воскресенье, 21 июля 2024 г.

მობილური ტელეფონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              მობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონების ევოლუცია

 ტელეფონი, რომელსაც ფართო გეოგრაფიულ არეალში მოძრაობის მიუხედავად, რადიოსიგნალის საშუალებით შეუძლია სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება. მოწყობილობა ამას ფიჭური კავშირის საშუალებით აკეთებს, რასაც მობილური ტელეფონის ოპერატორი უზრუნველყოფს. ამის საპირისპიროდ, არსებობს რადიოტელეფონი, რომელიც მხოლოდ მოკლე მანძილზე, საკუთარი საბაზო სადგურის ახლომახლო მოქმედებს.

გარდა სატელეფონო ფუნქციისა, თანამედროვე მობილურ ტელეფონებს სხვა მრავალი სერვისის მხარდაჭერაც აქვს, მათ შორისაა მოკლე ტექსტური შეტყობინებებიმულტიმედიური შეტყობინებები (MMS), ელექტრონული ფოსტა, წვდომა ინტერნეტთან, ახლო მანძილის უკაბელო კომუნიკაციები (infraredBluetooth), ბიზნეს აპლიკაციები, თამაშები და ფოტოგრაფია. მობილურ ტელეფონებს, რომელთაც ეს და სხვა ზოგადი კომპიუტერული შესაძლებლობები აქვს, სმარტფონი ეწოდება.

პირველი ხელით სატარებელი ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლას თანამშრომლებმა, ჯონ ფრენსის მიტჩელმა და დოქტორმა მარტინ კუპერმა წარმოადგინეს. მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც 2 კილოგრამს იწონიდა. 1983 წელს, გამოვიდა პირველი კომერციული მობილური Motorola DynaTAC. 1983-დან 2014 წლამდე, მობილური ტელეფონების რაოდენობა ნულიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა; პროპორციულად 100%-ით მოიცვა მსოფლიო მოსახლეობა და ეკონომიკური პირამიდის ფსკერამდე დავიდა. 2014 წლისათვის, მობილური ტელეფონების მოწინავე მწარმოებლები იყვნენ SamsungNokiaApple და LG.

ისტორია

კომპანია მოტოროლას თანამშრომელი მარტინ კუპერი, რომელმაც 1973 წლის 4 აპრილს პირველი მობილური ტელეფონი გამოიგონა. აღნიშნული ფოტო გადაღებულია 2007 წელს.
1984 წლის Motorola DynaTAC 8000X (კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ფიჭური მობილური ტელეფონი)

ხელით სატარებელი მობილური რადიოტელეფონი რადიოინჟინერიის ძველი ოცნებაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერის ხილვა შესაძლებელია ამერიკელი მწერლის, რობერტ ჰაინლაინის 1948 წლის მხატვრულ ნოველაში „კოსმოსური კადეტი“. ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც კოლორადოდან აიოვაში, თავის სახლში მიდის, მამამისისგან სატელეფონო ზარს იღებს ტელეფონზე, რომელიც მას ჯიბეში უდევს. ათი წლის შემდეგ, ართურ კლარკის ესეში აღწერილია „პერსონალური პატარა და კომპაქტური გადამცემი, რომლის ტარებაც ყველა ადამიანს შეუძლია“. კლარკი წერს: „მოვა დრო, როცა ჩვენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეგვეძლება სხვა ადამიანისთვის დარეკვა, უბრალოდ ნომრების აკრეფით“. კლარკის ხედვით, ამ მოწყობილობას ასევე ექნებოდა გლობალური პოზიციონირების სისტემა, ისე, რომ „არასოდეს არავინ აღარ დაიკარგება“. მოგვიანებით, „მომავლის პროფილებში“ მან იწინასწარმეტყველა, რომ მსგავსი მოწყობილობა 1980-იანი წლების შუაში გამოჩნდებოდა.

ფიჭური ტელეფონების ადრეულ წინაპრებს შორისაა გემებისა და მატარებლების ანალოგური რადიოტელეკომუნიკაციები. ნამდვილი მობილური ტელეფონების შექმნის ისტორია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იწყება. მობილური ტელეფონების განვითარება თანმიმდევრული თაობებით იწყება „0G“-დან (0 თაობა), მაგალითად Bell System-ის მობილური ტელეფონების სერვისი და მისი მემკვიდრე Improved Mobile Telephone Service-ი. 0G“ სისტემები ფიჭური არ იყო, ჰქონდა რამდენიმე ერთდროული ზარის მხარდაჭერა და საკმაოდ ძვირიც იყო.

ხელით სატარებელი პირველი მობილური ტელეფონი 1973 წელს კომპანია მოტოროლამ წარმოადგინა. პირველი კომერციული ავტომატიზებული ფიჭური ქსელი 1979 წელს იაპონიაში, კომპანია NTT-მა გაუშვა. 1981 წელს მას მოჰყვა კომპანია Nordic Mobile Telephone, რომელმაც ქსელი ერთდროულად გაუშვა დანიაშიფინეთშინორვეგიასა და შვედეთში. 1980-იანი წლების შუაში მათ სხვა ქვეყნები მიჰყვნენ. პირველი თაობის სისტემებს („1G“) გააჩნდა ოდნავ მეტი 0G-ზე მხარდაჭერა, მაგრამ ჯერ კიდევ ანალოგურ ტექნოლოგიებს იყენებდნენ.

