вторник, 31 июля 2018 г.

                       არაბული გაზაფხული

,
არაბული გაზაფხული

  ხელისუფლება დაემხო

  მთავრობა გადადგა

  სერიოზული მღელვარება

  ერთჯერადი საპროტესტო აქციები

  ინციდენტები არ აღინიშნა

არაბული სამყაროს მიღმა:
  მსგავსი საპროტესტო აქციები

  ინციდენტები არ აღინიშნა
ადგილმდებარეობაჩრდილოეთი აფრიკა,
ახლო აღმოსავლეთი
თარიღიდეკემბერი2010 – მიმდინარე
მახასიათებლებიდემონსტრაციები, შეტაკებები, არეულობები, თვითდაწვა.
გარდაცვლილი/ები722
დაჭრილი/ები6000
 უკეთ ცნობილი როგორც არაბული გაზაფხული (მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოიყენებენ ასევე ტერმინს პანარაბული რევოლუცია) — 2010-2011 წლების მასობრივი სახალხო მოძრაობა არაბულ სამყაროშიჩრდილოეთ აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში.
მღელვარება თავდაპირველად დაიწყო ტუნისში, შემდეგ მოიცვა: ეგვიპტეალჟირიიორდანიაიემენიბაჰრეინი და ლიბია. მცირე ინციდენტებით აღინიშნა მავრიტანიაშისაუდის არაბეთშიომანშისუდანშისირიაშიერაყშიმაროკოშიჯიბუტში.


აქციების დასაწყისიქვეყანააქციების დასასრულიპროტესტის სახეშედეგიდაღუპულთა რაოდენობა
17 დეკემბერი 2010ტუნისის დროშა ტუნისითვითდაწვა
მასობრივი დემონსტრაციები; საერთოეროვნული პროტესტი;
ხელისუფლების დამხობა
პრეზიდენტი ბენ ალი და მისი ოჯახი ქვეყნიდან გაიქცნენ (14 იანვარი 2011)
219[13]
28 დეკემბერი 2010ალჟირის დროშა ალჟირიმასობრივი დემონსტრაციებიპრეზიდენტმა განაცხადა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ (3 თებერვალი 2011)[14]5[15]
15 თებერვალი 2011ლიბიის დროშა ლიბია23 ოქტომბერი 2011პროტესტი კორუფციისა და ცუდი საცხოვრებელი პირობების წინააღმდეგმუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობა200 [16]
14 იანვარი 2011იორდანიის დროშა იორდანიამიმდინარემცირე საპროტესტო აქციებიმეფე აბდალა II-მ დაითხოვა მთავრობა (1 თებერვალი 2011)4
17 იანვარი 2011მავრიტანიის დროშა მავრიტანია17 იანვარი 2011თვითდაწვა1
17 იანვარი 2011სუდანის დროშა სუდანიმცირე საპროტესტო აქციები1
17 იანვარი 2011ომანის დროშა ომანი17 იანვარი 2011საპროტესტო აქციები2[17]
18 იანვარი 2011იემენის დროშა იემენიუთანხმოება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის[18]
მასობრივი დემონსტრაციები[19][20]
პრეზიდენტმა განაცხადა, არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ არჩევნებში (2 თებერვალი 2011)[21]1,580-1,782 (25 სექტემბრისთვის)[22][23]
21 იანვარი 2011საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი29 იანვარი 2011თვითდაწვა[24]
დემონსტრაციები[25]
4
25 იანვარი 2011ეგვიპტის დროშა ეგვიპტემასობრივი პროტესტი და მრელვარებამთავრობის შეცვლა (29 იანვარი 2011)
ჰოსნი მუბარაქი გადადგა თანამდებობიდან (11 თებერვალი 2011)[26]
302[27]
26 იანვარი 2011სირიის დროშა სირიათვითდაწვასირიის სამოქალაქო ომი1
30 იანვარი 2011მაროკოს დროშა მაროკოთვითდაწვა0
1 თებერვალი 2011ჯიბუტის დროშა ჯიბუტი1 თებერვალი 2011მცირე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია1
4 თებერვალი, 2011ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინიპროტესტები, უწესრიგობამეფე ჰამადმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გადაუხდის 1000 დინარს ყველა ოჯახს (11 თებერვალი)6
10 თებერვალი 2011ერაყის დროშა ერაყიდემონსტრაციებიერაყის კრიზისი3
14 თებერვალი 2011ირანის დროშა ირანიპროტესტი, არეულობა2
სულ დაღუპული:638

понедельник, 30 июля 2018 г.

