пятница, 19 апреля 2019 г.

                            ფინიკია
                            
 (ბერძ. φοινως, ფოინიკე, „მეწამულის ქვეყანა“) — უძველესი ქვეყანა, რომელიც ქანაანის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ (ე.წ. ლევანტის) სანაპიროზე მდებარეობდა, მოიცავდა თანამედროვე ლიბანს და ნაწილობრივ სირიისა და ისრაელის ტერიტორიებს.
ფინიკიელებმა მძლავრი ცივილიზაცია შექმნეს სხვადასხვა განვითარებული დარგით — საზღვაო ვაჭრობა იქნებოდა თუ მაღალი კულტურა. ფინიკიური დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია დაფიქსირებული მარცვლოვანი სისტემის მქონე დამწერლობის ნიმუშებს შორის. ფინიკიური ცივილიზაციის თვალსაჩინო განვითარება ძვ. წ. 1200—800 წლებზე მოდის. ძვ. წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსებმა დაიპყრეს, ხოლო ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა.
იხ. ვიდეო

ფინიკიის უმთავრესი ქალაქებია: აკოაჰზივიტიროსი (თანამედროვე სური), ცარაათი (სარეპტა), სიდონი (თანამედროვე საიდა), ბერუთა (თანამედროვე ბეირუთი), ბიბლოსი (გებალი), ტრიპოლი და არვადი. ხანდახან ფინიკიური ქალაქთა რიცხვს მოშორებით მდებარე ქალაქ უგარითსაც მიაკუთვნებენ (თანამედროვე რას-შარმა)ფინიკიის ძველებრაული დასახელება „לבנון (ლებანონი ან ლევანონი)“ მომდინარეობს სიტყვიდან „ლავანი“ — თეთრი, ანუ სითეთრის ქვეყანა მთაგრეხილზე უდნობი თოვლის საფარის გამო, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა. ფინიკიელთა ენა ქანაანურ-ებრაული ენა იყო, რომელსაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში დღესდღეობით ჩვეულებრივ ფინიკიურ ენას უწოდებენ. სიტყვით ლებანონი (Lebanon) უცხო ენებში სახელმწიფო ლიბანს გამოხატავენ.
სახელწოდება „ფინიკია“, როგორც ჩანს, ბერძნული φοινως-დან უნდა მომდინარეობდეს — „მეწამული“, რაც მოლუსკების განსაკუთრებული სახეობისგან მუქწითელი ფერის საღებავის დამზადებას უნდა უკავშირდებოდეს. საღებავების დამზადება ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ერთ-ერთ წამყვან დარგად მიიჩნეოდა.
სხვა ახსნით ბერძნული Φοϊνιξ — მზის მეწამული ღვთაების, აღმოსავლეთიდან მოვლენილი ფენიქსის ქვეყანაა.
იხ. ვიდეო


ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება ეგვიპტური სიტყვა „ფენეჰუდან“ მოდის, რაც „გემთა მშენებელს“ აღნიშნავს, რამდენადაც, ფინიკიელები მეზღვაურობითა და გემთმშენებლობით მართლაც იყვნენ დაკავებულნი.
პირველად ეს სახელწოდება ჰომეროსთან გვხვდება და შემდეგ არაერთ ბერძენ ავტორთან მოიხსენიება. ჰომეროსთან „ფინიკიელები“ იგივეა, რაც „სიდონიელები“. ეტყობა, ფინიკია ქანაანის ბერძნული ექვივალენტია. უფრო მოგვიანო პერიოდებში დასახელება „ქანაანს“ სეპტუაგინტაში ხშირად „ფინიკიად“ თარგმნიდნენ.
ფინიკიის ძველებრაული დასახელება „לבנון (ლებანონი ან ლევანონი)“ მომდინარეობს სიტყვიდან „ლავანი“ — თეთრი, ანუ სითეთრის ქვეყანა მთაგრეხილზე უდნობი თოვლის საფარის გამო, რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა. ფინიკიელთა ენა ქანაანურ-ებრაული ენა იყო, რომელსაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაში დღესდღეობით ჩვეულებრივ ფინიკიურ ენას უწოდებენ. სიტყვით ლებანონი (Lebanon) უცხო ენებში სახელმწიფო ლიბანს გამოხატავენ.
სახელწოდება „ფინიკია“, როგორც ჩანს, ბერძნული φοινως-დან უნდა მომდინარეობდეს — „მეწამული“, რაც მოლუსკების განსაკუთრებული სახეობისგან მუქწითელი ფერის საღებავის დამზადებას უნდა უკავშირდებოდეს. საღებავების დამზადება ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ერთ-ერთ წამყვან დარგად მიიჩნეოდა.
სხვა ახსნით ბერძნული Φοϊνιξ — მზის მეწამული ღვთაების, აღმოსავლეთიდან მოვლენილი ფენიქსის ქვეყანაა.
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება ეგვიპტური სიტყვა „ფენეჰუდან“ მოდის, რაც „გემთა მშენებელს“ აღნიშნავს, რამდენადაც, ფინიკიელები მეზღვაურობითა და გემთმშენებლობით მართლაც იყვნენ დაკავებულნი.
პირველად ეს სახელწოდება ჰომეროსთან გვხვდება და შემდეგ არაერთ ბერძენ ავტორთან მოიხსენიება. ჰომეროსთან „ფინიკიელები“ იგივეა, რაც „სიდონიელები“. ეტყობა, ფინიკია ქანაანის ბერძნული ექვივალენტია. უფრო მოგვიანო პერიოდებში დასახელება „ქანაანს“ სეპტუაგინტაში ხშირად „ფინიკიად“ თარგმნიდნენ.
ფინიკიელთათვის ბიბლიაში კრებითი სახელი არ გვხვდება. როგორც ქანაანის შთამომავალთ, მათ „ქანაანელები“ ეწოდებათ, ანდაც მათივე უმთავრესი ქალაქის სიდონის მიხედვით მოიხსენიებიან. ფინიკიელების მემკვიდრედ ბიბლიაში ქანანი და ქამი სახელდებიან.
ფინიკიური ქალაქების სანაპიროებზე განლაგება ვაჭრობის განვითარებას უწყობდა ხელს. დადასტურებულია, რომ ძვ.წ.აღ. უკვე II ათასწლეულში ფინიკიასა და ეგვიპტეს შორის მჭიდრო სავაჭრო კავშირები არსებობდა. ფინიკიური ვაჭრობის აღმავლობა ძვ. წ. აღ. 1200 წელს უკავშირდება, როდესაც პალესტინის შიდა ნაწილები ებრაელებმა დაიკავეს, სირიისა კი არამეელებმა.
იხ. ვიდეო