1991 წელს ფინეთში, კომპანია Radiolinja-მ GSM სტანდარტში გაუშვა მეორე თაობის (2G) ციფრული ფიჭური ტექნოლოგია, რამაც ამ სექტორში ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია და სასტიკ ბრძოლაში უხმო 1G-ზე მომუშავე მობილურ ოპერატორებს.

2001 წელს იაპონიაში, კომპანია NTT DoCoMo-მა გაუშვა WCDMA სტანდარტზე მომუშავე მესამე თაობის (3G) ქსელი. ამას მოჰყვა HSPA ოჯახზე დაფუძნებული 3.5G და 3G+ ქსელები, რომლებიც მონაცემთა უსწრაფესი გადაცემისა და შესაძლებლობებისათვის UMTS სისტემებს იყენებს.

2009 წლისთვის ნათელი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევებში, 3G ქსელები უძლური იყო ისეთი ინტენსიური გამტარუნარიანობის აპლიკაციების წინაშე, როგორიცაა მაგალითად სტრიმინგ-მედია. თანდათანობით, ინდუსტრიამ მონაცემების ოპტიმიზების მიზნით მე-4 თაობის ტექნოლოგიებზე მუშაობა დაიწყო, რომლის სიჩქარეც არსებულ 3G ტექნოლოგიებზე ათჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო. კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ორი ტექნოლოგია, რომელიც 4G-დ შეირაცხა, იყო WiMAX (გაუშვა კომპანია Sprint-მა აშშ-ში) და LTE სტანდარტი, რომელიც მომხმარებლებს პირველად სკანდინავიაში, კომპანია TeliaSonera-მ შესთავაზა.

მახასიათებლები

მობილურ ტელეფონებს მრავალი საერთო მახასიათებელი გააჩნია, თუმცა მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ დამატებითი ფუნქციების შექმნით საკუთარი პროდუქტი განასხვავონ, რათა ის მომხმარებლისათვის უფრო მიმზიდველად იქცეს. ამ ყველაფერმა, ბოლო 20 წლის მანძილზე, მობილური ტელეფონების განვითარებაში უდიდესი ინოვაციები შეიტანა.

ყველა ტელეფონისათვის დამახასიათებელი საერთო კომპონენტებია:

  • ბატარეა, რომელიც ტელეფონის ფუნქციების კვების წყაროა;
  • შეყვანის მექანიზმი, რომელიც მომხმარებლებს ტელეფონთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ყველაზე გავრცელებული შეყვანის მექანიზმია პატარა კლავიატურა, მაგრამ სმარტფონთა უმრავლესობა სენსორულ ეკრანს იყენებს.
  • ეკრანი, რომელიც აჩვენებს მომხმარებლის მიერ შესრულებულ ოპერაციებს, ტექსტურ შეტყობინებებს, კონტაქტებს და ა. შ.
  • უმთავრესი — მობილური ტელეფონის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს დარეკვისა და ტექსტური შეტყობინების გაგზავნის საშუალებას აძლევს.
  • GSM ტელეფონები სერვისებზე წვდომისათვის სიმ-ბარათს იყენებს, ზოგიერთი CDMA მოწყობილობას კი ასევე აქვს მსგავსი ბარათი, რომელსაც R-UIM-ს უწოდებენ.
  • ინდივიდუალური GSM, WCDMA, iDEN და ზოგიერთი თანამზგავრული მოწყობილობები უნიკალურადაა იდენტიფიციებული International Mobile Station Equipment Identity (IMEI) კოდით.

დაბალფასიან ტელეფონებს ხშირად ფუნქციურ ტელეფონებს უწოდებენ და მომხმარებელს ის მხოლოდ ძირითად სატელეფონო სერვისს სთავაზობს. უფრო მოწინავე კომპიუტერული შესაძლებლობების მოწყობილობებს კი, რომელთაც პროგრამული აპლიკაციების გამოყენების შესაძლებლობა აქვთ, სმარტფონებს უწოდებენ.

ტელეფონების ზოგიერთი სერია შემუშავდა ბაზრის მოცემული სეგმენტისათვის, მაგალითად, BlackBerry, რომელიც ფოკუსირებულია ელ-ფოსტის საჭიროების მქონე საწარმოო და კორპორატიულ მომხმარებლებზე; Sony-Ericsson-ის „Walkman“-ი მუსიკის მოყვარულებზე; Cybershot სერია კი კამერა-ტელეფონებზე; მულტიმედიურ ტელეფონებს შორისაა Nokia Nseries და ა. შ.

ტექსტური შეტყობინებები

მობილურ ტელეფონებზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამოყენებადი მონაცემთა აპლიკაციაა მოკლე ტექსტური შეტყობინებების გზავნა. პირველი SMS შეტყობინება 1992 წელს კომპიუტერიდან ტელეფონზე გააგზავნეს გაერთიანებულ სამეფოში, ტელეფონიდან ადამიანმა ადამიანს კი SMS პირველად 1993 წელს გაუგზავნა ფინეთში.

2000 წელს, SMS-ის გამოყენებით, ფინეთში გაეშვა პირველი მობილური ახალი ამბების სერვისი.

