четверг, 18 апреля 2019 г.

                                                       ეკლესიის მამები
                                                       
                                                  ფრაგმენტი „ეკლესიის მამები“-ს მინიატურიდან
 (ბერძ. Ἐκκλησιαστικοί Πατέρεςმართლმადიდებელ ეკლესიებში — წმინდა მამები) — საპატიო ტიტული, რომელიც გამოიყენება IV საუკუნიდან გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების აღსანიშნავად, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საეკლესიო დოგმატიკის, იერარქიული ორგანიზაციისა და ეკლესიის ღვთისმსახურების ფორმირებაში, კანონების შექმნაში. ითვლება, რომ წმინდა მამები გამოირჩევიან ორთოდოქსალური სწავლებებით, სიწმინდითა და ეკლესიის აღიარებით. წმინდა მამათა ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სწავლებებს პატრისტიკა ეწოდება.
იხ. ვიდეო

კათოლიკურ და მართლმადიდებლური ეკლესიები ერთი და იმავე საეკლესიო მოღვაწეებს აღიარებენ, მაგრამ განსხვავებაა მათი თაყვანისცემის ხარისხში. კლასიკური წმინდა მამათა პერიოდი დასავლეთში წმინდა ისიდორე სევილიელით სრულდება, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში — იოანე დამასკელით, ბერძნულ ეკლესიებში კი გრიგოლ პალამათი და მისი მომხრეებით.
უფრო ადრეული თეოლოგები დასავლეთში უწოდბდნენ ეკლესიი მასწავლებლებ ხოლო, მათი სწავლებას სქოლისტიკას. მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს ტერმინი არ გამოიყენება, ამიტომ ეკლესიის მამები ხანდახან მიქწერენ მოღვაწეობას შუა საუკუნეების (მაგ., პატრიარქების ფიტოს I, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გიორგი პალამი) და ახალი დროის (პაიას ველიჩკოვსკი, თეობიანი რეკლიუსი, სილუან ათოონი და სხვ.) 
                                                         

                               სქოლასტიკა

                                                    
                                                   XIV საუკუნის სკოლის გამოსახულება
(ბერძ. σχολαστικός — სწავლული, ლათ. Scholia — სკოლა) — IX-Xსაუკუნეებიდან ერთ-ერთი წამყვანი ღვთისმეტყველური ფილოსოფიური მიმდინარეობა ევროპაში, რომელშიც შეჯერებული იყო კათოლიციზმისა და არისტოტელეს იდეები.
სქოლასტიკის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 1054 წელს ქრისტიანული ეკლესიის კათოლიკურ და მართლმადიდებლურ შტოებად დაყოფამ. ამ მოვლენამ ახლებურად დააყენა ღვთისმეტყველების პრობლემატიკა. აზრთა შორის სხვადასხვაობა მხოლოდ თეოლოგიურიკამათით არ შემოიფარგლებოდა. სქოლასტიკოსებმა წინ წამოწიეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გონებისა და რწმენისრელიგიისა და მეცნიერებისურთიერთობა. სქოლასტიკა უშვებდა ქრისტიანული სწავლების გააზრებას არა მხოლოდ თეოლოგიის, არამედ ფილოსოფიის კუთხიდანაც, ცდილობდა ქრისტიანული რწმენის რაციონალურ დასაბუთებას. წამყვანი სქოლასტების შემოქმედებაში კვლავ აღზევდა არისტოტელესეულირეალიზმი და ლოგიკის გაგება.
იხ.ვიდეო

თავდაპირველად სქოლასტიკა ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას, ორგანიზებასა და შენახვას. თუმცა, საკმაოდ ხშირად სქოლასტიკოსები საკუთარი შეხედულებების დასაბუთების მიზნით ძველი ავტორების (განსაკუთრებით პლატონისარისტოტელეს) თავისებურ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ, რაც საბოლოოდ მათ ჭეშმარიტ არსს ამახინჯებდა.
სქოლასტიკის ჩარჩოებში სერიოზული კამათი იმართებოდა სამებისღმერთის სამგვაროვნების გაგების და ზოგადად, ღმერთის არსებობის დადასტურების გარშემო. მაგალითად, ანსელმ კენტერბერიელს მიაჩნდა, რომ მხოლოდ უმაღლესი არსება შეიძლება იყოს რეალური და ვინაიდან ღმერთი უმაღლესი არსებაა, ის რეალურად არსებობს, ხოლო რადგან არსებობს ღმერთი, შესაბამისად არსებობს უნივერსალიებიც (ზოგადი ცნებები).
შუა საუკუნეებში კამათი უნივერსალიების (ზოგადი ცნებების) არსებობა-არარსებობის შესახებ ძირითადად სქოლასტიკურ ფილოსოფიაში არსებულ ორ მიდგომას — ნომინალიზმსა და რეალიზმს შორის მიმდინარეობდა.
იხ.ვიდეო

ნომინალიზმის თანახმად, არსებობს მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები, ზოგადი ცნებები ამ საგნების შესახებ კი ჩვენი გონების შექმნილია. ნომინალიზმის შერბილებული ფორმაა კონცეპტუალიზმი, რომლის თანახმად თავად საგნებში არსებობს რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და გონებაში მოცემული კონცეპტის (ცნების) საფუძველი ხდება.
რეალიზმის მიხედვით კი უნივერსალიები რეალურად არსებობს და წინ უსწრებს ცალკეული, კერძო საგნების არსებობას. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ანტიკური ფილოსოფიიდან მიღებული რეალიზმის ორგვარი გაგება არსებობდა:
  • უკიდურესი რეალიზმი — რომელიც სათავეს პლატონის იდეების თეორიიდან იღებს და რომლის თანახმად ზოგადი იდეები ცალკეულ საგნებამდე არსებობს და მათ ორგანიზებას ახდენს;
  • ზომიერი რეალიზმი — სათავეს იღებს არისტოტელეს შეხედულებიდან, რომ ზოგადი და კერძო ერთმანეთთან განუყრელ კავშირშია.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...