суббота, 13 апреля 2019 г.

                      ცხენის თავის ნისლეული

                                             Barnard 33.jpg
მარცხენა ზედა კუთხეში ფოტოგრაფიაზე, მკაფიო ნაწილზე გამოსახულია ახალგზრდა ვარსკვლავები ჩამოყალიბებულები და გამოასხივებენ ეს ვარსკვლავები მშობლიური გაზ-მტვეროვანი ღრუბელს, გამოსხივებული ვასკვლავები ფოტოგრაფიაზე განლაგებულინი არიან ზედა მხარეს ნაწილში ფოტოს, თავისი ნათელი გამოხატული ცხენის თავი.
(Horsehead Nebula; ასევე ცნობილია, როგორც „ბერნარ 33“) — ბნელი ნისლეული ორიონის თანავარსკვლავედში. ნისლეული მდებარეობს ვარსკვლავ„ალნიტაკის“ სამხრეთით, რომელიც უშორეს დასავლეთითაა ორიონის სარტყელზე და ორიონის მოლეკულარული ღრუბლის კომპლექსის ნაწილია. ნისლეული პირველად 1888 წელს უილიამინა ფლემინგმა დააფიქსირა ფოტოგრაფულ პლატა B2312-ზე, რომელიც ჰარდვარდის კოლეჯის ობსერვატორიაში იყო გადაღებული. ცხენის თავის ნისლეული დაახლოებით 1500 სინათლის წლის მანძილითაა დედამიწიდან დაშორებული. ის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნისლეულია მისი ბნელი მტვრისა და გაზიზ ღრუბლების მორევისებრი ფორმის გამო, რომელიც ცხენის თავს წააგავს დედამიწელი დამკვირვებლისთვის.
წითელი ან მოვარდისფრო ნათება წარმოიქმნება წყალბადის გაზისგან, რომელიც განსაკუთრებით უხვადაა ნისლეულის უკან და იონიზირდება იქვე მდებარე ვარსკვლავ „სიგმა ორიონისის“ მიერ. ცხენის თავის ნისლეულის სიბნელე, უმეტესად, გამოწვეულია სქელი მტვრისგან, თუმცა ცხენის თავის ნისლეულის „კისრის“ შედარებით დაბლითა ნაწილები მარცხნივ ჩრდილს წარმოქმნიან. გაზის ნაკადები, რომლებიც ნისლეულს ტოვებენ, მიემართებინ ძლიერი მაგნიტური ველის გავლენით. ნისლეულის ფუძეში არსებული კაშკაშა წერტილები ახალგაზრა ვარსკვლავები არიან, რომლებიც ეს ესაა ფორმირდნენ, ან ფორმირების პროცესში არიან.

მტვრისა და გაზის ბნელი ღრუბელი ორიონის ნისლეულში რეგიონია, სადაც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები ამჟამადაც მიმდინარეობს. ფორმირების პროცესში მყოფ ვარსკვლავებს ამარაგებს ე.წ. ვარსკვლავური ინკუბატორი, რომელიც მოიცავს ჩვენთვის ცნობილ 100 ორგანულ და არაორგანულ გაზებს, ისევე როგორც მტვრის ღრუბლები შეიცავენ დიდ და რთულ ორგანულ მოლეკულებს. ორიონის ნისლეულის ეს რეგიონი, რომელიც ცხენის თავის ნისლეულს მოიცავს, ვარსკვლავური ინკუბატორია. მასიური ნისლეულის სიბნელე არა მტვრითა და გაზითაა გამოწვეული, არამედ მის უკან მდებარე ვარსკვლავების სინათლის ერთობლივი ბლოკირებით.
იხ. ვიდეო

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...