вторник, 16 апреля 2019 г.

       პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

                                                  
2019წ-ის 15 აპრილს  სამწუხარო ინფორმაცია მოხდა. მოხდა ძლიერი ხანძარი იხ. ვიდეო
 (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება. მშენებლობა დაიწყო 1163წ-ს, ლუდივიკო VII. დროს, პირველი ქვა დადო რომის პაპმა  ალექსანდრე მესამემ. როგორც არქეოლოგები ფიქრობენ ნოტრ-დამში არის ოთხი სხვადასხვა ტაძარი 1. ადრეული ტაძარი IV ს. 2. მეროვინგების ბაზილიკა 3. კოროლიმგის  ტაძარი 4.რომაული საკათედრო ტაძარი. 
                                               
                        ტაძარი შიგნიტა მხარე მსახურების დროს მთავარი საკუთრთხეველი
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
                                                
                                                        საკვირაო მესა ტაძარში (2014წ-ის 3 აგვისტო)
პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
                                                      
                                               ხანძარი 2019წ-ის 15 აპრილი

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...