пятница, 8 сентября 2023 г.

ირაკლი ღარიბაშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედი გიორგი გახარია
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედი ბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრე გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
წინამორბედი ლევან იზორია
მემკვიდრე ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 20 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედი ბაჩანა ახალაია
მემკვიდრე ალექსანდრე ჭიკაიძე
დაბადებული 28 ივნისი, 1982 (41 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება
მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი
შვილები ნიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სორბონის უნივერსიტეტი
პროფესია იურისტი, დიპლომატი, პოლიტოლოგი
საქმიანობა პოლიტიკა
რელიგია მართლმადიდებელი

 (დ. 28 ივნისი1982თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე.

განათლება

ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[2] ფლობს რუსულინგლისურ და ფრანგულ ენებს.

პოლიტიკურ კარიერამდე

2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

შინაგან საქმეთა მინისტრი

2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რითაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი და დაპატიმრებული.

ასეთი ფართომასშტაბიანი, უპრეცედენტო ამნისტიის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით იკლო დანაშაულის რიცხვმა და გაიზარდა დანაშულის გახსნის მაჩვენებელი.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. ამ რეფორმის ფარგლებში (2012 წლის ნოემბერი), სამინისტროს სამსახურების - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას, ადამიანის უფლებათა დაცვას. იზოლატორების საქმიანობა გახდა გამჭვირვალე. მათ სისტემატურ ზედამხედველობას უწევენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და უცხოელი უფლებადამცველები. 2012 წლის დეკემბერში დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უკანონო თვალთვალის დასრულება საქართველოში. 2013 წლის 5 სექტემბერს, უშუალოდ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა. ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან ერთად, 2014 წ.

31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას.

მთავრობის ახალი პროგრამა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივები

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

მთავრობის პრიორიტეტებად დასახელდა: ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებისა და ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტიანი და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, შეიქმნა კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც ხელისუფლებას ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები დაეხმარნენ.

ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭო შექმნა.

ადამიანის უფლებები

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, რაც ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება ადამიანის უფლებების კონფერენციაზე 2013 წლის 4 დეკემბერს გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შვიდწლიანია და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ციკლზე.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მთავრობის პრიორიტეტებია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

2012 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდგომაც საქართველო რეალური მოქმედებებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების ფაზაზე გადავა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

2013 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხელახლა დაკომპლექტდა პოლიტიკური საბჭო. პარტიის მიზანია, საქართველო იყოს სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფო და გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი.

თავდაცვის მინისტრი

2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. თანამდებობაზე შეცვალა ლევან იზორია. პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშვნის შემდეგ ღარიბაშვილი თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შეცვალა.

დაბრუნება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მდივანი ლოიდ ოსტინი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს2022 წ.

2021 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუმართლებლად მიიჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. 2021 წლის 19 თებერვალს მან თავისი გუნდი წარადგინა, სადაც გამოჩნდა ორი ახალი სახე, ჯუანშერ ბურჭულაძე (თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი) და ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი). 22 თებერვალს მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ნიკა მელიას დაკავება

ღარიბაშვილის დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო. 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.

იხ. ვიდეო - Keynote Speech Delivered by Irakli Garibashvili at GLOBSEC 2023 Chat Series - Keynote Speech Delivered by the Prime Minister of Georgia at GLOBSEC 2023 Chat Series




ბერა ივანიშვილის ჩანაწერები

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებიდან მალევე ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი იყენებს მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებს, რათა თვალყური ადევნოს და დააშინოს ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მას და მის მუსიკას სოციალურ ქსელებში, საუბარია მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისა ჩანაწერებში ფიგურირებდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ ჩანაწერებზე სხვადასხვა პოზიცია შემოგვთავაზა, ნაწილი ამტკიცებდა რომ ჩანაწერი იყო ფაბრიკაციისა და მონტაჟის გზით დამზადებული, ხოლო მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ჩანაწერები ჩაწერილი იქნა 2010 წელს, მაშინ როდესაც ბერა თავად იყო არასრულწლოვანი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული. 

