Translate

пятница, 20 августа 2021 г.

ჯეიმზ კლარკ მაქსველი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               ჯეიმზ კლარკ მაქსველი

(დ. 13 ივნისი 1831 — გ. 5 ნოემბერი 1879) — შოტლანდიელი  მეცნიერი, რომელიც მოღვაწეობდა მათემატიკური ფიზიკის დარგში. მისი მთავარი მიღწევა იყო განტოლებების შექმნა, რომელთა საშუალებითაც აჩვენა, რომ ელექტრობამაგნეტიზმი და ოპტიკა ემორჩილებიან ერთ ფენომენს, რომელსაც ელექტრომაგნიტური ველი უწოდა.
იხ. ვიდეო

მაქსველი მხოლოდ 14 წლის იყო, როდესაც ედინბურგის სამეფო საზოგადოების წინაშე გეომეტრიის შესახებ დაწერილი მისი ნაშრომის წარდგენა სთხოვეს, 24 წლისა კი აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ათი წლის შემდეგ სამსახურს თავი დაანება და მაგნეტიზმისა და ელექტრობის შესახებ თეორიების შესაქმნელადაც მოიცალა. 40 წლის მაქსველი კემბრიჯში ექსპერიმენტული ფიზიკის პირველ პროფესორად მიიწვიეს.

                                                                        

ილუსტრაცია დენის შერეული კონდენსტორში

რამდენიმე წლით ადრე, მაიკლ ფარადეი ძალწირის მქონე მაგნიტებსა და ელექტრულ ნაკადებზე საუბრობდა და ისინი გამოსახულიც ჰქონდა. მაქსველს ეს სმენოდა და მათ განსამარტავად თეორიაც შეიმუშავა. მან ივარაუდა, რომ თუ მაგნიტი წინ და უკან იმოძრავებდა, ტალღებს წარმოქმნიდა, რომლებიც ფარადეის მიერ ნახსენები ძალწირის მიმართულებას გაჰყვებოდნენ. ამის შემდეგ მაქსველმა გასაოცარი დასკვნა გააკეთა: სინათლე, სინამდვილეში ძალწირის გასწვრივ გავრცელებული უდიდესი სიჩქარის ტალღებია. ამ ტალღებს მან ელექტრომაგნიტური ტალღები დაარქვა და თავისი აზრის სისწორეც დაამტკიცა. მისი გამოთვლების თანახმად, არსებობდა სხვა სახის, სინათლის ტალღაზე უფრო გრძელი და მოკლე ელექტრომაგნიტური ტალღებიც. მაქსველის სიცოცხლეში მათი აღმოჩენა არ მოხერხდა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ რადიოტალღებიინფრაწითელე სხივებიულტრაიისფერი სხივებირენტგენის სხივები და გამა-სხივები ელექტრომაგნიტური ტალღების ოჯახს მიეკუთვნება.




რობერტ ჰუკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                            რობერტ ჰუკი

                                           
 (ინგლ. Robert Hooke; დ. 18 ივლისი 1635, კუნძული უაიტი — გ. 3 მარტი 1703ლონდონი) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, ტოპოგრაფი.

ობერტ ჰუკი დაიბადა 1635 წლის 18 ივლისს დაბა ფერშუოტერში, ინგლისის კუნძულ უაიტზე, ადგილობრივი ეკლესიის მოძღვრის ოჯახში. მამას უნდოდა რომ მისი შვილი გაჰყოლოდა მის კვალს, მაგრამ თავის გეგმებზე უარის თქმა მოუწია, რადგან ბიჭს იმდენად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რომ დაწყებით სკოლაშიც კი ვერ იარა.

