четверг, 25 апреля 2019 г.

ფაზისი

                             ფაზისი

პტოლომიოსის რუკა II ს. გამოცემულია ვენაში 1541 წ.
ძვ. ბერძნ. Φάσις) იგივე ფასისი, (თანამედროვე - ფოთისაქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე ფასისის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ. წ. აღ. VII-VI საუკუნეებში.
პირველი ეპიგრაფიული ძეგლი, სადაც მოხსენიებულია ფაზისი არის — მრგვალი ვერცხლის ჯამი-ფიალა წარწერით „მე ვეკუთვნი წინამძღვარ აპოლონს, რომელიც ფასისშია“ (Απόλλωνος Ήγεμόνος είμ τõμ Φάσι), ნაპოვნია ხუტორ ზებოვსკში ყუბანში (რუსეთი), დათარიღებულია V ს. ბოლო — IV ს. დასაწყისი ჩ. წ. ა., წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება სკილაქი კარიანდელის მიერ როგორც «ელინური ქალაქი ფასისი» (IV ს. ჩ.წ.ა.). ფაზისის კოლონია დაუარსებიათ მილეთელ მოახალშენე ბერძნებს.
იხ. ვიდეო
სახელწოდება ფაზისი ქალაქმა მიიღო მდინარე რიონის ძველი სახელისგან. უნდა ვიფიქროთ, რომ ბერძენი კოლონიზატორები თუ მოახალშენენი, ამ სიტყვით, გამოხატავდნენ კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობას გამდინარე წყლისა. ჩანს, არა ყველა მდინარეს უწოდებდნენ ისინი ფასისს, არამედ მხოლოდ მას, რომელსაც ეთანადებოდა ბერძნული სიტყვა „ფასისი“. ფასისი ბერძნულად ერთ-ერთი ღვთაების სახელი იყო, რომელსაც მდინარის სახე ჰქონდა. მდინარე-ღვთაება ფასისის გენეალოგია ასეთი ყოფილა ის ღმერთ ოკეანესა და თეტისის შვილი იყო - ძვ. წელთაღრიცხვის VIII ს-ის პოეტის ჰესიოდეს სიტყვებით (თეოგონია) - „თეტესმა ოკეანეს უშვა ბობოქარი მდინარეები: ნილოსიალფეიოსიმეანდროსი, ლამაზტალღებიანი ისტოსი, ფაზისი, რეზოსი“....
ცნობილია, რომ ბერძნები ფასისს უწოდებდნენ რამდენიმე მდინარეს, მათ შორის ევფრატსაც (მის ზემოწელში) და ჭოროხსაც, თუ არას ვიტყვით სხვა მდინარეებზე. სიტყვა „ფასისი“ ბერძნულად თურმე ერქვა საზოგადოდ სუფთა სითხეს, მათ შორის სუფთა წყალს, სუფთა ზეთს და სხვათა, რომელნიც სისუფთავისა და სიწმინდის გამო გამოიყენებოდა ღვთისმსახურებისას.
ფასისი ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში ეწოდებოდა წმინდა ზეთს, რომელიც იხმარებოდა მეფის ან სასულიერო პირის მიერ სხვა პიროვნების ზეთისცხების დროს 
IV საუკუნის (ძვ.წ.ა.) ბერძენი მწერლის ფსევდო სკილაქ კარიანდელის ცნობით, მდინარე ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი. ქალაქი ფაზისი წარმოადგენდა მაღალგანვითარებულ, მრავალდარგოვან, ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრს. ფაზისის სარაფხანაში იჭრებოდა ლეგენდარული ვერცხლის მონეტა - კოლხური თეთრი. ფართო იყო მისი ურთიერთობის სფერო ბერძნულ სამყაროსთანაც, რომლის მეშვეობით ფაზისი მთელ აღმოსავლეთსაც უკავშირდებოდა.
