четверг, 3 июня 2021 г.

ჰარამხანა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ჰარამხანა

აუზი ჰარმხანაში ჟან ლეონ ჟერონი 1876

 (წარმოიშვა არაბ. حرام [ჰარამ] – აკრძალული, ხელუხლებელი და სპარს. خانه [ხანი] – სახლი); ასევე „დარ-უს-სადეტს“ ანუ „ბედნიერების სახლს“) — აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა. ყველაზე ცნობილი ოსმალ სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა მათზე ადრე „ბედნიერების სახლი“ ჰქონდათ აბასიდებსა და სელჩუკებსაც.

თავიდან ჰარამხნებში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი, როგორც წესი, მეზობელი სახელმწიფოების მეთაურთა ქალიშვილებს ირთავდნენ. ეს ტრადიცია ბაიაზიდ II-ის შემდეგ (1481-1512) შეიცვალა, როდესაც სულთნები უკვე ჰარამხანის ბინადრებს ირჩევდნენ ცოლებად.

ჰარამხანის მთავარი პერსონა თვით სულთანი ან დიდგვაროვანი იყო. ჰარამხანის განსაკუთრებით კოლორიტული მკვიდრები იყვნენ ჯარიეები (მონა-ხარჭები). გარდა ამისა, თანდათანობით ჩანოყალიბდა მომსახურეთა - საჭურისთა განსაკუთრებული კლასი, რომლებიც ქალების უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ჯარიელიკი (ქალთა მონობა) უძველესი დროიდან არსებობა. ოტომანთა ჰარამხანაში პირველი მონები XII საუკუნეში, სულთან ორხანეს დროს გაჩნდნენ.

იხ. ვიდეო

ყველაზე ლამაზი მონები სულთანთან განსაკუთრებით დაახლოებულნი იყვნენ.სულთანი მათგან ოთხს მსახურებად ირჩევდა, ოთხი კი - გიუზიდე (ფავორიტი) ხდებოდა.

სულთანი საჩუქარს უგზავნიდა იმ მონას, რომელთანაც ღამის გატარებას აპირებდა. საღამოს რჩეულს აბანოში უშვებდნენ, თავისუფალ და სუფთა სამოსს აცმევდნენ და სულთნის სამყოფელში მიაბრძანებდნენ. იქ ის კართან იცდიდა, სანამ სულთანი დაწოლას არ ინებებდა. საძინებელში შესული, მუხლებზე დაჩოქილი მიდიოდა მის საწოლამდე და მხოლოდ მერე დგებოდა ფეხზე და სულთნის გვერდზე წვებოდა. მეორე დილას სულთანი აბაზანას იღებდა, გამოიცვლიდა და თუ მასთან გატარებული ღამე მოეწონებოდა, მონას საჩუქარს უგზვავნიდა. ეს მონა შემდეგში შეიძლებოდა ფავორიტადაც ქცეულიყო.

                                                                      

,,ფავორიტების არჩევა'' ჯულიო როზატი

ზოგიერთი ფავორიტის ცხოვრება უჩვეულო მოვლენით იყო სავსე. მაგალითად, ნაპოლეონის ცოლის ჟოზეფინას ბიძაშვილი ემი დე რივერი ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც საფრანგეთიდან მარტინიკზე მიმავალი ალჟირელმა მეკობრეებმა მოიტაცეს და გაყიდეს. ასე მოხვდა თურქ სულთან აბდულ ჰამიდ I- თან, რომელსაც ჭკვიანი, მორცხვი ქერა გოგონა ძალიან მოეწონა, ისლამი მიაღებინა და თავის ფავორიტად აქცია. მოგვიანებით ნაკშიდილად (გულის სამკაული) წოდებულმა ემიმ მას შვილიც გაუჩინა და აბდულის მეოთხე ცოლიც გახდა. წლების შემდეგ სწორედ მისი შვილი ავიდა ტახტზე. ემი დე რივერი ვალიდედ (სულთნის დედა) იქცა და ოტომანთა იმპერიის ისტორიაში შევიდა.

                                                               

,,ჰამრმახანის სასახლე'' გუსტავ ბულანჟე

თუ რომელიმე ფავორიტი დაფეხმძიმდებოდა, ის იკბალების (ბედნიერების) რანგში გადადიოდა, ხოლო თუ ასეთი რამდენიმე იყო, მაშინ მათ რანგები ენიჭებოდათ: მთვარე, მეორე, მესამე... თანდათანობით იკბალები ჰარამხანის ყველაზე მნიშვნელოვან ქალებად იქცნენ და სულთნის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებდნენ პრივილეგებს.

