воскресенье, 28 апреля 2019 г.

მანდალა

                                  მანდალა

                                               
                                                                    მანდალა
 (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.
მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც. ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დჰარმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაჲანულმიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.
                                                             
                                                                        უბრალო მანდალა
სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“ ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.
დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ
იხ.ვიდეო
შრი-იანტრა,ერთ ერთი ვარიანტიდან 
ერთ ერთი იანტრიდან 
 (სანსკ. यन्त्र yantra „დაყრდნობა“ ან „სტრუქტურა“) — ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება. ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როდესაც ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან. იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.
არსებობს იანტრას მრავალი ფორმა: კალი-იანტრა — ქალღმერთ კალის სიმბოლო, დურგა-იანტრა — ქალღმერთ დურგას სიმბოლო, ბჰუვანეშვარი-იანტრა — ქალღმერთ ბჰუვანეშვარის სიმბოლო და ა. შ. თითოეულ ქალღმერთს აქვს საკუთარი იანტრა



თვითმფრინავი

                              თვითმფრინავი

                                                    
              P-38 Lightning — ტყუპი ძრავის მქონე, ფიქსირებულ ფრთებიანი კონფიგურაციით
 (მოძველებული სახელწ. აეროპლანი) — ატმოსფეროში საფრენად განკუთვნილი ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ძალოვანი დანადგარის და უძრავი ფრთის დახმარებით ქმნის აეროდინამიურ ამწევ ძალას. განასხვავებენ სამხედრო (საბრძოლო თვითმფრინავები და სპეციალური ავიაციის თვითმფრინავები) და სამოქალაქო თვითმფრინავებს; ხრახნიანს და რეაქტიულს; ბგერამდელს, ზებგერითსა და ჰიპერბგერითს; სახმელეთო და სახომალდო ბაზირების, ჰიდროთვითმფრინავებს და თვითმფრინავ-ამფიბიებს.
იხ. ვიდეო

თანამედროვე თვითმფრინავები საწყისს იღებენ ძმები რაიტების გამოგონებიდან, რომლებიც ავიაციის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებულნი არიან სტანდარტების დამდგენებად და რეკორდების დამმყარებელნად ავიაციაში, ხოლო თავად გამოგონება — „პირველ სტაბილურ და კონტროლირებად ჰაერზე მძიმე კვებით აღჭურვილ ფრენად.“1905 წელს მათმა შექმნილმა Wright Flyer III-მა შეძლო სრულად კონტროლირებადი, სტაბილური ფრენა დროის მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით. 1906 წელს უკვე აეროპლანის წარმოება ლეგალური გახადეს აშშ-ის პატენტით ნომერი 821,393

კავკასიური ენები

                          კავკასიური ენები

                                     
                                        ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში
                                                                  კავკასიური პოლიტიკა
კავკასიური ენებიიაფეტური ენებიპალეო-კავკასიური ენებიქართულ-შარომატული ენებიალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7.000.000 ადამიანი) სასაუბრო ენა. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. კავკასიურ ენებს რეგიონს გარეთ მონათესავე წევრი არ გააჩნია. ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები
იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.
აქედან „კავკასიური ენები“ ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანადო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე ინდოევროპული (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული) და სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული). „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.
ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 1946 წელს.
ნ. მარი ამ ენებს იაფეტურს უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.
იხ.ვიდეო

„იბერიულ-კავკასიური ენების“ სინონიმად ტერმინი „პალეო-კავკასიურიც“ გვხვდება[3]. ტერმინი „პალეო-კავკასიური“ („ძველისძველი კავკასიური“) ჰოლანდიელ ენათმეცნიერს კ. ულენბეკს ეკუთვნის.
ტერმინი „პალეო-კავკასიური“ გულისხმობს, რომ სათანადო ენები კაკასიის სხვა ენებთან (ინდოევროპულ და თურქულ ენებთან) შედარებით უფრო ძველია კავკასიის მიწაყალზე. თუ ასე გავიგებთ, „პალეო-კავკასიური“ მართებული ტერმინია. მაგრამ თუ მას გავიგებთ როგორც კავკასიის ენდოგენური მოსახლეობის ენებს, ზუსტი არ იქნებოდა: „ძველი კავკასიური“ კიდევ არ ნიშნავს „კავკასიაში წარმოქმნილს“.
იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია ალაროდიულ ენათა წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.
ივ. ჯავახიშვილი ამ ენებს უწოდებდა — ქართულ-შარომატულს.
ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებდა „კავკასიურ“ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და „იბერიულ“ (პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების) ენას. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.
შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებული ტერმინისაგან განსხვავებით.

