ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკის შეერთებული შტატები
United States of America
აშშ | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
| ||||||
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust | ||||||
ჰიმნი: The Star-Spangled Banner | ||||||
| ||||||
დედაქალაქი | ვაშინგტონი 38°53′ ჩ. გ. 77°02′ დ. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ნიუ-იორკი | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური (დე ფაქტო) | |||||
მთავრობა | ფედერალურისაპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | მაიკ პენსი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 9 833 520 კმ2 (მე-3) | ||||
- | წყალი (%) | 6.97 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2017 შეფასებით | 324 478 000 (მე-3) | ||||
- | 2010 აღწერა | 309 349 689 | ||||
- | სიმჭიდროვე | 35 კაცი/კმ2 (180-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2016 შეფასებით | |||||
- | სულ | $18.581 ტრილიონი (მეორე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $57,294 (მე-14) | ||||
აგი (2014) | 0.915 (მაღალი) (მე-8) | |||||
ვალუტა | აშშ დოლარი (USD ) | |||||
დროის სარტყელი | დზკ UTC-5-დან UTC-10:00-მდე | |||||
- | ზაფხულის (DST) | ზდ სხვადასხვა (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | USA | |||||
Internet TLD | .gov, .edu, .mil, .us | |||||
სატელეფონო კოდი | 1 |
ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთისაღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 318,9 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.
ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.
XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
ეტიმოლოგია
ეტიმოლოგია
- ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ — ამერიკელებად.
- ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით — აშშ.
- ეროვნული სახელწოდება: United States of America, შემოკლებით — USA.
გეოგრაფია
სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).
- ფართობი: 9 833 520 კვ. კმ. აშშ სიდიდით მე-3 ქვეყანაა რუსეთისა და კანადის შემდეგ.
- საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება კანადა, სამხრეთით — მექსიკა. ალასკის მონაკვეთზე, ბერინგის სრუტეზე გადის მისი საზღვარი რუსეთთან. საზღვაო საზღვრების სიგრძე — ალასკისა და ჰავაის ჩათვლით 19 928 კმ; სახმელეთო — 9656 კმ.
- მთიანი სისტემები: როკი-მაუნთინი, სიერა ნევადა, აპალაჩები; უმაღლესი მწვერვალი — მაკ-კინლი 6194 მ;
- ჰიდროგრაფია: მთავარი მდინარეები — არკანზასი, კოლორადო, მისისიპი, მისური, რიო გრანდე; ტბები — ერი, ჰურონი, მიჩიგანი, ონტარიო, ზემო ტბა.
მთები და უდაბნოები
ალასკა და აშშ-ის დასავლეთის მესამედი ნაწილი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები რომელიც, ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედეგბა და მათ ზეგნები და აუზები ყოფს. სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მაგალითად, არიზონა, ცხელი უდაბნოა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა, მაგალითად, ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა. დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს. ალაგ-ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული და წყალს სარწყავად და ქალაქების ელექტრომომარაგებისთვისაც იყენებენ.
ფერმერები, მაღაროები და საწარმოები
აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო — სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირს, სპილენძს, თაბაშირს, მარილს, ფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.
ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.
სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა. კონსტიტუცია მიღებულია 1787 წელს.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 2017 წლიდან პრეზიდენტია დონალდ ტრამპი.
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი კონგრესი, რომელიც შედგება სენატისაგან (ზედა პალატა, 100 წევრი) და წარმომადგენელთა პალატისაგან (ქვედა პალატა, 435 წევრი).
- პოლიტიკური პარტიები: დემოკრატიული პარტია (დაარსებულია 1828 წელს), რესპუბლიკური პარტია (დაარსებულია 1854 წელს).
