понедельник, 22 апреля 2019 г.

პოტსდამის კონფერენცია

                  პოტსდამის კონფერენცია

                                              Churchill Truman y Stalin en la Conferencia de Potsdam 23-07-1945 - BU 009195.jpg
        უ.ჩერჩილი, ჰ.ტრუმენი, ი.ვ. სტალინი პოტსდამის კონფერეცია 1945წ-ის 23 ივლისი
(17 ივლისი-2 აგვისტო 1945), რომლის ოფიციალური დასახელება იყო „ბერლინის სამი სახელმწიფოს კონფერენცია“წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 მთავარი მოკავშირის - სსრკ-ის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის - უმაღლესი დონის პოლიტიკური დონის მქონე შეხვედრას, რომელზეც უნდა შეეთანხმებინათ სამომავლო მოქმედებების გეგმა.
თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ბერლინი იყო დათქმული, მაგრამ ომის შედეგად გამოწვეული ნგრევის გამო მოლაპარაკება შედგა პოტსდამის დანგრევას გადარჩენილ სასახლე ცეცილიენჰოფში
                                                   
კონფერენციის გადასაწყვეტი იყო შემდეგი საკითხები:
  • განთავისფლებული ევროპის ქვეყნებს შორის ახალი საზღვრების დადგენა
  • დამარცხებული მხარისათვის დასაკისრებელი რეპარაციები
  • დაპყრობილი გერმანიის გადანაწილება სამართავ ზონებად
  • ჯერ კიდევ მიმდინარე წყნარი ოკეანის ომი და მისი დასრულების გეგმა
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ:
გარდა ამისა თითოეული ქვეყნის დელეგაციაში შედიოდნენ არმიის გენშტაბის შეფები და სხვა დიპლომატიური პირები, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ მახლობლად მდებარე ნოიბაბელსბერგის ვილებში გრიბნიცის ტბისნაპირზე.
პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილებები თავმოყრილ იქნა ე.წ. პროტოკოლში "პოტსდამის შეთანხმება". ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო:
ეს ბოლო პუნქტი თითოეულ მაკონტროლირებელ მოკავშირეს თავის საკონტროლო ზონაში მისი ინტერესების მიხედვით რეპარაციების დაწესების უფლებას აძლევდა, რითაც დაირღვა გერმანიის ეკონომიკური ერთიანობა. ამას მალე ცივი ომის დაწყებისთანავე გერმანიის პოლიტიკური ერთიანობის დარღვევაც მოჰყვა.
 პოტსდამის კონფერენციისშემაჯამებელი დოკუმენტი. კონფერენცია მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წლის 17 ივლისიდან2 აგვისტომდეცეცილიენჰოფის სასახლეში პოტსდამში. პოტსდამის კონფერენციაზე გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის ახალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოწყობის, მისი დემილიტარიზაციის, რეპარაციის გადახდისა და გერმანელი სამხედრო ტყვეების ბედის შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სსრკაშშ და დიდი ბრიტანეთისაფრანგეთი არ მონაწილეობდა, თუმცა 4 აგვისტოსშეუერთდა პოტსდამის შეთანხმებას. თავდაპირველად კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტალინიჰარი ტრუმენი და უინსტონ ჩერჩილი. მოგვიანებით ჩერჩილი შეცვალა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კლემენტ ეტლიმ.
კონფერენციაზე გერმანიისათვის მიიღეს პოლიტიკური პრინციპები, რომელსაც უწოდეს „ხუთი D“:
  • დენაციფიკაცია
  • დემილიტარიზაცია
  • დემოკრატიზაცია
  • დეცენტრალიზაცია
  • დემონტაჟი
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...