вторник, 9 апреля 2019 г.

ხაზართა სახაკანო

                        ხაზართა სახაკანო


                                          
                                                                       ხაზართა სახაკანო
ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. წარმოიშვა VII საუკუნის შუა წლებში ქვემო ვოლგისპირეთისა და ჩრდილოეთი კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილის ტერიტორიაზე. ხაზართა სახაკანოს დედაქალაქი VIII საუკუნის დასაწყისამდე იყო იყო სემენდერი დაღესტანში, შემდეგ — ითილი ქვემო ვოლგაზე. VII საუკუნის II ნახევარში ხაზარებმა მეზობელი სახანოები და სახელმწიფოები დაიპყრეს. 735 წელს დარუბანდის გასასვლელითა და დარიალის ხეობით ხაზართა სახკანოში არაბები შეიჭრნენ და ხაკანის არმია განადგურეს. ხაკანმა და მისმა ამალამ აღიარა ისლამი, რომელიც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში გავრცელდა, ხოლო ჩრდილოეთ დაღესტანში მცხოვრებმა ხაზარებმა — იუდაიზმი. ხაზართა სახაკანოში მოსახლეობა ძირითად საქმიანობად მომთაბარე მესაქონლეობა იყო. ქვემო ვოლგის ბარში განვითარდა მიწათმოქმედება და მებაღეობა. სახაკანოს დედაქალაქი ითილი ხელოსნობისა და საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. მდინარე დონსა და დონეცს შუა დასახლდნენ ჩრდილოეთ კავკასიელი ალანები, რის შედეგადაც ბინადარი მოსახლეობა წარმოიშვა. დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ხელისუფლება ფაქტობრივად ადგილობრივ ხაზარ და ბულგარელ ფეოდალთა ხელში იყო. VIII საუკუნეში ხაზართა სახაკანომ ფართო კავშირი შეინარჩუნა ბიზანტიასთან, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანობის გავრცელებას. სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადეს. VII-VIII საუკუნეში ხაზარებმა საქართველოში ილაშქრესIX საუკუნის დასასრულს პაჭანიკებმა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი დაიპყრეს. ხაზართა სახაკანოზე 
იხ.ვიდეო

დამოკიდებული მადიარებიდუნაისკენ განდევნეს (895 წელი). სახაკანოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ძველი რუსული სახელმწიფოს. ჯერ კიდევ IX საუკუნის დასასრულს რუსთა რაზმები გაიჭრნენ კასპიის ზღვაზეკიევის დიდმა მთავრებმა ოლეგმა 913-914 და იგორმა 943-944 წლებში დაარბიეს ხაზართა სახაკანო. 964-966 იგორის ვაჟმა სვიატოსლავმა საბოლოოდ გაანადგურა ხაზართა სახაკანო, დაანგრია მისი დედაქალაქი ითილი და სხვა ქალაქები. შემდეგ ხაზარებმა სცადეს აღედგინათ სახაკანო, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს ხაზართა სახაკანომ არსებობა შეწყვიტა

         ხაზართა ლაშქრობები საქართველოში

 ხაზარებმა საქართველოში პირველად ილაშქრეს 627 წელს ბიზანტიის მოკავშირე თურქთა დასავლეთ სახაკანოს ჯარებთან ერთად. 628 წელს მათ თბილისი აიღეს. დაახლოებით 650 წელს ჩრდილოეთ კავკასიაშიხაზართა ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და სამხრეთისაკენ მათი აგრესიის გავრცელებას დაემთხვა ამიერკავკასიის ქვეყნებში არაბთა გაბატონება . ამ დროიდან ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის ბრძოლა ხაზარებს არაბთა სახალიფოსთან უხდებოდათ. ურთიერთბრძოლაში ხაზარები და არაბები დარუბანდთან ერთად ხშირად იყენებდნენ დარიალის კარს, რის გამოც საქართველოს ტერიტორია საბრძოლო ასპარეზად იქცეოდა. ძველი საისტორიო წყაროები მოგვითხრობენ 764 წელს ხაზართა მიერ კვლავ თბილისის აღების და ქართლიდან ერისმთავარ ჯუანშერისა და მისი დის შუშანის გატაცების ამბავს.
 „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, წმინდა მოწამე არჩილის უმცროსი ქალიშვილი; იოვანესა და ჯუანშერის და.
არჩილის სიკვდილის შემდეგ ჯუანშერთან ერთად კახეთში ცხოვრობდა. მის ხელს ითხოვდა ხაზართა ხაკანი და სანაცვლოდ ქართველებს არაბთა წინააღმდეგ დახმარებას აღუთქვამდა, თუმცა უარი მიიღო. ხაზართა ლაშქარი ბლუჩანის სარდლობით კახეთს შეესია, დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი და ტფილისი დაარბია. ხაზარეთის გზაზე, დარიალთან, შუშანმა ბეჭდის თვალში დამალული საწამლავით დაასრულა სიცოცხლე. ხაკანმა ქალის გარეშე დაბრუნებული ბლუჩანი სიკვდილით დასაჯა, ხოლო ჯუანშერი შვიწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა. იხ ვიდეო


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...