ადმინისტრაციული დაყოფა
აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:
- ახალი ინგლისის რეგიონი (N.E) :
- მენი – ნიუ-ჰემპშირი – ვერმონტი – მასაჩუსეტსი – როდ-აილენდი – კონექტიკუტი
- შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
- ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
- ოჰაიო – ინდიანა – ილინოისი – მიჩიგანი – უისკონსინი
- ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
- მინესოტა – აიოვა – მისური – ჩრდილოეთი დაკოტა – სამხრეთი დაკოტა – ნებრასკა – კანზასი
- სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
- დელავერი – მერილენდი – კოლუმბიის ოლქი – ვირჯინია – დასავლეთი ვირჯინია – ჩრდილოეთი კაროლინა – სამხრეთი კაროლინა – ჯორჯია – ფლორიდა
- სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
- სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
- მთიანი რეგიონი (Mt) :
- წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
- ვაშინგტონი – კალიფორნია – ორეგონი – ალასკა – ჰავაი
დამოკიდებული (შემოუერთებელი) ტერიტორიები
აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 14 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:
- აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
- ამერიკის სამოა
- კუნძული ბეიკერი
- გუამი
- რიფი კინგმენი
- მიდუეი
- ნავასა
- პალმირა
- პუერტო რიკო
- უეიკი
- ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
- ჯერვისი
- ჯონსტონი
- ჰოულენდი
დემოგრაფია
მთავარი სტატია : აშშ-ის მოსახლეობა.
- მოსახლეობა: 309,349,689 ადამიანი 2010 წლის ცენზის მიხედვით. ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 73.1%% თეთრია, 12.7% აფროამერიკელი, 5.4% აზიელი, 1,5 % აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
- სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 230 მლნ ადამიანი, ესპანურად — 12%, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 2,5, გერმანულად - 1,1.
- რელიგია: პროტესტანტები (46.5 %), კათოლიკები (20.8 %),მართლმადიდებლობა 0.5 %, მუსლიმები (0.9 %), იუდაისტები (1.9 %), ბუდისტები(0.7 %) და სხვა.
ქალაქები
- დედაქალაქი: ვაშინგტონი (~659 ათასი).
- ქალაქები: ნიუ-იორკი (8,108), ლოს-ანჯელესი (3,903, აგლომერაცია - 16.810), ჩიკაგო (2,940), ჰიუსტონი (2,088, აგლომერაცია - 4.710), დეტროიტი (966), ფილადელფია (1,520), ფინიქსი (1,457, აგლომერაცია - 3.159), სან დიეგო (1,292).
აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
№ | ქალაქი | შტატი | მოსახლეობა | Metro area rank | მეტროპოლიის მოსახლეობა | რეგიონი | ნიუ-იორკი ლოს-ანჯელესი | |||
1 | ნიუ-იორკი | ნიუ-იორკი | 8 175 133 | 1 | 18 897 109 | ჩრდილო-აღმოსავლეთი | ||||
2 | ლოს-ანჯელესი | კალიფორნია | 3 792 621 | 2 | 15 250 000 | დასავლეთი | ||||
3 | ჩიკაგო | ილინოისი | 2 695 598 | 3 | 9 461 105 | ცენტრალური | ||||
4 | ჰიუსტონი | ტეხასი | 2 099 451 | 6 | 6 108 060 | სამხრეთი | ||||
5 | ფილადელფია | პენსილვანია | 1 526 006 | 5 | 6 385 461 | ჩრდილო-დასავლეთი | ||||
6 | ფინიქსი | არიზონა | 1 445 632 | 13 | 4 192 887 | დასავლეთი | ||||
7 | სან-ანტონიო | ტეხასი | 1 327 407 | 29 | 2 142 508 | სამხრეთი | ||||
8 | სან-დიეგო | კალიფორნია | 1 307 402 | 17 | 3 095 313 | დასავლეთი | ||||
9 | დალასი | ტეხასი | 1 197 816 | 4 | 6 477 315 | სამხრეთი | ||||
10 | სან-ხოსე | კალიფორნია | 945 942 | 30 | 1 975 342 | დასავლეთი | ||||
2010 წლის მონაცემები |
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აშშ — უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით — ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.
- ვალუტა: აშშ დოლარი (USD).
- ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
- ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
- ბიუჯეტი: 18.558 ტრილიონი $ (2016). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 57 220 $-ს.
ისტორია
აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.
მემკვიდრეობა
აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.
იხ. ვიდეო
იხ.ვიდეო
- ბუნებრივი ძეგლები: იელოუსტონის პარკი, დიდი კანიონის ეროვნული პარკი, იოსემაიტის ეროვნული პარკი;
- ღირსშესანიშნაობები: დამოუკიდებლობის დარბაზი ფილადელფიაში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში;
- ხალხური შემოქმედება: ჩრდილო-ამერიკული ეპოსი - სიმღერა ჰაიავატზე (1855