სიმ-ბარათი

მობილური ტელეფონის ტიპური სიმ-ბარათი

GSM მახასიათებლის მქონე ტელეფონი ფუნქციონირებისათვის საჭიროებს მიკროჩიპს, რომელსაც Subscriber Identity Module-ს ან შემოკლებით სიმ-ბარათს (SIM) უწოდებენ. სიმ-ბარათი დაახლოებით პატარა საფოსტო მარკის ზომისაა და როგორც წესი, ტელეფონის ბატარეის ქვეშ თავსდება. SIM-ი უსაფრთხოდ ინახავს service-subscriber key (IMSI)-სა და Ki-ს, რომლებიც მობილური ტელეფონის მომხმარებლის იდენტიფიცირებისა და აუთენტიფიკაციისათვის გამოიყენება. სიმ-ბარათი მომხმარებელს საშუალებას აძლევს სულ ადვილად გამოცვალოს მობილური ტელეფონი, უბრალოდ, საჭიროა მისი ამოღება და ახალ მოწყობილობაში გადატანა.

პირველი სიმ-ბარათი 1991 წელს მიუნხენის სმარტ-ბარათების მწარმოებელმა კომპანიამ დაამზადა ფინურ ოპერატორ Radiolinja-სათვის.

მრავალბარათიანი ჰიბრიდული ტელეფონები

ჰიბრიდულ მობილურ ტელეფონებში შესაძლებელია მაქსიმუმ 4 სიმ-ბარათის მოთავსება. მათ შორის, GSM და CDMA ქსელებში შესაძლოა ერთდროულად მოთავსდეს SIM და RUIM ბარათები.

2010 წლიდან მოყოლებული, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით პოპულარულია ისეთ მზარდ ბაზრებზე, როგორებიცაა ინდოეთი და ინდონეზია. 2011 წლის მე-3 კვარტალში, ნოკიამ 18 მილიონი დაბალფასიანი ორსიმიანი ტელეფონი გაყიდა, რითაც ფინურმა კომპანიამ იმ დანაკარგების ანაზღაურება სცადა, რაც მან ძვირადღირებულ სმარტფონთა ბაზარზე განიცადა.

კოშერი ტელეფონები

ორთოდოქსული იუდაიზმის რელიგიაში ზოგიერთი ისეთი შეზღუდვა არსებობს, რაც სტანდარტულ მობილურ ტელეფონებთან თანხვედრაში ვერ მოდის. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ზოგიერთი რაბინისტული ორგანიზაცია მოითხოვდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინების ფუნქციის მქონე ტელეფონები ბავშვებს არ გამოეყენებინათ. ასეთი შეზღუდვის მქონე ტელეფონებს კოშერ-ტელეფონებს უწოდებენ და მისი მოხმარება ორთოდოქსი ებრაელების მიერ რაბინებისაგან ნებადართულია ისრაელსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

მობილური ტელეფონის ოპერატორები

აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიოში უდიდესი მობილური ოპერატორია China Mobile, რომელსაც 500 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს. 2009 წლის მონაცემებით, უმსხვილესი 50 მობილური ოპერატორიდან თითოეულს 10 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა, 150 ოპერატორს კი მინიმუმ 1 მილიონი. 2014 წელს, მსოფლიოში სულ 7 მილიარდზე მეტი აბონენტი იყო და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

მწარმოებლები

2010 წლამდე ბაზრის ლიდერი ნოკია იყო. თუმცა, მას შემდეგ რაც შეჯიბრში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ჩაერთო ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Micromax, Nexian და i-Mobile, ნოკიამ ბაზრის დიდი წილი დაკარგა. ნოკიას ბაზარზე შეიჭრა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ანდროიდზე მომუშავე სმარტფონებმა. ამავე პერიოდში, ფინური კომპანიის ბაზრის წილი 56 %-დან 31 %-მდე დაეცა ინდოეთშიც. მისი წილი ძირითადად ჩინურმა და ინდურმა იაფფასიანმა მობილურებმა დაიკავა.

Strategy Analytics-ის მონაცემებით, 2012 წლის პირველ კვარტალში ნოკიას სამსუნგმა გაუსწრო, კორეულმა კომპანიამ 93.5 მილიონი ტელეფონი გაყიდა, ფინურმა კი 82.7 მლნ. ამავე დროს, ამერიკულმა საფინანსო კომპანია Standard & Poor's-მა ნოკიას „ცუდ“ სტატუსამდე, BB+/B-მდე დააქვეითა, რადგან კომპანიას განიცდიდა დიდ დანაკარგებს, ლუმიას ხაზის სმარტფონები კი ვერ ანაზღაურებდა იმ დანაკარგებს, რაც მისთვის Symbian სმარტფონებს მოჰქონდა.

2014 წლის მე-3 კვარტალში ტოპ-10 მწარმოებელი იყო: Samsung (20.6%), Nokia (9.5%), Apple Inc. (8.4%), LG (4.2%), Huawei (3.6%), TCL Communication (3.5), Xiaomi (3.5%), Lenovo (3.3%), ZTE (3.0%) და Micromax (2.2%).

მობილური ტელეფონების მწარმოებელთა ხუთეული, 2013
რანგიმწარმოებელიGartner[20]IDC[21]
1Samsung24.6%24.5%
2Nokia13.9%13.8%
3Apple Inc.8.3%8.4%
4LG3.8%3.8%
5ZTE3.3%-
5Huawei-3.0%
სხვები34.0%46.4%

ჩამოთვლილ მოწინავე მწარმოებელთა გარდა, სხვა მწარმოებლებს შორის არიან: TCL CommunicationLenovoSony Mobile CommunicationsMotorola. მიმდინარე პატარა და წარსულში ბაზარზე არსებულ მწარმოებლებს შორის კი Karbonn Mobile, Audiovox (now UTStarcom), BenQ-SiemensBlackBerryCasioCECTCoolpadFujitsuHTCJust5KyoceraLumigonMicromax MobileMitsubishi ElectricModuNECNeonodeOpenmokoPanasonicPalmPantech Wireless Inc.PhilipsQualcomm Inc.SagemSanyoSharpSierra WirelessSK Teletech, Soutec, TriumToshiba და Vidalco.