                        ბაშარ ალ-ასადი

         მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაშარ ალ-ასადი
არაბ. بشار حافظ الأسد‎‎‎
ბაშარ ალ-ასადიარაბ. بشار حافظ الأسد‎‎‎
ბაშარ ალ-ასადი რუსეთში ვიზიტის დროს. 2015 წლის ოქტომბერი.
ბაშარ ალ-ასადი დაიბადა 11 სექტემბერს 1965 წელს დამასკოში. მამა, გენერალი ჰაფეზ ალ-ასადი იყო მეთაური სირიის საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მისი მეუღლე ანისა მაჰლუფი (1929-2016), რომელიც რელიგიური უმცირესობის, ალავიტების წარმომადგენელია. მამა წარმოშობით არაბულ ალავიტურ ტომიდან არის, ტომის სახელია — კალბია, ხოლო დედა სხვა ასეთი ტომიდან არის — ჰადინი. როდესაც ბაშარი ჯერ კიდევ არ იყო ხუთი წლის, მისი მამა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაიკავა სირიის პრეზიდენტის პოსტი.
დაწყებითი და საშუალო განათლება ბაშარ ალ-ასადმა მიიღო ელიტურ არაბული-ფრანგულ ლიცეუმში "ჰურია" დამასკოში1982 წელს მან დაასრულა სწავლა ლიცეუმში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, ხოლო 1988 წელს წარჩინებით დაამთავრა დამასკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი სპეციალობით "ოფთალმოლოგი", რის შემდეგ იგი მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში

ალავიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigationJump to search
ზულფიქარიალის ხმლის სტილიზებული გამოსახულება წარმოადგენს ალავიტების სიმბოლოს.
ალავიტები ასევე ალავები (არაბ. علوية‎‎) — სლამის ერთ-ერთი მიმდინარეობა. ძირითადად გავრცელებულია სირიაში, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 11%-ს შეადგენენ. ისინი აღიარებენ შიიტური მიმდევრობის თორმეტეულების სკოლას, თუმცა რელიგიური სინკრეტიზმის ელემენტებით. ალავიტები თანყვანს სცემენ ალის (ალი იბნ აბუ ტალიბი) და სახელი ალავი აღნიშნავს ალის-მიმდევარს.
მიიჩნევა, რომ მიმდევრობა IX საუკუნეში იბნ ნუსაირმა დააარსა, ამის გამო ალავიტებს ხანდახან ნუსაირებსაც ეძახიან (არაბ. نصيرية‎‎). აღნიშნული ტერმინი შეურაცმყოფელი კონოტაციის მატარებელია. სხვა სახელი ნასარინუსაირის არასწორი თარგმანის შედეგია.
ალავიტებს ხანდახან თურქეთში გავრცელებულ ალევიზმთან ურევენ.
ფართოდ იყო გავრცელებული ოსმალეთის იმპერიაში. იმპერიის გაუქმებისა და თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მუსტაფა ქემალმა დაიწყო ალავიტების დევნა. ალავიტები გადავიდნენ ფრანგული მანდატით დაცულ სირიაში, სადაც უმცირესობებისთვის შეიქმნა განსაკუთრებული ტერიტორიები, მათ შორის ალავიტების სახელმწიფო. შემდგომში ალავიტების სახელმწიფო გაუქმდა, თუმცა ალავიტები დარჩნენ სირიის არმიის მნიშვნელოვან ძალად. მას შემდეგ რაც 1970 წელს სირიის ხელისუფლებაშისამხედრო გადატრიალების შედეგად საბჭოთა კავშირის მხარდაჭერით ალავიტი ჰაფეზ ასადი მოვიდა, მთავრობის ელიტას ძირითადად ალავიტები წარმოადგენდნენ. ალ ასადის მიერ ინიცირებული იყო შიიტებთან ალავიტების დაახლოების პროცესი. 1970 და 1980 წლების ისლამურმა აჯანყებამ არსებული წყობა წნეხის ქვეშ მოაყოლა, ხოლო სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა და ძლიერდება ირანის შიიტურ რეჟიმთან სირიელი ალავიტების დაახლოების პროცესი.
 მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი სირიაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთგულ ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის. არეულობა დაიწყო 2011 წლის 15 მარტს საპროტესტო აქციებით, რომლებიც აპრილისთვის უკვე მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ეს აქციები იყო ნაწილი უფრო ფართო ახლო აღმოსავლური საპროტესტო მოძრაობის, რომელიც ცნობილია არაბული გაზაფხულის სახელით. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომას, რომლის ოჯახიც მართავს სირიას 1971 წლიდან, ასევე ბაასის პარტიის მმართველობის დასრულებას, რომელიც დაიწყო 1963 წელს.
2011 წლის აპრილში, სირიის არმია გამოვიდა აჯანყების ჩასახშობად და ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენიმე თვიანი სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, პროტესტი გადაიზარდა შეიარაღებულ აჯანყებაში. კონფლიქტი არის ასიმეტრიული და შეტაკებები მიმდინარეობს ბევრ ქალაქში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2013 წელს ჰეზბოლა შეუერთდა ომს სირიის არმიის მხარდასაჭერად. სირიის ხელისუფლება ძალაში რჩება რუსეთის და ირანის სამხედრო მხარდაჭერის წყალობით, ხოლო კატარი და საუდის არაბეთი იარაღით ამარაგებენ ამბოხებულებს.2013 წლის ივლისისთვის, სირიის ხელისუფლება აკონტროლებდა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 30-40 პროცენტს და სირიის მოსახლეობას 60 პროცენტს.2012 წლის გაეროს მოხსენებამ კონფლიქტი დაახასიათა, როგორც „ღიად სექტანტური ხასიათის მატარებელი“ დაპირისპირება ძირითადად სუნიტ მეამბოხეთა და ალავიტურ შაბიჰა მილიციასა და სხვა შიიტურ ჯგუფებს შორის,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაც და სამთავრობო ძალებიც უარყოფენ ამას.
გაეროს მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობამ გადააჭარბა 100 000-ს 2013 წლის ივნისში, და მიაღწია 120 000-ს 2013 წლის სექტემბერს.  გარდა ამისა, ათობით ათასი მომიტინგე იმყოფება ციხეში და არსებობს ანგარიშები, რომ სახელმწიფო ციხეებში ფართოდაა გავრცელებული წამება და ტერორი. საერთაშორისო ორგანიზაციები ადანაშაულებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძალებს ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებში. გაეროსა და საერთაშორისო ამნისტიის კვლევის მიხედვით, 2012 და 2013 წელს ამ დარღვევატა უმრავლესობას სირიის ხელისუფლება ახორციელებდა. ჰუმანიტარული კატასტროფის სიმძიმე სირიაში უკვე გაახმოვანა გაერომ და მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. ოთხ მილიონზე მეტი სირიელი გახდა იძულებით გადაადგილებული, სამ მილიონზე მეტი სირიელი გაიქცა ქვეყნიდან და გახდა ლტოლვილი და მილიონობით მეტი დარჩა ცუდ საცხოვრებელ პირობებში საკვებისა და სასმელი წყლის დეფიციტით. სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა ქალაქ მოადამია ალ-შამში, სადაც 12,000 მოსახლეობა სავარაუდოდ დაიღუპება შიმშილით 2013 წლის ზამთრში სირიის არმიის ბლოკადის გამო.
ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა სირიაში ერთზე მეტჯერ, რამაც ძლიერი საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია

მუამარ კადაფი

                          მუამარ კადაფი


                                       
                           რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მუამარ კადაფი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი (არაბ. معمر القذافي‎‎; Mu‘ammar al-Qaḏḏāfī) (დ. 7 ივნისი1942 — გ. 20 ოქტომბერი2011სურთილიბია) — ლიბიის დე-ფაქტო ლიდერი 1969-2011 წწ. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს.
2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: "მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს".
2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან - 23 ოტომბრამდე გრძელდებოდა. რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.
1969 წლის 1 სექტემბერს ოფიცრების მცირე ჯგუფმა კადაფის მეთაურობით მოაწყვეს უსისხლო სამხედრო გადატრიალება მეფე იდრის I-ის წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა კამენა გურლაში, საბერძნეთისმიპატიჟებით სამედიცინო გამოკვლევასა და მკურნალობისთვის. მისი ძმისწული სამეფო ტახტის პრინცი საიდ ჰასან არ რიდა ალ მაჰდი ას სანუსი გახდა მეფე. 1 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ საიდ ჰასანს მიუსაჯეს შინა პატიმრობა. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს მონარქია და გამოაცხადეს ახალი არაბული რესპუბლიკა.
სხვა სამხედრო რევოლუციონერებისგან განსხვავებით, კადაფის არ აუმაღლებია სამხედრო ჩინი ძლაუფლების ხელში აღებამდე, მაგრამ რევოლუციის დასრულების შემდეგ ის სიამოვნებით დათანხმდა კაპიტნიდან პოლკოვნიკამდე ჩინის ამაღლებას და საბოლოოდ დარჩა ამ სამხედრო წოდებაზე
იხ. ვიდეო

