Translate

суббота, 18 апреля 2020 г.

CH-47 Chinook

                      CH-47 Chinook

                                                 
                                                        ამერიკული CH-47 ავღანეთში 2008წ
ბოინგი CH-47 Chinook, CH - от Cargo Helicopter - ჩინუკი  მძიმე ტვირთმზიდი შვეულმფრენი ორ ძრავიანი როტორთა ტანდემით. მისი მაქსიმალური სიჩქარით 315 კილომეტრი/საათში იყო ყველაზე სწრაფი მისი თანამედროვე (1960-იანი წლების) შვეულმფრენებს შორის. იგი ერთ-ერთია იმ ეპოქის მცირერიცხოვანი თვითმფრინავებიდან C-130-სა და UH-1 'Huey'-სთან ერთად, რომელიც კვლავაც იწარმოება და აქტიურად მოიხმარება. დღეისათვის გამოშვებულია 1 179-ზე მეტი ეგზემპლარი. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯარისა და არტილერიის გადაადგილება და მათი მიწოდება ბრძოლის ველზე. ამ შვეულმფრენის სამხედრო ვერსიებს შეუძლიათ დასხდნენ წყალზეც.პირველი ფრენა განხორციელდა 1961წ-ის 21 სექტემბერს ერთ ცალის ღირებულება 28,9 მლნ აშშ დოლარი.
იხ. ვიდეო

Chinook დააპროექტა და თავდაპირველად აწარმოებდა Boeing Vertol ადრეულ 1960-იანებში. შვეულმფრენს ამჟამად აწარმოებს Boeing Integrated Defense Systems. Chinook-ებს იყენებს კიდევ 16 ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა იყენებს უფრო დიდ შვეულმფრენებს, როგორიცაა რუსული Ми-26, Chinook რჩება ერთ ერთ ყველაზე მძიმე ტვირთმზიდავ შვეულმფრენად, რომელსაც იყენებენ მისი უდიდესი ოპერატორები - აშშ-ის არმია და სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები.
                                                       
                                             CH-47 ევაკუციას აწარმოებს ლიბიურ Ми-24, ჩადი 1988
საკმაოდ ვეტერანი დამსახურები ხომალდია  შეცვალა სიკორსკი CH-37მოჰავა  ხოლო მოგვინაბით Sikorsky CH-54 Tarhe შერაღებაში აშშ-ს გარდა აქვთ შეარაღებაში 20 ქვეყანას. წარმოებს აშშ-ს გარდა იტალიაში 1970წ (200ვერტფრენზე მეტი) და იაპონიაში (54).
არის სხვადასხვა მოდიფიქაცია და სამოქალაქო ვარინტებიც. მონაწილებას ღებულობდა ვიტნამის ომში, გამოყენებული იყო 550 ვერტფრენი. ერაყის ომში ავღანეთის ომში. იარნს ყავს შეიარაღებაში 70 ც 
ფოლკენდის ომში.


пятница, 17 апреля 2020 г.

ჯუჯები - (გნომები)

                          ჯუჯები - (გნომები)

                                                     
ლათ. - gēnomos  - მიწისქვეშა მაცხოვბრებლები - ჯუჯები დასავლეთევროპულიდან პირველ რიგში გერამანულ-სკანდიანავიური, ფოლკლორში, გმირები ზღაპრებში და ლეგედებში.  ცნობილი სახე, მითებსა და თქმულებებში ხშირად მოქმედი კაცუნა, უცნაური და ჯადოქრული თვისებებით აღჭურვილი. ცხოვრობენ კენტად ან ერთად მიწისქვეშ, გამოქვაბულებში, ტყეში, კერიის ქვეშ, საჯინიბოებში და სხვა. ხშირად არიან ჭრა-კერვის ოსტატები ან განძისმცველები ("ნიბელუნგებში"). მომდინარეობენ მიცვალებულთა სულების რწმენიდან, ტყეებში გაფანტული ტანმორჩილი ტომების ხილვიდან, ფანტაზიის სამეფოდან

იხ. ვიდეო მიწისქვეშა მაცხივრებლები - გზა ჯოჯოხეთისაკენ. ვინ ცხოვრობს ჩვენი პლანეტის წიაღში?
ალქიმიაში და ოკულტიზმში გნომები - წარმოდგენენ დედამიწის სულს, ვინაიდან პირველიელემენტარები დედამიწის ელემენტარები არიან. გნომები ელფებთან, გოლბინებთან და ტროლებთან ერთად  პოპულარული  ლიტერატურული ჟანრის ფანტეზის გმირები არიან.
პოეტური ედას  19 ს ილუსტრაცია, ორი ჯუჯის გამოსახულებით ძველ სკანდინავიურზე შესრულებული შუა საუკუნეების პოემები, რომლებიც ძირითადად ისლანდიაში მანუსკრიპტებითაა შემუნახული.



