четверг, 11 апреля 2019 г.

                       კონსტანტინე აფხაზი


                                                     
(დ. 27 ნოემბერი1867კარდანახი ― გ. 20 მაისი1923თბილისი) — ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ცარისტული არმიის (1916) და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის (1918) არტილერიის გენერალ-მაიორი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917-1919), ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1917) და ამ პარტიის თავმჯდომარე (1921-1923), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1918), 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი (1922-1923
იხ. ვიდეო

დაიბადა სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, თავად ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზისა (1828-1907) და ნინო ჭავჭავაძის (1834-1883) ოჯახში. ეს საგვარეულო აფხაზეთის მთავრების — შარვაშიძეების — კახეთშიდამკვიდრებულ შტოს წარმოადგენდა. აფხაზის დედა, ნინო ჭავჭავაძე იყო ილია ჭავჭავაძის და. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი (1885) და პეტერბურგის სამხედრო აკადემია (1890). 1887 წლის მაისში მიიღო უნტერ-ოფიცრის ჩინი, 1888 წლის 9 აგვისტოს მიანიჭეს პოდპორუჩიკის წოდება და გაამწესეს ფეხოსანთა არტილერიის 39-ე საველე ბრიგადაში. ერთი წლის შემდეგ დანიშნეს იქვე სასწავლო რაზმის უფროსად. 1891 წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის მთავარი სამმართველოს გრენადერთა ბრიგადაში. 1895 წლის მაისში მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. 1896 წელს გადაიყვანეს კავკასიის არტილერიის გრენადერთა ბრიგადის მესამე ბატარეის უფროსად. 1901 წლის აგვისტოში მიანიჭეს კაპიტნის წოდება. შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში იყო ამავე გრენადერთა ბრიგადის მესამე და მეოთხე ბატარეების უფროსი. 1908 წლის თებერვალში მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება და დანიშნეს იმავე ბრიგადის მეშვიდე ბატარეის უფროსად. 1911 წლის დეკემბერში აფხაზი მის ბატარეასთან ერთად გაგზავნილი იყო სპარსეთში, თავრიზის საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში, სადაც რამდენიმე თვე დაჰყო.
იხ. ვიფრო

1906-1913 წლებში იგი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. 1913 წელს აირჩიეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). 1913 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. პირველი მსოფლიო ომის დროს დაწყებისთანავე, 1914 წლის 1 აგვისტოს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წინადადებით დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს. 31 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის საველე-საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1915 წლის მარტის დასაწყისში აფხაზი თავისი ბრიგადით, რომელიც მე-5 კორპუსში შედიოდა, დასავლეთის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც წლის ბოლომდე დაჰყო. ფრონტზე გამოჩენილი თავდადებისთვის ორგზის იქნა დაჯილდოებული თავად ვალდიმირის IV და III ხარისხის ორდენებით 27 აპრილსა და 14 ოქტომბერს, იმავე წლის 8 ნოემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის ბრძანებით გამოწვეულ იქნა ფრონტიდან და დაინიშნა კავკასიაში სახელმწიფო ტავდაცვის განსაკუთრებულ რწმუნებულად. , თებერვალში კი დაინიშნა კავკასიის ფრონტის საინჟინრო-სამშენებლო რაზმების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1916 წელს გახდა არტილერიის გენერალ-მაიორი.
იხ.ვიდეო

1916-17 წლებში კვლავ იყო არჩეული ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლად და ამავდროულად იყო არჩეული სახელმწიფო საბჭოს წევრად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 15 მარტს, ის დაბრუნდა საქართველოში. 1917-1918 წლებში იგი იყო თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა 1917 წლის სექტემბერში. 1917 წლის 11 დეკემბერს მისი ხელმძღვანელობით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საკრებულოს ქონება გადაეცა იმავე წლის ნოემბერში შექმნილ საქართველოს ეროვნულ საბჭოს. აფხაზი თავად იყო ეროვნული საბჭოს წევრი „უპარტიოთა კავშირიდან“ და ამ კავშირის თავმჯდომარე. როგორც ეროვნული საბჭოს წევრი, მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შექმნაში და იყოს მისი ერთ-ერთი ხელმომწერი. იმავე 1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც განიხილავდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს) იგი აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.
იხ. ვიდეო

1919 წელს კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებულ იქნა დამფუძნებელი კრების მიერ აღნიშნული წლის ივლისში. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთანგიორგი მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის შექმნაში. ზემოხსენებული კანონის მიღების დროს საქართველოს რეგულარულ არმიაში უკვე ირიცხებოდა 50 ათასამდე მებრძოლი.
საქართველოსთვის ავბედითი გამოდგა 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ აიღო თბილისი, რასაც მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გაუქმება. დღიდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიისა აფხაზი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქართველი ერის განმათავისუფლებელი მოძრაობისა. 1921 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ. 1922 წელს მისი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში, რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას. იმავე წელს კონსტანტინე აფხაზი იყო საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (იგივე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. მისივე თაოსნობით შეიქმნა ამ კომიტეტის სამხედრო ცენტრი. ცენტრი საერთო სამხედრო კოორდინაციას უწევდა მზადებას საყოველთაო-სახალხო ეროვნული ამბოხებისათვის. გამცემლობის შედეგად, საგანგებო კომისიამ (ე.წ. „ჩეკა“) შეძლო სამხედრო ცენტრის მიგნება. 1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი. იმავე წლის 20 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.
კონსტანტინე აფხაზის მეუღლე, - ელენე (1870-1942) და ვაჟი - ნიკოლოზი (1900-1988) 1923 წლიდან იყვნენ პოლიტიკური ემიგრანტები. ელენე განისვენებს საფრანგეთშიპარიზის სენ ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე. ვაჟი, - ნიკოლოზ აფხაზი, განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი). იგი ჯერ ცხოვრობდა საფრანგეთში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გადასახლდა კანადაში, სადაც ეწეოდა ნაყოფიერ მოღვაწეობას ადვოკატურასა და დეკორატიულ მებაღეობაში.
იხ. ვიდეო


Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...