კადინ-ეფენდების (სულთნის ცოლების) რიცხვი ოთხიდან რვამდე იყო. პირველი ცოლი მთავარი იყო, დანარჩენები შესაბამისად - მეორე, მესამე..., რომელიმე ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა ცოლი ან იკბალი მის რანგში გადადიოდა, სულთანი ამ გადაწყვეტილებას პირადად იღებდა.

სულთნები ღამეებს იმასთან ატარებდნენ, ვისთანაც სურდათ, მაგრამ ღამე პარასკევიდან შაბათმდე - აუცილებლად ერთ-ერთ ცოლთან უნდა გაეტარებინათ. ასეთი იყო ისლამის ტრადიციებით დადგენილი წესრიგი. არც ერთ ცოლს არ მოსდიოდა თავში აზრად, რომ სულთანს ისინი ერთნაირად უყვარდა. ყველამ იცოდა - ზოგიერთს სულთანი აღმერთებდა, ზოგს კი უბრალოდ იყენებდა. ცნობილია შემთხვევებში, როდესაც სულთნის ცოლები ისეთ ძლიერ გავლენას ახდენდნენ სულთნებზე, რომ სახელმწიფო საქმეებშიც კი ერეოდნენ.

სულთანს გამონაკლისი შემთხვევების გარდა არ ჰყავდა ოფიციალური ცოლი და არ ჰქონდა ურთიერთობა თავისუფალ მუსულმანთან (თავისუფალ მუსლიმ ქალს ჰარემში ხარჭად მისვლა ეკრძალება, სულთანს კი იმ ქალზე დაქორწინება, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ დინასტიას) ჰარამხანაში მოხვედრილი ქალები ხარჭებად ითვლებიან, მას შემდეგ რაც სულთანთან ან მის რომელიმე ვაჟთან ღამეს გაატარებს და მოწონებას დაიმსახურებს, მისი რჩეული ხდება და გოგონების საერთო ოთახიდან, გადაყავთ ფავორიტების ოთახში, თუ დაორსულდება და ვაჟი ეყოლება, ის სულთნის სტატუსს იღებს, გოგონას გაჩენის შემთხვევაში ის მხოლოდ ფავორიტად რჩება, ამასთანავე როგორც საგვარეულოს წევრის დედა, სხვა რჩეულებისაგან განსხვავდება.

საჭურისები ყველაზე საინტერესო ფენომენია ჰარამხანაში. როგორც ცნობილია, ჰარამხანას სწორედ კასტრირებული საჭურისები იცავდნენ. პირველად კასტრაცია (ანუ სასქესო ორგანოების მოკვეთა) ძველ ასურეთში შემოიღეს, მერე - ირანში, შემდეგ კი ანატოლიიდან და სირიიდან საბერძნეთსა და რომშიც გავრცელდა. ცნობილია, რომ არტემიდას ტაძარსაც საჭურისები იცავდნენ.

საჭურისები ოტომანურ ჰარამხანაში მეჰმედ დამპყრობლის დროს გამოჩნდნენ. თავიდან ჰარამხანას თეთრი საჭურისები იცავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თეთრი ბიჭები გაცილებით რთულად იტანდნენ ოპერაციას და კასტრაციის შემდეგ მალე იხოცებოდნენ, შავკანიანები გაცილებით გამძლეები იყვნენ. ამიტომაც მონებით მოვაჭრე არაბები აფრიკიდან ზანგ ბავშვებს იტაცებდნენ და საჭურისებად აქცევდნენ.

1852 წლის შემდეგ ჰარამხანის მთელი მმართველობა საჭურისების ხელში გადავიდა. მთავარი საჭურისი იძენდა მონებს და სულთანს აწვდიდა ინფორმაციას მისი ცოლებისა და ხარჭების ქცევის შესახებ. სამუშაოდან დათხოვილ საჭურისს პენსია ენიშნებოდა.

1924 წელს თურქეთი რესპუბლიკად გადაიქცა და დასრულდა ოტომანთა იმპერიის ისტორია, მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა ჰარამხანაც.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...