Translate

понедельник, 15 апреля 2019 г.

არამეული ენები

                           არამეული ენები

                                                
სამალის ბარ-რაკიბის ერთ-ერთი წარწერა . წარწერა სამალის ენაზეა შესრულებული ( ასევე დიალექტად ითვლება).



არამეული ენები (არამეულად ܐܪܡܝܐ Ārāmāyâ) — სემიტური ენების ქვეჯგუფი. წარსულში არამეული ენა ასრულებდა Lingua franca-ს (სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სალაპრაკო ენა) როლს ახლო აღმოსავლეთისტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის პალესტინაში იესო ქრისტეს დროს.
წარსულში არამეელებს უწოდებდნენ დასავლეთის სემიტურ ტომებს, რომლებიც მომთაბარეობდნენ დაახლოებით დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე. მათი ენა (უფრო სწორედ კი, მათი მონათესავე დიალექტები) ძალიან ახლოსაა ხანაანეისტურ ენებთან, კერძოდ, ივრითთან. არამეელებს არასოდეს შეუქმნიათ ერთიანი სახელმწიფო. მიუხედავად ამისა მათი ენა ექსპანსიური იყო და შეუჩერებლად განაგრძობდა სხვა ტერიტორიებზე გავრცელებას.
არამეული ასრულებდა Lingua franca-ს როლს მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ასურეთსა და ბაბილონის სამეფოში მან ხმარებიდან ამოაგდო აქადური ენა. ისრაელსა და იუდეაში ელჩები და ვაჭრები არამეულად საუბრობდნენ. არამეული ენა განსაკუთრებით გაძლიერდა ახემენიდების (ძველი სპარსეთის მმართველების დინასტია) მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. VII-IV სს). ამ დროს ის ხდება იმპერიის ოფიციალური ენა.
ელინისტურ ეპოქაში, არაბულ დაპყრობებამდე (VII ს.) არამეული წარმატებულად უწევდა კონკურენციას ბერძნულს, რომლის მნიშვნელობაც ისე ჩამოიტოვა, როგორც სხვა ადგილობრივი სემიტური დიალექტების. იხ. ვიდეო
არამეული ენის ყველა ვარიანტი შეიძლება გაიყოს ორ დიდ ჯგუფად: სამხრეთარამეული (ისრაელის მიწები, გალილეა, დამასკო) და აღმოსავლეთარამეული (ცენტრალური სირია და ბაბილონი). ორივე დიალექტის დამწერლობის ძეგლები შემონახულია ივრითულ წყაროებში: თარგუმი, იერუსალიმის თალმუდი (დასავლური დიალექტი), ბაბილონის თალმუდი (აღმოსავლური დიალექტი). გარდა ამ დიდი ტექსტებისა, ასევე გვხვდება უფრო პატარა, განსხვავებული ჟანრების დოკუმენტები.
იხ. ვიდეო

მომზადება ვოკალში -   პროფესიონალი   მომღერალი   ოპერის სოლისტი    მრავალი    კონკურისის      ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს     ვოკალში საოპერო,    კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება,     დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით,      სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64


ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949


Комментариев нет:

ტრაქტორი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ტრაქტორი Ford- ის N-სერიის ტრაქტორმა Ferguson-ის სამპუნქტ...