вторник, 18 декабря 2018 г.

                                      იუნონა

                                                        
                                                   იუნონას ქანდაკება ვატიკანის მუზეუმიდან
 რომაულ მითოლოგიაში ოჯახის, დედობის, ქალების და ქალთა ნაყოფიერების ქალღმერთი. ითვლებოდა რომ ყველა ქალს ჰყავს თავისი იუნონა (ისევე როგორც ყველა კაცს თავისი გენიუსი). იუნონა იყო იუპიტერის მეუღლე, მას ბერძნულ ჰერასთან აიგივებდნენ. იუნონას კულტმა რომში დაპყრობილი იტალიური ქალაქებიდან გადმოინაცვლა და მას ახალი ფუნქციები და ეპითეტები დაემატა: "დედოფალი", ლუცინა (ნათელი), "ბავშვის დამბადებელი". მას ასახავდნენ მეომრადაც, ეტლზე, თხის ტყავით, ფარით და შუბით. იუნონა იუპიტერთან და მინერვასთან ერთად კაპიტონიუმურ ტრიადაში შედიოდა, მათ ეძღვნებოდათ კაპიტოლიუმზე ტაძარი.
იუნონას თაყვანს უმეტესად გათხოვილი ქალები სცემდნენ. გაუთხოვარ საყვარლად მყოფ ქალებს მის ალტართან შეხება ეკრძალებოდათ. მისი დღესასწაულები იყო 1 მარტს იუნონა ლუცენას მატრონალიები და დაუდგენელი წარმოშვების კაპიტოლინას ნონები 7 ივნისს. ამ უკანასკნელ დღესასწაულში მონა ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ქორწილისას იუნონას მოუხმობდნენ და მშობიარობის შემდეგ მას სწირავდნენ მსხვერპლს. როგორც ნაყოფიერების ქალღმერთს, მას აკავშირებდნენ ფავნთან.
პროვინციებში იუნონას აიგივებდნენ ადგილობრივ ქალღმერთებთან ანალოგიური თვისებებით. ფილოსოფიაში იუნონა ასახიერებდა მიწას და ჰაერს, რაც იუპიტერის - ეთერის ქვემოთ არის.
                                                       Head of Juno from Aquincum.jpg
მითოლოპგია           ძველი რელიგია  
სქესი                   ქალი 
მამა                   ატურნი
ძმები და და დები               იუპიტერი                  
  მეუღლე               უპიტერი
   
შვილები 
                                                 არსი ულკანი უვენტა   და                 
              ბელონა 


იდენტიფიკაცია
             
             მენმოსინი
სხვა კულტურებში                            ერა

                                 ბარბარობა

                                                       
                                                          „წმინდა ბარბარე“, იან ვან ეიკი.
ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები(სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.         
                                                                          წმინდა ბარბარე
                                                           Varvara icon.jpg
                                                                   მართლმადიდებლური ხატი        
დაიბადა    ||| საუკუნეში  ნიკომედია    გარდაიცვალა 308 ხსენების დღე  4 დეკემბერი მოღვაწეობა სასწაულომოქმედი
                                                                              
                                                                 წმინდა ბარბარე და მისი კოშკი  
წმინდა ბარბარე დაიბადა ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში. მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის ოჯახში. მისი მშობლები წარმართები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ კერპებს. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა. იგი ოჯახის ერთადერთი შვილი და მამისაგან განებივრებული იყო. ახალგაზრდა ბარბარე ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს, მამამისს, მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.
კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული — ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.
მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“. ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.
ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.
ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.
ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი მარმარილოზე და იქ წყალმა ამოხეთქა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.
ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა:

„რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ.“
ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმინდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.
რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.
                                                               
დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო:
ვიკიციტატა„„ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. ...„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.“
დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.
დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა. მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.
მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.
მიუგო მას ბარბარემ:
ვიკიციტატა„არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.“
მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.
შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა:
ვიკიციტატა„ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ.“
სიხარულით აღივსო წმინდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.
მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.
ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა:
ვიკიციტატა„ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა
მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.
ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.
მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.
წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმინდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.
დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.
ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.
დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმინდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი. ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.
წამებულის წმინდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.
დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა — ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმინდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.
წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვი
იხ. ვიდეო


წელი

                  წელი

მზის სისტემის პლანეტების შიდა ორბიტის ანიმაცია მზის გარშემო. წელიწადის ხანგრძლივობა არის დრო, რომელიც საჭიროა მზის გარშემო.