მამის სიკვდილის შემდეგ ჰუკი შედის რ. ბაშბის სკოლაში, 1653 წელს კი ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება.მალე იგი ასისტენტად აჰყავს ქიმიკოს ჯონ უილკინზს, რომელიც შემდეგ რეკომენდაციას უწევს რობერტ ბოილთან. პირველი სამუშაო რომელიც ჰუკს ბოილმა დაავალა იყო ო. ჰორიკეს მიერ გამოგონებული ტუმბოს გაუმჯობესება. ახალგაზრდა კაცმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ სამუშაოს: ამ ტუმბოს გამოყენებით აღმოაჩინა რობერტ ბოილმა ბოილ-მარიოტის კანონის სახელით ცნობილი კანონი.

უილკინზმა და ბოილმა დააკავშირეს ჰუკი ბუნებისმცოდნეობის წრესთან, რომლის წევრებმაც 1660 წელს დააარსეს ლონდონის სამეფო საზოგადოება (ინგლისის მეცნიერებათა აკადემია). მათ შორის იყო ჰუკიც. 1662 წელს ჰუკმა მიიღო ამ საზოგადოების დემონსტრატორის თანამდებობა.

1665 წლიდან ჰუკი გრეშემ-კოლეჯის პროფესორია და ლექციებს კითხულობს იქ. 1666 წლიდან კუტლერის წინადადებით ლექციებს კითხულობს ლონდონის სამეფო საზოგადოებაშიც.

ამავე წელს, ლონდონის ხანძრის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა აღსადგენ სამუშაოებს, შეადგინა ქალაქის აღდგენის პროექტიც, მაგრამ უდიდეს დროს უთმობდა სამეცნიერო მუშაობასაც: მისი პირველი დაამოუკიდებელი გამოკვლევა შეეხებოდა კაპილარულ მოვლენებს, რის შედეგადაც ახსნა ხის ტანში წვენის მოძრაობა.

იხ.ვიდეო

1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფია“, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ცდებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.

ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.

ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ცდათ“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალსა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.

რობერტ ჰუკი გარდაიცვალა 1703 წლის 3 მარტს. მის გასვენებას ესწრებოდა ყველა მეცნიერი ვინც იმხანად ლონდონში იმყოფებოდა.

                                                                 

ჰუკის მიკროსკოპი
გამოგონებები ჰუკის მარავლმრივია 1656წ-და 1658წ-მდე ჰუკმა გამოიგონა სპირალური ზამბარა რეგურიბსითვის საათის მოძრაობის.

1984წ-ს ჰუკმა გამოიგონა ოპტიკური ტელეგრაფი.

                                                                         

ჰუკის ბარომეტრი




ნანოტექნოლოგია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ნანოტექნოლოგია

ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე.
იხ. ვიდეო რა არს ნანოტექნოლოგიები, შესაძლებლობები აქვს და რაში შეიძლება გამოვიყენოთ მისი მიღწევები

ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება მედიცინაშიელექტრონიკასა და ენერგეტიკაში. თუმცა ამასთან ნანოტექნოლოგია ბადებს კითხვებს მის შესაძლო უარყოფით გავლენაზე ეკოლოგიაზე ან/და გლობალურ ეკონომიკაზე. შესაბამისად, მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ამ სფეროს სპეციალური რეგულირება.

იხ. ვიდეო

ნანოტექნოლოგია — მეცნიერების ახალი მიმართულებაა, რომელიც განსაზღვრული რაოდენობის ატომების და მოლეკულების მანიპულაციით აწყობს და ქმნის სასურველი სტრუქტურის მასალებს და ხელსაწყოებს. მას შეუდძლია მიიღოს სასურველი ნანოობიექტები და ნანოსტრუქტურები ხელოვნური სინთეზით, რომელთა მსგავსები არ არსებობენ საერთოდ ბუნებაში, შექმნას ჯერ არნახული სიმძლავრის და სისწრაფის კომპიუტერები და საინფორმაციო საშუალებების სხვა ხელსაწყოები. უახლოეს ათწლეულში მისი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების ტემპი მოახდენს ნანორევოლუციას და კოორდინალურად შეიცვლება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფერო. ნანოტექნოლოგია, რომელსაც ხშირად უწოდებენ „მაღალ ტექნოლოგიებს“, ემყარება სამეცნიერო და ექსპერიმენტულ საფუძვლებს. ის წარმოადგენს დისწიპლინათაშორისო მეცნიერებას და აერთიანებსa ფიზიკასქიმიასბიოლოგიასელექტრონიკასმედიცინას და სხვა დარგებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ის აღიარებულია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად.