პლატონ იოსელიანის სიტყვებით ფაზისი ედემის ერთ ერთი მდინარე ფიშონია, ხოლო მისი ეტიმოლოგია კი ძველ ებრაულია და ნიშნავს ოქროს
საინტერესოა გაირკვეს ფაზისის წარმოშობის სადაურობა. პ. ინგოროყვამ მეცნიერული სიზუსტით ნათელჰყო, რომ სიტყვა - ფაზისი ქართული წარმოშობისაა. ამის შესახებ იგი წერს: "სიტყვა ფას-ი || ფს-ი აქედან ფას-ისი, ფს-ის ი ძირეულია და აღნიშნავდა ცნებას "წყალი". ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ ფუძესმრავალგვარი განშტოება მოეპოვება ქართულში." აქედან გამომდინარე პ. ინგოროყვა ასკვნის, "....სახელი კოლხეთის მთავარი მდინარისა, ფას-ი, ფას-ის-ი არაა უცხოური წარმოშობისა, არამედ ქართული ენობრივ სამყაროს ეკუთვნის". მკვლევარი აღნიშნავს: "პირველადი სახელწოდება ამ პუნქტისა არის ფაზისის ქალაქი ანუ ფასტი (ფას-თი), რომლის პარალელური სახეობაა - ფოსთი, საიდანაც შემდებ წარმოიშვა ფოთი, ფოთ." ფოთიდან წარმომდგარია მეგრული გეოგრაფიული სახელწოდება ფუთი ამასთან ერთად. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბეში გამოქვეყნებულია, რომ ფაზისი - მერმინდელი ფოთი - ადგილობრივ, ქართულ ფორმასთან დაკავშირებულ წყაროდან მომდინარეობს.
                                          
                                             საქართველოს რუქა პომპეუსის დროს
უკვე ძველი წელთაღრიცხვის საუკუნეებში ფაზისი დიდ როლს ასრელებდა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში. სხვადასხვა დროს ფაზისის ნავსადგურით ხშირად უსარგებლიათ საბერძნეთისრომისკონსტანტინოპოლისეგვიპტის სასულთნოს, გენუის, და ევროპის მრავალ სხვა ქვეყნის სავაჭრო ხომალდებს. თვითნიერ სიმდიდრისა, მომხდურ-დუშმანის ცეცხლი და მახვილიც ჭარბად უგემია ფაზის - ქალაქს. დაარსებიდან უცხოთა მიერ მრავალგზის ნათარეშევი, ფაზისი მოგვიანებით კი ფოთი მუდამ რჩებოდა სხვადასხვა ჯურის დამპყრობელთა სასურველ ლუკმად. საკუთარ მფარველს მოკლებული, მუდამ ხელიდან-ხელში გადადიოდა და უფრო და უფრო უღვივებდ მომხდურს აქ გაბატონების სურვილს. აქ ულაშქრიათ პონტოელ მითრიდატე ევპატორს, რომაელ პომპეუსს, სპარს ნახორაგენეს, ბიზანტიელ კეისრებს - იუსტინიანეს და თურქ-ოსმალებს.
66 წელს ძვ.წ.ა. ფაზისთან ერთმანეთს შეხვდნენ იბერიიდან გადმოსული პომპეუსი და რომაელების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი სერვილიუსი, რომლის ფლოტიც ზღვიდან კეტავდა და აკონტროლებდა ქალაქს.
I ს-ის (ძვ. წ. ა.) პირველი ათეულის დამლევს პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორმა კოლხების ძლიერი სამეფო დაიმორჩილა და მისი ერთ-ერთი ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური ქალაქი ფაზისი ხელში ჩაიგდო. მაგრამ მითრიდატ ევპატორის ბატონობას კოლხეთსა და მის ეკონომიკურ ცენტრში ქ, ფაზისში ბოლო მოუღო რომაელთა შემოსევამ ამიერკავკასია-საქართველოში.