5 ივლისის მოვლენები

ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ მედიას შორის განსაკუთრებით დაიძაბა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით იგეგმებოდა „ღირსების მარშის“ ჩატარება, რომელსაც „სირცხვილია“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდნენ. ისინი მთავრობისგან მოითხოვდნენ ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფას, ხოლო კონსერვატიული ჯგუფები - „ღირსების მარშის“ აკრძალვას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობის მიღებას. ხელისუფლების წევრებმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს ლგბტ მარშთან მიმართებით, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვდა მისი ჩატარების უზრუნველყოფას, ნაწილი კი ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს აკეთებდა. 5 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში მოუწოდა ლგბტ აქტივისტებს თავი შეეკავათ პარადის ჩატარებისგან რუსთაველის გამზირზე, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა. მან შესთავაზა აქტივისტებს აერჩიათ შსს-ს მიერ შერჩეული ალტერნატიული ლოკაციებიდან ერთ-ერთი, ან საერთოდ არ ჩაეტარებინათ მარში, რადგან ეს არაგონივრული და არამიზანშეწონილი იქნებოდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მარშის უკან იდგა რადიკალური ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც სამოქალაქო არეულობის მცდელობაში დაადანაშაულა. ლგბტ მარში ჩაიშალა, რადგან დილის საათებიდან პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა პრაიდის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა გააუქმეს ღონისძიება. აქციის დროს შეტაკებებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ოპოზიციურმა მედიამ ღარიბაშვილი მისი განცხადებების გამო პრაიდის და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში და მისთვის მწვანე შუქის ანთებაში დაადანაშაულა. ოთხმა ტელევიზიამ – „მთავარმა არხმა“, ტელეკომპანია „პირველმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს. გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის და მისი კაბინეტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. პრემიერ-მინისტრმა ამას ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალების პროვიკაცია უწოდა. 12 ივლისს მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის 95% წინააღმდეგია მსგავსი აღლუმების ჩატარების და უმცირესობამ არ უნდა გადწყვიტოს უმრავლესობის ბედი. მან დასძინა, რომ ერთადერთი აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდება, ქართული ჯარის აღლუმია.  17 სექტემბერს „რუსთავი ორის“ ეთერში პრემიერმა უფრო დეტალურად იმსჯელა მის პოზიციაზე, მან ყურადღება გაამახვილა ინტერესთა დაბალანსებაზე, რომ ერთ მხარეს იყო აქტივისტების უფლება ჩაევლოთ მარშით, ხოლო მეორე მხარეს უპირატესი ინტერესები - საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგისა და მშვიდობის დაცვა, ასევე ღონისძიების ორგანიზატორების ჯანმრთელობა, ამიტომაც ის არ უჭერდა პრაიდს მხარს. პრემიერმა ასევე დაადანაშაულა „სირცხვილია“ დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ წევრები თითქმის დაეთანხმენენ მთავრობას ლოკაციის შეცვლაზე, თუმცა „სირცხვილიამ“, რომელსაც ღარიბაშილმა „სააკაშვილის ორგანიზაცია“ უწოდა, ჩაშალა შეთანხმება, რადგან მისი მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა, რაც გამოიწვევდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას საზოგადოების და ეკლესიის წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ აღკვეთა დაპირისპირება, რადგან მოვლენები დილით ადრე განვითარდა, ხოლო მარში საღამოს იგეგმებოდა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლიანი დევნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

2022 წლის 25 თებერვალს 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. 

ოჯახი

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე — ნუნუკა თამაზაშვილი (დ. 1983) და ოთხი შვილი — ნიკოლოზი (დ. 2005), ანდრია (დ. 2010), გაბრიელი (დ. 2015) და ნინო (დ. 2016).

იხ. ვიდეო -  ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის ერთობლივი პრესკონფერენცია




ელონგაცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ელონგაცია
ეს დიაგრამა აჩვენებს სხვადასხვა შესაძლო დრეკადობას (ε), რომელთაგან თითოეული არის კუთხური მანძილი პლანეტასა და მზეს შორის დედამიწის პერსპექტივიდან.