მობილური ტელეფონების გამოყენება

ზოგადად

მობილური ტელეფონის მომხმარებლები ყოველ 100 მოსახლეზე.

მობილური ტელეფონები სხვადასხვა მიზნებით გამოიყენება, მათ შორის ოჯახის წევრებთან კავშირის შესანარჩუნებლად, ბიზნესის წარმართვისთვის და ზოგადად, სატელეფო კავშირთან მუდმივი წვდომისათვის. ზოგიერთი ადამიანი სხვადასხვა მიზეზით ერთზე მეტ მობილურს ატარებს, მაგალითად, ბიზნესის და პირადი გამოყენებისათვის. ამავე მიზეზებით იყენებენ მრავალსიმბარათიან მობილურებსაც. მობილური ტელეფონები საზოგადოებაში სხვა მრავალი კონტექსტითაც გამოიყენება, კერძოდ:

  • როგორც მოტოროლას ფონდის კვლევებმა აჩვენა, მობილური ტელეფონის ყოველ მეათე მომხმარებელს, ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ აქვს კიდევ ერთი ტელეფონი. როგორც წესი, ისინი ამ ტელეფონებს ქორწინებისგარეშე საქმეებისა და ფარული ბიზნეს-კავშირებისათვის იყენებენ.[
  • ზოგიერთი ორგანიზაცია მობილური ტელეფონების საშუალებით ეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთ. ამ შემთხვევაში ხშირად შეკეთებულ ტელეფონებს იყენებენ.
  • მოკლე ტექსტურ შეტყობინებათა საყოველთაო გავრცელება მობილური ლიტერატურის ჩამოყალიბებით დასრულდა. პირველი ლიტერატურული ჟანრი, რომელიც ტექსტური შეტყობინებების საშუალებით ფიჭურ ხანაში გამოჩნდა, გარკვეულ საიტებზე SMS-ების საშუალებით მთლიან მოთხრობებს აგროვებს.
  • მობილური ტელეფონები აქტიურად გამოიყენება სახალხო ჟურნალისტიკაშიც, მაგალითად Reuters-სა და Yahoo!-ს მიერ. მსგავს საქმიანობას ასევე ეწევა სხვა მრავალი მცირე სააგენტო.
  • გაეროს მონაცემებით, მობილური ტელეფონი უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ტექნოლოგია. მისი წყალობით, შესაძლებელი გახდა განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები უღარიბესი მოსახლეობის ცხოვრების პირობების ოდნავ მაინც გაუმჯობესება, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ ისეთ ადგილებში, სადაც საკაბელო ტელეფონი ან ინტერნეტი ხელმიუწვდომელია, ეს ძირითადად ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ეხება. მობილური ტელეფონების გამოყენება ასევე აუმჯობესებს მიკრო-საწარმოების მუშაობას და ა. შ.
  • მალისა და აფრიკის სხვა ქვეყნებში, იმ არეალებში, სადაც მობილური კავშირის დაფარვის ზონა არაა, ხალხი სოფლიდან სოფლად ფეხით დადის, რათა ახლობლებსა და მეგობრებს ქორწილისა, ძეობისა თუ სხვა მოვლენების შესახებ უთხრას.
  • ბოლო დროს, მობილურების გამოყენება დაიწყო სატელევიზიო ინდუსტრიამ — ცოცხალ ეთერს უშვებენ სხვადასხვა აპლიკაციებისა თუ მობილური ტელევიზიის მეშვეობით. 86% ამერიკელების 86 % ტელევიზორის ყურებისას მობილურს იყენებს.
  • მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში გავრცელებულია საზიარო მობილური ტელეფონების გამოყენება. ძირითადად ეს ეხება ურბანულ ინდოეთს, სადაც ოჯახის წევრები თუ მეგობრები მობილურ ტელეფონებს საზიაროდ ხმარობენ. ამის ძირითადი მიზეზი შესაძლოა ეკონომია იყოს, მაგრამ ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტრადიციული თუ ოჯახური გენდერული პრობლემა. სოფლებში ხშირია მხოლოდ ერთ მობილურზე წვდომა, რომელიც როგორც წესი, მასწავლებელს ან მისიონერს აქვს, თუმცა, საჭირო ზარებისათვის მთელი სოფლისათვისაა ხელმისაწვდომი.

სმარტფონები

მობილურის აქტიური მომხმარებლები ყოველ 100 მოსახლეზე. წყარო: ITU

სმარტფონებს გარკვეული განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს, თუმცა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის საზომით, ეს ის მობილურებია, რომლებსაც აქვს ინტერნეტ-კავშირი, რომელსაც ორგანიზაცია Active Mobile-Broadband subscriptions-ს უწოდებს (რაც ასევე აქვს ტაბლეტებს). განვითარებულ სამყაროში, ასეთი მობილურები ახლა აბსოლუტურად ჭარმობს ადრეული ეტაპის ტელეფონებს, თუმცა განვითარებად მსოფლიოში მათი მოცულობა მხოლოდ 20%-ია.

