суббота, 16 января 2021 г.

ვარდი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ვარდი

(ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 -მდე აღწევს. ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებითფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული. ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო; ფერად ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი. შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია. ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია.
იხ. ვიდეო ვარდები ვარდები

ვარდის გვარი იყოფა 4 ქვეგვარად, რომელთაგან ყველაზე დიდია ლათ. Rosa, იგი მოიცავს 192 სახეობას. აქედან განვითარდა შემდგომში ბაღის ვარდები. ბაღის ვარდების ბევრი ჯიში წარმოიშვა კვირტოვანი მუტაციისა და მათგან შერჩეული ძვირფასი სამეურნეო ფორმებისაგან. ვარდის ბევრი სახეობა ბუნებრივ პირობებში ადვილად ყჯვარება ერთმანეთს და წარმოქმნის სახეობათაშორის ჰიბრიდებს. ვარდების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა აზია (ჩინეთიშუა აზიაამიერკავკასია), უფრო ნაკლებია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცნობილია ვარდის 25 ათასი ჯიში და ფორმა, რომლებიც იყოფა 3 ჯგუფად, ესენია: მარადმწვანე ბუჩქები, ფოთოლმცვენია ბუჩქები და ლიანები.

                                                                           


ვილიამ ადოლფ ბურგო ახალგაზრდა 1893

ვარდი მრავლდება საკუთარ ფესვზე დაკალმებით, ამონაყარით, ბუჩქის დაყოფითა და გადაწვენით; ბაღისა და საპარკე ვარდების უმეტესობა — კვირტით მყნობით და კალმით. საქართველოში მყნობა ტარდება ივნისიდან-ოქტომბრამდე, ხოლო რგვა — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მის მოსაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი (დრენირებული) თიხნარი, ქვიშნარი, ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგები.

ვარდს იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში და ჰიბრიდიზაციისათვის. ზოგიერთი სახეობა (კაზანლიკური ვარდი) გამოიყენება ეთეროვანი ზეთების მისაღებად. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი შეიცავს C, ნაწილობრივ P ვიტამინს. საქართველოში ვარდი უძველესი დროიდანაა კულტივირებული. 1948 წლიდან თბილისისბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა ვარდის ინტროდუქციასა და ჰიბრიდულ სელექციაში.

ვარდის გავრცელებული დაავადებებია: ნაცარი, ჟანგა, ნაცრისფერი სიდამპლე, ფოთლების შავი ლაქიანობა და სხვა. მავნებლებიდან ვარდს აზიანებს ბუგრი, ხერხია, ფოთლიხვევია და სხვა, რომელთაც ებრძვიან ბი-58 და ფოსფორორგანული პრეპარატებით

იხ.ვიდეო ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤





SOFIA

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                   SOFIA

სტრატოსფერული ობსერვატორია ინფრაცითელა ასტრონიმია 

ინგლStratospheric Observatory for Infrared Astronomy  -  ინფრაწითელი სტრატოსფერული ობსერვატორია - ერთობლივი პროექტი ნასასა და გერმანული საავიაციო ცენტრის და კოსმონავტიკის განლაგებულია (ბოინგ - 747)  ბორტზე კასერგენის ტელესკოპური სისტემა პროექტი დაიწყო 2010წ-ის მაიში.
 
ტელესკოპის აწევა შესასძლებელია 13 კმ -ის სიმაღლეზე რაც საშუალებას იძევა ხარისხიანი სურათების მირების ახლოს იყო კოსმოსური ტელესკოპის სიმაღლეზე.
იხ. ვიდეო

სოფიას დანიშნულებაა ასტრონომიული ობიექტების შესწავლა და მოვლენების. 
დაბადება და ფორმირება ვარსკლავური სისტემების, რთული მოლეკოლების იდენთიფილაცია კოსმოსურ სივცეში. მზის სიტემის პლანეტების, ასტეროიდებისა და კომეტების გალაქტიკური ნილსეულების და მტვრის წარმოანაქმნების შესწავლა გალაქტიკის ცენრში შავი ხვრელების შესწავლა და სხვ.
           

SOFIA მეცნიერება - ზეახალი სუპერნოვა, რომელიც წარმოადგენს პლანეტების ფორმირების მასალას.




