воскресенье, 28 апреля 2019 г.

კავკასიური ენები

                          კავკასიური ენები

                                     
                                        ეთნო-ლინგვისტური ჯგუფები კავკასიის რეგიონში
                                                                  კავკასიური პოლიტიკა
კავკასიური ენებიიაფეტური ენებიპალეო-კავკასიური ენებიქართულ-შარომატული ენებიალაროდიული ენები — კავკასიის რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობის (დაახლ. 7.000.000 ადამიანი) სასაუბრო ენა. ლინგვისტური კვლევების კლასიფიკაციით ეს ენები ერთიანდებიან რამდენიმე ენათა ჯგუფში, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლინგვისტური მსგავსებები. კავკასიურ ენებს რეგიონს გარეთ მონათესავე წევრი არ გააჩნია. ქართველი ლინგვისტი არნოლდ ჩიქობავა ამ ენებს იბერიულ-კავკასიურ ენებში აერთიანებს, შედეგად ქართული კავკასიოლოგიური სკოლა, კავკასიური ენების აღსანიშნავად იყენებს ტერმინს: იბერიულ-კავკასიური ენები
იბერიულ-კავაკსიური ენები სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება, ესენია: „კავკასიური ენები“, „იაფეტური ენები“, „პალეო-კავკასიური ენები“ და „ალაროდიული ენები“.
აქედან „კავკასიური ენები“ ყველაზე გავრცელებული ტერმინი იყო და ახლაც ხშირად იყენებენ. სათანადო ენები ამჟამად თითქმის მხოლოდ კავკასიაში იხმარება; ერთი გარემოება რომ არა, ეს საკმაო საფუძველს შექმნიდა იმისათვის, რომ ტერმინი „კავკასიური ენები“ მიჩნეულიყო შესაფერის ტერმინად. კავკასიაში გავრცელებულია ასევე ინდოევროპული (რუსული, უკრაინული, სომხური, ოსური, თალიშური, თათური, ქურთული, ბერძნული...), ალთაური ენები (აზერბაიჯანული, ყუმიკური, ყარაჩაულ-ბალყარული, ნოღაური, თათრული, თურქმენული) და სემიტური (სირიული, იგივე ასირიული ანუ აისორული). „კავკასიური“ ენების გამიჯვნა „კავკასიის“ ენებისაგან ძნელდება, გარჩევა კი საჭირო არის.
ტერმინი „იბერიულ-კავკასიური“ საშუალებას იძლევა ეს ენები გაირჩეს „კავკასიის ენებისაგან“: იბერიულ-კავკასიური ენები ესაა იბერიული (ქართველური) და მონათესავე ენები. ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები“ შემოღებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 1946 წელს.
ნ. მარი ამ ენებს იაფეტურს უწოდებდა. „იაფეტური ენები“ მეთვრამეტე საუკუნეში ინდო-ევროპულ ენატა აღსანიშნავად იყო გამოყენებული. იბერიულ-კავკასიური ენებისათვის ეს ტერმინი ნ. მარმა შემოიღო. ოღონდ ტერმინის მნიშვნელობა ნ. მარის მოძღვრებაში იცვლებოდა: 1908-1915 წლებში „იაფეტური ენები“ ცოცხალ იბერიულ-კავკასიურ ენათაგან მხოლოდ „ქართველურ ენებს“ გულისხმობდა, ხოლო 1915-1923 წლებში კი ქართველურსა და მის მონათესავე კავკასიურ ენებს, სახელდობრ: აფხაზურ-ადიღურ, ნახურსა და დაღესტნურ ენებს. მომდევნო წლებში „იაფეტური ენები“ მონათესავე ენათა ერთეულს აღარ აღნიშნავს და გენეალოგიური კლასიფიკაციის ცნებას აღარ წარმოადგენს.
იხ.ვიდეო

