემ გამოაქვეყნა ფრანგულ ენაზე „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“. ''ფაქტობრივად არ არსებობს მეტად ექსტრაორდინალური წიგნი მსოფლიოში უფრო მეტად ორდინალური სათაურით; წიგნი სავსე ლამაზად გაფორმებული ლიტერატურული ნარკვევებით, ექსცენტრიული ანეგდოტებით, ისტორიული გამჭრიახობით, იტელექტუალური საზრიანობით და გამბედაობით ...ძნელად თუ მოეპოვება მისი ბადალი.." 

გერმანიის თვითმპყრობელობა, პოლიტიკა და ცენზურა ძალზე ავიწროებდა პოეტს, მისთვის ყველა კარი დახშული იყო. 1831 ჰაინე იძულებული გახდა საფრანგეთში წასულიყო, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა პოლიტიკურ ემიგრანტად, რამდენადაც მიჩნეული იყო გერმ. ოპოზიციური ლიტერატურის მოთავედ. 1835 გერმანიის ბუნდესტაგმა აკრძალა ჰაინეს თხზულებები. 30-იან წლებიდან მოყოლობული იგი ჩაება გერმანელი ემიგრანტების პოლიტიკერ საქმიანობაში, დაუახლოვდა დიდ ფრანგ მწერლებს; მან თავად იკისრა საფრანგეთისა და გერმანიას შორის თავისებური იდეურ-კულტ. შუამდგომლობა, რაც აისახა ნაწარმოებებში: „ფრანგი მხატვრები“ (1831), „ფრანგული ვითარებანი“ (1832), „ფრანგული სცენის თაობაზე“ (1837), „რომანტიკული სკოლა“ (1833, 1836), „ფილოსოფიის ისტორიისა და რელიგიის მიმდევრობა გერმანიაში“ (გერმანულად 1834, ფრანგულად 1835), „ლუტეცია“ (1840—1847, ცალკე გამოქყვენდა 1855). ამავე ხანებში ჰაინემ წამოიწყო პოლემიკა ლ. ბერნესთან, რაც საფუძვლად დაედო მის პამფლეტს „ლუდვიგ ბერნე“ (1840) და პოემას „ატა ტროლი. ზაფხულის ღამის სიზმარი“ (1843). პარიზში ჰაინემ შეისწავლა ფრანგი სოციალისტების დოქტრინები; იგი გაიტაცა ფურიესა და სენ-სიმონის იდეებმა. 1843 აქვე გაიცნო და დაუახლოვდა კ. მარქსს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა პოეტის შემდგომ პოლიტიკრ შეხედულებებზე. 1844 გამოაქვეყნა „თანამედროვე ლექსები“ და პოემა „გერმანია. ზამთრის ზღაპარი“, რომლებშიც უმაღლეს დონეზე მიაღწია პოლიტიკურ ლირიკამ.

                                                          
Reisebilder 1831

ჰაინეს შემოქმედებას საქართველოში პირველად ი. ჭავჭავაძე და აკ. წერეთელი გამოეხმაურნენ. განსაკუთრებით აიტაცეს მისი პუბლიცისტურმა ნაწარმოებები, თარგმნეს რამდენიმე ლექსი „სიმღერების წიგნიდან“, შემდეგ კი სხვა კრებულებიდან. ჰაინეს სატრფიალო ლირიკული თარგმანები ეკუთვნის იოსებ ბაქრაძეს; მათგან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ლექსმა „ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ!“, რომელიც შემდეგ სიმღერად გავრცელდა. ქართულად თარგმნილია ჰაინეს შემოქმედების დიდი ნაწილი; მას ქართულ ენაზე მიეძღვნა მრავალი მონოგრაფია.




Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...