მაშინ ქალაქს ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა ხის გალავანი, მაგრამ რომაელებს ეს გალავანი დაუნგრევიათ და მის ნაცვლად ქალაქისათვის ქვის გალავანი შემოუვლიათ.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელების გავლენის გაძლიერების შემდეგ ფაზისში ჩადგა რომაული სამხედრო გარნიზონი. II ს. (ძვ. წ. ა.) რომაელებს ფაზისში თავიანთი ჯარი ჩაუყენებიათ და იმპერიის მფლობელობის ჩრდილო საზღვარს წარმოადგენდა (ბოსფორის სამეფო მდებარეობდა უფრო ჩრდილოეთით მაგრამ განიცდიდა იმპერიის ზეგავლენა. თუმცა დამოუკიდებელი იყო იმპერიისაგან), ქალაქის სტატუსი III ს. დაუდგენელია, თუმცა ზოსიმე "ახალ ისტორიაში" გვამცნობს რომ სკვითეთის ომის დროს III საუკუნეში გოთებმა რომლებმაც მიიღეს ბოსფორის გემები, წარუმატებლად ეცადნენ ფასიანის არტემიდის ტაძრის სამლოცველოს აღება
IV-V საუკუნეებში ახ.წ.ა. ლაზიკის სამეფოს გაძლიერებისას, ალბათ ფაზისი ხდება ლაზიკის დაქვემდებარებაში; პროკოპი კესარიელი გვამცნობს ლაზიკის ინტენსიურ გარე საზღვაო ვაჭრობის შესახებ, რაც ალბათ ქალაქ ფაზისის მეშვეობით მიმდინარეობდა 542-562 წწ. ბიზანტია - ირანის ომის დროს ბიზანტია-ლაზიკის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ირანელები. 555 წელს ირანისა და რომაელი ჯარების სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ქალაქმა ფაზისმა დიდი აოხრება განიცადა, მაგრამ არ დაუკარგავს თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა.  ადრე ფეოდალურ ხანაში ფაზისი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას. საქართველო შავი ზღვით უკავშირდებოდა დასავლეთის ქვეყნებს, რიონი - მტკვრის სანაოსნო გზით კი სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებს. უცხოელ ვაჭრებს კოლხეთიდან გაჰქონდათ რკინა, ხე-ტყე, ოქრო, სელი, ტყავეული, კოლხური ხოხობი. ბერძენ ვაჭრებს შემოჰქონდათ ნელსაცხებლები, ზეითუნის ზეთიმარცვლეულისამკაული და კერამიკის ჭურჭელი. ამავე ხანაში ფაზისი იყო ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი კულტურული ცენტრი. ბიზანტიელი ორატორი და ფილოსოფოსი თემისტე (317-338 წ ახ.წ.ა.) იძლევა უდაო ცნობას ქალაქ ფაზისში უმაღლესი სკოლის არსებობის შესახებ. ქართველი მეცნიერები კოლხეთის ფაზისის აკადემიის დაარსების თარიღად III საუკუნის შუა ხანებს თვლიან. რუდოლფ შტაინერის ცნობით კოლხეთის აკადემია VII - VIII საუკუნეებშიც არსებობდა. ეს საკითხი კვლევის საქმეა. ამ აკადემიაში უსწავლიათ: ბერძენ ფილოსოფოსებს ევგენიოსს და მის შვილს თემისტესნუცუბიძე შალვასმტკიცებით იბერიის უფლისწულს ბაკურს. კოლხეთის აკადემიაში ასევე მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი.
ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის. ქართულ წყაროთა შორის ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება" . ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქ. სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.
ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირვეწოდებულმა ფაზისში იქადაგაქრისტიანობა. ადრე შუა საუკუნეებში ფაზისი დასავლეთ ქართველთა საეკლესიო ცენტრს - ფაზისის სამიტროპოლიტოს წარმოადგენდა. მე-5 დან მე-8 საუკუნემდე ფაზისის საეპისკოპოსო იყო კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში. შემდგომში ფაზისში რეზიდენცია ჰქონდა ლაზიკის მიტროპოლიტს, რომელსაც სამი საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა. რომლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის, რომ 533 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო კრებასსხვებთან ერთად ფაზისელი ეპისკოპოსიც აწერდა ხელს: "თეოდორე უღირსმან ეპისკოპოსმან ფასოსამან სოფელსა შინა მეგრელთასა განვსაზღვრენ და წავწერენ". 787 წლის ნიკეის პირველ საეკლესიო კრებას ხელს აწერს ქრისტოფერე ეპისკოპოსი ფაზისისა. ერთ-ერთი ფაზისელი ეპისკოპოსი კვიროსი დაწინაურებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად.
იხ. ვიდეო

ფოთის აღმოსავლეთით 15-20 კმ-ის იქით, მდინარეებს რიონსა და ხობს შორის, აღმოჩნდა გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქის ადამიანთა ნამოსახლარები (ნამარნუძიგურინოსირისაკირეცივაანაკლიაეკისენაკიერგეტაურეკი და სხვა). გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ეპოქაში მეცნიერ-გეოგრაფთა მონაცემებით შავი ზღვის დონე თანამედროვესთან შედარებით დაწეული იყო რამდენიმე მეტრით (ზღვის რეგრესია). ამ ეპოქაში, ზღვის დონის დადაბლების შედეგად დაშრა რიონის დაბლობი ჭაობები და ლაგუნები, რის გამოც შედარებით ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ადამიანის ცხოვრებისათვის, ამის შედეგად წარმოიქმნა, ალბათ, აღნიშნული ეპოქის, ანუ გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ნამოსახლარები. აღსანიშნავია, რომ აღმოჩნდა უცხოური კერამიკის ფრაგმენტებიც ზღვისპირზე ურეკსა და ყულევის შუა ძვ.წ. VI და შემდგომი საუკუნეებისა. არ აღმოჩნდა რაიმე ანტიკური ქალაქის ნამოსახლარი (ზღვის პირას).
ქალაქ ფაზისის ადგილმდებარეობა ეხლაც კი ჯერ დაუდგენელია ამიტომაც მეცნიერებსა და მკვლევარებს დიდი კამათი აქვთ ამ თემაზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული ყველაზე ნათლად მისი მდებარეობა სტრაბონს აქვს აღწერილი სადაც ამბობს რომ ის მდებარეობს ზღვას, ტბას და მდინარეს შორისო, ეს ყველაზე უფრო ახლანდელი ფოთის მდებარეობას ემთხვევა, როგორც ვთქვით ამ იდეას ბევრი მომხრე ჰყავს (ნუგზარ ნადარაია, ცოტნე მირცხულავა). ფაზისის აკადემიამ დიდი სამუშაო შეასრულა ფაზისის ისტორიული კვლევის თვალსაზრისით. ბატონმა ცოტნე მირცხულავამ (გაეროს ექსპერტი, აღიარებული მეცნიერი) გამოსცეს ჟურნალი „ცოტნეიდელი“, სადაც თავმოყრილია უნიკალური მასალები კოლხეთის ისტორიაზე, ბოლო დროს სამეცნიერო თუ სასულიერო წიგნებში გაიჟღერა აზრთა სხვადასხვაობამ ფაზისის ისტორიული მდებარეობის საკითხზე. ამასთან აქცევენ ყურადღებას - ფაზისის (რიონის) ხეობა (და არა ჭოროხის), რიონი ფასის მთიდან იღებს სათავეს, აქედანაა მისი ძველი სახელწოდება - ფასისი - ფაზისი და ქალაქი ფაზისი ადეკვატია.