„იბერიულ-კავკასიური ენების“ სინონიმად ტერმინი „პალეო-კავკასიურიც“ გვხვდება[3]. ტერმინი „პალეო-კავკასიური“ („ძველისძველი კავკასიური“) ჰოლანდიელ ენათმეცნიერს კ. ულენბეკს ეკუთვნის.
ტერმინი „პალეო-კავკასიური“ გულისხმობს, რომ სათანადო ენები კაკასიის სხვა ენებთან (ინდოევროპულ და თურქულ ენებთან) შედარებით უფრო ძველია კავკასიის მიწაყალზე. თუ ასე გავიგებთ, „პალეო-კავკასიური“ მართებული ტერმინია. მაგრამ თუ მას გავიგებთ როგორც კავკასიის ენდოგენური მოსახლეობის ენებს, ზუსტი არ იქნებოდა: „ძველი კავკასიური“ კიდევ არ ნიშნავს „კავკასიაში წარმოქმნილს“.
იბერიულ-კავკასიური ენები ფრიც ჰომელმა მოაქცია ალაროდიულ ენათა წრეში, ე. ი. იმ ენათა წრეში, რომელსაც წინააზიის ძველი, აწ მკვდარი ენები (ურარტული, ჰურიტული, პროტოხეთური, შუმერული...) განეკუთვნება. ბუნებრივია, უპირატესობა მიეცეს ტერმინს, რომელიც ახლანდელ ვიტარებას ემყარება და მასთან გეოგრაფიულ ტერმინში („კავკასიის ენები“) არ აირევა.
ივ. ჯავახიშვილი ამ ენებს უწოდებდა — ქართულ-შარომატულს.
ი. კარსტი ტერმინ „იბერიულ-კავკასიური ენების“ ქვეშ მოიაზრებდა „კავკასიურ“ (ჩრდილოკავკასიურ და ქართველურ ენებს) და „იბერიულ“ (პირინეის ნახევარკუნძულის ძველი იბერებისა და ახლანდელი ბასკების) ენას. ამ შემთხვევაში იბერიულ-კავკასიური ძველისძველი ჰიპოთეზური ენობრივი წრის „მაკროსამყაროს“ გულისხმობს.
შესაბამნისად ტერმინი — „იბერიულ-კავკასიური ენები“, როგორც რეალური „მიკროწრე“ თავისთავში არ გამორიცხავს ჰიპოთეზური ენების „მაკროსამყაროს“ არსებობას. ამრიგად აღნიშნული ტერმინი უფრო გამოსადეგია ყველა არსებული ტერმინისაგან განსხვავებით.

                 იბერიულ-კავკასიურ ენათა დაჯგუფება

იბერიულ-კავკასიური ენებს მ. ქურდიანი ყოფს სამ (არნოლდ ჩიქობავას მიხედვით დაყოფილია იყო ოთხ: ქართველურ, აფხაზურ-ადიღურ, ნახურ და დაღესტნურ) ენობრივ ჯგუფად და მრავალრიცხოვან ქვე-ჯგუფებად. ეს ენებია:
1. ქართველური ენები (ბასკურ-ქართველური ენები)
2. აფხაზურ-ადიღური ენები
2.1. აფხაზურ-აბაზური ენები
2.2. ჩერქეზული ენები
2.3. უბიხური (მკვდარი, უდამწერლობო)
3. ნახურ-დაღესტნური ენები
3.1. ნახური ენები (აჴიური დ., ბარის დ., ინგუშური დ., ქისტური დ., შაროული დ., ჭებერლოური დ.)
3.2. დაღესტნური ენები
3.2.1. ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ენები
  • დიდოურ-ჰინუხური ენები
3.2.2. ლაკურ-დარგუული ენები
  • ლაკური (ვიცხიური კ. • ღუმუხური კ. • ვიხლიური კ. და სხვ.)
  • დარგუული (ჰურახული დ. • ახუშური დ. • წუდახარული)
3.2.3. ლეზგიური ენები

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...