იხ. ვიდეო








четверг, 19 августа 2021 г.

ანტონიო ვივალდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                           ესთეთიკა, ხელოლვნების მწერვალია 

                                      ანტონიო ვივალდი                                                                          

(იტალ. Antonio Lucio Vivaldi; დ. 4 მარტი1678ვენეცია ― გ. 28 ივლისი1741ვენა), მეტსახელად Il Prete Rosso („წითელი მღვდელი“) — ვენეციელი მღვდელი, ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და მევიოლინე. მისი ოთხი სავიოლინო კონცერტი, „წელიწადის დრონი“, განეკუთვნება ბაროკოს ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს.

ანტონიო ვივალდი დაიბადა 1678 წლის მარტს, ქალაქ ვენეციაში. პატარა ანტონიო დაბადებისთანავე მონათლეს. მკვლევართა ვარაუდით, ახალშობილს ან ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა ან ეს დაკავშირებული იყო იმ მიწისძვრასთან, რომელიც ვივალდის დაბადების დღეს არყევდა ქალაქს. თუმცა, საეკლესიო ნათლობა მოხდა მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ.

ვიოლინოზე დაკვრა ანტონიომ მამისგან, ჯოვანი ბატისტასგან ისწავლა. ჯოვანი ბატისტა იყო ერთ-ერთი Sovvegno dei musicisti di Santa Cecilia-ს დამაარსებელი, რომელიც წარმოადგენდა მუსიკოსთა და კომპოზიტორთა ერთგვარ პროფესიულ გაერთიანებას. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჯოფანი ლეგრენზი, სან-მარკოს ბაზილიკის კაპელის მაესტრო, რომელმაც ადრეულ ასაკშივე უწინასწარმეტყველა პატარა ანტონიოს დიდი მუსიკალური მომავალი. როგორც ჩანს ვივალდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მან ვერ შეძლო დაუფლებოდა სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრას, სუნთქვის უკმარისობის გამო.

15 წლის ასაკში, 1693 წელს მან სწავლა დაიწყო სასულიერო სასწავლებელში და მაშინ მისი მიზანი იყო გამხდარიყო მღვდელი. 1703 წელს, 25 წლის ასაკში ის ეკურთხა კიდეც მღვდლად და მაშინ მისი მეტსახელი იყო Prete Rosso, ანუ "წითელი მღვდელი", სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 1704 წელს, მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი ეთქვა სადღესასწაულო ლიტურღიის ჩატარებაზე. აქედან მოყოლებული ის თანდათან ჩამოცილდა აქტიურ პრაქტიკას, თუმცა მაინც რჩებოდა მღვდლად.

Ospedale della Pietà-ში, 1703 წლის სექტემბერში ვივალდი გახდა Ospedale della Pietà-ს თავშესაფარში maestro di violino (ვიოლინოს მასწავლებლად). ვენეციაში სულ 4 ასეთი დაწესებულება იყო. მათი მიზანი იყო მიეცათ განათლება და აღეზარდათ მიტოვებული, ობოლი და ღარიბი ოჯახის შვილები. ისინი ფინანსდებოდნენ რესპუბლიკის ფონდებიდან ვაჟები შეისწავლიდნენ ვაჭრობას და თავშესაფარს ტოვებდნენ 15 წლის ასაკში, ხოლო გოგონები კი იღებდნენ მუსიკალურ განათლებას და ყველაზე ნიჭიერები ხდებოდნენ Ospedale della Pietà-ს გუნდის და ორკესტრის წევრები.