გავრცელებადი კონტენტი

მობილური ტელეფონის საშუალებით მედია-კონტენტის გავრცელებისა და გაყიდვის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1998 წელს, ეს იყო რინგტონები, რომლებსაც ფინეთში Radiolinja ყიდიდა. ამის შემდეგ, სულ მალე გამოჩნდა სხვა მედია-კონტენტიც, მაგალითად ახალი ამბები, ვიდეო-თამაშები, ანეკდოტები, ჰოროსკოპი, სატელევიზიო კონტენტი და რეკლამა.

2006 წელს, მობილური ტელეფონების მედია-კონტენტში გადახდილმა თანხამ გადააჭარბა ინტერნეტის მედია-კონტენტში გადახდილ მაჩვენებელს და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2007 წელს, მობილურის მუსიკალურ კონტენტში გადახდილ იქნა 9.3 მილიარდი დოლარი, თამაშებში კი 5 მლრდ-ზე მეტი.

მობილური საჭესთან

მანქანის მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება ძალზე გავრცელებულია, მაგრამ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. როგორც ცნობილია, ამ დროს მატულობს უბედური შემთხვევის ალბათობა. სწორედ ამ მიზეზით, მანქანის მართვისას მობილურის გამოყენება ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია. ეგვიპტეშიისრაელშიიაპონიაშიპორტუგალიასა და სინგაპურში აკრძალულია მობილურის მოხმარება როგორც ხელში ჭერით, ისე ხელის გარეშე. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოშისაფრანგეთსა და აშშ-ის მრავალ შტატში აკრძალულია მხოლოდ ხელში ჭერით მოხმარება.

კომპლექსურობის გამო, ხშირად თავიანთი შესაძლებლობებით ისინი მობილური კომპიუტერები უფროა. ეს საკითხი კანონმდებლობაში ხშირად გაუგებრობებს წარმოშობს, რადგან კანონმდებელთათვის გაურკვეველი რჩება, რომელი ფუნქციის შესრულება შეიძლება იყოს უფრო ნაკლებ უსაფრთხო.

ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ინციდენტთა რაოდენობა ასევე გაზრდილია მობილური ტელეფონების მოხმარებისას ველოსიპედის ტარების დროს.[

მობილური ბანკინგი და გადახდები

ბევრ ქვეყანაში, მობილურ ტელეფონებს მობილური ბანკინგის სერვისისათვის იყენებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდების განხორციელება.

მობილური გადახდების სერვისი პირველად 1998 წელს ფინეთში დაინერგა, ქალაქ ესპოოში, კომპანია კოკა-კოლას მიერ. 1999 წელს იდეა ფილიპინებშიც გავრცელდა, სადაც იქაურმა ოპერატორებმა კომერციული მობილური გადახდების სერვისი განავითარეს.

თვალყურის დევნება და კონფიდენციალურობა

ბოლო დროს, მობილური ტელეფონები გამოიყენება ადგილმდებარეობის მონაცემების შესაგროვებლად. როდესაც მობილური ჩართულია, მას ადვილად შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული მდებარეობა

იხ. ვიდეო - Evolution of Mobile Phones 📱

ამრიკელმა კვლევრებმა განცხადეს, რომ ვინც დაწოლამდე ორი საათით ადრე მობილურ ტელეფონებს პლაშენტებსა და კომფიუტრებს იყენებს, შესაძლოა ძალიან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდეს. ეს იმიტომ რომ მობილური ტელეფონებისა და პლანსეტური კომფიუეტერსების ეკრანებისათვის გამოიყენება უკანა განათება, რ-საც შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ორგანიზმში მელატონის გამომუშავებაზე, რაც თავის მხრივ ძილის დარღვევას იწვევს. მელატონინი აკოტროლებს ბუნებრივ სადღეღამისო რეჟიმს. სიბნელეში ორგანიზმს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საწიროა დასვენებისთვის მომზადება. გაჯეტების გასანათლებად გამოპყენებული სინათლის ზემოქედების შედეგად მელატონი ნელდება. ზოგჯერ კი სულ მთლად წყდება. გარდა ძილიოს დარღვევბისა , ამას შესაძლოა წონის მატებაც მოჰყვეს და მეორე  ტიპის დიაბეტი დაემართოს. ხოლო სინათლის ხაგრძივმა ზემოწედებამ და ძილის ქრონიკულმა დარღვევაბმა გამორიცხული არ არის, სარძევე ჯირკვალის კიბოც კი გამოიწვიოს
მართალია მეცნიერები ნეგატიურ ეფექტებს მობილურ ტელეფონები და სხვა პლანშეტურ კომფიურებზე ამოწმებენ, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ძილის დარღვევები შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერ სხვა გაჯეტებმაც, რ-საც ეკრანის უკანამხრივი განათება აქვს. 


                         

суббота, 20 июля 2024 г.

ბალისტიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ბალისტიკა
ნიუტონის ჭურვის ფრენის მრუდები

              ბალისტიკა (გერმ. Ballistik < ბერძ. βάλλω — ვტყორცნი, ვისვრი) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საარტილერიო ჭურვების, ავიაბომბების, ნაღმების, ყუმბარებისა და ტყვიების, აგრეთვე რაკეტების, მათი საბრძოლო ბლოკების, კოსმოსური აპარატებისა და სხვათა მოძრაობას. ამგვარი მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანია ორი მონაკვეთის არსებობა — გაქანებისა (აქტიური ფრენის), როდესაც სხეული იღებს კინეტიკური ენერგიის მარაგს, და თავისუფალი (პასიური) ფრენის, სადაც მიღებული ენერგია იხარჯება გარემოსა და სიმძიმის ძალის წინააღმდეგობის დასაძლევად. ბალისტიკა დაფუძნებულია თეორიული და ცის მექანიკის, თერმო-, გაზო- და აეროდინამიკის, დენთის წვის თეორიის, ალბათობის თეორიის, მათემატიკური სტატისტიკის, მართვის თეორიისა და სხვათა კანონებზე. ბალისტიკის მთავარი მეთოდია მათემატიკური მოდელირება ჭურვებისა და რაკეტების მოძრაობის გამოთვლითი ტექნიკის დახმარებით, რომელიც აღიწერება დიფერენციალური და სხვა განტოლებების სისტემით დეტერმინირებულ და სტოქასტიკურ დადგმებში. ფართოდ გამოიყენება სამხედრო საქმეში, კოსმონავტიკაში, კრიმინალისტიკაში და სხვ.