წელიწელიწადი — დროის შუალედი, რომლის განმავლობაში დედამიწა ერთ სრულ შემოვლას ასრულებს მზის ირგვლივ. დედამიწის მოძრაობის სირთულემ განაპირობა ამ შუალედის განსაზღვრის სიძნელე და წელიწადის ურთიერთგანსხვავებულ ცნებათა წარმოშობაც. ვარსკვლავიერი, ანუ სიდერული წელიწადი, არის დროის შუალედი. რომელსაც ანდომებს მზე ცის თაღზე ვარსკვლავთა მიმართ ერთ სრულ ხილულ გარემოქცევას, გამოწეეულს დედამიწის რეალური მზისირგელივი მოძრაობით. მისი ხანგრძლიეობაა 365,256360 ეფემერიდული დღე-ღამე. ტროპიკული წელიწადი — დროის შუალედი გაზაფხულის ბუნიობის წერტილზე მზის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის (365,242196 დღე-ღამე); ანომალისტური წელიწადი — დროის შუალედი პერიჰელიუმში დედამიწის ორ თანმიმდევრულ გავლას შორის (365,259641 დღე-ღამე); დრაკონული წელიწადი — დროის შუალედი მთვარის ორბიტის ერთსა და იმავე კვანძში მზის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის (346,620047 დღ-ღ). წელიწადის ეს სახეობები დროთა განმავლობაში ნელა იცვლება (საუკუნეში დღ-ღამის 0,11 — 6, 3 და 32 მემილიონედით, შესაბამისად). მთვარის კალენდრებში გამოიყენება 12 ან 13 სინოდური თვის შემცველი მთვარისმიერი წელიწადი. იულიუსის კალენდრის წელიწადის საშუალო ხანგრძლივობას იულიუსის წელიწადი ჰქვია (365,25 დღე-ღამე), გრიგოლის კალენდრის წელიწადისას კი — გრიგოლის წელიწადი (365,2425 დღე-ღამე). სეზონთა ცელის პერიოდი ტროპიკულ წელიწადს ემთხვევა.
წელიწადის საკმაოდ ზუსტი მნიშენელობები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძვ. ჩინეთსა და ძვ. ეგვიპტეშიჰიჰარქემ განსაზდერა წელიწადი, რომლის მნიშენელობა უდრიდა „365 ¼ დღეს დღის 1/300 გამოკლებით“. წელიწადის ამ და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის სხვაობა მხილოდ 6 ½ წუთია.
ასტრონომიულად წელი გამოიყენება არამარტო დედამიწის მიმართ, არამედ სხვაობიექტების მიმართ მაგ,მზისსისტემის პლანეტების მიმართ ერთი ბრუნვა მზის გარშემო და მზისსისტემის ბრუნვა თავისი  გარშემო თავისი ცენტრის ბრუნვა გალაქტიკის წელი. ასევე სიდერული პერიოდი რომელიმე ციური სხელის. მარსის წელი იუპიერის წელი და ა.შ.
იხ ვიდეო

           მერკური (კოსმოსური პროგრმა)
                        