მეფისტოფელი

                              მეფისტოფელი

                                                  
                    მეფისტოფელი იხ. ბმულზე ვიტენბერგის თავზე. იხ. ბმულზე ეჟენ დელაკრუას ლითოგრაფია

 (გერმ. mephistopheles – ძველი გერმანული ლეგენდის მიხედვით: ბოროტი სული, დემონი (გამოყვანილია გოეთეს „ფაუსტსა“ და ბევრ სხვა ნაწარმოებში; ცნობილია აგრეთვე როგორც მეფისტო) — პერსონაჟი, რომელიც განასახიერებს ბოროტების პრინციპს. პირველად გვხვდება ხალხურ წიგნში დოქტორ ფაუსტუსის შესახებ (1587); მეფისტოფელი ზოგან ეშმაკად გვევლინება, ზოგან – ეშმაკის ხელქვეით ბოროტ სულად. მეფისტოფელს მსოფლიო პოპულარობა მოუპოვა და მარადიულ ზოგად ტიპად აქცია გოეთეს ფაუსტმა.
                                                  
ფეოდორ შალიაპინი მეფისტიფელია სახე. ფერადი ფოტოგრაფია პროკუდინა-გორსკის (1915)
სახელი მეფისტოფელი შესაძლოა ბერძნული, ან ძველი ებრაული წარმოშობისაა. ბიბლიაში არ ფიგურირებს. შესაძლოა პირველად გაჩნდა რენესანსის ეპოქაში. ამ დროიდან მოყოლებული მეფისტოფელი გამოიყენება როგორც სატანის ან ეშმაკის ალტერნატიული სახელი.
გარეგნულად მეფისტოფელს მკვეთრად გამოყოფილი იერი აქვს, რის გამოც არსებობს გამონათქვამი: „მეფისტოფელური გარეგნობა“, „მეფისტოფელური პროფილი“ და ა.შ. დამახასიათებელია მკვეთრი კონტური, წაწვეტილი ცხვირი, ღაწვი და სხვა.
                                                  
XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელი მომღერალი მორისი ვ. მორისი, როგორც მეფისტოფელი
ოპერაში - ფრანგი კომპოზიტორ შარლ გუნოს ოპერიდან ,, ფაუსტი'' მეფიტოფელის კუპლეტი ფრ.Le veau d'or est toujours debout)  ”დედამიწაზე მთელი კაცობრიობა''  - სიმღერა მარვალრიცხოვანი არტისტების მონაწილეობით ფაუსტის - 2 აქტი სცენა 3) როგორც წესი მამაკაცის დაბალი ხმა (ბასი, ბარიტონი) ასრულებს 
იხ. ვიდეო

ფრანგ. ორიგინალური ტექსტი 
Le veau d’or est toujours debout;
On encense sa puissance
On encense sa puissance
D’un bout du monde à l’autre bout!

Pour fêter l’infâme idole,
Rois et peuples confondus,
Au bruit sombre des écus
Dansent une ronde folle
Autour de son piédestal…
Autour de son piédestal?..

Et Satan conduit le bal!
Conduit le bal!
Et Satan conduit le bal!
Conduit le bal!

Le veau d’or est vainqueur des Dieux;
Dans sa gloire dérisoire
Dans sa gloire dérisoire
Le monstre abject insulte aux cieux!

Il contemple, ô race étrange!
A ses pieds le genre humain
Se ruant, le fer en main,
Dans le sang et dans la fange

Où brille l’ardent métal!..
Où brille l’ardent métal!..

Et Satan conduit le bal!
Conduit le bal!
Et Satan conduit le bal!
Conduit le ba
იხ. ვიდეო ფეოდორ შალიაპიანი შესრულებით






четверг, 16 апреля 2020 г.