ბალისტიკა წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, ძირითადად არქიმედეს მოღვაწეობის წყალობით, რომელიც მუშაობდა სატყორცნი იარაღების შექმნასა და გამოყენებაზე (კატაპულტიბალისტა და სხვ.). შემდგომი განვითარება ჰპოვა ნიკოლო ტარტალიას (XV საუკუნე), გალილეო გალილეიევანჯელისტა ტორიჩელისმარენ მერსენის (XVII საუკუნე) ნაშრომებში. XVIII–XIX საუკუნეებში ჭურვების მოძრაობის შესწავლით დაინტერესდნენ კრისტიან ჰიუგენსიპიერ ვარინიონიიოჰან ბერნულილეონარდ ეილერი და სხვ.

ლულიანი სისტემებისა და რაკეტების (რეაქტიული ჭურვების) ბალისტიკის შემადგენელი ნაწილებია შინაგანი და გარეგანი ბალისტიკა.

შინაგანი ბალისტიკა

შინაგანი ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის მოძრაობას ქვემეხის ლულის არხში სატყორცნი მუხტის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მოქმედებით, ასევე გასროლისას ლულის არხში ან რაკეტის წვის კამერაში მომხდარი სხვა პროცესების კანონზომიერებებს. ლულიანი სისტემების შინაგანი ბალისტიკის ძირითადი განაყოფებია პიროსტატისტიკა, პიროდინამიკა და იარაღის ბალისტიკური პროექტირება. პიროსტატისტიკა შეისწავლის მუხტის წვისა და მუდმივ მოცულობაში მისი დაწვის დროს გაზწარმოქმნის კანონზომიერებებს. პიროდინამიკა იკვლევს გასროლის დროს ლულის არხში მომხდარ პროცესებსა და მოვლენებს და ამყარებს კავშირს ლულის არხის კონსტრუქციულ მახასიათებლებს, დატენის პირობებსა და გასროლის დროს მიმდინარე სხვადასხვა ფიზიკა-ქიმიურ და მექანიკურ პროცესებს შორის. იარაღის ბალისტიკური პროექტირება მდგომარეობს ლულის არხის კონსტრუქციულ მონაცემთა და დატენის იმ პირობების განსაზღვრაში, რომელთა დროსაც მოცემული კალიბრისა და მასის ჭურვი გაფრენისას აკრეფს მოცემულ სიჩქარეს.

რაკეტების შინაგანი ბალისტიკა არჩევს სარაკეტო საწვავის წვის კანონზომიერებებს შედარებით მცირე მუდმივი წნევის პირობებში, განსაზღვრავს წვის კამერაში გაზების წნევის ცვლილების დროზე დამოკიდებულებას, წევის ძალის ცვლილების კანონზომიერებებს რაკეტის მოთხოვნილი სიჩქარის უზრუნველსაყოფად, საწვავის ენერგეტიკულ მახასიათებლებს, მასასა და ფორმას, საქშენის კონსტრუქციულ პარამეტრებს, რომლებიც რაკეტის საბრძოლო ნაწილის მოცემული მასის პირობებში უზრუნველყოფენ წევის საჭირო ძალას.

გარეგანი ბალისტიკა

გარეგანი ბალისტიკა სწავლობს რაკეტების, ჭურვებისა და სხვათა მოძრაობას გამშვებ მოწყობილობასთან (იარაღის ლულასთან, მისგან გამომავალ გაზებთან) ურთიერთმოქმედების დასრულების შემდეგ, აგრეთვე ამ მოძრაობაზე მოქმედ ფაქტორებს. გარეგანი ბალისტიკის მიერ ამოსახსნელი ძირითადი ამოცანებია: მოცემული საწყისი პირობების (ამაღლების კუთხე, საწყისი სიჩქარე და სხვ.), ძალების, მომენტებისა და მოძრაობისას მოქმედი კავშირების გათვალისწინებით ჭურვისა და რაკეტის მოძრაობის პარამეტრებისა და ელემენტების განსაზღვრა; მოცემული სრული მანძილისათვის ჭურვისა და რაკეტის ფრენის საწყისი პირობების განსაზღვრა; სროლის ნამდვილი პირობების ცხრილური მონაცემებიდან გადახრის გავლენისა და მათი შესწორებების გათვლა; გაბნევის შემცირების გზების კვლევა და მისი რიცხობრივი მახასიათებლების განსაზღვრა; ჭურვებისა და რაკეტების მოძრაობის მდგრადობის უზრუნველსაყოფი გზების დასაბუთება; ფრენისას ჭურვზე და რაკეტაზე მოქმედი ძალებისა და მომენტების განსაზღვრა; ჭურვებისა და რაკეტების კონსტრუქციული თავისებურებების მოძრაობაზე გავლენის გამოაშკარავება; ტრაექტორიის ოპტიმიზაცია იარაღის საუკეთესო კონსტრუქციული გადაწყვეტის მისაღებად; მოცემულ ტრაექტორიაზე მოძრავი რაკეტების მახასიათებლების განსაზღვრა და სხვ. გარეგანი ბალისტიკის მეთოდებით აგრეთვე სარგებლობენ კოსმოსური აპარატების მმართველი ძალებისა და მომენტების გარეშე მოძრაობის კანონზომიერებათა შესწავლისასაც.

