Translate

среда, 25 марта 2026 г.

გიორგი სააკაძე (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   გიორგი სააკაძე (ფილმი)
                                                                                  ფილმის პოსტერი

„გიორგი სააკაძე“ — 1942-43 წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი. რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.სიუჟეტი

ფილმი გადაღებულია ანა ანტონოვსკაიას რომანის „დიდი მოურავის“ მიხედვით. ცალ-ცალკე სამთავროებად დაქუცმაცებულ, გარეშე მტრების სათარეშოდ გადაქცეული საქართველოს გაერთიანებისთვის იბრძვის გიორგი სააკაძე. ქართლის მეფეს — ლუარსაბ მეორესაც სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე ცოლად გიორგის დას შეირთავს. დიდი მოურავის აღზევებით შურით აღვსილი თავადები შეთქმულებას აწყობენ მის წინააღმდეგ. სააკაძე იძულებული ხდება ირანის შაჰის კარზე შეაფაროს თავი. დაიწყო დიდი ომები, რომელსაც გიორგი სააკაძე შაჰისთვის აწარმოებდა. ისპაჰანში გამარჯვებით დაბრუნებულს შაჰი უკვე საქართველოზე გალაშქრებას მოსთხოვს. მძევლად კი უმცროს შვილს დაიტოვებს. სააკაძეს სპარსეთის ლაშქრის დახმარებით უნდა ურჩი თავადები გაანადგუროს და საქართველო გააერთიანოს. მტრის ურიცხვი ჯარის განადგურებით იგი შელახულ ღირსებას აღიდგენს. ქართველები გამარჯვებას ზეიმობენ, ამ დროს კი გიორგი სააკაძეს შაჰის გამოგზავნილ ძღვენს მიართმევენ. შაჰმა გიორგის ღალატის სანაცვლოდ მის შვილს თავი მოჰკვეთა და სააკაძეს გაუგზავნა. სულიერად გატეხილ სააკაძეს კი გაერთიანებული თავადები ადვილად ამარცხებენ…

ფილმის გადაღება თავად სტალინმა შეუკვეთა. მისი ბიუჯეტი 7 მილიონი მანეთი იყო. ფილმის გადაღების დაწყება ქვეყანაში ოფიციალურად გამოაცხადეს 1941 წლის 22 ივნისს. XVII საუკუნის ეპოქის გასაცოცხლებლად, სტალინის სპეციალური ბრძანებით, კრემლის ცნობილი მუზეუმიდან მოხდა ქართველი თავადების ორიგინალი კოსტიუმების გამოტანა. ისინი რეჟისორს უკან აღარ დაუბრუნებია და დღემდე ინახება საქართველოს მუზეუმებში. გამოსვლიდან პირველი 2 წლის განმავლობაში ფილმი 40 მილიონმა ადამიანმა ნახა. მათ შორის ადოლფ ჰიტლერმათეოდორ რუზველტმაუინსტონ ჩერჩილმა და ირანის შაჰმა მოჰამედ რეზა ფეჰლევმა 

ფილმი აღდგენილია 1979 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ.

იხ.ვიდეო - გიორგი სააკაძე (სრული ფილმი)




Комментариев нет:

გიორგი სააკაძე (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                      გიორგი სააკაძე (ფილმი)                                            ...