ანტონიო ვივალდის ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ მალე ობოლთა თავშესაფრის აღსაზრდელთა გუნდმა მოიპოვა დიდი სახელი და პატივისცემა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც. სწორედ ვივალდიმ დაწერა მათი კონცერტების, კანტატების და სასულიერო მუსიკის უმეტესი ნაწილი. თუმცა კომპოზიტორის დამოკიდებულება Ospedale della Pietà-ს მმართველობასთან საკმაოდ დაძაბული იყო. მმართველთა საბჭო ყოველ წელს აწყობდა კენჭისყრას მასწავლებელთა არჩევის თაობაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვივალდის დატოვებაზე კენჭისყრა ყოველთვის დავით სრულდებოდა და 1709 წელს დიდმა კომპოზიტორმა დაკარგა ეს სამუშაო 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როგორც შტატგარეშე მუსიკოსი კვლავ დააბრუნეს ოსპედალეში. როგორც ჩანს მმართველობა დარწმუნდა მის გენიალობაში. უკვე 1713 წელს ის გახდა ამ დაწესებულების მუსიკალურ შემოქმედებაზე პასუხისმგებელი. ხოლო 1716 წელს დააწინაურეს და მიიღო წოდება maestro di' concerti.

იხ. ვიდეო შტორმი თანამედრო დამუშავენით


სწორედ ამ წლებში დაწერა ვივალდიმ თავისი მუსიკალური ნაწარმოებების უმრავლესობა, მათ შორის უამრავი ოპერა და კონცერტი.

1705 წელს გამოიცა მისი ნაწარმოებების პირველი კრებული Opus 1, რომელიც მოიცავდა ორი ვიოლინოს 12 სონატას. 1709 წელს გამოიცა მეორე კრებული Opus 2. 1718 წელს ვივალდიმ დაიწყო მოგზაურობა. მიუხედავად მისი ხშირი მოგზაურობისა Ospedale della Pietà თანახმა იყო მისთვის ხელფასი გადაეხადა, თუკი კომპოზიტორი მათ დაუწერდა თვეში ორ კონცერტს და ჩაატარებდა მეცადინეობას ხუთჯერ მაინც იმ დროს, როცა ვენეციაში იმყოფებოდა. ანგარიშსწორების ფურცლები გვაუწყებენ, რომ მან 1723-1733 წწ-ში მას 140 კონცერტის დაწერა აუნაზღაურეს. ოპერის იმპრესარიო მე-18 საუკუნის ვენეციაში ოპერა იყო ყველაზე უფრო პოპულარული მუსიკალური სანახაობა და მისი წერაც კომპოზიტორისათვისაც ძალზედ მომგებიანი იყო. არსებობდა რამდენიმე თეატრი, რომლებიც მუდმივ კონკურენციაში იყვნენ ერთმანეთთან. ვივალდის პირველი ოპერა Ottone in villa დაიდგა 1713 წელს არა ვენეციაში არამედ განზერიაში ვიჩენცას თეატრში. მომდევნო წელს ვივალდიმ უკვე ვენეციაში გადმოინაცვლა და გახდა Sant'Angel-ოს თეატრის იმპრესარიო, სადაც დაიდგა მისი ოპერა Orlando finto pazzo (RV 727). თუმცა ეს ოპერა ვერ პასუხობდა იმდროინდელი მაყურებლის მოთხოვნებს, ამიტომაც ორი კვირის შემდეგ ვივალდი იძულებული გახდა მოეხსნა იგი თეატრის რეპერტუარიდან და შეეცვალა იმ დროისათვის უფრო პოპულარული წარმოდგენით. 1715 წელს მან მაყურებელს წარუდგინა ოპერა Nerone fatto Cesare (RV 724, დაკარგულია). ეს იყო შვიდი კომპოზიტორის შექმნილი ოპერა, სადაც ვივალდი იყო ლიდერი. ამჯერად ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.