იხ. ვიდეო - 50 BMG vs RUBBER Atlas Stone (200 lbs !!!)




 

четверг, 18 июля 2024 г.

დეფორმაცია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დეფორმაცია
მყარი სხეულის დეფორმაციის (დაჭიმვის) ჩვეულებრივი დიაგრამა, ასეთი დიაგრამა დამახასიათებელია ნახშირბადოვანი ფოლადებისგან დამზადებული ნიმუშებისთვის, ჩანს დამახასიათებელი გამოსავლიანობა B-C.

(ლათინურიდან deformatio - "დამახინჯება") - სხეულების ფორმისა და ზომის ცვლილება ან მოცულობის ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია მათ მოძრაობასთან შედარებით, ძალის გამოყენების გამო, რომლის დროსაც სხეული ამახინჯებს თავის ფორმას. როგორც წესი, დეფორმაციას თან ახლავს ატომთაშორისი ძალების სიდიდის ცვლილება, რომლის საზომია ელასტიური მექანიკური დატვირთვა.

დეფორმაციის ტიპები იყოფა შექცევად (ელასტიური) და შეუქცევად (პლასტიკური, მცოცავი). შექცევადი დეფორმაციები ქრება გამოყენებული ძალების დასრულების შემდეგ, ხოლო შეუქცევადი დეფორმაციები რჩება. შექცევადი დეფორმაციები ემყარება სხეულის ატომების წონასწორობის პოზიციიდან გადაადგილებას, ხოლო შეუქცევადი დეფორმაციები ემყარება ატომების შეუქცევად გადაადგილებებს საწყისი წონასწორობის პოზიციებიდან დისტანციებზე (დატვირთვის მოხსნის შემდეგ ხდება გადაადგილება წონასწორობის ახალ პოზიციაზე). დაძაბულობა განისაზღვრება, როგორც დეფორმირებული ობიექტის სიგრძის ცვლილების თანაფარდობა მის თავდაპირველ სიგრძესთან. დეფორმაციას არ აქვს ფიზიკური განზომილება. დეფორმაციის სახეები: ათრევა, შეკუმშვა, დამსხვრევა, ღუნვა, ტორსიონი, ათრევა.
იხ. ვიდეო -  Ch6 Deformation Solids | CAIE 9702 AS Physics

დეფორმაციის ფიზიკურ-მექანიკური საფუძველი
დეფორმაცია არის სხეულის ნაწილაკების ფარდობითი პოზიციის ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია მათ მოძრაობასთან მიმართებაში, ძალის გამოყენების გამო, რომლის დროსაც მყარი სხეული ამახინჯებს თავის ფორმას. დეფორმაცია არის ატომთაშორისი მანძილების ცვლილებისა და ატომების ბლოკების გადაწყობის შედეგი. როგორც წესი, დეფორმაციას თან ახლავს ატომთაშორისი ძალების სიდიდის ცვლილება, რომლის საზომია ელასტიური მექანიკური სტრესი .

მყარი სხეულის დეფორმაცია შეიძლება გამოიწვიოს:

მოცულობის ცვლილებასთან დაკავშირებული ფაზური გარდაქმნები;
Თერმული გაფართოება;
მაგნეტიზაცია (მაგნიტოსტრიქცია);
ელექტრული მუხტის გამოჩენა (პიეზოელექტრული ეფექტი);
გარე ძალების შედეგი.
დაჭიმულ-კომპრესიული დეფორმაციაРастяжение или сжатие твердого объекта შეიძლება აღწერილი იყოს ფორმულით:

ასადც:

  •  — ელემენტის სიგრძე დეფორმაციის შემდეგ;
  •  — ამ ელემენტის ორიგინალური სიგრძე.

პრაქტიკაში უფრო ხშირია მცირე დეფორმაციები – ისეთი, რომ .

ფიზიკურ რაოდენობას, რომელიც ტოლია დეფორმირებული სხეულის საბოლოო და საწყის სიგრძეს (ზომის ცვლილებას) შორის სხვაობის მოდულის ტოლს, ეწოდება აბსოლუტური დეფორმაცია:
.

საშუალო დაძაბულობა არის შინაგანი ძალების განაწილების ინტენსივობა.

დეფორმაციის სახეები

დეფორმაციები იყოფა:


ელასტიური დეფორმაცია არის შექცევადი დეფორმაცია, რომელიც აღწერილია ჰუკის კანონით , რომლის დროსაც, გამოყენებული ძალების დასრულების შემდეგ, გადაადგილებული ატომთაშორისი ბმები უბრუნდებიან თავდაპირველ პოზიციას.