ყადაფმა მისი რეჟიმის ბაზისად აიღო არაბული ნაციონალიზმი და სოციალური კეთილდღეობა. ის მის სისტემას უწოდებდა ისლამურ სოციალიზმს მაშინ როდესაც მან კონტროლი დაამყარა დიდ კომპანიებზე თუმცა არ შეხებია წვრილ და საშუალო ბიზნესს. კეთილდღეობა, თავისუფლება და განათლება გახდა სახელმწიფოს პრიორიტეტი. მან სისტემაში გამოიყენა ისლამური მორალი, კერძოდ აკრძალა ალკოჰოლი და აზარატული თამაშები. ისევე როგორც წინა მდებარე რევოლუციურმა ფიგურებმა, როგორიც იყო მაო და მისი პატარა წითელი წიგნი, კადაფიმ მისი ფილოსოფია მოაქცია მწვანე წიგნში სადაც აძლიერებდა სოციალისტ-ისლამიზმის იდეას. წიგნი გამოიცა სამ ტომად 1975-1979 წლებში.
პრაქტიკულად ლიბიის პოლიტიკური სისტემა გამოირჩეოდა მიუხედევად ყველაფრისა ნაკლები იდეალიზმით, რაც გამოიხატა იმაში, რომ კადაფი იდეოლოგიურ მტრებს დრო და დრო ძალიან ნელი ტემპებით ებრძოდა. ლიბიის რევოლუციური კომიტეტი ცნობილია საზღვარგარეთ ლიბიელი დისიდენტების მკვლელობებით 1980 წლის აპრილში, რომელიც შეასრულა ლიბიის მოიერიშე რაზმებმა, რომლებიც სპეციალურად იქნენ გაგზავნილნი გამანადგურებელი ოპერაციების ჩასატარებლად. 26 აპრილს კადაფიმ დააწესა სიკვდილი 11 დისიდენტებისთვის, სადაც მან მოუწოდა ლიბიაში დაბრუნებისკენ დისიდენტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აღმოჩნდებოდნენ რევოლუციური კომიტეტის ბრჭყალებში. მთელ ამ პერიოდში განადგურებული იქნა 9 დისიდენტი, 5 მათგანი იტალიაში.
1969 წელს, როდესაც პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი მოვიდა ძალაუფლებაში, ლიბიაში შემორჩენილი იყო 100 ებრაელი. მისი მმართველობის ქვეშ, ყველა ებრაელის ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია, სახელმწიფოს ვალები ებრაელთა მიმართ გაუქმებულ იქნა, ემიგრაცია ებრაელთათვის კი იქნა არალეგალურად გამოცხადებული. მისი გატარებული ღონისძიებების შედეგად 1974 წლისათვის მხოლოდ 20 ებრაელი ცხოვრობდა ლიბიაში. 2002 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ოფიციალურად ცნობილი ებრაელი ესმერალდა მეგნაგი, რითაც დასრულდა ებრაელობის გრძელი ისტორია ლიბიაში.
2004 წელს კადაფი გამოვიდა ინიციატივით ლიბიის მთავრობის წინაშე ებრაელთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ, რომლებასაც მისი ღონისძიებების შედეგად მოუწიათ ლიბიის დატოვება. ამავე წლის ოქტომბერშივე ის შეხვდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომპენსაციებზე სადისკუსიოდ. მან თავისი მაინც გაიტანა და მიაღწია იმას რომ ის ებრაელები, რომლებმაც დატოვეს ლიბია და გადასახლდნენ ისრაელში ვერ მიიღებენ კომპენსაციებს. არსებობს ეჭვები, რომ ეს „მოძრაობები“ მოტივირებული არის მისი შვილის საიფ ალ-ისლამ ალ-კადაფის პერსონის გამო, რომელიც განიხილება კადაფის მემკვიდრედ. ამავე წელს საიფმა დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველა განდევნილ ებრაელს და განაცხადა, რომ ის ებრაელები, რომლებმაც იძულებით დატოვეს ლიბია არიან ებრაელები. 9 დეკემბერს კადაფიმ დაპატიჟა ტრიპოლიში მოშე კალონი ქნესეთის სპიკერი.
 რაც შეეხება ლიბიის მეზობლებს, კადაფი მიჰყვა აბდელ ნასერის პან არაბიზმის იდეას და შეიქნა თავგამოდებული დამცველი არაბული ქვეყნებისა. ის ასევე მხარს უჭერდა პან ისლამიზმს, ცნებას თავისუფალი ისლამური ქვეყნების კავშირისა და ხალხებისა. ნასერის სიკვდილის შემდეგ 1970 წლის 28 სექტემბერს კადაფიმ იტვირთა არაბული ნაციონალიზმის ლიდერის ტვირთი. 1972 წელს მან გამოაცხადა "არაბთა ფედერაციული რესპუბლიკის" შექმნის შესახებ (ლიბია, ეგვიპტესირია), იმ იმედით, რომ შექმნიდა პან არაბულ სახელმწიფოს, მაგრამ სამი ქვეყანა ვერ შეთანხმდა მათი ქვეყნების შეერთების სპეციფიკურ საკითხებზე. 1974 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება ტუნისის ლიდერთან ჰაბიბ ბურგუიბასთან ორი ქვეყნის შეერთების შესახებ, რაც ასევე ჩაიშალა იდეის პრაქტიკაში გატარების თანავე და დიდმა განსხავებებმა ამ ორ ქვეყანას შორის, რამაც შემდგომ გააუარესა კიდეც ურთიერთობები და მტრებად აქცია ორი ქვეყანა.