ესპანური გრიპი

                             ესპანური გრიპი

                         Emergency hospital during Influenza epidemic, Camp Funston, Kansas - NCP 1603.jpg
ფრ. Grippe Espagnole ან  La Pesadilla - სავარუდოდ ყველაზე მასობრივი  პანდემია გრიპი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, როგორც რაოდენობით დაავდებულები ასევე დაღუპულები. 1918 -1919 წწ (18თვე) მსოფლიოში ისპანკათი დაავდებული იყო 550 მილიონი ადამიოანი ანუ 29,5% მთელი პლანეტის მოსახლეობა. დაღუპლთა რაოდენობა 17 მლნ- დან 50 - 100 მილნ ადამიანი. ანუ 0,9 - 5,3% დედამიწის მოსახლეობა, რაც მიღებული იყო მიჩნეული ყველაზე მაშტაბური კატასტროფა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ამ სახით ლეტალური შედეგი დაავადებულთა შორის შეადგინა 3 - 20%. მიჩნეულია, რომ ეპიდემია დაიწყო პირველი მსოფლიო ომის დროს ანისანიტარიისა და ცუდი კვების მიზეზი და სხვ. 
იხ. ვიდეო
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ავადყოფი აშშ-ში დაფიქსირდა სახელწოდება ისპანკა ანუ ესპანური გრიპი ევროპული ქვეყნებიდა გამოცხადებული იქნა ესპანეთის მიერ. რომელიც აამ დროს ნიეტრალური ქვეყანა იყო და არ იყო სახედრო ცენზურის ქვეშ.
აღწერა 1918ე-ს ესპანეთში დასნევბული იყო 8 მილიონ ადამიანი ანუ 39% მოსახლეობა. მსვერპლი იყო მოსახლეობის ასაკში 20 - 40 წლის. სიმპტომები - ციანოზი, პნევმონია, სისხლით ხველება. 
იხ. ვიდეო



                                       

среда, 15 апреля 2020 г.

ოპტიმიზმი

                               ოპტიმიზმი

                                                   
ოპტიმისტის თვალსაზრისით ჭიქა ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტისა — ნახევრად ცარიელია რიტორიკული კითხვა. შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს ადამიანი მთლიანად დამოკიდებულება  ამა თუ იმ სიტუაციაში როგორც პესიმისტური (ჭიქა ნახევრად ცარიელია) ან ოპტიმისტური (ჭიქა ნახევრად სავსეა). მოცემული დიდომა გამოიყენება, რომ აიხსნას ადამიანები როგორ აღიქვამენ ამა თუ იმ მოვლენების მიმართ.  დამოკიდებულება ყოველი ადამიანის არის უნიკალური და წარმოადგენს მხოლოს ერთერთი ინტერპეტაციას რეალობის.

(ლათ. optimus - საუკეთესო) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.
იხ. ვიდეო
ცნობილი მაგალითი ოპტიმიზმის და პესიმიზმის წარმოაგდენს განსჯა ადამიანის ჭიქასთან მიმართებაში სავსეა თუ არა იგი წყალით. მიჩნეულია ომ ოპტიმისტს მიაჩნია რომ ჭიქა სავსეა ნახევად წყლით ხოლო პესმისტი კი ჭიქა ცარიელია ნახევრად.
მაკობსკი ,,ოპტიმისტი და პესიმისტი''  (1893)
ფილოსოფოსი გოტფრიდ ლაიბნიცს მიაჩნდა, რომ ჩვენ ვცხოვობთ ,,  საუკეთესოში ყველა შესაძლო სამყორებოს შორის''
სამცნიერო დაკვირვებემა დაადგინა, რომ ოპტიმიზმს სეუძლია გააძლიეროს ადამიანის ჯამრთელობა, კერძოდ:
ხელს უსლის უმწეობის მდგომარეობის აღმოცენებას და შესაბამისად მხარს უჭერს მუდმივად მზადყოფნასი იყოს იმუნიტეტი.
ხელს უწყობს ჯანსაღო ცხოვრების წესის დაცვას და ექიმტან დროულად მისვლას.
ოპტიმისტი ადვილად ამყარებს და ინარცუნებს მეგომრულ ურთიერთობებს შესაბამისად სოციალურია
ნხარს უჭერს - ჯამრთელი ცხოვრების წესს და შესაბამისად ჯამრთელობას ინარჩუნებს.
იხ. ვიდეო





вторник, 14 апреля 2020 г.

