суббота, 12 октября 2019 г.

ანგლოსაქსები

                                      ანგლოსაქსები

                         
                                       საქსონური საპარადო შლემი სატონ-ჰუდან
ინგლ. Anglo-Saxons. გერმ.  Angelsachsen - ველგერმანული  ტომები ანგლები და საქსები  რომლებიც V საუკუნეში გადასახლდნენ ბრიტანეთის კუნძულებზე და დაიპყრეს ინგლისი. ეს ტომები ცხოვრობდნენ მდინარეების ელბასა და რაინს შორის და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. რომელსაც შეურთდნენ იუტები და ფრიზები. რომის იმპერიის დახმობის შემდეგ დაწყეს გადასხლება ბრიტანეთში. ანგლო-საქსური ინგლისი — ინგლისის ისტორიის პერიოდი. მოიცავს 450-1066 წლებს. ანგლო-საქსთა მიერ ინგლისის დაპყრობიდან, ნორმანთა გაბატონებამდე.
ქალებს ანგლოსაქსების ეცვათ გრძელი, უბრალო კაბები, რომელსაც მხერბზე მიმაგრებული ჰქონდატ ბალთებით. ასსევე იყო აღმოჩენილი სამკაულებიც - ბროშკები, ყელსაბამები, ქინძისთავები და სამაჯურები.
                                         
                                                               მიგრაცია ტომების II - Vსს
V საუკუნეში რომის იმპერიას ბარბაროსულმა ტომებმა გადაუარეს, იმპერია ტერიტორიების დიდ ნაწილს ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომაც იძულებული გახდა ბრიტანეთიდან ჯარი გამოეყვანა. გერმანულენოვანი ტომები ანგლებისაქსები და იუტები წარმოშობით იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან და საქსონიის ტერიტორიიდან იყვნენ. მათ გადალახეს ჩრდილოეთის ზღვა და ინგლისში შეიჭრნენ. მათ ადვილად დაამარცხეს ბრიტები და დაიპყრეს მრავალი კელტური სახელმწიფო. ბრიტების ნაწილი უელსისშოტლანდიისა და კორნუოლის მთიანეთს შეეხიზნა. დაახლოებით 475-616 წლებში მიმდინარეობდა ანგლო-საქსთა მიერ კუნძულის დაპყრობა. ჩამოყალიბდა ჰეპტარქია ანუ შვიდი სამეფო. ეს სამეფოები იყო: კენტი (475 წ.), სასექსი (491 წ.), უესექსი (519 წ.), ესექსიმერსია (585 წ.), ნორთუმბრია (593 წ.) და აღმოსავლეთი ინგლისი (616 წ.).
იხ. ვიდეო

VII საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა უესექსის მეფე კერნვულფი (597-611 წწ.), 607 წელს მან სასექსიც დაიპყრო. 628 წელს მერსიის მეფე პენდამ (633-655 წწ.) უესექსელები დაამარცხა, ხოლო 633 წელს გვინედელთა ლაშქრის დახმარებით დაამარცხა ნორთუმბრიის მეფე ედვინი (616-633ჰიტფილდის ბრძოლაშიქრისტიანობა ანგლო- საქსონურ ინგლისში VI საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როდესაც კენტის მეფე ეთელბერტ I-მა (560-616) და მისმა მეუღლემ დედოფალმა ბერტამ ქრისტიანობა მიიღეს, ხოლო რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წარგზავნილი ბერი ავგუსტინე კენტერბერის პირველ არქიეპისკოპოსად დაინიშნა.
                                        
                                                    ინგლისი ანგლოსაქსების პერიოდში
რეალურ ძლიერებას მერსიის სამეფომ VIII საუკუნეში მიაღწია ორი დიდი მეფის ეთელბალდისა (716-757 წწ.) და ოფას (757-796 წწ.) მმართველობისას მიაღწია. მერსიამ ზედიზედ დაიმორჩილა ყველა ანგლო-საქსონური სამეფო. უესექსი 740 წელს, სასექსი 771 წელს, აღმოსავლეთ ინგლისი 794 წელს, ასევე კენტიც და სასექსიც. აღსანიშნავია, რომ მეფე ოფას ურთიერთობა ჰქონდა კარლოს დიდთანაც.
786 წელს დანიელი ვიკინგი ბეოტრიკი უესექსის მეფედ დაინიშნა, 789 წელს მან მეფე ოფას ქალიშვილზე იქორწინა. 793 წელს დაიწყო ვიკინგთა სამსაუკუნოვანი ექსპანსია ბრიტანეთზე, ლინდისფარნეზე თავდასხმით. ამას მოყვა მერსიის დასუსტება და უესექსის გაძლიერება. სასექსის, უესექსისა და ესექსის გაერთიანება (825 წ.). აღმოსავლეთ ინგლისის გათავისუფლება (825-827 წწ.) ვიკინგთა მიერ ირლანდიის ნაწილის დაპყრობა (835-841 წწ.), პირველი თავდასხმა ინგლისზე (851 წ.) და წარმატებით მოგერიება მეფე ეთელვულფის მიერ (839-858 წწ.), დანიელთა დაპყრობითი ომები (865-878 წწ.) კუნძულის შუაზე გაყოფა უესექსის მეფე ალფრედისა (871-899 წწ.) და აღმოსავლეთ ინგლისის დანიელ გამგებელ გუთრუმს (869-890 წწ.) შორის, დენლოს დაპყრობა ედუარდ უფროსის მიერ (910-924 წწ.), ინგლისის წარმოქმნა უესექსის ნანგრევებზე მეფე ათელსტანის ქარტიის მიხედვით (927წ.). საქსონი მეფეების მმართველობა (927-1016 წწ.), დანიელი მეფეების მმართველობა (1016-1042 წწ.), ანგლო-საქსთა ხელისუფლების აღდგენა ედუარდ აღმსარებლის მიერ (1042-1066 წწ.). ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა (1066-1072 წწ).

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...