среда, 24 апреля 2019 г.

                                                              ალტრუიზმი
                                                          
                                                    მოწყალების გაღება ასევე ითვლება ალტრუიზმად

(ლათ. altruisme – სხვა) — ზნეობრივი პრინციპი, რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმიუანგარო სამსახურს, პირადი ინტერესების ნაცვლად, სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას.
ადამიანებს გააჩნიათ ალტრუიზმის წმინდა ადამიანური მოტივაცია. ალტრუისტული ქცევისას პიროვნების მთავარი მიზანი და მოტივია გაჭირვებული ადამიანისათვის შემწეობის გაწევა. შესაბამისად, ალტრუიზმისათვის დამახასიათებელია ის მთავარი გარემოება, რომლის მიხედვითაც ალტრუისტული ქცევის განმახორციელებელი მოქმედებს პირადი ინტერესებისა თუ უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ალტრუისტები ხშირად უდიდეს საფრთხეში იგდებენ თავს და სხვა ადამიანების კეთილდღეობას მსხვერპლადაც კი ეწირებიან ხოლმე.
ალტრუიზმი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს ნათესაურ ურთიერთობებში, რასაც აძლიერებს ადამიანების ძლიერი სურვილი თავიანთი გენეტიკური მემკვიდრეობის გადარჩენისა. სოციალურ ფსიქოლოგიაში ასევე ხშირად ვხვდებით რეციპროკული ალტრუიზმის ცნებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი ეხმარება მეორეს, რადგან საჭიროების შემთხვევაში მისი მხრიდანაც მოელის ალტრუისტული მოქმედების განხორციელებას.
ალტრუიზმს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას, რომელიც ადამიანს საზოგადოებრივად სასიკეთო ქმედებებისაკენ უბიძგებს.
იხ. ვიდეო
გაგება სიტყვა ალტრუიზმის შემოიღო ფრანგმა ფილოსოფოსმა და დამფუძნებელი სოციოლოგიის ო. კონტი. ის ახასიათებს მათ უსაზღვრო გამოღვიძება ადამიანის, იწვევს მოქედება სასარგებლოდ. სხვა ადამიანებში თანახმად კონტის პრინციპი ალტრუიზმის ამბობს: ,,იცოცხლო სხვისთვის'' 
რაციონალური ალტრუიზმი - ეს ბალანსირებული (ასევე მცდელობა ის გაიზარო)შენი ინტერესებისა და სხვა ადმაინების შორის.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...