დორიან გრეის სინდრომი

                 დორიან გრეის სინდრომი

                                                       
პორტრეტი ბასილი ჰოლორდი და ლორდ ჰენრი ვოტონი აკვირდებიან დორიან გრეის სურათზე დაფიქსირებულ სილამაზეს
 (ინგლ. Dorian Gray syndrome) — ფსიქოლოგიური დაავადება. ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ კულტურულ და სოციალურ ფენომენებს, ამ სინდრომის მქონე ადამიანები უკიდურესად ცდილობენ იყვნენ განსაკუთრებულად ლამაზები და ცდილობენ შეინარჩუნონ ფიზიკური სილამაზე, და ახალგაზდობა მუდმივად, მოიხმარნენ კოსმეტიკური პროდუქციას „გადაჭარბებულად“, იკეთებენ თმის აღდგენის შეღებვის პროცედურებს, აგრეთვე პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციებს. ტერმინი „დორიან გრეის სინდრომი“ ეხება ოსკარ უაილდის რომანის „დორიან  გრეის  პორტრეტის “ პერსონაჟს — დორიან გრეის. განსაკუთრებულად ლამაზი კაცი, რომელმაც ჰედონიზმით და გადაჭარბებული თვითმმართველობის სიყვარულით დაამტკიცა დამღუპველი პირადი, სოციალური და ემოციური ასპექტები და რომელიც ცდილობდა გაქცეოდა ცხოვრებას. საკუთარი გარყვნილი ცხოვრების წესის მქონე ზებუნებრივი პორტრეტი (სულიერი დამოკიდებულებები) უმაგრებდა ზურგს მის ფიზიკურ სილამაზეს.
იხ. ვიდეო

                 დორიან გრეის პორტრეტი

                                                  
(ინგლ. The Picture of Dorian Gray) — ოსკარ უაილდის ერთადერთი გამოქვეყნებული რომანი. პირველად 1890 წლის ივნისში გამოიცა ჟურნალში „Lippincott’s Monthly Magazine“1891 წელს კი ავტორისეული ჩასწორებებით და ჩამატებებით − ცალკე წიგნის სახით.
რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას
ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს
გრეის სურვილი აუსრულდ
დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა
            დორიან გრეი კინო ფილმი
                     Постер фильма
                                             Dorian gray ver2.jpg
მხატვრული ფილმის რ-იც 2009 წელს გამოვიდა რეჟისორი ოლივერ პარკერი გადაღებულია ოსკარ უოლდის რომანის მიხედვით ,,დორიან გრეის პორტრეტი'' -ის მიხედვით. იხ. ვიდეო კინო ფილმი




понедельник, 13 апреля 2020 г.

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

             ყინულისა და ცეცხლის                                 სიმღერა


                                                        A Song of Ice and Fire book collection box set cover.jpg
(ინგლ. A Song of Ice and Fire) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია ამერ. ავტორი ჯორჯ მარტინის მიერ. სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი , „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.
იხ. ვიდეო შეგძლიათ მოისმინოთ სრულად


„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რომელთა რაოდენობაც მეხუთე რომანისათვის 31–ს აღწევს. იკვეთება სიუჟეტის სამი ხაზი: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა; სამოქალაქო ომში მოკლული მეფის შვილის, დენერის ტარგარიენის ამბიცია, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და რკინის ტახტი დაიბრუნოს.

მარტინის შთაგონების ძირითადი წყაროა ვარდების ომი. სერიას აქებენ მისი რეალიზმისათვის, სადაც მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული. ასევე, ხშირია ძალადობა, სექსი და მორალური ბუნდოვანება. მთავარი პერსონაჟები ხშირად კვდებიან, რათა მკითხველები გმირების უსაფრთხოებაში დარწმუნებამ არ დაამშვიდოს. განსხვავებული პერსპექტივები პერსონაჟთა სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნიან, მათ შორის არის სავარაუდო არამზადების პერსპექტივებიც.
მიუხედავად პირველი გამოცემის ნაკლებად პოპულარობისა, ახლა მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული და სერია ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მეოთხე და მეხუთე წიგნები ნიუ იორკ თაიმზ ბესტსელერთა სიაში მოხვდნენ
                                                       

        ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი

                                            Portrait photoshoot at Worldcon 75, Helsinki, before the Hugo Awards – George R. R. Martin (cropped).jpg
 (George R. R. Martin; დ. 20 სექტემბერი1948) — ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ფენტეზი, საშინელებათა და მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრებში. იგი ძირითადად ცნობილია, როგორც ავტორი ეპიკური ფენტეზი რომანების სერიისა „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“. აღნიშნული რომანის ტელესერიალად ადაპტირება ტელეარხმა HBO-მ მოახდინა სახელით „სატახტოთა თამაში“. ჟურნალმა Time მარტინი დაასახელა 2011 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის
მარტინმა ფენტეზი ჟანრის ნოველების გაყიდვა 1970 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ 21 წლის იყო. პირველად მან თავისი მოთხრობა, "გმირი", ჟურნალ გალაქსის მიჰყიდა, რომელიც თებერვლის ნომერში გამოსცეს. მალევე მისი სხვა ნამუშევრებიც გამოჩნდა. მისი პირველი მოთხრობა, "დილას მოსდევს ნისლი", რომელიც ჟურნალ ანალოგმა გამოაქვეყნა 1973 წელს, ნომინირებული იყო ჰიუგოსა და ნებულას პრემიებზე. მარტინი, ამერიკის სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის მწერალთა წევრი, ამ ორგანიზაციის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალური ხელმძღვანელი იყო 1977-1979 წლებში; ის ასევე ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო 1996-1998 წლებში
იხ. ვიდეო
სატახტო თამაშები სერიალი
Game of Thrones title card.jpg
 (ინგლ. Game of Thrones) — ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. იგი ეფუძნება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი-რომანების სერიას, რომლის პირველ წიგნს ეწოდება „სატახტოთა თამაში“. იგი გადაღებულია ბელფასტსა და სხვა ადგილებში — ჩრდილოეთ ირლანდიაშიმალტაშიხორვატიაშიისლანდიასა და მაროკოში. სერიალის პრემიერა გაიმართა HBO-ზე, აშშ-ში, 2011 წლის 17 აპრილს. იგი გაგრძელდა მეოთხე სეზონით, რომელიც ეთერში 2014 წლის აპრილში გავიდა.
                                             Game of Thrones.jpg
სერიალში მოქმედება მიმდინარეობს უესტეროსისა და ესოსის გამოგონილ კონტინენტებზე, 10 წლიანი ზაფხულის მიწურულს. მიმოხილულია რამდენიმე სიუჟეტური ხაზი. პირველი აღწერს სამეფო წარმოშობის სახლთა სამოქალაქო ომს შვიდი სამეფოს რკინის ტახტისთვის ბრძოლისას. მეორე აღწერა მოახლოებული ზამთრის მზარდ საშიშროებას და ჩრდილოეთის მითურ არსებებს. მესამეში აღწერილია დამხობილი დინასტიის მხრიდან სამეფოს დაბრუნების უკანასკნელი მცდელობა. მორალურად ბუნდოვანი პერსონაჟების მეშვეობით, სერიალში განხილულია სოციალური იერარქიის, რელიგიის, ერთგულების, კორუფციის, სექსუალურობის, სამოქალაქო ომის, დანაშაულისა და სასჯელის პრობლემები. მეინსტრიმულ მედიაში ფენტეზის პოპულარიზაციაში შეტანით იგი უკანასკნელი დროის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ნამუშევარია.
                                              
სერიალს ფართო და აქტიური თაყვანისმცემლები ჰყავს. კრიტიკოსებისგან მან აღიარება დაიმსახურა, თუმცა შიშველი სხეულის ჩვენებამ და ძალადობის სცენებმა გამოიწვიეს კამათი. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ ნომინაცია. მათ შორის არის „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული დრამატული სერიალისთვის“ (სამივე სეზონისთვის), ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ტელესერიალისთვისჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის (ხანგრძლივი ფორმის) და პიბოდის ჯილდო. სერიალის მსახიობთაგან პიტერ დინკლიჯმა მიიღო „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის დრამატულ სერიალში“ და ოქროს გლობუსი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის სერიალში, მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში, ტირიონ ლანისტერის როლისთვის.
იხ. ვიდეო სერიალი


გარემოსდაცვითი საფრთხე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -               გარემოსდაცვითი საფრთხე  ეკოლოგიურად საშიში მასალების საერთაშორისო პიქტოგრ...