                 იბერიულ-კავკასიურ ენათა დაჯგუფება

იბერიულ-კავკასიური ენებს მ. ქურდიანი ყოფს სამ (არნოლდ ჩიქობავას მიხედვით დაყოფილია იყო ოთხ: ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ) ენობრივ ჯგუფად და მრავალრიცხოვან ქვე-ჯგუფებად. ეს ენებია:
1. ქართველური ენები (ბასკურ-ქართველური ენები)
2. აფხაზურ-ადიღური ენები
2.1. აფხაზურ-აბაზური ენები
2.2. ჩერქეზული ენები
2.3. უბიხური (მკვდარი, უდამწერლობო)
3. ნახურ-დაღესტნური ენები
3.1. ნახური ენები (აჴიური დ., ბარის დ., ინგუშური დ., ქისტური დ., შაროული დ., ჭებერლოური დ.)
3.2. დაღესტნური ენები
3.2.1. ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები
  • დიდოურ-ჰინუხური ენები
3.2.2. ლაკურ-დარგუული ენები
  • ლაკური (ვიცხიური კ. • ღუმუხური კ. • ვიხლიური კ. და სხვ.)
  • დარგუული (ჰურახული დ. • ახუშური დ. • წუდახარული)
3.2.3. ლეზგიური ენები

суббота, 27 апреля 2019 г.

                             რომის დიდი ხანძარი

                                           
ნერონია ჩირაღდნები, ავტ. გენრიხ სემირადსკი, ტაციტუცის მიხედვით ნერონი ცეცხლის გაჩენაში ქრისტიანებს ადანაშაულებდა
ისტორიკოს ტაციტუსის თანახმად, დაიწყო 64 წლის 18 ივლისის ღამეს და გაგრძელდა 19-ში ცირკუს მაქსიმუსის გარშემო შეჯგუფებულ მაღაზიებში.  ვინაიდან იმ პერიოდში რომაელთა უმრავლესობა ხის სახლებში ცხოვრობდა, ხანძარი სწრაფად მოედო მეზობელ უბნებს. სვეტონიუსისმტკიცებით, ხანძარი ექვსი დღე და შვიდი ღამე მძვინვარებდა და მან თოთხმეტი უბნიდან ოთხი სრულიად გაანადგურა, შვიდი კი ძლიერ დააზიანა. ასევე განადგურდა ნერონის სასახლე, იუპიტერის ტაძარი და ვესტას ტაძრის სამსხვერპლო
იხ. ვიდეო

ოფიციალურად დარეგისტრირებული მოქალაქეების გარდა რომში ცხოვრიბდა დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული მონები, სოზონური მუშახელი ახლო პროვინციებიდან, ასევე არალეგალური მიგრანტები მომიჯნავე ქვეყნებიდან იმპერიის. ცეცხლი გავრცელდა ძალინ სწრაფად, ასევე ხელს უშლიდა ხალხის გადაადგილებას ხანძრიდან გამოქცეულებს. სრულად დაიწვა წმინდა ქიჩა ვესტაა ტაძარი და სხვა მრავალი შენობა.
გაუს სვეტონის ტრანკვილიუსი აღნიშნავს, რომ ინიციატორი ხანძარის იყო თვითონ   ნერონი, რომ სასახლეში დაინახეს ჩირარდნებით. თუმცა თანამედროვე ისტორიკოსები უფრო ეყრდნობია ტაციტიცის მონაცემებს, რ-აც გადაიტანა თავად ბავშობაშიხანძარი. მისი ჩვენებით ნერონმა დაუყოვებლივ გაემგზავრა რომში თავისი ხარჯებით ორგანიზება გაუკეთა სამაშველო ჯგუფს ქალაქის და ხალხის. ხანძრის დროს ის ახალ გეგმაზე მუშაობდა რომის მშნებლობის.
ხანძარი გრძელდებოდა ექვსი დღე და ღამე. მისი დასრულების შემდეგ აღმონდა რომ ოთხი უბანი სრულად დაიწვა ცამეტიდან.
საჭირო იყო ვინმეს გადაბრალება ხანძარის და ამის პასუხიმგებლობა დააკისრა ქრისტიანებს. ტელ რომს გადუარა ტალღა თავდასხმების და დასჯის ქრისტიანების.
იხ.ვიდეო




