суббота, 19 июня 2021 г.

პიქტოგრამა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              პიქტოგრამა

(ლათ. pictus — „დახატული“ და ბერძ. γράμμα — „ვწერ“) — ხატოვანი დამწერლობა აზრის ფიქსაციის უძველესი საშუალება ნახატის ან თანმიმდევრული ნახატების საშუალებით. მას მნემონიკური (შეხსენის) ფუნქცია აქვს. იგი პროდუქტია გვაროვნული წყობისა, როდესაც საზოგადოების ურთიერთობის დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღარ აღმოჩნდა მხოლოდ ბგერითი მეტყველება. პიქტოგრაფია წარმოშობით უკავშირდება პირველყოფილ სახვით ხელოვნებას, მაგრამ იგი ჩვეულებრივი ნახატისაგან განსხვავდება გამოყენებითი ხასიათით, რაც გულისხმობს აზრის გადმოცემას ნახატების საშუალებით. პიქტოგრამა აღნიშნავს კონკრეტულ საგანს, ხოლო მათი ჯგუფი — გამონათქვამის ზოგად აზრს. ამ სისტემაში არ აისახება ენის ბგერითი მხარე, ენის დანაწევრება სიტყვებად, ამდენად მისი წაკითხვა შეუძლია ნებისმიერი ენის წარმომადგენელს. თუმცა პიქტოგრაფია წინგადადგმული ნაბიჯი იყო დამწერლობის განვითარების თვალსაზრისით, მას დამწერლობა მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს.
იხ. ვიდეო

                               იდეოგრამა

(ბერძ. ἰδέα, [idea] — „იდეა“ + γράφω, [grafo] — „წერა“) — გრაფიკული სიმბოლო იდეოგრაფიულ დამწერლობაში, რომელიც გამოხატავს მთელ სიტყვას ან იდეას. განვითარების თვალსაზრისით, პიქტოგრაფიის მომდევნო საფეხური. ამ სახის დამწერლობაში მიშანი (სახვითი ელემენტი) აღნიშნავს როგორც უშუალოდ საგანს, ასევე იდეებს, რომლებიც ამ ნიშანს უკავშირდებიან, — მთლიან სიტყვას ნებისმიერ გრამატკიკულ ფორმაში. მაგალითად წრე გამოხატავს არა მარტო მზეს არამედ სიცხეს, სინათლეს, სიტყვას „დღე“. იდეოგრაფიულ დამწერლობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღსანიშნავად გრაფიკული სიმბოლოებიც. წმინდა იდეოგრაფიული დამწერლობა ფართოდ ვერ გავრცელდა. იგი ფაქტობრივად არსებობდა როგორც გარდამავალი საფეხური პიქტოგრაფიულ და ლოგოგრაფიულ დამწერლობათა შორის. იდეოგრაფიული დამწერლობის ნიმუშები დადასტურებულია ძველ შუმერში (ძვ. წ. III ათასწლეული), ამერიკელ ინდიელთა ზოგ ტომთან. ვარაუდობენ აგრეთვე, რომ იდეოგრაფიულია აღდგომის კუნძულისა და XX საუკუნეში შექმნილი ჩუკოტკის დამწერლობები და სხვა.

იდეოგრამები გამოყენებულია ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური და იაპონური. იგივე პრინციპი იყო გამოყენებული ძველ ეგვიპტურში. ხშირად ტერმინ იდეოგრამას ამჯობინებენ ლოგოგრამას.

იდეოგრამა განსხვავდება პიქტოგრამისგან, რომელიც კონკრეტულ საგანს წარმოადგენს ნახატით, და ფონოგრამისგან, რომელიც ბგერას გამოხატავს.

იდეოგრამებს მიეკუთვნება არაბული ციფრები, მათემატიკური ნიშნები და ა.შ., რომლებიც საერთოა ყველა ენაზე მოლაპარაკეთათვის. მათვე განეკუთვნება ე.წ. სიცილაკები.




  

Комментариев нет:

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...