воскресенье, 28 апреля 2019 г.

მანდალა

                                  მანდალა

                                               
                                                                    მანდალა
 (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.
მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც. ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დჰარმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაჲანულმიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.
                                                             
                                                                        უბრალო მანდალა
სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“ ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.
დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ
იხ.ვიდეო
შრი-იანტრა,ერთ ერთი ვარიანტიდან 
ერთ ერთი იანტრიდან 
 (სანსკ. यन्त्र yantra „დაყრდნობა“ ან „სტრუქტურა“) — ინდუისტური სიმბოლო, რიტუალური დიაგრამა. იანტრა მანტრას გრაფიკული გამოხატულებაა და მედიტაციისთვის გამოიყენება. ინდუიზმის მიმდევრები თავიანთ ეზოებში იანტრებს ხატავენ, როდესაც ახლო ნათესავების სახლში დაბრუნებას ელოდებიან. იანტრას ბუდიზმშიც დიდი რიტუალური მნიშვნელობა აქვს.
არსებობს იანტრას მრავალი ფორმა: კალი-იანტრა — ქალღმერთ კალის სიმბოლო, დურგა-იანტრა — ქალღმერთ დურგას სიმბოლო, ბჰუვანეშვარი-იანტრა — ქალღმერთ ბჰუვანეშვარის სიმბოლო და ა. შ. თითოეულ ქალღმერთს აქვს საკუთარი იანტრა



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...