ლიბია ასევე ჩაერთო ტერიტორიულ კონფლიქტში ჩადისთან აუზუს ზოლის გარშემო, რომლის ოკუპაცია ლიბიამ 1973 წელს მოახდინა. კონფლიქტი, რომელიც ლიბიის შეჭრით დაიწყო, დასრულდა 1987 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით. ხოლო სრული მშვიდობა დამყარდა მხოლოდ 1994 წელს ლიბიის მიერ შეიარაღებული ძალების გამოყვანით, საერთაშორისო სასამართლოს 1994 წელს გამოტანილი განაჩენის შემდეგ.
კადაფი ასევე გახდა ძლიერი მხარდამჭერი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციისა, რომლის მხარდაჭერამაც კიდევ უფრო გააფუჭა ურთიერთობები ეგვიპტესთან, როცა 1979 წელს ისრაელი და ეგვიპტეშეთანხმდნენ სამშვიდობო დოკუმენტზე. როგორც კი ლიბიის ურთიერთობები გაფუჭდა ეგვიპტესთან კადაფი მალევე დაუახლოვდა საბჭოთა კავშირს. ლიბია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო იმ დროისთვის ულტრათანამედროვე გამანადგურებელი მიგ 25, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობები იყო მაინც დისტანციური. კადაფი ასევე ცდილობდა გაეზარდა ლიბიის გავლენა, განსაკუთრებით კი მუსულმანურ დასახლებებში, რომელმაც მოუწოდა ისლამურ სამყაროს საჰარის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ და აქტიურად უჭერდა მხარს ანტი სამთავრობო მოძრაობებს ჩრდილოეთ საჰარაში.
კადაფის პოლიტიკაში აღსანიშნავია იყო მხარდაჭერა განმანთავისუფლებელი ორგანიზაციებისთვის და ასევე სპონსორი იყო რევოლუციური მოძრაობებისა დასავლეთ აფრიკაში, აღსანიშნავია სიერა-ლეონე და ლიბერია, სადაც მნიშვნელოვნად აქტიურობდნენ ისლამისტური დაჯგუფებები. 1970-იან და 1980-იან წლებში ეს დახმარება ისე აშკარად და თავისუფლად გაიცემოდა, რომ შესაძლებელი იყო ლიბიისგან დახმარება მიეღო ყველაზე არასიმპათიურ ძალასაც კი მსოფლიოში. ხშირად ლიბიის მიერ მხარდაჭერილი ძალები შორს იყვნენ კადაფის პირად იდეოლოგიასთან. 1970-იან წლებში მისი რეჟიმი უკვე ჩარეული იყო სამხედრო გადატრიალებებში და ტერორისტული აქტოვობებში, როგორც არაბულ ისე არა არაბულ ქვეყნებში. 1980-იან წლებში ფართოდ იქნა გამოაშკარავებული ლიბიის ფინანსური დახმარებები მსოფლიო ტერორიზმისთვის დასავლეთის მიერ. კადაფის ანგარიშზეა "შავი სექტემბრის მოძრაობის" ფართო დაფინანსება, რომელმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყო 1972 წლის მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიადაზედა 1986 წელს ბერლინის დისკოთეკაზე, სადაც დაიღუპა 3 ადამიანი და დაიჭრა 200-ზე მეტი.
დასავლეთსა და ლიბიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია რონალდ რეიგანის ადმინისტარციის მოსვლის შემდეგ, რომელმაც სცადა კადაფის გადაგდება. რეიგანის ადმინისტრაცია ლიბიას უყურებდა, როგორც მეომარ გაიძვერა ქვეყანას მისი უკომპრომისო დამოკიდებულების გამო პალესტინის დამოუკიდებლობაზე, რევოლუციური ირანის მხარდაჭერის გამო ირან ერაყის 1980-1988-იან წლებში და ლიბიის მხარდაჭერის გამო "განმანთავისუფლებელი მოძრაობებისადმი". რეიგანი აღფრთოვანებაში მოჰყავდა კადაფის პერსონას და მას აღმოსავლეთის გიჟ ძაღლს უწოდებდა. 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ შეწყვიტა ლიბიაში გასამგზავრებელი ვიზების გაცემა, ხოლო 1982 წლის მარტში შეწყვიტა ლიბიური ბუნებრივი სიმდიდრეების იმპორტი და ასევე შეწყდა ამერიკული ნავთობ ინდუსტრიის ტექნოლოგიების ექსპორტი ლიბიაში, თუმცა ევროპა არ აჰყვა ამერიკის მკაცრ პოლიტიკას.
ლიბია ასევე იყო მხარდამჭერი პოლისარიოს ფრონტისა რომელიც ებრძოდა ფრანკისტული ესპანეთის კოლონიალიზმს მაროკოში.
1984 წელს ბრიტანელი პოლიციელი იოვნ ფლეტჩერი მოკლულ იქნა ლიბიის საელჩოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, მაშინ როდესაც ის მეთვალყურეობდა დემონსტრაციას რომელიც მიმდინარეობდა ლიბიის ლონდონის საელჩოსთან, მაგრამ დიპლომატებმა გამოიყენეს მათი დიპლომატიური იმუნიტეტი და პასუხისმგებლობას გადაურჩნენ, სამაგიეროდ დიპლომატიური ურთიერთობები გაფუჭდა დიდ ბრიტანეთსა და ლიბიას შორის მთელი დეკადით.