ამ ჰიპოთეზას მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს მაგ. ბატონი გ. გამყრელიძე. არქეოლოგ გ. გამყრელიძის სიტყვით, რომელიც საგანგებოდ სწავლობდა ქ. ფაზისის მდებარეობის საკითხს მდ. რიონის შესართავთან ან მომიჯნავე მხარეებში „კლასიკური და ელინისტური ხანის ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული“  უფრო მეტიც, არა თუ კლასიკური და ელინისტური ხანის რაიმე ნაქალაქარის არსებობა, არამედ ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენაც კი არ ჩანს მოსახლეობის ყოფაში. გ. გამყრელიძე წერს - მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ ძვ.წ. VIII-VI და გნებავთ IV საუკუნემდე ფოთის მიდამოებში და მთელ კოლხეთში რაიმე დიდი ცვლილება არქეოლოგიურ კულტურაში (კერამიკური და მეტალურგიულ წარმოებაში, არქიტექტურაში, იდეოლოგიაში თუ დაკრძალვის წესში არ შეიმჩნევა. ხსენებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი სოციუმი როგორც ცხოვრობდა ისე ცხოვრობს, არ ჩანს ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენა მოსახლეობის ყოფაში) [5] ის ასკვნის, რომ თუ ფოთი ფაზისია, მაშინ „ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძ.წ. VIII-VII საუკუნეებში არ შეხებია ქ ფაზისს“ ბატონი გამყრელიძე გულისხმობს, რომ არქეოლოგიური მასალების მიხედვით, ქ. ფოთს არ შეხებია „ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია“, ცხადია ქ. ფაზისი მილეტელთა დაარსებული იყო და ფაზისი თვით იყო დიდი ბერძნული კოლონიზაციის შედეგი, მაგრამ რადგანაც ქ. ფოთთან არ აღმოჩნდა ამ კოლონიზაციის რაიმე კვალი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რომ ფოთთან არ უნდა ეძიონ ქ. ფაზისი, არამედ სხვა რეგიონში, იქნებ ჭოროხის შესართავთან, ანდა უფრო სამხრეთით. გამყრელიძე განაგრძობს - ქ. ფოთსა და მის შემოგარენში „უცხოური ნაწარმი კოლონიზაციის ეპოქაში არ ჩანს, ხოლო ძვ.წ. VI-V საუკუნეთა იმპორტული ნაწარმი მცირეა და სულ დაახლოებით 100 ერთეულით (კერამიკის ნატეხები) განისაზღვრება. ამიტომ აქ რაღაც ინტენსიურ ბერძნულ საკონოლიზაციო მოქმედებებზე საუბარი ჯერჯერობით სრულიად უსაფუძვლოა“. აღსანიშნავია, რომ ის მწირი არქეოლოგიური მასალა, რომელიც მიკვლეულია, აღმოჩენილია მიწის ქვეშ 6 მ. სიღრმეზე ან პალიასტომის ტბის ფსკერზე ან ზღვაში „დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემები ადგილ "ნატეხებთან პალიასტომის ტბის დას. ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ.წ. IV ს-ის ანტიკური შავლაქიანი ჭურჭლის ქუსლი და ამფორის ძირი (ძვ.წ.III ს.). ფოთის მიდამოებში აღმოჩნდა ძვ.წ. V ს-ის კოლხური თეთრის 2 ცალი დიდრაქმა. პირველი მაისის ქუჩაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად, 6 მ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ.წ. II-I სს-თა კერამიკის ნაშთები (იქვე, გვ.174)“ ფოთის მიდამოებში ცხოვრება ქრისტიანობის გავრცელების შედეგად გაგრძელდებოდა ჩვეული გზით, ანუ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა ისეთივე იყო, როგორც მთელ დანარჩენ დას. საქართველოში, სადაც უკვე IV ს-დან ეკლესიათა მშენებლობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ფოთის მახლობლად პალიასტომის ტბის ადგილას ერთ-ერთ სოფელში, სადაც იდგა ეკლესია (ჩანს IV-VIII სს-სა), რომლის ცნობილმა ხატმა „პალიასტომის ღვთსმშობელმა“ დღემდე მოაღწია - „ფოთიდან, პალიასტომის ტბის მიდამოებიდან, არის ქართული (მხედრულწარწერიანი) ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება (ინვ. '3788)“ ბარძიმს აქვს ქართული წარწერა, ასევე ქართულია პალიასტომის ხატის წარწერაც, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ აღნიშნული ტაძარი ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იმყოფებოდა და არა ბერძნულისა. ამიტომაც გამყრელიძეს ეჭვი ეპარება იმაში რომ ფაზისის სამიტროპოლიტოს ცენტრი ყოფილიყოს ქ. ფოთში. იქნებ ფასისის სამიტროპოლიტოს 4 ბერძნული საეპისკოპოსო არა დას. საქართველოსში, არამედ იქ იყო, სადაც მათი არსებობის შესახებ მიუთითა სახელგანთქმულმა მეცნიერმა ნ. ადონციმ, ანუ ტრაპიზუნტის ოლქში, ჭოროხის ხეობის დასავლეთ ნაწილში. პალიასტომის ფსკერზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს სოფლური დასახლება, შეიძლება ითქვას ქართული ტიპისა, რადგანაც მას არ გააჩნია ბრწყინვალება ბერძნული ცივილიზაციისა. ჰიდრო-არქეოლოგი წერს - „პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში კაპარჭინას ბოლოში, ადგილ „ნაეკლესიარზე“ აღმოჩნდა რიყის ქვებით ნაგები კედელის ნაშთები. ტბის დასავლეთ ნაწილში, მალთაყვასთან, დადასტურდა III-VIII სს-თა ნამოსახლარის ნაშთები. არქეოლოგიური კვლევით გაირკვა, რომ პალიასტომის ტბაში პუნქტ „ნატეხებში“ ძველი ნამოსახლარია და მისი ნაშთები 900 კვ.მ-ზე ვრცელდება... პალიასტომის ტბის ფართი 18 კვ.კმ-ია, ზღვისა და ტბის დონე თანაბარია“.
გ. გამყრელიძის აზრით სიტყვა პალიასტომი შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან "პალიას" (ძველი) და "სტომა" (ციხე-სიმაგრე). ე.ი. ძველი ციხე-სიმაგრე. პალიასტომის ადგილ „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკა (აგური, კრამიტი) ისეთივეა, როგორც დას, საქართველოს სხვა ნაგებობებისა (ბიჭვინთასოხუმიოჩამჩირეგუდავანოქალაქევივაშნარიქობულეთიციხისძირიგონიო) აქ აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტიც, „ნატეხების“ ნამოსახლარის კერამიკული ტარა - ადგილობრივი ამფორები სიახლოვეს იჩენს ნოქალაქევის აღმოჩენებთან. ადგილობრივია სამზარეულო კერამიკა ქოთნები, ჯამები, ლუთერიები, დოქები, ქვევრები. პალიასტომის ტბის ნასახლარის აღმოჩენილი მასალის 75% ადგილობრივია, ხოლო შესაბამისად 25 % უცხოური კერამიკაა. ამ მასალაზე დაყრდნობით როგორც ავღნიშნეთ გამყრელიძე სკეპტიკურად უყურებს ფოთისა და ფაზისის იდენტურობას. ერთი სიტყვით, ფოთის არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, რომ იქ არსებული „ნატეხების“ დასახლება, ჩვეულებრივი, სხვათა მსგავსი ადგილობრივი (ქართული) სოფელი იყო, თავისი ეკლესიით და ანტიკური თუ ბიზანტიური ტიპის ქალაქი არ ყოფილა. „ნატეხები“ კი ყველაზე დიდი დასახლება იყო ფოთის რეგიონში. გ. გამყრელიძის აზრით. „ფაზისი ზღვაში უნდა იყოს დაძირული, ამის დასტურია აგრეთვე მეცნიერ-გეოგრაფების მონაცემები, რომლის მიხედვით შავ ზღვაზე ე.წ. ფანაგორიული რეგრესის დამთავრების მერე დაიწყო შავი ზღვის ტრანსგრესია“.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...