იხ. ვიდეო ზამთარი


1716 წელს ვივალდიმ დაწერა კიდევ ორი ოპერა L'incoronazione di Dario (RV 719) და La costanza trionfante degli amori e degli odi (RV 706). უკანასკნელი მათგანი იმდენად პოპულარული გახდა რომ ორი წლის შემდეგ უკვე სახელშესვლილი და გადამუშავებული Artabano re dei Parti (RV 701, დაკარგულია) იდგმებოდა სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საბოლოოდ 1732 წელს პრაღაშიც კი დაიდგა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ანტონიო ვივალდიმ ცნობილი წელიწადის დროები, რომელიც წარმოადგენს ვიოლინოს 4 კონცერტს. როგორც ირკვევა ამ მუსიკის დაწერის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მანტუას ირგვლივ მდებარე ლამაზი სოფლის გარემო. ამ ნაწარმოებმა მოახდინა რევოლუცია მუსიკალურ კონცეფციაში. მათში გენიალურმა კომპოზიტორმა ნათლად დახატა ნაკადულის ჩხრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი, ძაღლების ყაფა, მეცხვარეთა შეძახილები, შტორმი, წყნარი ღამეები, გაყინული პიეზაჟები, ცეცხლის ციალი. ყველა ეს სცენა თვალნათლივ წარმოგვიდგება ხოლმე ამ გენიალური მუსიკის მოსმენისას.

თავისი კარიერის ზენიტში კომპოზიტორმა დაწერა საქორწილო კანტანტა Gloria e Imeneo (RV 687), სპეციალურად ლუი XV-ის ქორწინებისადმი მიძღვნილი და La Cetra მიძღვნილი იმპერატორ ჩარლზ VI-სადმი. 1728 წელს ის პირადად შეხვდა იმპერატორს ტრიესტში, პორტის მშენებლობაზე ჩამოსულს. ჩარლზი ისე მოხიბლული იყო „წითელი მღვდლის“ მუსიკით, რომ ის იმ დღეს იმაზე მეტი ესაუბრა კომპოზიტორს, ვიდრე ალბათ ყველა მინისტრს ორი წლის მანძილზე. მან ვივალდს მიანიჭა რაინდი წოდება, ოქროს მედალი და მიიწვია ვენაში. თავის მხრივ კომპოზიტორმა იმპერატორს გადასცა La Cetra-ს ხელნაწერის ასლი.

იხ. ვიდეო ზაფხული ჭექა-ქუხილი


1730 წელს მამის თანხლებით ვივალდი მოგზაურობს ვენასა და პრაღაში, სადაც დაიდგა მისი ოპერა Farnace. იმ პერიოდის სხვა კომპოზიტორთა მსგავსად ვივალდიც სიცოცხლის ბოლო წლებში განიცდიდა ფინანსურ გაჭირვებას. მისი ნაწარმოებები უკვე აღარ სარგებლობდნენ პოპულარობით, მუსიკალური გემოვნების ცვალებადობამ ისინი მალე მოდიდან გადასული გახადა. რის გამოც ვივალდი იძულებული გახდა თავის ხელნაწერთა უმრავლესობა მეტად დაბალ ფასში გაეყიდა, რათა ვენაში თავისი ცხოვრება უზრუნველეყო. დღემდე უცნობია ვივალდის ვენეციიდან წასვლის მიზეზი. თუმცა მკვლევართა ნაწილი ვარაუდობა, რომ იგი ვენაში იმპერატორთან შესახვედრად გაემგზავრა, თუმც მისი ვენაში ჩასვლიდან მოკლე ხანში იმპერატორი გარდაიცვალა. უიღბლობის ამ მძიმე დარტყმამ კომპოზიტორი ვენაში შემოსავლის წყაროსა და იმპერატორის მფარველობის გარეშე დატოვა. ვივალდი გარდაიცვალა 1741 წლის 27 ან 28 ივლისს შინაგანი ორგანოების ინფექციით, ნაქირავებ სახლში. 28 ივლისს დაკრძალეს ღარიბთა საავადმყოფოს ეზოში,რომელიც მდებარეობდა წმინდა კარლის სახელობის ეკლესიასთან. ამ სასაფლაოზე ასაფლავებდნენ სიკვდილმისჯილ დამნაშავეებსაც. იმის გამო რომ ეს სასაფლაო 1783 წელს დაიხურა, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად არის დაკრძალული ა. ვივალდი. 1815 და 1818 წლებში იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაფლაო იყო, აშენდა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი. 1978 წელს, ანტონიო ვივალდის დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წინ დაიდგა მემორიალური დაფა, რათა უკვდავეყოთ ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორის სახელი.

