Translate

четверг, 11 апреля 2019 г.

გიორგი კვინიტაძე

                          გიორგი კვინიტაძე



                                                     
დაიბადა 1874 წელს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ქვეითთა სასწავლებელი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში. 1904 წელს მან საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და სამსახური დაიწყო კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის დეკემბერში კვინიტაძეს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. იგი აქტიურად მონაწილეობდა არზრუმის (ერზერუმის) ციხის აღებაში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. რუსეთის 1917 წლის რევოლუციას კვინიტაძე გენერალ-მაიორის წოდებით შეხვდა. 1917 წლის მაისიდან იყო კავკასიის მე-15 ქვეითი პოლკის მეთაური.
იხ. ვიდეო

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა, რათა ჩამდგარიყო სამშობლოს სამსახურში, ეღვაწა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს და ქართული ეროვნული არმიის მშენებლობისათვის. 1918 წლის დასაწყისიდან იყო ქართული საარმიო კორპუსის I დივიზიის მეთაური. 1918 წლიდან ამიერკავკასიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრის თანაშემწე. 1918-1921 წლებში იგი არაერთხელ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდლად. ამ თანამდებობაზე ის პირველად იმყოფებოდა 1918 წლის მაის-სექტემბერში, ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გენერალი კვინიტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი.
იხ. ვიდეო

1918 წლის ბოლოს ის იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი. 1919 წლის მარტიდან იყო ახალციხე-ახალქალაქის ამზრების გენერალ-გუბერნატორი და რეგიონის ქართული გარნიზონის სარდალი. 1919 წლის სექტემბრიდან ქართული სამხედრო სკოლის უფროსი. 1920 წლის მაის-ოქტომბერში მეორედ ეკავა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტი. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დაუბრუნდა სამხედრო სკოლას. 1921 წლის თებერვალ-მარტში კვლავ იკავებდა მთავარსარდლის პოსტს. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ საქართველო დატოვა.
მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული, 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გიორგი კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე („Мои воспоминания в годы независимости Грузии, 1917–1921“).
ცოლად ჰყავდა (1911 წლიდან) თავადის ასული მარიამ მაყაშვილი (1889-1960). ჰყავდა სამი ქალიშვილი: იდა, თამარი და ნინო. ნინოს ქალიშვილია ფრანგული კინოს ვარსკვლავი მარიამ დ'აბო.
 იხ. ვიდეო

მომზადება ვოკალში -   პროფესიონალი   მომღერალი   ოპერის სოლისტი    მრავალი    კონკურისის      ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს     ვოკალში საოპერო,    კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება,     დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით,      სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64


ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949

Комментариев нет:

დამიწების სისტემა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                        დამიწების სისტემა ნიადაგის ვერტიკალური სტრესი მიზანი ელექტროშოკი...