ასტრონომიაში, პლანეტის დრეკადობა არის კუთხური განცალკევება მზესა და პლანეტას შორის, დედამიწაზე, როგორც საცნობარო წერტილი. მოცემული ქვემო პლანეტის ყველაზე დიდი გახანგრძლივება ხდება მაშინ, როდესაც ამ პლანეტის პოზიცია, მზის გარშემო მის ორბიტალურ გზაზე, არის დედამიწის დამკვირვებლის ტანგენტი. იმის გამო, რომ დაბალი პლანეტა მზის გარშემო დედამიწის ორბიტის არეალშია, მის გახანგრძლივებაზე დაკვირვება არ უნდა წარმოადგენდეს დიდ გამოწვევას (მაგალითად, ღრმა ცის ობიექტებთან შედარებით). როდესაც პლანეტა ყველაზე დიდ დრეკადობაშია, ის მზისგან ყველაზე შორს ჩანს დედამიწიდან დანახული, ამიტომ მისი მოჩვენებაც საუკეთესოა ამ დროს.

როდესაც ქვემო პლანეტა ჩანს მზის ჩასვლის შემდეგ, ის მის უდიდეს აღმოსავლეთის სიგრძესთან ახლოსაა. როდესაც ქვემო პლანეტა მზის ამოსვლამდე ჩანს, ის მის უდიდეს დასავლეთის სიგრძესთან ახლოსაა. მაქსიმალური დრეკადობის კუთხე (აღმოსავლეთით ან დასავლეთით) მერკურისთვის არის 18°-დან 28°-მდე, ხოლო ვენერას შორის არის 45°-დან 47°-მდე. ეს მნიშვნელობები განსხვავდება იმის გამო, რომ პლანეტების ორბიტები ელიფსურია და არა იდეალურად წრიული. ამ შეუსაბამობის ხელშემწყობი კიდევ ერთი ფაქტორია ორბიტალური დახრილობა, რომლის დროსაც თითოეული პლანეტის ორბიტალური სიბრტყე ოდნავ დახრილია საცნობარო სიბრტყის მიმართ, როგორც ეკლიპტიკური და უცვლელი სიბრტყეები.

ასტრონომიული ცხრილები და ვებსაიტები, როგორიცაა Heavens-Above, პროგნოზირებენ როდის და სად მიაღწევენ პლანეტები მომდევნო მაქსიმალურ სიგრძეებს.

დრეკადობის პერიოდი
პლანეტის უდიდესი დრეკადობა პერიოდულად ხდება, უდიდესი აღმოსავლეთის დაგრძელებით, რასაც მოჰყვება უდიდესი დასავლეთის დაგრძელება და პირიქით. პერიოდი დამოკიდებულია დედამიწისა და პლანეტის ფარდობით კუთხურ სიჩქარეზე, როგორც ჩანს მზისგან. დრო, რომელიც სჭირდება ამ პერიოდის დასრულებას, არის პლანეტის სინოდური პერიოდი.

მოდით T იყოს პერიოდი (მაგალითად, დრო ორ უდიდეს აღმოსავლურ წაგრძელებას შორის), ω იყოს ფარდობითი კუთხური სიჩქარე, ωe დედამიწის კუთხური სიჩქარე და ωp პლანეტის კუთხური სიჩქარე. მერე

სადაც Te და Tp არის დედამიწისა და პლანეტის წლები (ანუ მზის ირგვლივ რევოლუციის პერიოდები, რომელსაც ეწოდება გვერდითი პერიოდები).

მაგალითად, ვენერას წელი (გვერდითი პერიოდი) არის 225 დღე, ხოლო დედამიწის წელი 365 დღე. ამრიგად, ვენერას სინოდური პერიოდი, რომელიც იძლევა დროს ყოველ ორ აღმოსავლეთის უდიდეს დრეკადობას შორის, არის 584 დღე; ეს ასევე ეხება დასავლელ კოლეგებს.

ეს მნიშვნელობები მიახლოებითია, რადგან (როგორც ზემოთ აღინიშნა) პლანეტებს არ აქვთ იდეალურად წრიული, თანაპლენარული ორბიტები. როდესაც პლანეტა უფრო ახლოს არის მზესთან, ის უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე უფრო შორს, ამიტომ უდიდესი დრეკადობის თარიღისა და დროის ზუსტი განსაზღვრა მოითხოვს ორბიტალური მექანიკის ბევრად უფრო რთულ ანალიზს.