ფინიკიის ცალკეული ქალაქები ქალაქსახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. თავდაპირველად მთავარ როლს სიდონი ასრულებდა, მოგვიანებით იგი ტიროსმა შეცვალა. ფინიკიური ქალაქები კონტინენტზე განლაგებული სახელმწიფოებისთვის ხარკის გადახდაზე უფრო თანახმანი იყვნენ, ოღონდ ამ უკანასკნელთ მათთვის ვაჭრობაში ხელი არ შეეშალათ, ვიდრე დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე. იაფი ნედლეულის ძიებისას ფინიკიელები მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს სერავდნენ, მიდიოდნენ არამხოლოდ ატლანტის ოკენემდე და ესპანეთამდე, არამედ ბრიტანეთის კუნძულებამდეც კი აღწევდნენ, საიდანაც კალას ეზიდებოდნენ. მათი საყრდენი პუნქტები ესპანეთში, სიცილიაზე, სარდინიასა და კორსიკაზე იყო განლაგებული. თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინეს ჩრდილოეთ აფრიკაში დაარსებულმა კოლონიებმა, პირველ ყოვლისა, რომის უსაშიშროესმა მოწინააღმდეგე კართაგენმა. ფარაონ ნეჰოს მიერ გაგზავნილმა ფინიკიურმა ფლოტმა აფრიკას ცურვით შემოუარა. ფინიკიური ვაჭრობის დაწვრილებითი აღწერა ეზეკიელის წიგნშია მოცემული.
იხ. ვიდეო

                   ფინიკიური დამწერლობა

ყველაზე ძველი ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ფინიკიურ დამწერლობაში 22 ასოა და მათგან არცერთია ხმოვანი. მას თანდათან მისგან ნაწარმოები ანბანები ენაცვლებოდა: ახლო აღმოსავლეთში — სემიტური დამწერლობები (არაბულიებრაულიარამეული). ევროპაში კი ბერძნული და მისგან ნაწარმოები დამწერლობები
Aleph
ალეფ სიმბოლურად გამოხატავს ხარის თავს. სიტყვა ალეფ ნიშნავს საქონელს. ქართული შესატყვისი: - ა

ბეთ

Beth
ბეთ სიმბოლურად გამოხატავს სახლს. სიტყვა ბეთ ნიშნავს სახლს. ქართული შესატყვისი: ბ

გიმელ

Gimel
გიმელ სიმბოლურად გამოხატავს აქლემის კუზს. სიტყვა გამელ ნიშნავს აქლემს. ქართული შესატყვისი: გ

დალეთ

Daleth
დალეთ სიმბოლურად გამოხატავს კარვის ან ქოხის კარს. ქართული შესატყვისი: დ

ჰე

He
ჰე სიმბოლურად გამოხატავს ტკივილს. ქართული შესატყვისი: ე

                      პირგის ბილინგვა

                                                         
                                                                                            ფირფიტები
 ორენოვანი წარწერა აღმოჩენილი 1964 წელს ტაძრის გათხრისას პირგიში(ახლანდელი იტალიის ტერიტორია). აღმოჩენა შედგება სამი ოქროს ფირფიტისგან. წარწერები შესრულებულია ცერეს მეფის მიერ დაახლოებით ძვ. წ. 500 წელს ფინიკიელი ღვთაებისთვის–ასტარტა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...