ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნეონი
ნეონი |
10 Ne |
20,1797 |
[He] 2s2 2p6 |
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ელემენტს სახელი მისცა რამზაის ცამეტი წლის ვაჯიშვილმა — ვილიმ, რომელმაც ჰკითხა მამას, თუ რა სახელის დარქმევას აპირებდა აირზე, და ამასთან აღნიშნა, რომ მას სურდა დაერქმია ლათინური novum (ლათ. — ახალი). მამამისს მოეწონა ეს აზრი, თუმცა სახელწოდების წარმოება ბერძნულიდან უფრო მიზანშეწონილად მიიჩნია და neon-ს უფრო კარგი ჟღერადობა აქვსო.
იხ. ვიდეო ნეონი ყველაზე საინტერესო ქიმიური ელემენტი დედამიწაზე
სამყაროში
სამყაროს მატერიაში ნეონი გავრცელებულია არათანაბრად, მაგრამ მთლიანობაში სამყაროში გავრცელებულობით მეხუთე ადგილი უჭირავს ყველა ელემენტს შორის — მიახლოებით 0,13 % მასის მიხედვით. ნეონის ყველაზე დიდი კონცენტრაცია შეიმჩნევა მზეზე და სხვა ვარსკვლავებზე, აირების ნისლებში, მზის სისტემის გარე პლანეტებზე — იუპიტერზე, სატურნზე, ურანზე, ნეპტუნზე. ბევრი ვარსკვლავის ატმოსფეროში ნეონს უჭირავს მესამე ადგილი წყალბადისა და ჰელიუმის შემდეგ
ეორე პერიოდის ყველა ელენტს შორის ნეონი — დედამიწაზე ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული. მეერვე ჯგუფის შიგნით ნეონი დედამიწის ქერქში გავრცელებით მესამე ადგილზეა — არგონისა და ჰელიუმის შემდეგ. ზოგიერთი ვარსკვლავი შეიცავენ გაცილებით ბევრჯერ მეტ ნეონს ვიდრე არის დედამიწაზე.
დედამიწაზე ნეონის ყველაზე მეტი კონცენტრაცია ატმოსფეროშია — 1,82×10−3%. მოცულობის მიხედვით, ხოლო მისი საერთო მარაგი განისაზღვრება 7,8×1014 მ³[5]. ჰაერის 1 მ³ შეიცავს მიახლოებით 18,2 სმ³ ნეონს (შედარებისათვის: ჰაერის იგივე მოცულობა შეიცავს მხოლოდ 5,2 სმ³ ჰელიუმს). ნეონის საშუალო შემცველობა დედამიწის ქერქში მცირეა − 7×10−9% მასის მიხედვით. სულ ჩვენს პლანეტაზე ნეონი არის მიახლოებით 6,6×1010 ტ. ამოფრქვეულ ქანებში მდებარეობს მიახლოებით 109 ტ ნეონი, ქანების დაშლისას აირი გადადის ატმოსფეროში. უფრო ნაკლებად კი ნენონი ატმოსფეროში წყლიდან ხვდება.
ნეონის ასეთ სიმცირეს დედამიწაზე მეცნიერები ხსნიან იმით, რომ ერთხელ დედამიწამ დაკარგა პირველადი ატმოსფერო, რომელმაც თან გაიყოლა ინერტული აირების ძირითადი მასა, რომლებსაც არ შეეძლოთ ქიმიურ რეაქციაში შესულიყვნენ და წარმოექმნათ მინერალები სხვა ელემენტებთან და ამით დარჩენილიყვნენ დედამიწაზე.
- კეთილშობილი აირია — ერთატომიანი უსუნო უგემო და უფერო აირია.
- ინერტული აირები ხასიათდებიან უფრო მაღალი ელექტროგამტარობით ვიდრე სხვა აირები და მათში ელექტრო დენის გავლისას კაშკაშით ანათებენ, კერძოდ ნეონი ცეცხლოვან-წითელი შუქით ანათებს, რადგანაც მისი ყველაზე ნათელი ხაზები წითელ სპექტრში მდებარეობენ.
თხევად ნეონს იყენებენ როგორც მაცივარ კრიოაგენტს კრიოგენურ დანადგარებში. ადრე ნეონი მრეწველობაში გამოიყენებოდა, როგორც ინერტული გარემო, მაგრამ შემდეგ ის გამოაძევა უფრო იაფმა არგონმა.
ნეონით არის შევსებული აირგანმუხტვის ნათურები, სასიგნალო ნათურები რადიოტექნიკურ აპარატურებში, ფოტოელემენტები.
ნეონისა და ჰელიუმის ნარევს გამოიყენებენ აირის ლაზერებში (ჰელიუმ-ნეონის ლაზერი) როგორც მუშა გარემოს.
მილაკები რომლებიც შევსებულია ნეონისა და აზოტის ნარევით, მასში ელ. განმუხტვის გატარებისას იძლევიან მოწითალო-ნარინჯისეფერ ნათებას, რის გამოც მას ფართოდ იყენებენ რეკლამაში.
ნეონის ნათურები გამოიყენებიან სასიგნალო დანიშნულებით შუქურებზე და აეროდრომებზე, რადგან წითელი ფერი ძნელად იბნევა ნისლისა და ბინდის დროს
ინერტული აირები ხასიათდებია ფიზიოლოგიური ქმედებით, რომელიც ვლინდება მის ნარკოტიკულ ზემოქმედებით ორგანიზმზე. ნეონია (როგორც ჰელიუმისაც) ნარკოტიკული ზემოქმედება ნორმალური წნევის დროს ცდებისას არაა დარეგისტრირებული, ხოლო წნევის მომატებისას ჯერ ჩნდება «მაღალი წნევის ნერვიული სინდრომი».
ამასთან დაკავშირებით, ჰელიუმთან ერთად, ნეონი ნეონ-ჰელიუმის ნარევში გამოიყენება სუნთქვის აპარატებში ოკეანავტების, მყვინთავების, ადამიანების, რომლებიც მაღალი წნევის პირობებში მუშაობენ მათი სუნთქვისას, რათა თავიდან იქნას აცილებული აირის ემბოლია და აზოტის ნარკოზი. ნარევის უპირატესობა ის არის, რომ ის უფრო ნაკლებად აცივებს ორგანიზმს, რადგანაც ნეონის თბოგამტარობა ნაკლებია, ვიდრე ჰელიუმი.
ნეონ-ჰელიუმიანი ჰაერი აილობებს ავადმყოფების მდგომარეობას, რომლებიც სუნთქვასთან გაკავშირებით აქვთ პრობლემები.
ნეონის დიდი შემცველობა სასუნთქ ჰაერში იწვევს თავის ბრუალს, ღებინებას, გულის რევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს ასფიქსიით
Комментариев нет:
Отправить комментарий