უმაღლესი პლანეტებიდან
უმაღლესი პლანეტები, ჯუჯა პლანეტები და ასტეროიდები განსხვავებულ ციკლს განიცდიან. შეერთების შემდეგ, ასეთი ობიექტის დრეკადობა აგრძელებს მატებას მანამ, სანამ არ მიახლოვდება 90°-ზე მეტ მაქსიმალურ მნიშვნელობას (შეუძლებელია ქვედა პლანეტებთან), რომელიც ცნობილია როგორც ოპოზიცია და ასევე შეიძლება განიხილებოდეს როგორც ჰელიოცენტრული შეერთება დედამიწასთან. ეს არის არქეტიპურად ძალიან ახლოს 180°. როგორც ხედავს ზემდგომ პლანეტაზე დაპირისპირებულ დამკვირვებელს, დედამიწა მზესთან შეერთებაში ჩანს. ტექნიკურად, დაპირისპირების წერტილი შეიძლება განსხვავდებოდეს მაქსიმალური დრეკადობის დროისა და წერტილისგან. დაპირისპირება განისაზღვრება, როგორც მომენტი, როდესაც ნებისმიერი ასეთი ობიექტის აშკარა ეკლიპტიკური გრძედი მზის (დედამიწიდან დანახული) მიმართ განსხვავდება (არის) 180°-ით; ამრიგად, ის უგულებელყოფს, თუ რამდენად განსხვავდება ობიექტი დედამიწის ორბიტის სიბრტყისგან. მაგალითად, პლუტონს, რომლის ორბიტა ძალიან მიდრეკილია პლანეტების არსებითად შესატყვისი სიბრტყისკენ, აქვს მაქსიმალური დრეკადობა 180°-ზე ბევრად ნაკლები დაპირისპირებისას. ექვსსიტყვიანი ტერმინი „მაქსიმალური აშკარა დრეკადობა მზისგან“ იძლევა დრეკადობის უფრო სრულ განმარტებას.

ყველა უმაღლესი პლანეტა ყველაზე მეტად თვალშისაცემია მათ წინააღმდეგობებში, რადგან ისინი ახლოს არიან ან დედამიწასთან ყველაზე ახლოს არიან და ასევე მთელი ღამე ჰორიზონტის ზემოთ არიან. სიდიდის ცვალებადობა, რომელიც გამოწვეულია დრეკადობის ცვლილებებით, უფრო დიდია, რაც უფრო ახლოს არის პლანეტის ორბიტა დედამიწასთან. მარსის სიდიდე განსაკუთრებით იცვლება გახანგრძლივებასთან ერთად: ის შეიძლება იყოს +1,8-მდე, როდესაც აფელიონთან შეერთებისას, მაგრამ იშვიათი ხელსაყრელი წინააღმდეგობისას არის −2,9, რაც ნიშნავს სამოცდათხუთმეტჯერ უფრო კაშკაშა ვიდრე მის მინიმალურ სიკაშკაშეს. როდესაც ადამიანი უფრო შორს მიდის, სიდიდის სხვაობა, რომელიც დაკავშირებულია დრეკადობის განსხვავებასთან, თანდათან მცირდება. ოპოზიციის დროს იუპიტერის სიკაშკაშე დედამიწიდან 3,3-ჯერ მერყეობს; მაშინ როდესაც ურანის - მზის სისტემის ყველაზე შორეული სხეული, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს - მერყეობს 1,7-ჯერ.

ვინაიდან ასტეროიდები მოგზაურობენ დედამიწის ორბიტაზე არც თუ ისე დიდ ორბიტაზე, მათი სიდიდე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს დრეკადობის მიხედვით. ასტეროიდთა სარტყელში ათზე მეტი ობიექტის ნახვა შესაძლებელია 10×50 ბინოკლებით საშუალო ოპოზიციის დროს, მაგრამ ამათგან მხოლოდ ცერერა და ვესტა არიან ყოველთვის ბინოკულარული ზღვარზე +9,5-ზე მეტი, როდესაც ობიექტები თავიანთ ორბიტალურ ოპოზიციაში ყველაზე ცუდ წერტილებში არიან. უმცირესი წაგრძელებები).

კვადრატურა წარმოიქმნება, როდესაც სხეულის (მთვარის ან პლანეტის) პოზიცია ისეთია, რომ მისი დაგრძელება არის 90° ან 270°; ანუ სხეული-დედამიწა-მზე კუთხე არის 90°.