ბესიკი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ბესიკი  

(ნამდვილი გვარი და სახელი — ბესარიონ ზაქარიას ძე გაბაშვილი ) (დ. 1750თბილისი — გ. 4 თებერვალი [ძვ. სტ. 24 იანვარი]1791იასიმოლდოვის სამთავრო) — ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი

ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანიდავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე იმყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელი უბოძა. 1778 ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გრიგოლ პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.

2019 წლის 24-25 იანვარს რუმინეთში გაიმართა ქართული კულტურის დღეები, რომლის ფარგლებში ქალაქ იასის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. თბილისში არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა.

 ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "ტანო-ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება "აღორძინების ხანის" სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.

საგმირო-პატრიოტულ პოემაში "ასპინძისათვის" ბესიკმა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა "რუხის ომი". სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში "რძალ-დედამთილიანი" ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., "ჭაბუა ორბელიანზე" და სხვ.).

ბესიკის პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება ("სევდის ბაღი", "ცრემლთა ისხარნი", "შავნი შაშვნი" და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა (18551962) და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა

იხ. ვიდეო ტანო ტატანო ❤❤❤❤❤


ტანო ტატანო ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო! ზილფო, კავებო, მომკლავებო, ვერსაკარებო, წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო, შემაზარებო, ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო, სულთწამარებო, პირო მთვარეო, მომიგონე მზისა დარებო! თვალთა ნარგისი, დამდაგისი, შეგშვენის მწველად, ყელსა ბროლისა, უტოლებსა, გველი გყვა მცველად, გეხსნეს ხალები, მაკრძალები, ამარტის ველად, ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი, მიქმოდენ ხელად, მიწვევენ შენად შესამკობლად, დამამწარებო! ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი მოსარხეველნი, ზარიფსა წელსა დაეკვირნეს ქვეყანად მვლელნი, ოდეს გნახვიდი, შევიმატნი ათასნი წელნი. აწ დამლევიან ყოვლნი დღენი, უცხო ვარებო. ბაგემდუმრიად გიალერსებ, ბაგეო ვარდო! თვალთა სურიან ხილვა შენი, კეკელა მარდო! გულსა სწყურიან დამაშვრალსა რას შეგაფარდო? თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო, სად გავიზარდო? უშენოდ ხილვა არვისი მსურს, შევიზარებო. შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთავრეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს. მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს! ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!


четверг, 14 января 2021 г.

შემთხვევა სოკოროში

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                შემთხვევა სოკოროში  

ლონი ზამორი
მე -სახის კონტაქტი ამო-სთან კონტაქტი ცნობილი ინციდენტი. რ-იც მოხდა 1964წ-ს ნიუმექსიკოში. იგი ფართოდ გაშუქდა და გამოძიეს. ალენ ჰენიკენის აზრიტ რ-იც ამ საქმეს იკვლევდა, ეს შემთხვევა არის ყველაზე მსხვილი დაკვირვება ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) შეხვედრა ფენომენის შესწავლის განმავლობაში.
                                                                                  
ზამორას მიერ შერულებული ესკიზი კვერცხის ფორმის ობიექტი
1964წ-ის 24 აპრილს 5 სთ-და 45 წუთზე პოლიცილმა სერჟანტმა ლონი ზამორმა სიჩქარის გადაჭარბების გამო რ-იც შევროლეს მისდევდა 85-ე ავტომაგისტრალზე გავიდა. უცებ მას შემოსმა ძლიერი ხმამაღალი ხმა და დაინახა  ცეცხლის ალი. მას ეგონა, რომ მოხდა აფეთქება მოხსებეაში მან აღნიშნა შემდეგი: მეგონა, რომ საწყობი დინამიტით იყო  აფეთქებელი. გადავწყვიტე დევნა შემეწყვიტა. ალი მოლურჯო იყო ნარინჯისფერი ციმციმებით. მისი ზომა ვერ დავადგინე.
მხატვრის მიერ გამოსახული ობიექტი ორი ფიგურით გვერდით
ალი სტაბილური იყო და თანდათან ეშვებოდა მანქანის მართვას ხელს უშლიდა. ალი ვიწრო იყო როგორც ჩანს ქვევით მიედინებოდა და ზარს გავდა.ზედა ნაწილი ვიწრო იყო, ვიდრე ზედა. სამი გრადუსი სიგანე მეტი არა. კვამლი არ დაუნახავს, მაგრამ გრძნობდა მსუბუქი ქანაობას ქვევით. მიზეზი შესაძლოა იყო ქარი. ის ძლიერ ქროდა. ცა სიფთა იყო გაფანტული ღრუბლები.
იხ. ვიდეო