თავისუფალი სანავიგაციო პრინციპების შესაბამისად ამერიკამ "შარი მოსდო" ლიბიის ტანკერებს პრინციპების უგულვებელყოფაში მაშინ, როდესაც კონფლიქტი წარმოიშვა სიდრას ყურესთან დაკავშირებით, რომელსაც ლიბია აცხადებდა საკუთარ ტერიტორიულ წყლებად. 1986 წყლის 19 აპრილს რონალდ რეიგანმა გასცა ბრძანება დაეწყოთ ძირითადი დაბომბვითი რეიდები, ოპერაციას ეწოდა "ელ დორადოს კანიონი", ტრიპოლისა და ბენღაზის წინააღმდეგ შედეგად დაიღუპა 45 ლიბიელი სამხედრო და 15 ოფიციალური და სამოქალაქო პირი. შეტევას წინ უძღვოდა დასავლეთ გერმანიაში მომხდარი ტერორისტული აქტი დისკოტეკაზე სადაც დაიღუპა ამერიკის მოქალაქე. ლიბიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კადაფის ქალიშვილი ჰანანი. დაბომბვებს ლიბიამ ორი სკადის ტიპის ბალისტიკური რაკეტით უპასუხა, რომლის სამიზნე აშშ-ს სანაპირო დაცვის ნავიგაციის სადგური გახდა იტალიის კუნძულ ლამპედუსაზე, თუმცა ორივე რაკეტა მიზანს აცდა და ზღვაში ჩავარდა.
1990-იანი წლებისთვის ლიბიას დაადეს ეკონომიკური სანქციები და ქვეყანა მოექცა დიპლომატიურ იზოლაციაში, შედეგად კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ექსტრადაციას ამერიკაში ან ინგლისში, რომლებმაც დაამონტაჟეს ბომბი პან ამ რეის 103-ზე, რომელიც აფეთქდა ქალაქ ლოკერბის თავზე.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნელსონ მანდელას მაღალი პროფილის მქონე ვიზიტის შემდეგ 1997 წელს და შემდგომ გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ვიზიტის შემდეგ 1999 წელს კადაფი დათანხმდა ორი ლიბიელი ტერორისტის ნიდერლანდებში გასამართლებაზე შოტლანდიური კანონებით, რასაც მოჰყვა გაეროს მიერ სანქციების მოხსნა, თუმცა აშშ-მა სანქციები ძალაში დატოვა.
2003 წლის აგვისტოს, 2 წლის შემდეგ რაც ალი მოჰამედ ალ მეგრაჰის სასჯელი მიუსაჯეს, ლიბიამ ფორმალურად აღიარა გაერთიანებული ერების წინაშე ლოკერბის თვითმფრინავის აფეთქებაში პასუხისმგებლობა და დათანხმდა კონპესაციის სახით 2,7 მილიარდი ამერიკული დოლარის ანუ 10 მილიონი თითოეულ დაზარალებულ ოჯახს. ამავე თვეს ბრიტანეთმა და ბულგარეთმა დაუჭირეს მხარი ლიბიისთვის სანქციების მოხსნას გაეროს მიერ. (ბულგარეთის გადაწყვეტილება ბულგარელი ექთნების განთავისუფებით იყო განპირობებული). ლიბიამ შეძლო და გადაიხადა 40 % კონპენსაციისა შესაბამისად გაერომ მოუხსნა ლიბიას 40 % სანქციებისა, ხოლო იმისთვის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამოეღო ლიბია ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა რიგებიდან მან ლიბიას მოსთხოვა კიდე 20 % კომპენსაციის გადახდა (540$ მილიონი). 2008 წელს ლიბიამ გადაიხადა სრულად კონპენსაცია (1.5$ მილიარდი). შედეგად ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოხსნა ლიბიის მთავრობას ტერორიზმის მხარდამჭერის სტატუსი.
ყველაფერთან ერთად კადაფი გადაიქცა აფრიკელ ლიდერად, როგორც კონტინენტის ყველაზე გრძელვადიან მეთაური, პოსტ კოლონიური ქვეყნის ლიდერი, კადაფი ატარებს რეპუტაციას ბევრ აფრიკელს შორის როგორც გამოცდილი და ბრძენი ლიდერის რომელიც მუდამ იდგა ფრონტის წინა ხაზზე წლების განმავლობაში. კადაფიმ გამოიმუშავა ისეთივე სიმპატიები და ქება-დიდება აფრიკაში, როგორც ნელსონ მანდელამ და სხვებმა. ის არის გამოჩენილი ფიგურა პან აფრიკულ ორგანიზაციებში, როგორიც არის აფრიკის გაერთიანებული ორგანიზაცია (დღეს უკვე ამ ორგანიზაციას აფრიკის კავშირი ჰქვია).
ის ასევე ეცადა გაეუმჯობესებინა იმიჯი დასავლეთში. ორი წლით ადრე 2001 წლის 11 სექტემბერამდე, ლიბიამ შესთავაზა ამერიკას და დასავლეთს ბრძოლა ალ-ყაიდას წინააღმდეგ და ასევე შესთავაზა დასავლეთს ინტერნაციონალური ინსპექცია ლიბიის სამხედრო პროგრამაზე, თუმცა კლინტონის ადმინისტრაციამ არ მიაქცია ყურადღება კადაფის შეთავაზებას ლიბიის სამხედრო პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის, ამიტომ აქცენტი გაკეთდა ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე, რომელიც ლიბიის ხელშეწყობით მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, კადაფიმ ერთ ერთმა პირველმა გააკეთა მტკიცე და მკაცრი განცხადება და დაადანაშაულა ალ-ქაედა.