пятница, 26 апреля 2019 г.

                                                           ონი (დემონები)      
                                                                 
                                                                  ქანდაკება წითელი ონი, იცავს ჯოჯოხეთს



გიგანტური რქიანი დემონები, რომლებიც იაპონიაში ჩინეთიდან ბუდიზმის შესვლასთან ერთად შევიდნენ და ბუდისტი ღვთისმსახურები მათ განსადევნად ყოველწლიურ რიტუალებს ატარებდნენ. ონი შიძლებოდა სხვადასხვა ფერისა ყოფილიყო და ხელებზე და ფეხებზე სამ-სამი თითი, ზოგ შემთხვევაში კი სამი თვალი ჰქონდა. ჩვეულებრივ ისინი სასტიკები და გარყვნილები იყვნენ და ზეციდან ეტლებით ჩემოდიოდნენ, რათა მომაკვდავი ადამიანების სულები მოეპარათ. ერთ ლეგენდაში მოთხრობილია, როგორ გაათავისუფლა ცეროდენა გმირმა მომოტარომ ონის მიერ მოტაცებული ახალგაზრდა გოგონები.
ჯიგოკუს ონებს ცოდვილები ემმა-ოსთან მიჰყავთ და როგორც ამბობენ, სნეულებაც და სიკვდილიც მათი შექმნილია
იხ. ვიდეო
წარმოშობა სიტყვა ,,ონი'' სავარაუდოდ წარმოდგება ,,ის'' - ჩინური დამწერლობიდან ირეგლოფიდან 隠 ნიშნავს დამალვას თავდაპირველად ისინი წარმოაგდენდნენ უჩინარი სულებს და ღმეთებს კატასტროფების, ავადმყოფიბის და სხვა უბედურების. ამ ბურუსლით მოცული არსებებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა ფორმები, რომ მოატყუოს (ხშირად შეეყაროს) ადამინებს. ასე, რომ ჩინური იეროგლიფი 鬼 ნიშნავს მოჩვენებას.

დიდი პარასკევი

                        დიდი პარასკევი

                                         
                                                 გამოთხოვება მდგომარეობა  ,,საფლავზე''
 ვნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:
იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.
იხ. ვიდეო

                                გოლგოთა

                                                                 
მართლმადიდებელი სამლოცვლელო გოლგოთა ქრსტეს საფლავის ტაძარი, თანამედროვე ხედი
                                                                
(ბერძნ. Golgotha < არამ. gūlgūetā, სიტყვასიტყვით — თავის ქალა) — ბორცვი იერუსალიმის მახლობლად, სადაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, სახარების მიხედვით — ქრისტეს ჯვარცმის ადგილი. ეხლა იმყოფება ისრაელის ტერიტორიაზე წარმოადგენს ორიდან  ერთს მთავარ სიწმინდეს ქრიტიანობაში. ტრადიციის თანახმად საუნის დასაწყისში გოლგოთა იმყოფებოდა ქალაქის კედელბის მიღმა იერუსალიმის, შრდილოეთ-დასავლეთით ქალაქიდან. დღეისთვის ის წარმოადგენს ნაწილის წრისტეს საალავის ტაძარის ქრისტანულ კვარტალში ძველ ქალაქში იერუსალიმის.
იხ. ვიდეო


მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...