საწყობისკენ მიმავალ გრუნტის გზაზე ის მესამე ცდაზე ავიდა გორაზე. ხმა დაბალი სიხშირის გახდა და შემცირდა. ზამორამ შენიშნა 150მ-ში ორ ბორცვს შორის რ-იც ვერცხისფერ მაქანის მსგავსი ორი ჰუმანოდი ფიგურა, თითქოს თეთრ სპეცტანსაცმელში იყო გამოწყობილნი. ის რონი დიდხანს არ მინახავს, როცა გავჩერდი რამდენიმე წამით ობიექტი, რომ გამომეკვლია არაჩვაულებრივი არფაერი. ადამინები როგორც ადანიმებიმოზარდები ან მაღალი ბიჭებს გავდნენ. როგორც ჩანს ზამორასი ეშინოდათ ერთი მათგანი მანქანას მიუბრუნდა გაკვირებისგან კანკალებდა.
დავუშვათ ავარია მოხდა ზამორამ დახმარება ითხოვა. გორაკზე მოძრაობისას ზამორა 100 ფუტის მოშორებით მიუხლოვდა და ის რაც თაიდან მანქანა ეგონა აღმოჩნდა კვერცხის ფორმის ობიექტი 15 ფუტის სიგრძისრ-იც მიწაზე იდგა.ობიექტზე იყო წითელი ნიშანი. 2 მის და 2,5ფუტი რკალი ისრის ქვემოთ მიმართული მაღლა და მის ქვემოთ ჰორიზონტალური. 2 - -ჯერ გაისმა ტყლაშუნი. 1-2 წამით ქვემოდან ობიექტი ძლიერ განათდაქვედა მხარე ლურჯი, ნარინჯისფერი ცეცხლით. ზამორამ მანქანისკენ გაიქცა შესაძლოა აფეთქების შიშის გამო. ხმა რომ შეწყდა ზამორამ დაინახა რომ ობიექტი აღას იყო.
ხმაური არ შეწყვეტილა ობიექტი მაღლა მიიწევდასწორ ხაზში.

понедельник, 11 января 2021 г.

B12 ვიტამინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          B12 ვიტამინი