სხვა პლანეტების მთვარეებზე
ზოგჯერ დრეკადობა შეიძლება ეხებოდეს სხვა პლანეტის მთვარის კუთხურ მანძილს მისი ცენტრალური პლანეტიდან, მაგალითად, იო კუთხური მანძილით იუპიტერიდან. აქ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ უდიდეს აღმოსავლეთის და უდიდეს დასავლეთის წაგრძელებაზე. ურანის მთვარეების შემთხვევაში, კვლევები ხშირად ეხება უდიდეს ჩრდილოეთის და უდიდეს სამხრეთის წაგრძელებას, ურანის ბრუნვის ღერძის ძალიან მაღალი დახრილობის გამო.
იხ.ვიდეო -  Planetary Elongations


კონფიგურაცია (ასტრონომია)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                           კონფიგურაცია (ასტრონომია)

პლანეტარული კონფიგურაციები

მზის, პლანეტების და მზის სისტემის სხვა ციური სხეულების დამახასიათებელი შედარებითი პოზიცია ციურ სფეროზე და მზის სისტემის სივრცეში დედამიწასთან შედარებით
პლანეტარული კონფიგურაცია
ქვედა პლანეტების კონფიგურაცია
განასხვავებენ ქვედა პლანეტებს და სხვა ციურ სხეულებს, რომელთა ორბიტები მდებარეობს დედამიწის ორბიტაში:

მზესთან შეერთებები, რომლებშიც პლანეტასა და მზეს აქვთ ერთი და იგივე ეკლიპტიკური გრძედი (ან იგივე მარჯვენა ამაღლება):
უმაღლესი შეერთება (მზე არის პლანეტასა და დედამიწას შორის)
ქვედა შეერთება (პლანეტა მზესა და დედამიწას შორისაა)
უდიდესი დრეკადობები, რაც შეესაბამება პლანეტის უდიდეს აშკარა კუთხურ მანძილს მზიდან:
უდიდესი აღმოსავლეთის დრეკადობა
უდიდესი დასავლური დრეკადობა.
უმაღლესი შეერთების მახლობლად, ქვედა პლანეტები მიუწვდომელია დაკვირვებისთვის, რადგან ისინი მზის უკან იმალებიან მის სხივებში. ქვედა შეერთებამდე და მის შემდეგ, ქვედა პლანეტები ვიწრო ნახევარმთვარის სახით ჩანს. ქვედა შეერთების დროს შესაძლებელია მერკური ან ვენერა მზის დისკზე გადავიდეს, თუმცა, პლანეტარული ორბიტების შედარებითი დახრილობის გამო, ფაქტობრივი ტრანზიტი საკმაოდ იშვიათად ხდება; ჩვეულებრივ, ქვედა შეერთების დროს, ქვედა პლანეტა მდებარეობს ზემოთ ან მზის ქვემოთ ეკლიპტიკური გრძედი. დრეკადებში ქვედა პლანეტებს მსუბუქი ნახევარდისკის სახე აქვს.

ზედა პლანეტების და მთვარის კონფიგურაცია
მთვარე, ზედა პლანეტები, ისევე როგორც მზის სისტემის სხვა სხეულები, რომელთა ორბიტა მთლიანად დედამიწის ორბიტის მიღმა მდებარეობს, გამოირჩევა:

მზესთან შეერთებები, რომლებშიც პლანეტასა და მზეს აქვთ ერთი და იგივე ეკლიპტიკური გრძედი (ან იგივე მარჯვენა ამაღლება);
ოპოზიციები, რომლებშიც პლანეტისა და მზის ეკლიპტიკური გრძედი (მარჯვენა ამაღლება) განსხვავდება 180°-ით;
აღმოსავლური და დასავლეთი კვადრატები.
კავშირებთან ახლოს, ზედა პლანეტები მზის უკან არიან და არ ჩანს.

ზოგჯერ განასხვავებენ ნახევრად კვადრატებსაც, როცა პლანეტასა (მთვარე) და მზეს შორის კუთხე 45°-ია, ხოლო ერთნახევარი კვადრატი (135°). ქვედა პლანეტებისთვის შესაძლებელია მხოლოდ ნახევრად კვადრატები, მაგრამ სინამდვილეში ასეთი კონფიგურაცია ხდება მხოლოდ ვენერასთან (ყველაზე დიდი აღმოსავლეთის ან უდიდესი დასავლეთის დრეკადის მახლობლად, რომელიც შეიძლება მიაღწიოს 48°-ს), ისევე როგორც ასტეროიდები, რომლებიც მოძრაობენ დედამიწის ორბიტებს შორის. და ვენერა.
იხ. ვიდეო - Конфигурации планет. Что такое элонгация и квадратура?


კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...