                                                                 კაპსულა ,,მერკური'' ანგარაში''
პირველი პილოტირებული კოსმოსური პროგრამა აშშ-ს, ასევე სახელწოდება                             კოსმოსური ხომალდის სერიის სახელწოდება ამ პროგრამისთვის.
გენერალური კონსტრუქტორი მაქს ფაზისი მწარმოებელი კორპორაცია -  McDonnell Aircraft Corporation. განვითერების დასაწყისი 1959წ-ის იამვარი
    ფრენისთვის პროგრამა ,,მერკურისთვის შეიქმნა კოსმონავტთა რაზმი ,,ნასა''-ში შესრულდა ექვსი პილოტირებული  (ორი სუბორბიტალური და ოთხი ორბიტალური) საერთო დრო პილოტირებული ფრენა შეადგინდა 2 დრეზე მეტი.
თარიღი გაშვებისრნდასახელებეა ხომალდისმასა, კგNSSDC IDშენიშვნა
ივლისი 1959იუპიტერიმერკური -იუპიტერი -1,2ფრენები გადაიდო მაღალი ფასის გამო პროექტის
21 აგვისტო 1959ლითლი ჯო-1ლითლი  ჯო -11159,0ნახევარ საათში  სტარტამდე პიროტეხნიკამ  გაიყვანა კაპსულასიმაღლეზე  600 მ. სტარტი  არ შედგა , РН არ დაზიანდა
9 სექტემბერი 1959ატლას Dბიგ  ჯო-11159,0სუბორბიტალური ფრენა, სიმაღლკე153 კმ. იყო  გაშვებული  მაკეტი КК მერკურის.
4 ოქტომბერი 1959ლითლ  ჯო-1ლითლ  ჯო-61134,0სუბორბიტალური ფრენა
4 ნოემბერი 1959ლითლ ჯო-1ლითლ  ჯო-1A1007,0სუბორბიტალური ფრენა, ავარიული დაფრენა
4 დეკემბერი 1959ლითლ ჯო-1ლითლ ჯო-21007,0სუბორბიტალური ფრენა
21 იანვარი 1960ლითლ  ჯო-1ლითლ ჯო-1B1007,0სუბორბიტალური ფრენა
9 მაისი 19601ბიჩ  ებორტ1007,0სუბორბიტალური ფრენა. გაშვება  РН გარეშე, გამოცდა САС.
29 ივლისი 19604ატლას Dმერკური-ატლას-11154,0 59 წმ-ზე სიმაღლეზე 9,1 კმ მოხდა ჩამოშლა რაკეტა -მატარტარებლის
8 ნოემბერი19603ლითლი- ჯო-1ლითლ ჯო-51141,0სუბორბიტალური ფრენა
21 ნოემბერი19602 F1ედსთოუნიმერკური-რედსთოუნ-11230,0მცდელობა გაშვება სუბორბიტალური ტრაექტორიით. «4-х დიუმიანი გაშვება» (10 სმ). გაშვებული კაბინა იყო გადატანა მერკურიზე-რეადსთოუნი-1A
19 დეკემბერი 19602 F2ედსთოუნიმერკური-რედსთოუნი-1A1230,0სუობორბიტალური ფრენის, სიჩქარე 8 000 კმ/სთ. მე- 15 წთ-სა და  45 წმ მიაღწია სიმაღლეზე 210 კმ, სიშორე 375 კმ
31იანვარი 19615ედსთოუნიმერკური-რედსთოუნ-21203,0სუბორბიტალური ფრენა, კაფსულა გაშვებული 17-კილოგრამის სინპაზე სახელი ჰემი  მიღწეულია სიჩქარე 9400 კმ/სთ. За 16 წთ 39 წმ მიაღწია სიმაღლე 250 კმ, სიშორე 670 კმ
21 თებერვალი 19616ატლას Dმერკური-ატალს-21154,0სუბორბიტალური ფრენა, სიჩქარე 21 000 კმ/სთ. За 17 წთ 56 წმ მიაღწია სიმაღლეზე 185 კმ, სიშორე 2300 კმ
18 მარტი 196114 F1ლითლი-ჯო -1ლითლ  ჯო-5A1141,0სუბორბიტალური ფრენა