პლასტიკური დეფორმაცია არის შეუქცევადი დეფორმაცია, რომელშიც გამოყენებული ძალების დასრულების შემდეგ ხდება ატომთაშორისი ბმების შეუქცევადი გადაადგილება. ლითონის პლასტიკური დეფორმაციის დროს, ფორმის ცვლილებასთან ერთად, იცვლება მთელი რიგი თვისებები - კერძოდ, ცივი დეფორმაციის დროს, სიძლიერე იზრდება. პლასტიკური დეფორმაციის ბუნება შეიძლება განსხვავდებოდეს ტემპერატურის, დატვირთვის ხანგრძლივობის ან დაძაბვის სიჩქარის მიხედვით. პლასტიკური დეფორმაციის მექანიზმის ახსნის ერთ-ერთი თეორია არის კრისტალებში დისლოკაციის თეორია. ყველა ნამდვილ მყარ სხეულს, დეფორმაციისას, მეტ-ნაკლებად აქვს პლასტიკური თვისებები. გარკვეულ პირობებში, სხეულების პლასტიკური თვისებების უგულებელყოფა შეიძლება, როგორც ამას ელასტიურობის თეორიაში აკეთებენ. საკმარისი სიზუსტით, მყარი სხეული შეიძლება ჩაითვალოს ელასტიურად, ანუ ის არ ავლენს შესამჩნევ პლასტმასის დეფორმაციას, სანამ დატვირთვა არ გადააჭარბებს ელასტიურ ზღვარს.

მასალების გაფუჭება არის შეუქცევადი დეფორმაცია, რომელიც დროთა განმავლობაში ხდება მუდმივი დატვირთვის ქვეშ. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება ცოცვის სიჩქარე. ცოცვის განსაკუთრებული შემთხვევებია რელაქსაცია და ელასტიური ეფექტი.

სხეულის დეფორმაციის სახეები იყოფა:


დაძაბულობა-შეკუმშვა;

ცვლა;

მოხვევა;

ტორსიონი.

უმეტეს შემთხვევაში, დაკვირვებული დეფორმაცია არის რამდენიმე ერთდროული მარტივი დეფორმაციის კომბინაცია. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი დეფორმაცია შეიძლება შემცირდეს ორ უმარტივესამდე: დაჭიმულობა (ან შეკუმშვა) და ათვლა:

დეფორმაციას უწოდებენ ელასტიურს, თუ ის ქრება მისი გამომწვევი დატვირთვის მოხსნის შემდეგ (ანუ სხეული უბრუნდება პირვანდელ ზომასა და ფორმას), ხოლო პლასტიკას თუ დატვირთვის მოხსნის შემდეგ დეფორმაცია არ ქრება (ან მთლიანად არ ქრება).

დეფორმაციის შესწავლა
ფიზიკური სხეულის დეფორმაცია განისაზღვრება, თუ ცნობილია მისი თითოეული წერტილის გადაადგილების ვექტორი.

მყარი მდგომარეობის ფიზიკა - სწავლობს მყარი ნივთიერებების დეფორმაციას სტრუქტურულ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

დრეკადობისა და პლასტიურობის თეორია - განიხილავს გადაადგილებებს და ძაბვებს დეფორმირებად მყარ სხეულებში. სხეულები განიხილება როგორც "მყარი".

დეფორმირებადი მყარი სხეულების მექანიკა - ეხება წონასწორობის მდგომარეობების და მოძრაობების შესწავლას რეალურ სხეულებში, მოძრაობის დროს ნაწილაკებს შორის მანძილების ცვლილების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, რეალური სხეულები მყარად ითვლება.

უწყვეტობა - უწყვეტობაში იგულისხმება სხეულის მატერიალური ობიექტები, რომლებიც განუწყვეტლივ იკავებენ სივრცის მთელ მოცულობას, რომელიც შემოიფარგლება უწყვეტი ზედაპირებით. სხეული მყარია, თუ ის აკმაყოფილებს უწყვეტობის პირობებს. უწყვეტობის კონცეფცია ასევე ეხება ელემენტარულ მოცულობებს, რომლებშიც სხეული შეიძლება გონებრივად დაიყოს.

ჰუკის კანონი - აღწერს დეფორმირებადი მყარის ქცევას დრეკად ზონაში.

სითხეებისა და გაზებისთვის, რომელთა ნაწილაკები ადვილად მოძრავია, დეფორმაციის შესწავლა იცვლება მყისიერი სიჩქარის განაწილების შესწავლით.

ყოველი ორი მიმდებარე უსასრულო მოცულობის ცენტრებს შორის მანძილის ცვლილება სხეულში, რომელიც არ განიცდის უწყვეტობას, მცირე უნდა იყოს ამ მანძილის საწყის მნიშვნელობასთან შედარებით.

დაძაბულობის გაზომვა
დეფორმაცია იზომება ან მასალების ტესტირების პროცესში მათი მექანიკური თვისებების დასადგენად, ან სტრუქტურის შესწავლისას ადგილზე ან მოდელებზე სტრესების სიდიდის შესაფასებლად.

ელასტიური დეფორმაციები ძალიან მცირეა და მათი გაზომვა მოითხოვს მაღალ სიზუსტეს.

დაძაბულობის გაზომვას ეწოდება დაძაბულობის გაზომვა.

დეფორმაციის გაზომვები ხორციელდება:

დაძაბულობის ლიანდაგები;
დაძაბულობის ლიანდაგები;
პოლარიზაცია-ოპტიკური ძაბვის კვლევის მეთოდი;
რენტგენის დიფრაქციული ანალიზი.
ადგილობრივი პლასტმასის დეფორმაციების გასაზომად, მასალად გამოიყენება ბადისებრი ბადე, ადვილად დაბზარული ლაქი ან მტვრევადი შუასადებები.

იშვიათი ელემენტები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                        იშვიათი ელემენტები                                              ...