მუამარ კადაფი და ნიკოლა სარკოზი
არსებობს ბევრი ახსნა, თუ რატომ შეცვალა კადაფიმ პოლიტიკა. ყველაზე აშკარა მიზეზი არის ის, რომ ერთ დროს მდიდარი ლიბია გახდა ნაკლებ მდიდარი, როგორც კი ნავთობის ფასები მკვეთრად დავარდა 1990იან წლებში. კადაფიმ მიმართა სხვა ქვეყნებს დახმარებისკენ, თუმცა ნაკლებად ელოდა, დახმარების მაგივრად ლიბიამ მიიღო გაეროს და აშშ-ს სანქციები, რაც უფრო და უფრო ღრმა კრიზისში აგდებდა ლიბიას. სხვა მიზეზი არის ის რომ კადაფიმ თავად შეცვალა ქვეყნის რეალპოლიტიკა, რადგან მისმა იდეალებმა და მიზნებმა კრახი განიცადეს: არასოდეს შექმნილა არაბთა კავშირი, რაც მისი ცხოვრების მიზანი იყო, რევოლუციურმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ის მხარს უჭერდა ვერ მიაღწიეს მიზნებს, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კადაფიმ საბოლოოდ დატოვა მთავარი სიმბოლური მიზანი. აშშ გახდა ისეთი ძლიერი როგორიც არასდროს.
სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ 2003 წელს, კადაფიმ გაახმაურა, რომ მისი ერი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღის აქტიურ პროგრამას, თუმცა ის მზად იყო შეეშვა ინტერნაციონალური დამკვირვებლები თავის ქვეყანაში, რათა ენახათ და დემონტაჟი გაეკეთებინათ იარაღისთვის. ჯორჯ ბუშმა და ერაყის ომის სხვა მხარდამჭერებმა ჩათვალეს, რომ კადაფის ცდილობდა მოეცილებინა ბირთვული იარაღი, რათა უზრუნველყო მისი რეჟიმის მომავალი საგარეო უსაფრთხოება. რამდენიმე წლის შემდეგ მართლაც დაიწყო ლიბიიდან ქიმიური იარაღის გატანა და განადგურება. იარაღის განადგურებასთან ერთად ლიბია აქტიურად ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას, რასაც ასე თუ ისე წარმატებით ანხორციელებდა.
2004 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ერთ ერთი პირველი დასავლეთელი ლიდერი დეკადაში, რომელიც ეწვია ლიბიას და საჯაროდ შეხვდა კადაფის. პრემიერმა ტონი ბლერმა დადებითად შეაფასა კადაფის ბოლო დროინდელი მოქმედებები და იმედი გამოთქვა, რომ ლიბია გახდებოდა ძლიერი მოკავშირე ინტერნაციონალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ.
2006 წლის 15 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა ლიბისთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ. ასევე ლიბია ამოღებული იქნება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. 2006 წლის 31 აგვისტოს კადაფიმ ღიად მოუწოდა მის მხარდამჭერებს "მოეკლათ მტრები", რომლებიც ღიად დასვამდნენ კითხვებს პოლიტიკურ ცვლილებებზე.
2007 წლის ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვია ლიბიას და გაფორმდა ხელშეკრულებები ლიბიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სფეროებში.
2008 წლის 4 მარტს კადაფიმ გაახმაურა განზრახვა დაეშალა ამჟამინდელი ქვეყნის ადმინისტრაციული სტრუქტურა და ნავთობის შემოსავალი მიემართა ხალხისთვის. მისი გეგმა ითვალისწინებს ყველა სამინისტროს გაუქმებას, გარდა თავდაცვის, უშიშროების, საგარეო უსაფრთხოების და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტისა.
2008 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია ლიბიას ჩრდ. აფრიკული ტურის შემდეგ, ეს იყო პირველი ვიზიტი ლიბიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ 1953 წლის შემდეგ.
ყველაფერთან ერთად კადაფი გადაიქცა აფრიკელ ლიდერად, როგორც კონტინენტის ყველაზე გრძელვადიან მეთაური, პოსტ კოლონიური ქვეყნის ლიდერი, კადაფი ატარებს რეპუტაციას ბევრ აფრიკელს შორის როგორც გამოცდილი და ბრძენი ლიდერის რომელიც მუდამ იდგა ფრონტის წინა ხაზზე წლების განმავლობაში. კადაფიმ გამოიმუშავა ისეთივე სიმპატიები და ქება-დიდება აფრიკაში, როგორც ნელსონ მანდელამ და სხვებმა. ის არის გამოჩენილი ფიგურა პან აფრიკულ ორგანიზაციებში, როგორიც არის აფრიკის გაერთიანებული ორგანიზაცია (დღეს უკვე ამ ორგანიზაციას აფრიკის კავშირი ჰქვია).
ის ასევე ეცადა გაეუმჯობესებინა იმიჯი დასავლეთში. ორი წლით ადრე 2001 წლის 11 სექტემბერამდე, ლიბიამ შესთავაზა ამერიკას და დასავლეთს ბრძოლა ალ-ყაიდას წინააღმდეგ და ასევე შესთავაზა დასავლეთს ინტერნაციონალური ინსპექცია ლიბიის სამხედრო პროგრამაზე, თუმცა კლინტონის ადმინისტრაციამ არ მიაქცია ყურადღება კადაფის შეთავაზებას ლიბიის სამხედრო პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან ის არ წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის, ამიტომ აქცენტი გაკეთდა ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქების ფაქტზე, რომელიც ლიბიის ხელშეწყობით მოხდა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, კადაფიმ ერთ ერთმა პირველმა გააკეთა მტკიცე და მკაცრი განცხადება და დაადანაშაულა ალ-ქაედა.