იხ. ვიდეო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

მემკვიდრეობა

ანტონიო ვივალდი ( ფრანსუა მორლეონ დე ლა გამოქვაბულის გრავიურა მიშელ-შარლ ლესენის გამოცემა ვივალდის თხზულება 8, 1725 წ.)
ანტონიო ვივალდის ძეგლი რუზველტპლაცზე, ვენა, ავსტრია

XX საუკუნის დასაწყისში, ფრიც კრაისლერის კონცერტმა დო მაჟორში, ვივალდის სტილში (რომელიც მან ვივალდის ორიგინალურ ნაწარმოებად წარმოადგინა) ხელი შეუწყო ვივალდის რეპუტაციის აღდგენას. კრაისლერის კონცერტმა დო მაჟორში ფრანგ მეცნიერს, მარკ პინშერლს, შთააგონა, დაეწყო ვივალდის შემოქმედების აკადემიური შესწავლა. ვივალდის მრავალი ხელნაწერი ხელახლა აღმოაჩინეს და ტურინის ეროვნული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ შეიძინა ტურინელი ბიზნესმენების, რობერტო ფოას და ფილიპო ჯორდანოს გულუხვი სპონსორობის შედეგად, მათი ვაჟების ხსოვნისადმი. ამან განაპირობა ვივალდისადმი ინტერესის განახლება, მათ შორის მარიო რინალდის, ალფრედო კასელას , ეზრა პაუნდის , ოლგა რაჯის , დეზმონდ ჩუტის , არტურო ტოსკანინის , არნოლდ შერინგის და ლუი კაუფმანის მხრიდან , რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ვივალდის აღორძინებაში XX საუკუნის განმავლობაში.

1926 წელს, პიემონტის მონასტერში , მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვივალდის ნაწარმოებების თოთხმეტი შეკრული ტომი (მოგვიანებით გაირკვა, რომ თხუთმეტი იყო), რომლებიც ადრე ნაპოლეონის ომების დროს დაკარგულად ითვლებოდა . დანომრილ კომპლექტში დაკარგული რამდენიმე ტომი დიდი ჰერცოგ დურაცოს შთამომავლების კოლექციებში აღმოაჩინეს, რომლებმაც მონასტრის კომპლექსი მე-18 საუკუნეში შეიძინეს. ტომები შეიცავდა 300 კონცერტს, 19 ოპერას და 100-ზე მეტ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებს. 

ვივალდის გამოუქვეყნებელი ნაწარმოებების XX საუკუნეში აღდგენას დიდი წვლილი მიუძღვის ალფრედო კასელას ცნობილმა ძალისხმევამ , რომელმაც 1939 წელს ორგანიზება გაუწია ისტორიულ ვივალდის კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ხელახლა აღმოჩენილი „გლორია“ (RV 589) და „ოლიმპიადა“ აღდგა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვივალდის კომპოზიციები დიდი წარმატებით სარგებლობს. ისტორიულად ინფორმირებულმა შესრულებებმა , ხშირად „ორიგინალურ ინსტრუმენტებზე“, კიდევ უფრო გაზარდა ვივალდის პოპულარობა.

ვივალდის ნაწარმოებების ბოლოდროინდელი ხელახალი აღმოჩენები მოიცავს ორ ფსალმუნის კომპოზიციას: ფსალმუნი 127 , Nisi Dominus RV 803 (რვა მოძრაობაში); და ფსალმუნი 110 , Dixit Dominus RV 807 (თერთმეტ მოძრაობაში). ეს ნაწარმოებები, შესაბამისად, 2003 და 2005 წლებში ავსტრალიელმა მეცნიერმა ჯენის სტოკიგტმა აღმოაჩინა. ვივალდის მეცნიერმა მაიკლ ტალბოტმა RV 807 აღწერა, როგორც „შესაძლოა, ვივალდის კალმის საუკეთესო არაოპერატიული ნაწარმოები, რომელიც 1920-იანი წლებიდან მოყოლებული გამოქვეყნდა“. 

