пятница, 12 апреля 2019 г.

                       კეპლერი (ტელესკოპი)

                                                Kepler Space Telescope spacecraft model 2.png 
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი არის ამერიკული კოსმოსური ობსერვატორია, რომელიც წარმოადგენს ნასას კეპლერის მისიის ნაწილს და იკვლევს დედამიწის მსგავსი პლანეტების შედგენილობას. კოსმოსური ტელესკოპი, რომელსაც მეჩვიდმეტე საუკუნის გერმანელის ასტრონომის იოჰანეს კეპლერის პატივსაცემად ეწოდა ეს სახელი, გაუშვეს 2009 წლის მარტში, დაგეგმილი სასიცოცხლო მისიით, სულ ცოტა 3.5 წლით. კეპლერის მისია სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ შეისწავლონ ირმის ნახტომის გალაქტიკის რეგიონი და აღმოაჩინონ დედამიწის ზომის 12 პლანეტა კოსმოსში ან საცხოვრებლად ვარგისი ზონის ახლოს და განსაძღვრონ რამდენ მილიარდ ვარსკვლავს აქვს პლანეტა. კეპლერის ერთადერთი ხელსაჭყო არის ფოტომეტრი, რომელიც თვალთეხედვის არეში მუდმივად აფიქსირებს 145.000 მთავარი ვარსკვლავის სიკაშკაშეს.
                                      
                                                               პირველი ფოტო ტელესკოპის

 ეს მონაცემები გადაიცემა დედამიწაზე, რომელსაც განიხილავენ თუ როგორ ბუნდოვანდება ზედმეტი სოლარული პლანეტების მიერ, რომლებიც კვე/ტენ მთავარ ვარსკვლავებს. კეპლერი არის ნასას აღმოჩენის პროგრამის პროექტი, რომელშიც აისახება მეცნიერების მისია. კონსტრუქციასა და საწყის ოპერაციას კარგად გაართვა თავის ნასას რეაქტიული მამოძრავებელი ძალის ლაბორატორიამ. კოსმოსური ბურთის პასუხისმგებლობით განვითარდა კეპლერის საფრენი სისტემა. ემესის კვლევის ცენტრი კი პასუხისმგებელის მიწის სისტემი განვითარებაზე, მისიის ოპერაციებზე და მეცნიერების მონაცემების ანალიზზე. კეპლერის ობსერვატორია აქტიურად აგრძელებს მოქმედებას. პირველი შედეგები 2010 წლის 4 იანვარს გამოცხადდა. როგორ მოელოდნენ საწყისი აღმოჩენები იყო პატარა პლანეტები, მისის გრძელდებოდა და შესაბამისად აღმოაჩინეს უფრო დიდი პლანეტები. 2011 წლის დეკემბრისთვის უკვე იყო 2326 კანდიდატი ამათგან 207 იყო დედამიწის მსგავსი, 680 პლანეტა სუპერ ზომის და 55 უფრო დიდი ვიდრე იუპიტერი, უფრო მეტიც 48 პლანეტა იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი ვარსკვლავების ზონებში. კეპლერის ჯგუფმა მიიჩნია, რომ 5.4 % იყო დედამიწის ზომის პლანეტა. 17 %-ს კი იყო მრავალფეროვანი პლანეტა. 2011 წლის დეკემბერში ორი, დედამიწის ზომის კანდიდატი: კეპლერ 20ე და კ20ფ დადასტურდა, როგორც პლანეტები, ნასამ ჩაატარა პრესიისთვის კონფერენცია სადაც განიხილეს ადრეული სამეცნიერო შედეგები.

2009

2009 წლის 6 აგვისტოს კეპლერის მისიასთან დაკავშირებით ამ პრესკონფერენციაზე გამოვლინდა, რომ კეპლერის ტელესკოპმა დაადასტურა წინათ ცნობილი ეგზოპლანეტის HAT-TP-76-ის არსებობა და ფუნქციონირება. პლანეტების აღმოჩენა დამოკიდებულია პატარა სინათლის ცვლილებებზე, ვარსკვლავები რომლებიც განსხვავდება თავისი სინათლით არ არიან გამოსადეგები კვლევისთვის. პირველი თვეების მონაცემებიდან კეპლერის მეცნიერებმა შეამჩნიეს დაახლოებით 7.500 ასეთი ვარსკვლავი. პირველი 6 კვირის
განმავლობაში, მონაცემებმა გამოავლინა აქამდე უცნობი პლანეტები, ყველა მათგანი ძალიან ახლოს იყო თავის ვარსკვლავთან. ამ შესამჩნევ შედეგებს შორის აღმოაჩინეს ერთი ყველაზე მჭიდრო პლანეტა, ორი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი , რომლებიც საწყისში გადმოსცეს, რომ იყვნენ ახალი ვარსკვლავები და კარგად დახასიათებული პლანეტა რომელიც ორმაგი ძალით გადიოდა ორბიტაზე.
TrES-2b-ს მდებარეობა