                                                               ციანოკობალამინი
                                                                            
დასახელება ბოლოგიურად აქტიური ნივთიერების ჯგუფი სახელწოდებით კობალამინებს და დაკავშირებულია კორონოიდებთან, რომლებიც შეიცავს კობალტის (III) ატომს სტრუქტურაში და წარმოადგენს ქელატირებულ ნაერთებს .
სამეცნიერო ლიტერატურაში, ვიტამინი B12 ჩვეულებრივ გაგებულია, როგორც ციანოკობალამინი, რომელიც თავისუფლად გარდაიქმნება ადამიანის ორგანიზმში ერთ – ერთ კოფერმენტულ ფორმად . ვიტამინი B12– ის ძირითადი რაოდენობა ციანოკობალამინის სახით შემოდის ადამიანის ორგანიზმში, ხოლო ის არ არის B12– ის სინონიმი, კიდევ რამდენიმე სხვა ნაერთს აქვს B12– ვიტამინის აქტივობა . ვიტამინ B12- ს ციხის გარე ფაქტორსაც უწოდებენ . ბუნებაში, ამ ვიტამინს აწარმოებენ ბაქტერიები და არქეები, იგი არ არის სინთეზირებული მცენარეებში.
იხ. ვიდეო
ეძღვნება ვიტამინი B12– ის გამოყენებას ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. და დღემდე გრძელდება კლინიკური კვლევები, შეისწავლის B ჯგუფის ვიტამინების გამოყენების ეფექტურობას სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებებში. B ჯგუფის ვიტამინები (პირველ რიგში B1 (თიამინი), B6 ​​(პირიდოქსინი), B12 (ციანოკობალამინი)) უკვე მრავალი წელია გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ვიტამინების დანიშვნის ერთ-ერთი მიზანია მათი დეფიციტის შევსება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა პირობებში: არასწორი კვების ან დიეტური შეზღუდვები ვეგეტარიანელებში, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, გარკვეული მედიკამენტების გამოყენება (მაგალითად, იზონიაზიდი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ, მალაბსორბციის სინდრომი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის იშვიათი. ამრიგად, აშშ – სა და დიდ ბრიტანეთში B12 ვიტამინის დეფიციტი შეინიშნება მოსახლეობის 6% –ში, ძირითადად ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში . ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებას, მაგალითად, პირიდოქსინთან ასოცირებულ ეპილეფსიას, თან ახლავს ჯგუფის B ჯგუფის ვიტამინების დაქვეითება. ამ ჯგუფის აუცილებელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს, მათ შორის მონო- და პოლინევროპათიებს, ენცეფალო- და მიელოპათიას დეფიციტური გენეზისით . ამასთან, B ვიტამინების გამოყენება პათოგენეტიკურად გამართლებულია მათი დეფიციტის არარსებობის შემთხვევაშიც კი, იმის გამო, რომ მათი კოფერმენტების სახით ისინი აქტიურად მონაწილეობენ ბიოქიმიურ პროცესებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციურ აქტივობას. ამ მხრივ, B ჯგუფის ვიტამინებს ხშირად უწოდებენ ნეიროტროპულ ან ნეიროტროპულ ვიტამინებს. ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. B12 ვიტამინის აღმოჩენის ისტორია XIX საუკუნის შუა ხანებში დაიწყო. დაავადების აღწერით, რომლის ძირითადი გამოვლინება იყო ფატალური ანემიის განსაკუთრებული ფორმა. 20 წლის შემდეგ ამ დაავადებას "მავნე ანემია" უწოდეს. 1934 წელს ექიმებმა დ. მაიკოტმა და ვ. პ. მერფიმ მიიღო ნობელის პრემია B12 ვიტამინის სამკურნალო თვისებების აღმოჩენისთვის და მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაიწყო პრეპარატის წარმოება . ვიტამინი B12 არის კობალამინის მოლეკულის 2 ქიმიური ვარიანტის ზოგადი სახელი - ციანოკობალამინი და ჰიდროქსიკობალამინი. ეს არის ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მინერალებს (ძირითადად კობალტს), ისევე როგორც ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც შეუძლია დაგროვება ორგანიზმში - ის ძირითადად ღვიძლში, არამედ თირკმელებში, ფილტვებსა და ელენთაში გროვდება. ადამიანის სხეულს არ შეუძლია მისი სინთეზირება. ამავდროულად, ვიტამინი B12 წარმოიქმნება მიკროორგანიზმების მიერ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ნებისმიერი ცხოველის, ადამიანის ჩათვლით, როგორც მიკროფლორის ნარჩენი პროდუქტი, თუმცა მისი ათვისება შეუძლებელია, რადგან ის მსხვილ ნაწლავში წარმოიქმნება და წვრილ ნაწლავში არ შედის შეწოვის მიზნით.


კუ (რომაული სამხედრო განლაგება)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

    კუ (რომაული სამხედრო განლაგება)

,,კუ'' ისტორიული რეკონსტრუქცია
(ლათ. testudo კუ) - რომის არმიაში ჯარისკაცებს ასწავლიდნენ ერთობლივ ბრძოლას, ბრძოლაში ისინი მჭიდროდ ჩამწკრივებულნი მიდიოდნენ.თუ მეტერი ისრებს დაუშენდა ჯერისკაცები ზევით ასწევდნენ და ერთიმეორესთან მიჯრით მიაწყობდნენ ფარებს რომლებიც სახურავივით მთლიანად ფარავდა მთელ მწყობრს ამ ხერხს "ტესტუდო" ანუ კუ ერქვა
რომალელები იყენებდნენ სხვა დასხვა ომებში როგორც ყველა სამხედრო ტაქტიკას და განლაგებას აქვს დადებითი და უარყოფით მხარეები. პირველი კი მისი ნაკლებად მანევრირებადობა იყო. იერუსალიმის ალყისას 70წ-ს ჩვ. აღ. იოსებ ფლავიუსი აღწერს ამ განლაგებას კერძოდ იუდეას დაცვის დროს კედლებთან არაერთხელ იქნა უკუგდებული რომაელები  ცეცხლოვანი ისრების საშუალებით. თუმცა შემდეგში რომაელებმა გამოიყენეს ეწ ,,კუს'' განლაგება რ-იც იმაში მდგომარეაობდა, რომ მოწნავე ჯარისკაცები მტკიცედ ეყრდნობდენ ფარებს მათ ვინც მისდევდა ფარებს უჭერდა წინებს და ა.შ.  ჯარისკაცებს შეეძლოთ ახლა კედელთან მისვლა და კირიბჭის თხრილის გაკეთება და დაწვა.
ასევე წარმატებით იყენედბა ტრაინე დაკიის ომებში როგორც აქ არის გამოსახული