2002 წლის თებერვალში, მუსიკოლოგმა შტეფენ ვოსმა  [ დე ] ბერლინის სიმღერის აკადემიის არქივში აღმოაჩინა ოპერა „მოტეზუმას“ (RV 723) მუსიკის 70% . დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა ჰოლანდიელმა მუსიკოლოგმა კეეს ვლაარდინგერბრუკმა  [ ნლ ] ის აღწერა , როგორც „ვივალდის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ბოლო 75 წლის განმავლობაში“.  ეს არის ერთ-ერთი უძველესი ოპერა, რომლის მოქმედებაც ამერიკაში შეიქმნა, მისი ვერსიები დაიდგა დიუსელდორფში 2005 წელს და ლონგ ბიჩში 2009 წელს. 

ვივალდის 1730 წლის ოპერა „არგიპო“ (RV 697), რომელიც ასევე დაკარგულად ითვლებოდა, 2006 წელს ხელახლა აღმოაჩინა კლავესინისტმა და დირიჟორმა ონდრეი მაჩეკმა, რომლის „ჰოფმუსიჩის“ ორკესტრმა ნაწარმოები პრაღის ციხესიმაგრეში 2008 წლის 3 მაისს შეასრულა - ეს მისი პირველი შესრულება 1730 წლის შემდეგ.

ვივალდის ცხოვრების თანამედროვე ასახვა მოიცავს 2005 წელს ABC Radio National- ის მიერ შეკვეთილ და შონ რაილის მიერ დაწერილ რადიოპიესას . პიესა, სახელწოდებით „ანგელოზი და წითელი მღვდელი“ , მოგვიანებით სცენისთვის ადაპტირებული იქნა და ადელაიდას ხელოვნების ფესტივალზე შესრულდა .  ვივალდის შესახებ გადაღებულ ფილმებს შორისაა: „წითელი ვენეცია  “ [ fr ] (1989), იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია ეტიენ პერიეს რეჟისორობით ; „ანტონიო ვივალდი, პრინცი ვენეციაში“  [ fr ] (2006), იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია ჟან-ლუი გილერმუს რეჟისორობით  [ fr ] ;  და „ვივალდი, წითელი მღვდელი “ (2009), იტალიური ფილმი, შექმნილი და გადაღებული ლიანა მარაბინის მიერ, რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია ვივალდის, როგორც მღვდლის, ასევე კომპოზიტორის ცხოვრებაზე.

2010 წელს Google-მა ვივალდის დაბადებიდან 332-ე წლისთავი Google Doodle- ით აღნიშნა , სადაც ოთხი ვიოლინო იყო გამოსახული, რომლებიც „ოთხი სეზონის“ მიხედვით იყო შექმნილი . 

2016 წელს კანადელმა ქორეოგრაფმა კრისტალ პაიტმა თავისი ბალეტის, „ოთხი სეზონის“ , „სეზონების კანონის“ პრემიერა პარიზის ოპერის ბალეტთან ერთად გარნიეს სასახლეში წარმოადგინა, სანამ ლონდონის სამეფო ბალეტში წარადგენდა .  შემდგომში ამ ნაწარმოებმა პიტს საუკეთესო ქორეოგრაფის ნომინაციაში Benois de la Danse-ის პრემია მოუტანა .

რეკლამა  -  მომზადება ვოკალში -  პროფესიონალი მომღერალი ოპერის სოლისტი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით, სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64

ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949



გარემოსდაცვითი საფრთხე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -               გარემოსდაცვითი საფრთხე  ეკოლოგიურად საშიში მასალების საერთაშორისო პიქტოგრ...