2010

2010 წლის 15 ივნისს კეპლერის მისიამ გამოავლინა მონაცემები 400-დან 156000-მდე პლანეტარულ ვარსკვლავებზე. 706 ამ მონაცემებიდან იყო ეგზოპლანეტარული კანდიდატები, ზომებით ისეთივე პატარა როგორიც დედამიწაა და ცოტათი დიდი უიპიტერზე. 2011 წლის თებერვლისთვის, 706-იდან იყო მოცემული 5 კანდიდატი, გამოკვლეული იყო 400 სამიზნე. კეპლერის შედეგები მოიცავდა ასევე პატარა პლანეტებსაც, რომლებიც გახდა საკამათო თემა, ისინი შედარებით იშვიათები იყვნენ. კეპლერის მონაცემების მიხედვით შეფასდა, რომ 100 მილიონი საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაშია. თუმცა მედია გადმოგვცემს, რომ TED-ის საუბრებმა გამოიწვია გაუგებრობა, გარდა ამისა ამ არეულობის წყალობით დაამტკიცეს, რომ კეპლერმა აღმოაჩინა დედამიწის მსგავსი პლანეტები. 2010 წელს კეპლერის გუნდმა გაზეთში გამოაქვეყნა მონაცემები 312 ზედმეტი მზის პლანეტათა შესახებ, რაც 306 ცალკეული ვარსკვლავიდან მოდიოდა. კანდიდატებიდან მხოლოდ 33.5 დღის მონაცემები იყო ხელმისაწვდომი. ნასამ აგრეთვე გამოაქვეყნა შემდგომი დაკვირვებები, რაც 2011 წლის თებერვალში გასაჯაროვდა. იხ. ვიდეო

                                          

2011 წლის 2 თებერვალს, კეპლერის გუნდმა გამოაცხადა მონაცემთა შედეგების ანალიზი, რომელიც ჩატარებული იყო 2009 წლის 2 მაისიდან 16 სექტემბრამდე. მათ აღმოაჩინეს 1235 პლანეტარული კანდიდატები სადაც 997 იყო მასპინძელი ვარსკვლავები. დამოუკიდებელმა ანალიზმა აჩვენა, რომ სულ ცოტა 90% იყო ნამდვილი პლანეტა და არა ცრუ. 68 პლანეტა იყო დაახლოებით დედამიწის ზომის, 288 სუპერ დედამიწის ზომის, 662 ნეპტუნის ზომის, 165 სუპერ იუპიტერის ზომის და 19 იუპიტერზე 2-ჯერ უფრო დიდი ზომის. 54 პლანეტა იყო საცხოვრებლად ვარგის ზონაში, პლანეტები ზომაში დედამიწაზე 5-ჯერ უფრო პატარები არიან. 2011 წლის 5 დეკემბერს კეპლერის გუნდმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს 2326 პლანეტარული კანდიდატები რომელთაგან 207 არის დედამიწის ზომის, 680 არის სუპერ დედამიწის ზომის, 1181 ნეპტუნის ზომის, ხოლო 203 იუპიტერისზომის და 55 არის უფრო დიდი ვიდრე იუპიტერი. 2011 წლის მონაცემებთან შედარებით დედამიწის ზომის პლანეტებისა და სუპერ დედამიწის ზომის პლანეტები რიცხვი გაიზარდა 200 %-ით, უფრო მეტიც, 48 პლანეტის კანდიდატები აღმოაჩინეს საცხოვრებლად ვარგის ზონებში, შესწავლილ ვარსკვლავებს შორის. ყველა ახალი პლანეტის კანდიდატებიდან 68 იყო დედამიწის ზომის ან უფრო პატარა, ან საერთოდ უფრო პატარა ვიდრე წინათ აღმოჩენილი ეგზოპლანეტები. კეპლერის აღმოჩენებზ დაყრდნობით ასტრონომმა სეზ შოსტაკმა შეაფასა 2011 წელი დედამიწის სინათლის წლების სახელით, მან თქვა, რომ სულ ცოტა 30000 საცხოვრებლად ვარგისი პლანეტა არსებობს. ასევე სულ ცოტა 50 მილიარდი პლანეტა არის ირმის ნახტომის გალაქტიკაში, საიდანაც სულ ცოტა 500 მილიონი არის საცხოვრებლად ვარგის ზონაში. 2011 წლის მარტში კი ასტრონომებმა ნასას ლაბორატორიიდან გადმოსცეს, რომ მოელიან დაახლოებით 1.4-დან 2.7 %-მდე მზის მსგავსი ვარსკვლავების აღმოჩენას. ეს იმას ნიშნავდა, რომ 2 მილიარდი ასეთი =, დედამიწის ანალოდი პლანეტა არსებობს.რომლებიც იყვნენ მზის მსგავსი ვარსკვლავები.
2012 წლის იანვარში სტრონომთა საერთაშორისო გუნმა გადმოგვცა, რომ თითოეული ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში შეიძლება იყოს საშუალოდ 1.6. ასევე გვთავაზობენ, რომ 160 მილიარდი ვარსკვლავური პლანეტა შეიძლება არსებობდეს ჩვენს გალაქტიკაში. იხ. ვიდეო სიცოცხლის ძიება კომსოსში


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...