იხ. ვიდეო ხოლო ამ ვიდეოში რომაელებისწარუმატებელი გამოყენებაზეა მოთხრობილი სპარსელების წინაამღდეგ.
დღავანდელ პერიოდშიც გარკვეულწილად იეყენებენ ამ განლაგებას სპეცრაზმი ოპერციის დროს როცა შენობაში სტურმს ახორცილებს. ასევე მასიური არეულობისას.


ბერტრან რასელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ბერტრან რასელი



(ინგლ. Bertrand Arthur William Russell, დ. 18 მაისი1872ტრელეკიუელსი — გ. 2 თებერვალი1970პენჰინდეიდრაიტიუელსი) — ბრიტანელი ფილოსოფოსილოგიკოსიმათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმისნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა. ითვლება ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.

1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. შვედეთის აკადემიის წევრი — ანდრეე ესტერლინგი რასელს ახასიათებდა, როგორც რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენლად, რომელიც დასავლეთში უშიშრად იბრძოდა სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის. მისი პირველი წიგნი — გერმანული სოციალ-დემოკრატია დაიბეჭდა 1896 წელს. საკუთარი ლოგიკური შეხედულებები მათემატიკური სისტემების მიმართ წარმოადგინა 1903 წელს გამოცემულ წიგნში „მათემატიკის პრინციპები“.

იხ. ვიდეო

ბერტრან არტურ უილიამ რასელი დაიბადა 1872 წლის 18 მაისს, უძველეს ინგლისურ არისტოკრატიულ ოჯახში. მამამისი, ვიკონტი ემბერლი, ჯონ რასელის მესამე ვაჟი იყო, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიგების ლიდერობა და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრობა მოესწრო 1846–1852 და 1865–1866 წლებში.

ფილოსოფოსის წარჩინებულ წარმომავლობაში უნდა ვეძიოთ მიზეზი იმისა, რაც აგრე რიგად იყო დამახასიათებელი ინგლისელი ლორდების შთამომავლისათვის. მას სჯეროდა რომ გააჩნდა "ხმის უფლება" და მთელი ცხოვრება იგი დარწმუნებული იყო რომ მის შეგონებებს შეისმენდნენ.

რასელთა საგვარეულო უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი დამახასიათებელი ლიბერალური ფასეულობებით, რაც აგრე რიგად იკვეთებოდა ინგლისური არისტოკრატიის ფონზე. რასელების გვარის წარმომადგენლებმა სახელი გაითქვეს ლიბერალური შეხედულებებისათვის ბრძოლით, კერძოდ 1683 წელს, ლორდი უილიამ რასელი სიკვდილით იქნა დასჯილი მეფის დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისათვის, ანგლიკანი მეფისადმი რომლის შეუწყნარებელ დამოკდებულებას კათოლიკეთა მიმართ, როგორც ჩანს, ვერ ეგუებოდა ლორდი. ბერტრან რასელის პაპა, ლორდი ჯონ რასელი მონაწილეობდა 1832 წელს ჩატარებულ პარლამენტის რეფორმაში, რომლის დროსაც თითქმის ორჯერ გაიზარდა ამომრჩეველთა რიცხვი ქალაქის საშუალო და შეძლებული ფენის ბურჟუაზიის წარმომადგენლების ხარჯზე. ბერტრან რასელის ნათლია იყო ჯონ სტიუარტ მილი – "XIX საუკუნის ინგლისური ლიბერალიზმის ინტელექტუალური სინდისი", შეიძლება ითქვას რომ სწორედ მისგან და მისი წინაპრებისაგან გადმოყვა მას ლიბერალური ფასეულობებისადმი მისწრაფებანი.