მუამარ კადაფი და ნიკოლა სარკოზი
არსებობს ბევრი ახსნა, თუ რატომ შეცვალა კადაფიმ პოლიტიკა. ყველაზე აშკარა მიზეზი არის ის, რომ ერთ დროს მდიდარი ლიბია გახდა ნაკლებ მდიდარი, როგორც კი ნავთობის ფასები მკვეთრად დავარდა 1990იან წლებში. კადაფიმ მიმართა სხვა ქვეყნებს დახმარებისკენ, თუმცა ნაკლებად ელოდა, დახმარების მაგივრად ლიბიამ მიიღო გაეროს და აშშ-ს სანქციები, რაც უფრო და უფრო ღრმა კრიზისში აგდებდა ლიბიას. სხვა მიზეზი არის ის რომ კადაფიმ თავად შეცვალა ქვეყნის რეალპოლიტიკა, რადგან მისმა იდეალებმა და მიზნებმა კრახი განიცადეს: არასოდეს შექმნილა არაბთა კავშირი, რაც მისი ცხოვრების მიზანი იყო, რევოლუციურმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც ის მხარს უჭერდა ვერ მიაღწიეს მიზნებს, ხოლო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კადაფიმ საბოლოოდ დატოვა მთავარი სიმბოლური მიზანი. აშშ გახდა ისეთი ძლიერი როგორიც არასდროს.
სადამ ჰუსეინის გადაგდების შემდეგ 2003 წელს, კადაფიმ გაახმაურა, რომ მისი ერი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღის აქტიურ პროგრამას, თუმცა ის მზად იყო შეეშვა ინტერნაციონალური დამკვირვებლები თავის ქვეყანაში, რათა ენახათ და დემონტაჟი გაეკეთებინათ იარაღისთვის. ჯორჯ ბუშმა და ერაყის ომის სხვა მხარდამჭერებმა ჩათვალეს, რომ კადაფის ცდილობდა მოეცილებინა ბირთვული იარაღი, რათა უზრუნველყო მისი რეჟიმის მომავალი საგარეო უსაფრთხოება. რამდენიმე წლის შემდეგ მართლაც დაიწყო ლიბიიდან ქიმიური იარაღის გატანა და განადგურება. იარაღის განადგურებასთან ერთად ლიბია აქტიურად ცდილობდა დასავლეთთან დაახლოებას, რასაც ასე თუ ისე წარმატებით ანხორციელებდა.
2004 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ერთ ერთი პირველი დასავლეთელი ლიდერი დეკადაში, რომელიც ეწვია ლიბიას და საჯაროდ შეხვდა კადაფის. პრემიერმა ტონი ბლერმა დადებითად შეაფასა კადაფის ბოლო დროინდელი მოქმედებები და იმედი გამოთქვა, რომ ლიბია გახდებოდა ძლიერი მოკავშირე ინტერნაციონალურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ.
2006 წლის 15 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა ლიბისთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ. ასევე ლიბია ამოღებული იქნება ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან. 2006 წლის 31 აგვისტოს კადაფიმ ღიად მოუწოდა მის მხარდამჭერებს "მოეკლათ მტრები", რომლებიც ღიად დასვამდნენ კითხვებს პოლიტიკურ ცვლილებებზე.
2007 წლის ივლისში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ეწვია ლიბიას და გაფორმდა ხელშეკრულებები ლიბიასა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა სფეროებში.
2008 წლის 4 მარტს კადაფიმ გაახმაურა განზრახვა დაეშალა ამჟამინდელი ქვეყნის ადმინისტრაციული სტრუქტურა და ნავთობის შემოსავალი მიემართა ხალხისთვის. მისი გეგმა ითვალისწინებს ყველა სამინისტროს გაუქმებას, გარდა თავდაცვის, უშიშროების, საგარეო უსაფრთხოების და სტრატეგიული პროექტების დეპარტამენტისა.
2008 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რაისი ეწვია ლიბიას ჩრდ. აფრიკული ტურის შემდეგ, ეს იყო პირველი ვიზიტი ლიბიაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიერ 1953 წლის შემდეგ.2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში დაიწყო მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები. პროტესტანტები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც 1969 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. ასევე მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ბაღდადი მაჰმუდის დაუყოვნებლივ გადადგომას.
სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის 23 ოქტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობითა და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.

მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...