24 მარტი 1961ედსთოუნიმერკური -სედსთოუნი -BD1141,0სუბორბიტალური ფრენა, დამატებული ამჩქარებელი (Booster Development, ქართ. დამუშავება ამჩქარებელი), სიჩქარე 8200 კმ/სთ.მე- 8 წთ-ზე 23 წმ მიაღწია სიმაღლე180 კმ, სიშორე 500 კმ
25 აპრილი 19618 F1ატლას Dმერკური -ატლას -31179,040 წმ-ზე შემდეგ სტარტიდან სიმაღლეზე 5 კმ ბორტიდან САС, გატყორცნა კაპსულის სიმაღლეზე  7 კმ. პარაშეტით კაფსულა დაეშვა  დაშორებით 1,8 კმ სტარტიდან. კაფსულა რემონტის შემდეგ იყო დაყენებული  МА-4- ზე
28 აპრილი 196114 F2ლითლი-ჯო -1ლითლ  
ჯო -5B
1141,0სუბორბიტალური ფრენა
5 მაისი 19617ეთსოუნიმერკური -რედსთოუნი-39551-ი სუბორბიტალური პილოტირებული ფრენა— სტრონავტი ალან  შეპარდი.  15 წთ 28 წმ -ში მიაღწია სიმაღლეზე 187,5 კმ, სიშორე 488 კმ
21ივლისი 196111ედსთოუნიმერკური-რედსთოუნი-41286,02-ე სუბორბიტალური პილოტირებული ფრენა— სტროავტი ვირჯილ გრისომი . სიჩქარე 8270 კმ/სთ. За 15 წთ 37 წმმიაღწია  სიმაღლეზე189 კმ, სიშორეზე 483 კმ
13 სექტემბერი 19618 F2ატლას Dმერკური-ატალს-41224,71961-025A1-ი ორბიტალური პილოტირებული ფრენა ხანაგრძლიობა 1 სთ 22 წთ
1 ნოემბერი 1961ბლუ სკაუტ-2მერკური-სკაუტ-167,5ავარიული სტარტი . С 28 წმ-ზე ფრენის თავი იჩინა არა მდგრადობა საკეტის  ძრავის რაკეტა -მატარებლის და   43 -ე წმ-ზე იყო შემორებული ბრძანება თვითლიკვიდაციის
29 ნოემბერი19619ატლასDმერკუური-ატლას-51315,41961-033A2- ე ორბიტალური ფრენა , გაშვებული 17-კილოგრამიანი შინპაზე სზხელად  ენოსი. პრობლემის გამო  (გაჟონვა  საწვავის) ორბიტაზე ფრენა იყო შეცყვეტილი  მე- 3- მდე 2-х ბრუნვაზე. დაფრენა განხორციელდა წარატებით
20 თებერვალი 196213ატლას Dმერკური-ატლას-61352,01962-003Aპირველი ორბიტალური პილოტირებული ფრენა— სტრონავტი ჯონ გლენი, 3 ბრუნვა  4 სთ 55 წთ-ში
24 მაისი196218ატლას Dმერკური-ატლას-71349,51962-019Aმეორე ორბიტალური პილოტირებული ფრენა— სტრონავტი მალკოლმ კარპერნტერი, 3 ბრუნვა  4 სთ 56 წთ-ში
3 ოქტომბერი196216ატლას Dმერკური-ატლას-81370,01962-052Aმესამე ორბიტალური პილოტირებული ფრენა— სტრონავტი უელტირ  შირრა, 6 ბრუნვა 9 სთ13 წთ-ში
15 მაისი 196320ატლას Dმერკური-ატლას-91360,81963-015Aმეთხე ორბიტალური პილოტირებული ფრენა — ასტრონავტი გორდონი უპერი, 22 ბრუნვა  1 დღ-ღ10 სთ 20 წთ-ზე

,,მერკური»
ეკიპაჟი1 კაცი.
მასა1355 
სიგრძე4,03 
მაქსიმალური დიამეტრი 1,89 მ
საცხოვრებელი მოცულობა1,7 მ³
ხანგრძლივობა ფრენისღ-ღ
რაკეტა-მატარაბელი«ედსოუნ»
«ატლასი D»
იხ. ვიდეო

კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...