ბერტრან რასელი მშობლები ნაადრევად დაიღუპნენ. მომავალ ფილოსოფოსს და მის ძმას კი მშობლების დაღუპვის შემდგომ ბებია ზრდიდა არისტოკრატულ ატმოსფეროში, სადაც თავისუფალი აზროვნება განმარტოებით იყო გაჯერებული. ძმები განათლებას შინ იღებდნენ, ეცნობოდნენ მდიდარ ბიბლიოთეკას და წიგნების საკითხავად და მათ გასაანალიზებლად მათ ამისათვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ.

1910-1920-წლებში ბერტრან რასელი ჯონ სტიუარტ მილის შეხედულებებს იზიარებდა და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. შინაურ გარემოში შექმნილმა ატმოსფერომ, სადაც ლიბერალური იდეები ნორმად იყო ქცეული ჩამოაყალიბა მომავალი ფილოსოფოსის მსოფლმხედველობა.

1899 წლის მიწურულს ბერტრანმა ტრინიტი–კოლეჯში ჩააბარა (კემბრიჯი), სადაც 1894 წლის ივნისამდე სწავლობდა. ტრინიტი–კოლეჯში სწავლის პერიოდში რასელი ეუფლებოდა მათემატიკას და ლოგიკას. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ბევრს მოგზაურობდა. ბერლინში იგი გაეცნო გერმანულ სოციალ–დემოკრატიულ და სოციალისტურ მოძრაობებს და შედეგად 1896 წელს დღის სინათლე იხილა მისმა ნაშრომმა "გერმანული სოციალ–დემოკრატია".

ამ პერიოდის განმავლობაში ბერტრანი მათემატიკით, ლოგიკითა და ფილოსოფიით ძლიერი გატაცებით იყო დაკავებული. 1896 წელს მან დაწერა სადოქტორო დისერტაცია გეომეტრიაში და სულ ცოტა ხანში იგი აღიარებული მეცნიერი შეიქნა. იგი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში მიიღეს.

იხ. ვიდეო ბერტრამ რასელი ციტატები და და გამონათქვამები რომელმაც შეცვალეს სამყარო



1910 წელს რასელმა პოლიტიკაშიც სცადა ბედი. მან გადაწყვიტა კენჭი ეყარა, თუმცა საკუთარი ათეისტური შეხედულებების გამო, მან საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არჩევნებში მარცხი მან 1922 და 1923 წლებშიც გაიზიარა. 1908 წელს რასელი ე.წ. ფაბიანური საზოგადოების წევრი გახდა, 1914 წელს კი ლეიბორისტულ პარტიაში შევიდა. იგი ლეიბორისტული პარტიის წევრი 1965 წლამდე დარჩა, როდესაც კარიბის კრიზისის დროს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილო ფილოსოფოსმა არჩია დაეტოვებინა პარტიის რიგები. მიუხედავად ამისა, მისი შეხედულებების სიცოცხლის ბოლომდე ლიბერალურ პოზიციებზე რჩებოდა.

თუმცა, საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ 1914 წლამდე პოლიტიკა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერ უმნიშვნელო როლს თამაშობდა. იგი მთელი არსებით ჩაფლული იყო მეცნიერებაში, თავდაპირველად როგორც სტუდენტი, შემდგომში კი როგორც მასწავლებელი.

პირველმა მსოფლიო ომმა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერი ემოციური რყევა გამოიწვია. "მე იძულებული გავხდი გადამეხედა ჩემი შეხედულებებისათვის ადამიანური ბუნების შესახებ" – წერდა შემდგომში იგი. – "უწინ მე ვთვლიდი, რომ შვილების სიყვარული მშობლის ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ომმა მე დამარწმუნა, რომ ეს გრძნობა არც–თუ ხშირად გვხვდება ადამიანებში". მით უმეტეს შეუწყნარებელი იყო მისთვის იმის ნახვა, თუ რა გულგრილობით ეკიდებოდნენ ომს კემბრიჯში. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტუალურ უმწიკვლოებას საკუთარი საზღვრები ჰქონდა. შემდგომში ფილოსოფოსი დაწერს – „აქამდე მე მეგონა, რომ ინტელექტუალთა უმრავლესობა ჭეშმარიტების მოყვარული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სიმართლეზე წინ საკუთარ პოპულარობას აყენებს“.

იხ. ვიდეო




მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...