пятница, 12 апреля 2019 г.

ტროის ომი

                              ტროის ომი

                                  J G Trautmann Das brennende Troja.jpg
ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა მეუღლემ, მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას, მიკენის მბრძანებელ აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს.
                                                       
                                        ელენეს მოტაცება ფრანჩესკო ჯოვანი რომანელი
 მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს აგამემნონი სარდლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადა და ოდისეა - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.
                                                     
                                                             პარისის სასამართლო
ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ამჟამად ეს ომიც და თავად ქალაქიც მითოლოგიურად მიიჩნევა. თუმცა, 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.

                                  ტროის ცხენი

                                                      
                                   დომენიკო ტიეპოლოს ფრსკა. (1773) ცხენი შეაქვტ სროაში
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ტროის ომის მეათე წელს ბერძნების მიერ ოდისევსის წინადადებით აგებული უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც ბერძნებმა შიგ ოდისევსი და სხვა რჩეული გმირები ჩასხეს. ბერძნებმა ხის ცხენი მიაგორეს ტროის კარებთან და თითქოს ომს თავი მიანებესო, ჯარი უკან გააბრუნეს. ტროელებმა ეს ღმერთების მიერ მიძღვნილ საჩუქრად მიიღეს, დაუჯერეს ცბიერ ტყვე სინონის რჩევას და ლაოკოონის წინასწარმეტყველების მიუხედავად ცხენი დიდის გაჭირვებით ქალაქში შეაგორეს. მხოლოდ აპოლონის ქურუმი ლაოკოონი აღუდგა წინ ამ განზრახვას.
ღამით, როდესაც ტროელებმა ღრმა ძილს მისცეს თავი, ცხენიდან მეომრები გამოვიდნენ, თავიანთ ჯარს ქალაქის გალავნის კარები გაუღეს და ტროა მიწასთან გაასწორეს. ეს მითი ასახულია ჰომეროსის ეპოსში, ვერგილიუსის — „ენეიდაში“.
გადატანითი მნიშვნელობით „ტროის ცხენი“ დანაელთა (ბერძნებს დანაელებსაც უწოდებდნენ) საჩუქარი ნიშნავს მტრისაგან მიძღვნილ რაიმეს, რითაც იგი მოწინააღმდეგეს მახეს უგებს.
იხ.ვიდეო

                                                                     

                            აგამემნონი

                                         
            აგამემნონის ნიღაბი ნაპოვნი ჰაინრიხ შლიმანის მიერ 1876წ-ს მიკებიში
(ბერძნ. Ἀγαμέμνων, ὁ) — მიკენის მეფე, ბერძენთა წინამძღოლი ტროის ომშიატრევსის ვაჟი, მენელაოსის ძმა. როდესაც ატრევსი მოკლა ეგისთემ და მიკენის მეფე გახდა, ეგისთეს მამა თიესტე, ჯერ კიდევ ყმაწვილები - აგამემნონი და მენელაოსი სპარტაში გაიქცნენ და დაქორწინდნენ ტინდარეოსის ქალიშვილებზე; აგამემნონი კლიტემნესტრაზე, ხოლო მოენელაოსი - ელენეზე. აგამემნონს შეეძინა ქალიშვილები: იფიგენიაქრიზოთემიდალაოდიკე (ტრაგიკოსებთან ელექტრა) და ვაჟი ორესტე. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მიკენში უკვე აგამემნონი იყო გამეფებული, მენელაოსის ცოლი ელენე მოიტაცა პარისმა.
                                     
                                                   დაბრუნება აგამემნონის 
 ადრევე დადებული ხელშეკრულების თანახმად, აგამემნონმა შეკრიბა საუკეთესო ბერძენ ვაჟკაცთა დიდი ლაშქარი და თავს დაესხა პარისის მშობლიურ ქალაქ ტროას. ტროაში მისვლამდე ბერძენთა ლაშქარს ავლიდთან პირქარი მოევლინა და წინსვლის ყოველგვარი საშუალება მოუსპო. რადგან ქარი არ აპირებდა ჩადგომას, სამისნოს მიმართეს. სამისნომ განაცხადა, რომ ქარი მანამ არ ჩადგებოდა, სანამ აგამემნონი მსხვერპლად არ გაიღებდა თავის ქალიშვილ იფიგენიას. აგამემნონი იძულებული გახდა შეესრულებინა ღმერთის ეს მეტად არასასიამოვნო სურვილი. მითის ამ დეტალზე ააგო ევრიპიდემშესანიშნავი ტრაგედია "იფიგენია ავლიდში".
                                         
                                                       სიკვდილი აგამემნონის
ტროას ომში აგამემნონმა დიდი გმირობა და სტრატეგიული ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ პატივმოყვარეობითა და სიამაყით ხშირად ვნებდა საერთო საქმეს. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქილევსის რისხვის მიზეზი გახდა ის, რომ აგამემნონმა უსამართლოდ წაართვა ტყვე ქალი ბრიზეიდა, მანვე შეურაცხყო აპოლონის ქურუმი ქრიზე და სხვა, რითაც უდიდესი მორალური და მატერიალური ზარალი მიაყენა თანამებრძოლებს. ომის დამთავრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას, უდიდესი გამარჯვებითა და შინდაბრუნების სიხარულით აღფრთოვანებული აგამემნონი, რომელსაც იმდენად ბედნიერად მიაჩნდა თავი, რომ ღმერთებსაც კი შესძახა, გშურდეთ, ღმერთებო, ჩემი ბედნიერებაო, ვერაგულად მოკლეს ცოლმა - კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა ეგისთემ.
იხ. ვიდეო

ბეოტიასა და პელეპონესის ზოგ ადგილებში არსებული აგმემნონის კულტი იმაზე მიუთითებს, რომ იგი ადრე ადგილობრივი ღმერთი უნდა ყოფილიყო და შემდგომ, ზევსისთვის დაეთმო ადგილი. ამაზე მიუთითებს მისი ერთ-ერთი საკულტო სახელი: - ზევს - აგამემნონი. ხელოვნებაშიც აგამემნონი ზევსისმაგვარად გამოისახებოდა - მშვიდი და დიდებული სახით, კვერთხით ხელში. აგამემნონის ტრაგიკული ბედი აღწერილია ესქილეს "აგამემნონში", ევრიპიდეს ტრაგედიაში "იფიგენია ავლიდში", რასინის "იფიგენიაში" და სხვა. იხ ვიდეო კოფილმიდან ტროა


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...